27 ივლისი, შაბათი, 2024

„ჩხიკ­ვ­თა ქორ­წი­ლი“

spot_img
სას­წავ­ლო პრო­ექ­ტის გეგ­მა

პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი:

ნა­ნა სი­რა­ძე, სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის პე­და­გო­გი

კე­სო ქო­ბა­ლია, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­და­გო­გი

პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ნი: III კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი

სკოლა: სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. დარჩელის №1 საჯარო სკოლა

თა­რი­ღი: 12.04. 2023-11.05. 2023

პრო­ექ­ტის აღ­წე­რა

მი­ზა­ნი:

♦ ზღაპ­რის ტექ­ს­ტის გაც­ნო­ბა და სა­თა­ნა­დოდ აღ­ქ­მა. პერ­სო­ნა­ჟე­ბის ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის ამოც­ნო­ბა, მა­თი საქ­ცი­ე­ლის შე­ფა­სე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა;

♦ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, შე­მეც­ნე­ბი­თი უნა­რი­სა და მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი ინ­ტე­ლექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა;

♦ ეროვ­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ფა­სე­ბის, თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის, სა­კო­მუ­ნი­კა­ციო, მხატ­ვ­რუ­ლი კითხ­ვის უნა­რე­ბის, აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, ეს­თე­ტი­კუ­რი გე­მოვ­ნე­ბის დახ­ვე­წა;

♦ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, ტრან­ს­ფე­რის, მსჯე­ლო­ბის, თხრო­ბის, სწო­რად მეტყ­ვე­ლე­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა.

პრო­ექ­ტის აქ­ტუ­ა­ლო­ბა:

♦ ინ­ს­ცე­ნი­რე­ბის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი მოს­წავ­ლე­ებს ხელს შე­უწყობს, მეტყ­ვე­ლე­ბი­სას გა­მო­ი­ყე­ნონ წი­ნა­და­დე­ბის მო­და­ლო­ბე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი ინ­ტო­ნა­ცია. მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ ტექ­ს­ტის სა­ხელ­და­ხე­ლო ინ­ს­ცე­ნი­რე­ბა­ში, აირ­ჩი­ონ და გა­ი­თა­ვი­სონ რო­ლის შე­სა­ბა­მი­სი ჟესტ-მი­მი­კა, გა­იზ­რ­დე­ბა მა­თი მო­ტი­ვა­ცია და ინ­ტე­რე­სით ჩარ­თუ­ლო­ბა;

♦ მუ­ყა­ოს­გან „ეკო­თო­ჯი­ნე­ბის“ („ჩხიკ­ვ­თა ქორ­წი­ლის“ პერ­სო­ნა­ჟე­ბი) დამ­ზა­დე­ბით, გა­ი­თა­ვი­სე­ბენ რამ­დე­ნად აუცი­ლე­ბე­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მე­ო­რა­დი ნივ­თე­ბის სა­ჭი­რო რე­სურ­სად გარ­დაქ­მ­ნა და მა­თი მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, გა­იზ­რ­დე­ბა მა­თი ინ­ტე­რე­სი და აქ­ტი­უ­რო­ბა მსგავ­სი სა­ხის პრო­ექ­ტებ­ში;

♦ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ხმო­ვა­ნი წიგ­ნის შექ­მ­ნით, მოს­წავ­ლე­ებს გა­ნუ­ვი­თარ­დე­ბათ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რი და მო­ახ­დე­ნენ ტრან­ს­ფერს, რაც მათ და­ეხ­მა­რე­ბა სა­მეტყ­ვე­ლო და ციფ­რუ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­სა და ხა­ლი­სი­ა­ნი სას­წავ­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნა­ში;

♦ ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი ხელ­ნა­კე­თი წიგ­ნის დამ­ზა­დე­ბით, ე.ი. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი პრო­დუქ­ტის შექ­მ­ნით, ვი­თარ­დე­ბა ბავ­შ­ვე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი, სწავ­ლო­ბენ საგ­ნის მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს, წე­რას, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­სა და აქ­ტი­ურ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას, უვი­თარ­დე­ბათ მხატ­ვ­რუ­ლი კითხ­ვის და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო უნა­რე­ბი, ხდე­ბი­ან მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი. მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბით, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი სა­ხა­ლი­სოა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის და იწ­ვევს მათ მო­ტი­ვი­რე­ბულ ჩარ­თუ­ლო­ბას.

პრო­ექ­ტის მსვლე­ლო­ბა (ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნე­ბი):

♦ მოსწავლეთათვის იდეის მიწოდება;
♦ მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება;
♦ ტექსტის გაცნობა-დამუშავება;
♦ პერსონაჟების არჩევა;
♦ ილუსტრაციების შექმნა;
♦ ინსცენირების პროგრამის შედგენა;
♦ „ეკოთოჯინების“ დამზადება;
♦ როლების დასწავლა, რეპეტიციები;
♦ ინსცენირების მომზადება/წარდგენა;
♦ ელექტრონული წიგნის საიტის გაცნობა: https://www.storyjumper.com/library/my
♦ ანალოგიური დანართების შექმნა;
♦ ელექტრონული წიგნის პრეზენტაცია;
♦ ხელთნაკეთი წიგნის ნიმუშების გაცნობა;
♦ ტექსტის შინაარსის დამუშავება/არჩევა;
♦ ილუსტრაციების შედგენა/აკინძვა;
♦ წიგნის პრეზენტაცია;
♦ მულტფილმის ყურება და განხილვა.

საგ­ნებ­თან/საგ­ნობ­რივ ჯგუ­ფებ­თან/ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას­თან კავ­ში­რი

ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი

მოს­წავ­ლე­ე­ბი ადეკ­ვა­ტუ­რად რე­ა­გი­რე­ბენ მარ­ტივ სა­მეტყ­ვე­ლო სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში. ის­მე­ნენ და იგე­ბენ ნაც­ნობ თე­მა­ტი­კა­ზე შექ­მ­ნილ მცი­რე ზო­მის ტექ­ს­ტებს და გა­მო­ხა­ტა­ვენ სა­კუ­თარ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. მეტყ­ვე­ლე­ბა­ში იყე­ნე­ბენ აქ­ტი­ურ ლექ­სი­კა­სა და ძი­რი­თად ენობ­რივ ფორ­მებს, კითხუ­ლო­ბენ მხატ­ვ­რუ­ლად. იყე­ნე­ბენ, ასე­ვე, სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თად ელე­მენ­ტ­სა და პრინ­ციპს ნა­მუ­შევ­რის შექ­მ­ნი­სას. მი­მარ­თა­ვენ სხვა­დას­ხ­ვა მა­სა­ლას, ტექ­ნი­კას და პრო­ცე­დუ­რას ნა­მუ­შევ­რის შექ­მ­ნი­სას. მოს­წავ­ლე­ე­ბი ამ­ჟ­ღავ­ნე­ბენ მარ­ტი­ვი შრო­მი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის ელე­მენ­ტა­რულ უნარ-ჩვე­ვებს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში.

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბი:

♦ ქარ­თუ­ლი ენი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, მე-3 კლა­სი;

♦  მუ­ყა­ოს ქა­ღალ­დე­ბი, კალ­მე­ბი, ფე­რა­დი ფან­ქ­რე­ბი, ინ­ს­ცე­ნი­რე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო დე­კო­რა­ცი­ე­ბი, ლეპ­ტო­პი, პრო­ექ­ტო­რი;

♦ ელ­პ­როგ­რა­მა.

პრო­ექ­ტის მო­ნი­ტო­რინ­გი:

პრო­ექ­ტით გან­საზღ­ვ­რუ­ლი მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლია, აქ­ტი­ვო­ბე­ბი გეგ­მის მი­ხედ­ვით გან­ხორ­ცი­ელ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იყო პერ­სო­ნა­ჟე­ბის და­ხა­სი­ა­თე­ბა, წიგ­ნის გახ­მო­ვა­ნე­ბა, შექ­მ­ნა-პრე­ზენ­ტა­ცია და ზღაპ­რის ინ­ს­ცე­ნი­რე­ბა. პრო­ექ­ტი მდგრა­დია და ის მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რ­ძე­ლებს მუ­შა­ო­ბას.

შე­დე­გი:

მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­ეც­ნენ ზღაპ­რის ტექსტს, ამო­იც­ნეს პერ­სო­ნა­ჟე­ბის ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და მო­ა­ხერ­ხეს მა­თი საქ­ცი­ე­ლის სწო­რად შე­ფა­სე­ბა. გა­ნუ­ვი­თარ­დათ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, შე­მეც­ნე­ბი­თი უნა­რი და მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი ინ­ტე­ლექ­ტი.

შეძ­ლეს ეროვ­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ფა­სე­ბის, თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის, სა­კო­მუ­ნი­კა­ციო, მხატ­ვ­რუ­ლი კითხ­ვის უნა­რე­ბის, აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, ეს­თე­ტი­კუ­რი გე­მოვ­ნე­ბის დახ­ვე­წა; შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, ტრან­ს­ფე­რის, მსჯე­ლო­ბის, თხრო­ბის, სწო­რად მეტყ­ვე­ლე­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა ამა­ვე დროს აიმაღ­ლეს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რი.

შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კე­ბი:

პრე­ზენ­ტა­ცი­ის შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კა

 

სპექ­ტაკ­ლის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კა

სას­წავ­ლო პრო­ექ­ტის რეფ­ლექ­სია

მე-3 კლას­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ სას­წავ­ლო პრო­ექ­ტი: „ჩხიკ­ვ­თა ქორ­წი­ლი“. თავ­და­პირ­ვე­ლად, მოს­წავ­ლე­ებს მი­ვა­წო­დეთ იდეა და გა­ვა­ცა­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ეტა­პე­ბი. ერ­თობ­ლი­ვად შე­ვი­მუ­შა­ვეთ პრო­ექ­ტის ძი­რი­თა­დი მიზ­ნე­ბი და ამო­ცა­ნე­ბი. მოს­წავ­ლე­ე­ბი დი­დი ინ­ტე­რე­სით ჩა­ერ­თ­ვ­ნენ და ხა­ლი­სით ას­რუ­ლებ­დ­ნენ შე­სა­ბა­მის და­ვა­ლე­ბებს.

მათ მო­ა­ხერ­ხეს მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა. გა­მო­ი­მუ­შა­ვეს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, შე­მეც­ნე­ბი­თი უნა­რე­ბი და მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი ინ­ტე­ლექ­ტი. ასე­ვე, შეძ­ლეს ეროვ­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ფა­სე­ბის, თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის, სა­კო­მუ­ნი­კა­ციო, მხატ­ვ­რუ­ლი კითხ­ვის უნა­რე­ბის, აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, ამა­ვე დროს, აიმაღ­ლეს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რი.

პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში და­გეგ­მი­ლი ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა წა­რი­მარ­თა გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იყო წიგ­ნის გახ­მო­ვა­ნე­ბა, შექ­მ­ნა-პრე­ზენ­ტა­ცია და ზღაპ­რის ინ­ს­ცე­ნი­რე­ბა. პრო­ექ­ტი მდგრა­დია და მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რ­ძე­ლებს მუ­შა­ო­ბას.

პრო­ექ­ტის მსვლე­ლო­ბი­სას აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­მა­ტე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა არ შექ­მ­ნი­ლა. თუმ­ცა, მო­მა­ვალ­ში, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ სხვა ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ის მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბას, რა­თა მათ­თ­ვის უფ­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გავ­ხა­დოთ სას­წავ­ლო პრო­ექ­ტის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. ბო­ლო ეტაპ­ზე, მოს­წავ­ლე­ებ­მა შე­ავ­სეს თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი, შე­ა­ფა­სეს თა­ვი­ან­თი მუ­შა­ო­ბა პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, აგ­რეთ­ვე გა­უ­ზი­ა­რეს ერ­თ­მა­ნეთს თა­ვი­ან­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი

პრო­ექ­ტის და­სას­რულს შე­ვა­ჯა­მეთ ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბა. შე­ვავ­სეთ შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კა

იხილეთ თანდართული სურათები⇓⇓

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები