სასწავლო პროექტის გეგმა
პროექტის ხელმძღვანელები:
ნანა სირაძე, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი
კესო ქობალია, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი
პროექტის მონაწილენი: III კლასის მოსწავლეები
სკოლა: სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. დარჩელის №1 საჯარო სკოლა
თარიღი: 12.04. 2023-11.05. 2023
პროექტის აღწერა
მიზანი:
♦ ზღაპრის ტექსტის გაცნობა და სათანადოდ აღქმა. პერსონაჟების ემოციური მდგომარეობის ამოცნობა, მათი საქციელის შეფასება კომუნიკაციის უნარის განვითარება;
♦ შემოქმედებითი, შემეცნებითი უნარისა და მრავალმხრივი ინტელექტის განვითარება;
♦ ეროვნული ღირებულებების დაფასების, თვითრეალიზაციის, საკომუნიკაციო, მხატვრული კითხვის უნარების, აქტიური მონაწილეობისა და პასუხისმგებლობის განვითარება, ესთეტიკური გემოვნების დახვეწა;
♦ შემოქმედებითი, ტრანსფერის, მსჯელობის, თხრობის, სწორად მეტყველების უნარის განვითარება.
პროექტის აქტუალობა:
♦ ინსცენირებისთვის მომზადების პროცესი მოსწავლეებს ხელს შეუწყობს, მეტყველებისას გამოიყენონ წინადადების მოდალობები და შესაბამისი ინტონაცია. მონაწილეობა მიიღონ ტექსტის სახელდახელო ინსცენირებაში, აირჩიონ და გაითავისონ როლის შესაბამისი ჟესტ-მიმიკა, გაიზრდება მათი მოტივაცია და ინტერესით ჩართულობა;
♦ მუყაოსგან „ეკოთოჯინების“ („ჩხიკვთა ქორწილის“ პერსონაჟები) დამზადებით, გაითავისებენ რამდენად აუცილებელი და მნიშვნელოვანია მეორადი ნივთების საჭირო რესურსად გარდაქმნა და მათი მრავალმხრივი გამოყენება სასწავლო პროცესში, გაიზრდება მათი ინტერესი და აქტიურობა მსგავსი სახის პროექტებში;
♦ ელექტრონული ხმოვანი წიგნის შექმნით, მოსწავლეებს განუვითარდებათ შემოქმედებითი უნარი და მოახდენენ ტრანსფერს, რაც მათ დაეხმარება სამეტყველო და ციფრული წიგნიერების უნარების განვითარებაში, მოტივაციის ამაღლებასა და ხალისიანი სასწავლო გარემოს შექმნაში;
♦ ილუსტრირებული ხელნაკეთი წიგნის დამზადებით, ე.ი. ინტელექტუალური პროდუქტის შექმნით, ვითარდება ბავშვების ინდივიდუალიზმი, სწავლობენ საგნის მახასიათებლებს, წერას, პასუხისმგებლობასა და აქტიურ თანამშრომლობას, უვითარდებათ მხატვრული კითხვის და საკომუნიკაციო უნარები, ხდებიან მოტივირებულები. მისი გამოყენებით, სასწავლო პროცესი სახალისოა მოსწავლეებისთვის და იწვევს მათ მოტივირებულ ჩართულობას.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი ამოცანები):
♦ მოსწავლეთათვის იდეის მიწოდება;
♦ მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება;
♦ ტექსტის გაცნობა-დამუშავება;
♦ პერსონაჟების არჩევა;
♦ ილუსტრაციების შექმნა;
♦ ინსცენირების პროგრამის შედგენა;
♦ „ეკოთოჯინების“ დამზადება;
♦ როლების დასწავლა, რეპეტიციები;
♦ ინსცენირების მომზადება/წარდგენა;
♦ ელექტრონული წიგნის საიტის გაცნობა: https://www.storyjumper.com/library/my
♦ ანალოგიური დანართების შექმნა;
♦ ელექტრონული წიგნის პრეზენტაცია;
♦ ხელთნაკეთი წიგნის ნიმუშების გაცნობა;
♦ ტექსტის შინაარსის დამუშავება/არჩევა;
♦ ილუსტრაციების შედგენა/აკინძვა;
♦ წიგნის პრეზენტაცია;
♦ მულტფილმის ყურება და განხილვა.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ქართული ენა და ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
მოსწავლეები ადეკვატურად რეაგირებენ მარტივ სამეტყველო სიტუაციებში. ისმენენ და იგებენ ნაცნობ თემატიკაზე შექმნილ მცირე ზომის ტექსტებს და გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას. მეტყველებაში იყენებენ აქტიურ ლექსიკასა და ძირითად ენობრივ ფორმებს, კითხულობენ მხატვრულად. იყენებენ, ასევე, სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითად ელემენტსა და პრინციპს ნამუშევრის შექმნისას. მიმართავენ სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას. მოსწავლეები ამჟღავნებენ მარტივი შრომითი საქმიანობის ელემენტარულ უნარ-ჩვევებს, მონაწილეობენ სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
გამოყენებული რესურსები:
♦ ქართული ენისა და ხელოვნების სახელმძღვანელოები, მე-3 კლასი;
♦ მუყაოს ქაღალდები, კალმები, ფერადი ფანქრები, ინსცენირებისთვის საჭირო დეკორაციები, ლეპტოპი, პროექტორი;
♦ ელპროგრამა.
პროექტის მონიტორინგი:
პროექტით განსაზღვრული მიზანი მიღწეულია, აქტივობები გეგმის მიხედვით განხორციელდა. განსაკუთრებით საინტერესო იყო პერსონაჟების დახასიათება, წიგნის გახმოვანება, შექმნა-პრეზენტაცია და ზღაპრის ინსცენირება. პროექტი მდგრადია და ის მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას.
შედეგი:
მოსწავლეები გაეცნენ ზღაპრის ტექსტს, ამოიცნეს პერსონაჟების ემოციური მდგომარეობა და მოახერხეს მათი საქციელის სწორად შეფასება. განუვითარდათ შემოქმედებითი, შემეცნებითი უნარი და მრავალმხრივი ინტელექტი.
შეძლეს ეროვნული ღირებულებების დაფასების, თვითრეალიზაციის, საკომუნიკაციო, მხატვრული კითხვის უნარების, აქტიური მონაწილეობისა და პასუხისმგებლობის განვითარება, ესთეტიკური გემოვნების დახვეწა; შემოქმედებითი, ტრანსფერის, მსჯელობის, თხრობის, სწორად მეტყველების უნარის განვითარება ამავე დროს აიმაღლეს შემოქმედებითი უნარი.
შეფასების რუბრიკები:
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
სპექტაკლის მონაწილეების შეფასების რუბრიკა
სასწავლო პროექტის რეფლექსია
მე-3 კლასში განვახორციელეთ სასწავლო პროექტი: „ჩხიკვთა ქორწილი“. თავდაპირველად, მოსწავლეებს მივაწოდეთ იდეა და გავაცანით განხორციელების ეტაპები. ერთობლივად შევიმუშავეთ პროექტის ძირითადი მიზნები და ამოცანები. მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ და ხალისით ასრულებდნენ შესაბამის დავალებებს.
მათ მოახერხეს მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენება. გამოიმუშავეს შემოქმედებითი, შემეცნებითი უნარები და მრავალმხრივი ინტელექტი. ასევე, შეძლეს ეროვნული ღირებულებების დაფასების, თვითრეალიზაციის, საკომუნიკაციო, მხატვრული კითხვის უნარების, აქტიური მონაწილეობისა და პასუხისმგებლობის განვითარება, ამავე დროს, აიმაღლეს შემოქმედებითი უნარი.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად. განსაკუთრებით საინტერესო იყო წიგნის გახმოვანება, შექმნა-პრეზენტაცია და ზღაპრის ინსცენირება. პროექტი მდგრადია და მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას.
პროექტის მსვლელობისას აქტივობების დამატების საჭიროება არ შექმნილა. თუმცა, მომავალში, გავითვალისწინებთ სხვა ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეთა ჩართულობას, რათა მათთვის უფრო მრავალფეროვანი და შემოქმედებითი გავხადოთ სასწავლო პროექტის მნიშვნელობა. ბოლო ეტაპზე, მოსწავლეებმა შეავსეს თვითშეფასების კითხვარი, შეაფასეს თავიანთი მუშაობა პროექტის მიმდინარეობისას, აგრეთვე გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი შთაბეჭდილებები
პროექტის დასასრულს შევაჯამეთ ჩვენი მუშაობა. შევავსეთ შეფასების რუბრიკა
იხილეთ თანდართული სურათები⇓⇓