„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 24/05/2016, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017112), მინისტრის 15 დეკემბრის №100/ნ ბრძანებით, „ეროვნულ სასწავლო გეგმაში“ ცვლილება განხორციელდა, რომლის თანახმად საგნობრივ ჯგუფებში გარკვეული სავალდებულო საგნები გაერთიანდა.
განხორციელებული ცვლილების თანახმად,
✅ საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:
ა) მე და საზოგადოება (ისწავლება III-IV კლასებში);
ბ) ჩვენი საქართველო (ისწავლება V-VI კლასებში);
გ) ისტორია (მოიცავს საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის საკითხებს და ისწავლება VII-XII კლასებში);
დ) გეოგრაფია (მოიცავს საქართველოს და მსოფლიოს გეოგრაფიას და ისწავლება VII-XII კლასებში);
ე) სამოქალაქო განათლება (მოიცავს საგან „მოქალაქეობას“ – VII-XII კლასები და სავალდებულო პროექტებით სწავლება – X-XII კლასები).“.
✅ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:
ა) ბუნებისმეტყველება (ისწავლება I-VI კლასებში);
ბ) ბიოლოგია (ისწავლება VII-XII კლასებში);
გ) ფიზიკა (ისწავლება VII-XII კლასებში);
დ) ქიმია (ისწავლებაVIII-XII კლასებში).“
✅ ესთეტიკური აღზრდის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:
ა) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (მოიცავს სავალდებულო საგანს სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში I-IX კლასებში და სავალდებულო პროექტებით სწავლებას X ან XI კლასში);
ბ) მუსიკა (მოიცავს სავალდებულო საგანს მუსიკაში I-IX კლასებში და სავალდებულო პროექტებით სწავლებას X ან XI კლასში).“.
განხორციელებული ცვლილებები სრულად იხილეთ ბმულში ⬇️⬇️⬇️
ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდება 2022 წლის პირველი სექტემბრიდან, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების მიზნებისთვის – გამოქვეყნებისთანავე.