9 თებერვალი, კვირა, 2025

ცვლილება საფასურში – რა ღირს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება

spot_imgspot_img

 

2019 წლის 27 მარტს ცვლილება განხორციელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 01 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში”.

ცვლილების შედეგად, 2019 წლის 28 მარტიდან მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, ისარგებლონ დაჩქარებული სერვისით, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების პროცედურისას.

უცხოეთში მიღებული განათლების (უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების) აღიარებისათვის წარმოების საფასურები განისაზღვრა შემდეგნაირად:

1 თვიანი სტანდარტული წარმოებისათვის – 40 ლარი;

15 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 80 ლარი;

5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 120 ლარი;

1 ( ერთი) სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 250 ლარი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 01 ოქტომბრის №98/ნ

 

spot_img

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები