ცა­ში ახე­დე…

958

ლე­ი­ლა ხო­ნე­ლი­ძე

სსიპ ქ. ფო­თის ილ. ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის №5 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

ახალს არა­ფერს ვიტყ­ვი, თუ გა­ვიხ­სე­ნებ, რო­გორ გვეხ­მა­რე­ბა მშობ­ლებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს ზღაპ­რე­ბი, რომ ბავ­შ­ვებს ზო­გა­დი წარ­მოდ­გე­ნა შე­ვუქ­მ­ნათ რე­ა­ლო­ბა­ზე, გან­ვუ­ვი­თა­როთ წარ­მო­სახ­ვის, ფან­ტა­ზი­ის, ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი, გა­ვუმ­დიდ­როთ ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გი, მო­ვამ­ზა­დოთ მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის, გარ­კ­ვე­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში შე­ვუწყოთ ხე­ლი…

აღარ გა­ვაგ­რ­ძე­ლებ ზღაპ­რის სი­კე­თე­ზე სა­უ­ბარს, მხო­ლოდ ერთ ზღა­პარს გა­ვიხ­სე­ნებ, კე­თი­ლი მეზღაპ­რის — გუ­რამ პეტ­რი­აშ­ვი­ლის „პა­ტა­რა დი­ნო­ზავრს“. მას­წავ­ლებ­ლე­ბი და­მე­თან­ხ­მე­ბი­ან, რამ­დე­ნად ბევრ რა­მე­ზე შეგ­ვიძ­ლია და­ვა­ფიქ­როთ ბავ­შ­ვე­ბი ამ ზღაპ­რის წყა­ლო­ბით, მაგ­რამ ამ­ჯე­რად მის მხო­ლოდ ერთ ას­პექტს შე­ვე­ხე­ბი — ზღა­პა­რი, რო­გორც სა­შუ­ა­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცხოვ­რე­ბის წეს­ზე და­სა­ფიქ­რებ­ლად.

„პა­ტა­რა დი­ნო­ზავ­რი“ დი­ნო­ზავ­რე­ბის ყო­ფის აღ­წე­რით იწყე­ბა:

„მინ­დორ­ზე დი­ნო­ზავ­რე­ბი ძოვ­დ­ნენ ბა­ლახს…

სი­ზარ­მა­ცით გა­თან­გუ­ლებს გან­ძ­რე­ვაც ეზა­რე­ბო­დათ. იდ­გ­ნენ და მხო­ლოდ გრძელ კის­რებს იწ­ვ­დიდ­ნენ აქეთ-იქით. მა­შინ­ღა გა­დად­გამ­დ­ნენ რამ­დე­ნი­მე ნა­ბიჯს, რო­ცა თა­ვის ირ­გ­ვ­ლივ მთლად მო­ა­ტიტ­ვ­ლებ­დ­ნენ ბა­ლა­ხი­სა­გან მი­წას.

ძოვ­დ­ნენ წყნა­რად.

ყბე­ბის ქნე­ვით ტკბე­ბოდ­ნენ.

არ ჩქა­რობ­დ­ნენ. ან კი სად ეჩ­ქა­რე­ბო­დათ, ბა­ლა­ხი თავ­ზე­საყ­რე­ლად ჰქონ­დათ.

გა­დი­ო­და დრო.“

დი­ახ, ასე გა­დის დროც ადა­მი­ან­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ჭა­მა და ძი­ლი რომ უქ­ცე­ვი­ათ მთა­ვარ საქ­მე­ე­ბად — ერ­თ­ფე­როვ­ნად, უსა­ხუ­რად, მო­მა­ბეზ­რებ­ლად.

იქ, დი­ნო­ზავ­რ­თა „სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში“, „იბა­დე­ბოდ­ნენ დი­ნო­ზავ­რე­ბი, სწავ­ლობ­დ­ნენ ბა­ლა­ხის ძო­ვას, იქ­ცე­ოდ­ნენ დიდ დი­ნო­ზავ­რე­ბად და ძოვ­დ­ნენ მშვი­დად, აუჩ­ქა­რებ­ლად“.

აქ, ადა­მი­ან­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც, ასეა — იბა­დე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბიც, სწავ­ლო­ბენ ჭა­მას, იზ­რ­დე­ბი­ან და ამ ჭა­მა-ძილ­ში გა­დის მა­თი ცხოვ­რე­ბაც, დინ­ჯად და აუჩ­ქა­რებ­ლად. მაგ­რამ პროგ­რესს ხომ ერ­თ­ფე­როვ­ნე­ბას­თან შე­უ­გუ­ებ­ლო­ბა, სი­ახ­ლე­ე­ბის წყურ­ვი­ლი, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა იწ­ვევს.

დი­ნო­ზავ­რე­ბის „სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში“ ეს ყვე­ლა­ფე­რი პა­ტა­რა დი­ნო­ზავ­რ­მა და­იწყო:

„მო­უ­ლოდ­ნენ­ლად ძო­ვა შეწყ­ვი­ტა და თა­ვი მაღ­ლა ას­წია.

ას­წია თა­ვი, ნე­ლა ამარ­თა კი­სე­რი.

„უჰ, რა კარ­გი ყო­ფი­ლა, თავს რომ აიწ­ვ­დი და მაღ­ლა აიხე­დავ!“

ადა­მი­ან­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც ასეა — ყო­ფი­თი პრობ­ლე­მე­ბით გულ­გა­მოხ­რუ­ლებს, სა­კუ­თარ სო­რო­ებ­ში მო­ფუს­ფუ­სე­ებს, სა­კუ­თარ „გე­ჯა­სა და სა­ლა­ფავს“ ჩა­ჩე­რე­ბუ­ლებს, გვა­ვიწყ­დე­ბა ხოლ­მე ცის­კენ ახედ­ვა, „მი­წას ჩავ­ჩე­რე­ბი­ვართ“, რად­გა­ნაც „ზე­ცა წაგ­ვარ­თ­ვეს ძა­ლით“, ან იქ­ნებ, ჩვენ­ვე წა­ვარ­თ­ვით ჩვე­ნი­ვე თა­ვებს…

კი­დევ ერ­თი მსგავ­სე­ბა ადა­მი­ან­თა ყო­ფას­თან — კითხ­ვა გა­უჩ­ნ­და პა­ტა­რა დი­ნო­ზავრს, რა იყო დიდ ლურჯ თაღ­ზე მგო­რა­ვი წი­თე­ლი ბურ­თი. დე­დამ არ უპა­სუ­ხა (არც გა­უ­გია შვი­ლის შე­კითხ­ვა, სად ეცა­ლა? — გა­მა­ლე­ბით ძოვ­და ბა­ლახს), არც სხვა დი­ნო­ზავ­რებ­მა გას­ცეს პა­სუ­ხი (ან ისი­ნი რო­გორ­ღა გა­ი­გებ­დ­ნენ — ბა­ლა­ხებ­ში თავ­ჩარ­გულთ, თა­ვა­წე­უ­ლი „პა­ტა­რა მოძ­მის“ ხმა სად ჩას­წ­ვ­დე­ბო­დათ?).

არა­ვინ უპა­სუ­ხა ცნო­ბის­მოყ­ვა­რე პა­ტა­რა დი­ნო­ზავრს, რო­გორც აქ, ადა­მი­ან­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ყვე­ლას რომ თა­ვი­სი საზ­რუ­ნავ-სა­დარ­დე­ბე­ლი აქვს და სი­ახ­ლით რომ და­ინ­ტე­რეს­დე­ბი, ან რა­მის შეც­ვ­ლა მო­გინ­დე­ბა უსა­ხუ­რი ერ­თ­ფე­როვ­ნე­ბი­სა­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად, „რად არ გას­ვე­ნებს გამ­ჩე­ნიო,“ — ხში­რად მო­გა­ძა­ხე­ბენ ხოლ­მე.

არც ზღაპ­რის სამ­ყა­რო­სათ­ვი­საა უცხო გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლის აბუ­ე­ბა (ჩვენ რომ ბუ­ლინ­გად მო­ვიხ­სე­ნი­ებთ ხოლ­მე და ეს კარ­გი ქარ­თუ­ლი სიტყ­ვა აღარც გვახ­სენ­დე­ბა!), და­ცინ­ვა, არაფ­რად ჩაგ­დე­ბა:

„დი­ლით დი­ნო­ზავ­რებ­მა სი­ცი­ლი და­ა­ყა­რეს პა­ტა­რას, ეგ რა სუ­ლე­ლუ­რი ხა­ლი გაქ­ვ­სო შუბ­ლ­ზე.

ხარ­ხა­რებ­დ­ნენ დი­ნო­ზავ­რე­ბი.

თან იმა­ზეც ეცი­ნე­ბო­დათ, ამ სუ­ლელს მაღ­ლა რომ აუწე­ვია თა­ვი, გა­ნა მაღ­ლა ბა­ლა­ხი არი­სო?

იცი­ნოდ­ნენ დი­ნო­ზავ­რე­ბი.

მე­რე უცებ ბა­ლა­ხი მო­ა­გონ­დათ. ეჰ, მოვ­ც­დი­თო, თქვეს და გა­მა­ლე­ბუ­ლი შე­უდ­გ­ნენ ძო­ვას.“

სა­კუ­თა­რი დე­დაც ვერ გუ­ობს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ შვილს: „დე­და დი­ნო­ზავ­რი გაბ­რაზ­და, რა­ღა ჩე­მი შვი­ლი გა­მოდ­გა ასე­თი სუ­ლე­ლიო.“ აბა, რამ­დე­ნი უფ­რო­სი­სა­გან გვსმე­ნია გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად მო­ფიქ­რალ, სხვე­ბი­სა­გან გა­მორ­ჩე­ულ ბავ­შ­ვ­ზე ნათ­ქ­ვა­მი — საჭ­მე­ლი არ აკ­ლია და სას­მე­ლი, ჩა­საც­მე­ლი და და­სა­ხუ­რი, აბა, ეს რა აიკ­ვი­ა­ტაო (ვინ იცის, ადა­მი­ან­თა სამ­ყა­რო­ში რას ჩა­გით­ვ­ლი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბად და რო­გორ იარ­ლი­ყებ­საც მო­გა­წე­ბებ ხოლ­მე).

„პა­ტა­რა დი­ნო­ზავ­რი“ კი­დევ ერ­თი პა­რა­ლე­ლი­სათ­ვი­საც სა­ინ­ტე­რე­სოა ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას — ბევრ ბავშვს, დი­დი ენ­თუ­ზი­აზ­მით რომ იწყებს ხოლ­მე ახალ საქ­მეს, გვი­ნა­ხავს, მა­ლე­ვე რომ გა­ნე­ლე­ბია ეს ენ­თუ­ზი­აზ­მი, პირ­ვე­ლი­ვე დაბ­რ­კო­ლე­ბა­ზე „ჩამ­ქ­რა­ლა“, ხე­ლე­ბი ჩა­მო­უყ­რია, არა­ფე­რი გა­მო­მი­ვაო, — ესეც კი უფიქ­რია. პა­ტა­რა დი­ნო­ზავ­რ­მა კი არც და­ცინ­ვა ჩა­აგ­დო რა­მედ, არც დე­დის აკ­რ­ძალ­ვა­სა და წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას შე­უ­შინ­და, არც და­დევ­ნე­ბულ დი­ნო­ზავ­რებს, არც მარ­ტოდ­მარ­ტო ხე­ტი­ა­ლი­სას გან­ც­დილ შიმ­შილ-წყურ­ვილს, მი­ზან­საც ამი­ტომ მი­აღ­წია — წი­თელ ბურთს რომ მზე ერ­ქ­ვა, ესეც გა­ი­გო, ოქ­როს­ფერ­ლა­ქე­ბი­ან, კი­სერ­წაწ­ვ­დილ ჟი­რა­ფა­დაც იქ­ცა, ყვე­ლას სიყ­ვა­რუ­ლიც მო­ი­პო­ვა და ცხოვ­რე­ბაც ისე გა­ნაგ­რ­ძო, რომ სხვის­თ­ვი­საც იმე­დად იქ­ცა:

„ყვე­ლას უყ­ვარს იგი.

ყვე­ლა­ზე მე­ტად კი ჩი­ტებს უყ­ვართ, რად­გან, რო­ცა ღრუბ­ლე­ბი და­ფა­რა­ვენ ცას, და­ღო­ნე­ბუ­ლი ჩი­ტე­ბი უყუ­რე­ბენ ჟი­რა­ფის მზის­ფერ ლა­ქებს და იმე­დი­ა­ნად გა­ლო­ბენ.“

ეს ზღა­პა­რიც იმე­დის გა­ჩე­ნა­ში გვეხ­მა­რე­ბა, კი­დევ ერ­თხელ შე­ახ­სე­ნებს ბავ­შ­ვებს მარ­ტი­ვად, სა­ინ­ტე­რე­სოდ და ლა­მა­ზად, რომ მაღ­ლა ახედ­ვა არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს, ერ­თ­ფე­როვ­ნე­ბას არ უნ­და შე­ვე­გუ­ოთ, ჩვენ თვი­თონ უნ­და ვე­ცა­დოთ, გა­ვა­ფე­რა­დოთ ნაც­რის­ფე­რი ყო­ფა და ამ გზა­ზე თუ ბევ­რი დაბ­რ­კო­ლე­ბა შეგ­ვ­ხ­ვ­დე­ბა, ბევ­რი დაგ­ვ­ცი­ნებს, ბევ­რი კვან­ტის და­დე­ბა­საც ეც­დე­ბა, ამან არ უნ­და შეგ­ვა­ში­ნოს, რად­გან „ცხოვ­რე­ბას კი უყ­ვარს გა­თა­ნაბ­რე­ბა“, „მაღ­ლა ამო­ხედ­ვა კი უმ­ძიმთ და აწუ­ხებთ“, სა­კუ­თარ სი­მაღ­ლე­საც არ გა­პა­ტი­ე­ბენ ხოლ­მე, მაგ­რამ ამი­ტომ ფრთე­ბი არ უნ­და და­იჭ­რა და ოც­ნე­ბა არ უნ­და დათ­მო! (ზუ­რაბ კა­კა­ბა­ძე).

 

და­მოწ­მე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

1) ქე­თე­ვან ოსი­აშ­ვი­ლი, რა­ტომ უნ­და წა­ვუ­კითხოთ ბავ­შ­ვებს ზღაპ­რე­ბი, 26.03.2019, ინ­ტერ­ნეტ­ჟურ­ნა­ლი „მას­წავ­ლე­ბე­ლი“.

2) გუ­რამ პეტ­რი­აშ­ვი­ლი, „პა­ტა­რა დი­ნო­ზავ­რი“, წიგ­ნ­ში: ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, V კლა­სი (ავ­ტორ-შემ­დ­გენ­ლე­ბი: ვ. რო­დო­ნაია, ნ. ნა­კუ­დაშ­ვი­ლი, ა. არა­ბუ­ლი, მ. ხუ­ციშ­ვი­ლი).

დატოვეთ კომენტარი