3 დეკემბერი, შაბათი, 2022

ჩუ­მად უნ­და იჯ­დე – გზავ­ნი­ლი სა­ბავ­შ­ვო მწერ­ლის­გან

spot_img

„ჩემ­თ­ვის ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი ერ­თია – ხსნის, ითხოვს, ნი­შანს წერს, ხსნის, ითხოვს, ნი­შანს წერს… არა­ფე­რი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი…“ „მა­ინც არ მო­მას­ვე­ნებს, მი­ზან­ში თუ ამო­მი­ღო, ას­ჯერ გა­ი­მე­ო­რებს, არა­სო­დეს და­იღ­ლე­ბა. უნ­და, რომ მი­სი მე­გობ­რე­ბის შვი­ლე­ბი­ვით სა­მა­გა­ლი­თო და კე­თილ­სა­ხი­ა­ნი ბი­ჭი ვი­ყო, რო­მელ­საც მა­ი­სუ­რი დღის ბო­ლო­საც თეთ­რი აქვს…“ – ეს სიტყ­ვე­ბი 14 წლის ში­ოს ეკუთ­ვ­ნის, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტის“ მი­ერ, თა­მარ გე­გე­ში­ძის ახ­ლა­ხან გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნის – „ჩუ­მად უნ­და იჯ­დე“ – მთა­ვარ პერ­სო­ნაჟს. მწე­რალ­მა რი­გით მე­სა­მე წიგ­ნი სწო­რედ მო­ზარ­დე­ბის პრობ­ლე­მებ­სა და უფ­რო­სებ­თან მათ ურ­თი­ერ­თო­ბებს მი­უძღ­ვ­ნა. სად იკ­ვე­თე­ბა მო­ზარ­დე­ბი­სა და უფ­რო­სე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი? –  ამ კითხ­ვა­ზე პა­სუხს აუცი­ლებ­ლად იპო­ვით ნა­წარ­მო­ებ­ში, რომ­ლის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბის­თ­ვის (მოს­წავ­ლე და მას­წავ­ლე­ბე­ლი) სკო­ლა გა­დაკ­ვე­თის ის წერ­ტი­ლია, სა­დაც ყო­ველ­თ­ვის რა­ღაც იც­ვ­ლე­ბა და სა­დაც ერთ დღე­ში კარ­გავ ან პო­უ­ლობ სა­კუ­თარ თავს. ავ­ტო­რი მკითხ­ვე­ლის­თ­ვის ღი­ად ტო­ვებს კითხ­ვა­ზე პა­სუხს – რო­დის ან რა­ტომ უნ­და იჯ­დე ჩუ­მად? დას­კ­ვ­ნე­ბის გა­მო­ტა­ნას კი, შეძ­ლებთ იმ მი­ნიშ­ნე­ბე­ბით, რო­მელ­საც, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, იოლად შე­ამ­ჩ­ნევს მას­წავ­ლე­ბე­ლიც, მშო­ბე­ლი­ცა და მო­ზარ­დიც.

სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის თა­მარ გე­გე­ში­ძე უკ­ვე კარ­გად ნაც­ნო­ბი ავ­ტო­რია, მი­სი სა­დე­ბი­უ­ტო რო­მა­ნით „სუ­ლი-ჩი­ტი“ და მომ­დევ­ნო წიგ­ნით „საშ­ლე­ლე­ბი“, რო­მე­ლიც ერ­თ­ნა­ი­რად სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და რო­გორც მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის, ისე მშობ­ლე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის და 2020 წლის ბეს­ტ­სე­ლე­რა­დაც იქ­ცა.

„ჩუ­მად უნ­და იჯ­დე“ – რა არის წიგ­ნის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი და ვინ არის მი­სი მთა­ვა­რი ად­რე­სა­ტი – ამ თე­მა­ზე თა­ვად მწე­რა­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა. ინ­ტერ­ვი­უ­ში ასე­ვე წა­ი­კითხავთ, რა გავ­ლე­ნას ახ­დენს, ზო­გა­დად, ლი­ტე­რა­ტუ­რა ადა­მი­ა­ნებ­ზე, მათ შო­რის, მო­ზარ­დებ­ზე და რო­გორ შე­ვუწყოთ ხე­ლი მკითხ­ვე­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცესს ბავ­შ­ვებ­ში.

– რო­გო­რი გავ­ლე­ნა აქვს ლი­ტე­რა­ტუ­რას მო­ზარ­დებ­ზე?

– ლი­ტე­რა­ტუ­რა მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის და ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და ხან­და­ხან იმა­ზე უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, ვიდ­რე ეს უფ­რო­სებს გვგო­ნია ხოლ­მე. ხში­რად, ლი­ტე­რა­ტუ­რის მეშ­ვე­ო­ბით, ისი­ნი ახერ­ხე­ბენ, თა­ვი გა­ა­ი­გი­ვონ რო­მე­ლი­მე პერ­სო­ნაჟ­თან, თა­ვი­სი პრობ­ლე­მა აღ­მო­ა­ჩი­ნონ, თვით­შე­ფა­სე­ბა აიმაღ­ლონ ან თუნ­დაც და­ი­ნა­ხონ, რომ სხვა­საც შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს მა­თი მსგავ­სი პრობ­ლე­მა და მას­თან ერ­თად ეძე­ბონ გა­დაჭ­რის გზე­ბი. ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბი ყო­ველ­თ­ვის მოქ­მე­დებს მო­ზარ­დ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მკითხ­ვე­ლია. კითხ­ვით ის ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბა­საც იძენს, ამი­ტო­მაც მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის ლი­ტე­რა­ტუ­რის შერ­ჩე­ვას დი­დი სიფ­რ­თხი­ლით უნ­და მი­ვუდ­გეთ.

უკ­ვე წლე­ბია, რო­გორც მას­წავ­ლე­ბელს, მო­ზარ­დებ­თან მი­წევს ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­გორც არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტ­რ­ში, ისე სკო­ლა­ში. ყო­ველ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ მათ­თ­ვის წა­სა­კითხად შერ­ჩე­ულ ლი­ტე­რა­ტუ­რას. რო­დე­საც მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის ვკითხუ­ლობთ, ვა­კითხებთ თუ ვწერთ, მათ ემო­ცი­ებ­ზე გავ­ლე­ნას ვახ­დენთ. შე­იძ­ლე­ბა ერ­თ­მა ფრა­ზამ დი­დი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს, რო­მე­ლი­მე კონ­კ­რე­ტულ­მა წიგ­ნ­მა ან პერ­სო­ნაჟ­მა მა­თი ცხოვ­რე­ბაც კი შეც­ვა­ლოს. მო­ზარ­დებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ბეწ­ვის ხიდ­ზე სი­ა­რულს ჰგავს, ინ­ტე­რე­სით უნ­და ვე­სა­უბ­როთ, მათ შე­სა­ხებ ბევ­რი რამ ვი­ცო­დეთ და დაკ­ვირ­ვე­ბით ვუ­პა­სუ­ხოთ ხოლ­მე მათ მი­ერ დას­მულ კითხ­ვებს. წიგ­ნიც ასეა — ისე­თი რამ უნ­და მი­ვა­წო­დოთ ასეთ მკით­ველს, რაც მათ­თ­ვის, პირ­ველ რიგ­ში, ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი და მი­სა­ღე­ბია. გარ­და ამი­სა, ეს ისე­თი ტექ­ს­ტე­ბი უნ­და იყოს, სა­დაც ისი­ნი სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა­საც შეძ­ლე­ბენ.

– რო­გორ და­იწყეთ მო­ზარ­დებ­ზე და მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის წე­რა, რა გახ­და ამის ინ­ს­პი­რა­ცია?

– ჩე­მი ის­ტო­რია ასე და­იწყო – სკო­ლა­ში მი­ვე­დი და მას­წავ­ლებ­ლად და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა, რა­კი ამ თე­მა­ზე წე­რა გა­დავ­წყ­ვი­ტე. სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლი, სა­დაც მეტს შე­ვიტყობ­დი ბავ­შ­ვებ­ზე, ბუ­ნებ­რი­ვია, სკო­ლა იქ­ნე­ბო­და – მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რა ხდე­ბო­და შიგ­ნი­დან. რო­ცა მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რას ვას­წავ­ლი­დი, აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ყვე­ლა­ფე­რი, რაც მოს­წონთ, არის სწო­რედ ამ­ბე­ბი ისეთ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რო­გო­რე­ბიც თვი­თონ არი­ან,  აინ­ტე­რე­სებთ მა­თი მსგავ­სი პერ­სო­ნა­ჟე­ბი, მსგავ­სი თე­მე­ბი, მო­ზარ­დე­ბის ცხოვ­რე­ბა, სკო­ლის ის­ტო­რი­ე­ბი, მე­გობ­რებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა, მას­წავ­ლებ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და ა.შ. და ამი­ტო­მაც მა­ლე­ვე ამა­ზე და­ვიწყე წე­რა.

დღემ­დე ვას­წავ­ლი სკო­ლა­ში, ოღონდ ეს ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბის ერთ-ერ­თი ნა­წი­ლია.  გარ­კ­ვე­ულ დროს ვუთ­მობ სკო­ლას იმი­ტომ, რომ სულ ფორ­მა­ში ვი­ყო და მო­ზარ­დე­ბის შე­სა­ხებ ვი­ცო­დე ყვე­ლა­ფე­რი და რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი – რა და რო­გორ ხდე­ბა მათ გარ­შე­მო და მათ თავს, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. თან, ეს პრო­ფე­სია ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და, სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნ­და მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ვფიქ­რობ, მათ­თ­ვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. სკო­ლას­თან ასე მჭიდ­რო კავ­შირ­მა წე­რაც გა­მი­ად­ვი­ლა. თა­ვი­დან უფ­რო მი­ჭირ­და, მე­რე და მე­რე, რაც უფ­რო მეტს წერ, აღ­მო­ა­ჩენ, რომ სათ­ქ­მე­ლიც გროვ­დე­ბა, პრობ­ლე­მე­ბიც გა­ცი­ლე­ბით უფ­რო ღრმა და მე­ტია, რომ კი­დევ მე­ტის თქმაც შე­იძ­ლე­ბა, მე­ტის გა­ბედ­ვა. „კვლე­ვის პრო­ცეს­ში“ ბევ­რი რამ ამო­ტივ­ტივ­და. კვლე­ვა­ში ვგუ­ლის­ხ­მობ მათ­ზე და სხვებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას, სა­კუ­თა­რი ქცე­ვე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბას.

ასე და­ი­წე­რა პირ­ვე­ლი წიგ­ნი – „სუ­ლი-ჩი­ტი“, რო­მე­ლიც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, სტი­ქი­უ­რად დავ­წე­რე. ეს იყო პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი. მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი 11 წლი­საა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს წიგ­ნი დღი­უ­რია. ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებ­და რო­გორ მი­ი­ღებ­და მკითხ­ვე­ლი ჩემს პირ­ველ მცდე­ლო­ბას და რო­გორ შევ­ძ­ლებ­დი ამ თე­მე­ბის გაშ­ლას. გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და მე­ო­რე ეტა­პი, რო­დე­საც „საშ­ლე­ლებ­ზე“ ვი­მუ­შა­ვე, რად­გან მკითხ­ვე­ლის­გა­ნაც უკ­ვე ვგრძნობ­დი ინ­ტე­რესს და ამის გა­მო პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაც მე­ტი მქონ­და. ამის გარ­და, ახ­ლა სხვა თე­მებ­საც უნ­და შევ­ხე­ბო­დი, პირ­ვე­ლი წიგ­ნის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მო­ზარ­დის ცხოვ­რე­ბის ისე­თი დე­ტა­ლე­ბი წარ­მო­მე­ჩი­ნა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სენ­სი­ტი­უ­რია მათ­თ­ვის, ასე­ვე მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და უფ­რო­სე­ბის­თ­ვი­საც. „საშ­ლე­ლებ­ში“ ვცა­დე, თა­ვი მო­მე­ყა­რა ყვე­ლაფ­რის­თ­ვის, რაც მო­ზარ­დის ცხოვ­რე­ბას ეხე­ბა. თა­ვის­თა­ვად, ერთ წიგ­ნ­ში ყვე­ლა­ფერ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ­დი, მაგ­რამ მინ­დო­და მკითხ­ვე­ლის­თ­ვის რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა რო­გორც ოჯახ­ში, ისე სკო­ლა­ში – რო­გორ ხე­და­ვენ მო­ზარ­დე­ბი სა­კუ­თარ თავს; რო­გო­რე­ბად ყა­ლიბ­დე­ბი­ან წიგ­ნის და­საწყი­სი­დან ბო­ლომ­დე; რო­გო­რე­ბი იყ­ვ­ნენ და შემ­დეგ რო­გო­რე­ბი გახ­დ­ნენ, რა­ღაც მოვ­ლე­ნე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად; გარ­კ­ვე­უ­ლი ეტა­პის გა­და­ლახ­ვის შემ­დეგ, რა იც­ვ­ლე­ბა მათ­ში? ვფიქ­რობ, „საშ­ლე­ლებ­ში“ სწო­რედ ეს არის მთა­ვა­რი ხა­ზი, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ზარ­დე­ბი, ძა­ლი­ან ბევრ შეც­დო­მას ვუშ­ვებთ, მაგ­რამ ყო­ველ­თ­ვის შეგ­ვიძ­ლია ამის გა­მოს­წო­რე­ბა და რა­ღაც ახ­ლის დაწყე­ბა. საშ­ლე­ლე­ბიც სწო­რედ ამის­თ­ვის გვაქვს, ეს ზრდას­რუ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ფე­ხუ­რია, ეტა­პი, რო­მე­ლიც აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვი­ა­როთ, შე­საძ­ლოა, ცო­ტა მტკივ­ნე­უ­ლა­დაც, მაგ­რამ აუცი­ლებ­ლად.

– სულ ახ­ლა­ხან გა­მო­ვი­და თქვე­ნი მე­სა­მე წიგ­ნი – „ჩუ­მად უნ­და იჯ­დე“, რა არის ავ­ტო­რის მთა­ვა­რი სათ­ქ­მე­ლი მკითხ­ვე­ლის­თ­ვის?

– წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზეც აღ­ვ­ნიშ­ნე და ყველ­გან ვამ­ბობ, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად  ამ წიგ­ნის და­წე­რა გა­მი­ჭირ­და იმი­ტომ, რომ ნა­წარ­მო­ებ­ში ორი მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟია – მო­ზარ­დი და ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლე­ბე­ლი, რომ­ლე­ბიც, რე­ა­ლუ­რად, ერ­თ­მა­ნეთს უპი­რის­პირ­დე­ბი­ან. ოდით­გან­ვე მოს­წავ­ლე და მას­წავ­ლე­ბე­ლი – ეს წყვი­ლი – ყო­ველ­თ­ვის უპი­რის­პირ­დე­ბი­ან ერ­თ­მა­ნეთს, რი­სი მი­ზე­ზიც ხში­რად არ ვი­ცით. შე­იძ­ლე­ბა ეს სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი ან შემ­თხ­ვე­ვი­თი მი­ზე­ზი იყოს ან უბ­რა­ლოდ, რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი, ერთ დღეს, სკო­ლა­ში ცუდ ხა­სი­ათ­ზე მი­ვი­დეს. ამ ორი პერ­სო­ნა­ჟის და­პი­რის­პი­რე­ბით მინ­დო­და თა­ო­ბა­თა შო­რის გა­უ­გებ­რო­ბა­ზე მე­სა­უბ­რა – რამ­დე­ნად არ გვეს­მის ხოლ­მე ერ­თ­მა­ნე­თის უფ­რო­სებ­სა და მო­ზარ­დებს. მა­გა­ლი­თად, რო­გორ ავიწყ­დე­ბათ დი­დებს (და არ ვიქ­ნე­ბი პირ­ვე­ლი, ვინც ამას ვიტყ­ვი), რომ ისი­ნიც იყ­ვ­ნენ მო­ზარ­დე­ბი და პი­რი­ქით, მო­ზარ­დე­ბი არ ფიქ­რო­ბენ იმა­ზე, რომ ისი­ნიც გახ­დე­ბი­ან ზრდას­რუ­ლე­ბი და მე­რე შე­იძ­ლე­ბა თა­ვა­დაც აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. ერ­თა­დერ­თი, რაც ამას შვე­ლის, ეს არის ერ­თ­მა­ნეთ­თან სა­უ­ბა­რი, რა­ღა­ცე­ბის გარ­კ­ვე­ვა, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად არ გა­მოგ­ვ­დის. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ეს წიგ­ნი სწო­რედ თა­ო­ბებს შო­რის არ­სე­ბულ გა­უ­გებ­რო­ბა­ზეა და­წე­რი­ლი.

ერ­თი რამ, რაც  ამ ნა­წარ­მო­ებ­ში კარ­გია, არის ის, რომ ამ პერ­სო­ნაჟს, ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლე­ბელს, ხში­რად ახ­სენ­დე­ბა, რომ ის ოდეს­ღაც იყო 14 წლის. და რო­ცა ეს ახ­სენ­დე­ბა, მა­შინ მე­ტად ახერ­ხებს გა­უ­გოს მოს­წავ­ლე­ებს. შე­საძ­ლოა, სწო­რედ ეს გახ­დეს ერთ-ერ­თი გზა, უკეთ შევ­ძ­ლოთ ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ მო­ზარ­დო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დია და ჩვენ, უფ­რო­სებს, მე­ტი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა გვა­კის­რია, უფ­რო მე­ტად უნ­და დავ­თ­მოთ, შე­ვე­ცა­დოთ გა­ვუ­გოთ და კომ­პ­რო­მი­სი შევ­თა­ვა­ზოთ. ამ­ბობს კი­დეც პერ­სო­ნა­ჟი: ყო­ველ­თ­ვის ვახ­სე­ნებ ჩემს თავს, რომ ის თოთხ­მე­ტი­საა, ხო­ლო მე — ოც­და­თოთხ­მე­ტის.

წიგ­ნ­ში მო­ზარ­დიც  ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბი­ჭია, რო­მე­ლიც მა­ინ­ც­და­მა­ინც არც სწავ­ლი­თაა გა­ტა­ცე­ბუ­ლი, ხო­ლო რი­თიც იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი – კა­ლათ­ბურ­თის თა­მა­შით – მშობ­ლებ­მა იმის გაგ­რ­ძ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს. სი­უ­ჟე­ტიც ასე იწყე­ბა, შემ­დეგ ჩანს მი­სი ცხოვ­რე­ბა რო­გორც სახ­ლ­ში, ისე სკო­ლა­ში; ნელ-ნე­ლა ვეც­ნო­ბით პერ­სო­ნა­ჟის ფიქ­რებ­სა და ინ­ტე­რე­სებს, რა მოს­წონს ან რა უნ­და. ვე­ცა­დე, ამ ნა­წარ­მო­ებ­ში თა­ო­ბებს შო­რის გა­ჩე­ნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის გზე­ბიც მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო უნ­და იყოს. ბევ­რი მი­ნიშ­ნე­ბა და მი­თი­თე­ბაა ისე­თი, რო­მელ­საც ამ პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კარ­გად გა­ი­გე­ბენ. მა­გა­ლი­თად, რო­გორ შეძ­ლო კლა­სის მარ­თ­ვა ისე, რომ არც დიქ­ტა­ტო­რი იყო და არც ავ­ტო­რი­ტე­ტი და­კარ­გო. ასე­თი დი­ლე­მის წი­ნა­შე ხში­რად დგე­ბი­ან მას­წავ­ლებ­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით საწყის ეტაპ­ზე, რო­ცა სკო­ლა­ში იწყე­ბენ მუ­შა­ო­ბას. ოჯა­ხურ ამ­ბებ­საც შეხ­ვ­დე­ბით, მა­გა­ლი­თად, რო­გორ უნ­და გა­ვუმ­კ­ლავ­დეთ ოჯა­ხურ კონ­ფ­ლიქ­ტებს, რა­ტომ უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის სურ­ვი­ლე­ბი.

– მშობ­ლებ­თან რო­გორ გა­და­ჭე­რით ეს პრობ­ლე­მა?

– მშობ­ლე­ბის ამ­ბებ­ში სწო­რედ ამას ვგუ­ლის­ხ­მობ­დი – რო­გორ მი­უდ­გ­ნენ სა­კუ­თა­რი შვი­ლის სურ­ვი­ლებს და არ შე­იქ­მ­ნან მცდა­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი. მა­გა­ლი­თად, რო­ცა ჩემ­მა პერ­სო­ნა­ჟებ­მა გა­დაწყ­ვი­ტეს, რომ მა­თი შვი­ლის­თ­ვის საკ­მა­რი­სია კა­ლათ­ბურ­თის თა­მა­ში, შე­დე­გად ის მი­ი­ღეს, რომ მას ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი რამ წა­ა­არ­თ­ვეს. ამას მოჰ­ყ­ვა ბავ­შ­ვის პრო­ტეს­ტი, სა­ერ­თოდ უარი თქვა ყვე­ლა­ფერ­ზე, სწავ­ლა­ზეც, ყვე­ლაფ­რი­სად­მი გულ­გ­რი­ლი გახ­და. ალ­ბათ, ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი, ისევ და ისევ სა­უ­ბა­რია, გულ­წ­რ­ფე­ლო­ბა, ისე­დაც ცო­ტა დროს ვა­ტა­რებთ მშობ­ლე­ბი შვი­ლებ­თან დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. თა­ვა­დაც მშო­ბე­ლი ვარ და მაქვს ამის გა­მოც­დი­ლე­ბა. ძა­ლი­ან გულ­წ­რ­ფე­ლე­ბი უნ­და ვი­ყოთ და მო­ვუს­მი­ნოთ მათ. უმ­ც­რო­სი თა­ო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ცაა, ხან­და­ხან მა­თაც მოგ­ვის­მი­ნონ. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, ხში­რად ხდე­ბა ასე – მა­ში­ნაც კი, რო­ცა ერ­თ­მა­ნეთს ვგა­ვართ, სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რად ვი­აზ­რებთ მოვ­ლე­ნებს. შე­იძ­ლე­ბა, პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბით, ერ­თ­ნა­ი­რე­ბი ვი­ყოთ, მაგ­რამ არ მოგ­ვ­წონ­დეს ერ­თ­მა­ნე­თი, სწო­რედ იმის გა­მო, რომ ერ­თ­მა­ნეთ­თან არა­ფერ­ზე არ ვსა­უბ­რობთ, არც იმა­ზე, რაც ჩვენ­თ­ვის სა­ერ­თოა. ეს სა­ერ­თო დე­ტა­ლე­ბი უნ­და მოვ­ძებ­ნოთ, ჩვენ­სა და მო­ზარ­დებს შო­რის, ეს გა­დაკ­ვე­თის წერ­ტი­ლე­ბი და სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი დაგ­ვეხ­მა­რე­ბა მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში.

ისევ წიგ­ნი­დან მო­ვიყ­ვან ერთ მა­გა­ლითს: მას­წავ­ლე­ბე­ლი აღ­მო­ა­ჩენს, რომ ერთ-ერთ მოს­წავ­ლეს, რო­მე­ლიც სა­ერ­თოდ არაფ­რით არ არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, თურ­მე ცურ­ვა და მო­ცუ­რა­ვე­ე­ბი აინ­ტე­რე­სებს. მე­რე ბიჭს ელა­პა­რა­კე­ბა ერთ-ერთ მო­ცუ­რა­ვე­ზე და ამის შემ­დეგ, მათ შო­რის უკ­ვე ჩნდე­ბა რა­ღაც სა­ერ­თო. ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის ჩა­ტე­ვა ვცა­დე წიგ­ნ­ში, რო­მე­ლიც ერ­თ­დ­რო­უ­ლად უნ­და ყო­ფი­ლი­ყო რო­გორც მო­ზარ­დ­ზე, ისე ზრდას­რულ­ზე. ცხა­დია, არ ვი­ცი რო­გორ გა­მო­მი­ვი­და, მაგ­რამ იმე­დი მაქვს, თა­ვის ფუნ­ქ­ცი­ას შე­ას­რუ­ლებს და რო­გორც მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის, ისე უფ­რო­სე­ბის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­კითხა­ვი გახ­დე­ბა.

 – „ჩუ­მად უნ­და იჯ­დე“ – რა­ზე გა­ა­კე­თეთ აქ­ცენ­ტი ამ ფრა­ზით, რო­მე­ლიც წიგ­ნის სა­თა­უ­რად აქ­ცი­ეთ?

– ცხა­დია, სა­თა­უ­რი გა­მო­საც­ნო­ბია. მახ­სოვს პირ­ვე­ლი რე­აქ­ცია მო­ზარ­დე­ბის­გან, ზოგ­მა გა­აპ­რო­ტეს­ტა, ჩუ­მად რა­ტომ უნ­და ვიჯ­დეო, ზოგ­მა პირ­და­პირ თქვა – ჩუ­მად არ უნ­და ვიჯ­დე, ზო­გიც თით­ქოს და­ე­მორ­ჩი­ლა მი­თი­თე­ბას და ა.შ. რე­ა­ლუ­რად, წიგ­ნის სა­თა­უ­რის და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც ეს არის, და­ა­ფიქ­როს მკითხ­ვე­ლი – ჩუ­მად უნ­და ვიჯ­დე თუ არა? ანუ ვთქვა ის, რა­საც ვფიქ­რობ, გან­ვიც­დი და მსურს, თუ სჯობს, ეს დავ­ფა­რო? წიგ­ნ­ში ვსა­უბ­რობ კი­დეც იმა­ზე, რა მოჰ­ყ­ვე­ბა იმას, რო­ცა ჩუმ­დე­ბი და სათ­ქ­მელს არ ამ­ბობ.

– ბო­ლოს ისევ მშობ­ლე­ბის თე­მას და­ვუბ­რუნ­დე­ბი და გკითხავთ, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ბავ­შ­ვის­თ­ვის პი­რა­დი მა­გა­ლი­თი – მშო­ბე­ლი იყოს კარ­გი მკითხ­ვე­ლი და ამას­თა­ნა­ვე, რა უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, წიგ­ნე­ბის შერ­ჩე­ვი­სას, მშობ­ლებ­მა: დაჰ­ყ­ვ­ნენ ბავ­შ­ვის სურ­ვილს თუ წა­ა­კითხონ ის წიგ­ნე­ბი, რო­მე­ლიც თა­ვად სურთ, რომ შვი­ლებ­მა წა­ი­კითხონ? ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რამ­დე­ნად სწო­რად ვიქ­ცე­ვით?

– მშობ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ამ პრო­ცე­სებ­ში. ზო­გა­დად მკითხ­ვე­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ში პირ­ველ ად­გილ­ზე სწო­რედ პი­რა­დი მა­გა­ლი­თი დგას, ანუ რო­ცა სახ­ლ­ში არის წიგ­ნი, რო­ცა დედ-მა­მა კითხუ­ლობს, რო­ცა ოჯა­ხის წევ­რებს წიგ­ნებ­თან აქვთ ურ­თი­ერ­თო­ბა, წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­ში და­დი­ან და ა.შ. ეს ძა­ლი­ან დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს, უნებ­ლიე გავ­ლე­ნას, და შე­საძ­ლე­ბე­ლია, ასე ბავ­შ­ვ­მა შე­იყ­ვა­როს კითხ­ვა. მე­ტიც, შე­საძ­ლე­ბე­ლია, წიგ­ნი ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა გახ­დეს. ესეც ძა­ლი­ან აშ­კა­რა და ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია. შე­საძ­ლოა, მშო­ბე­ლი შვილ­თან ერ­თად წა­ვი­დეს წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­ში, ერ­თად აირ­ჩი­ონ სა­კითხა­ვი, მას აარ­ჩე­ვი­ნოს, შემ­დეგ, რო­ცა მო­ზარ­დი წა­ი­კითხავს, ისა­უბ­რონ ამ წიგ­ნ­ზე. რა­ღაც სა­ერ­თო თე­მას აუცი­ლებ­ლად იპო­ვი­ან წიგ­ნ­ში. თუნ­დაც შე­ნი ბავ­შ­ვო­ბის საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნი რომ მის­ცე შვილს წა­სა­კითხად, ამას სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თ­ვა ექ­ნე­ბა და სა­ლა­პა­რა­კო თე­მე­ბიც გაჩ­ნ­დე­ბა. დღეს­დღე­ო­ბით, ბავ­შ­ვე­ბი პა­ტა­რა ასა­კი­დან­ვე იმ­დე­ნად და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან,  იმ­დე­ნი რამ აქვთ მო­სას­წ­რე­ბი და გა­სა­კე­თე­ბე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ რთუ­ლია ამას­თა­ნა­ვე იყ­ვ­ნენ კარ­გი მკითხ­ვე­ლე­ბიც. ამას ემა­ტე­ბა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი მოწყო­ბი­ლო­ბე­ბი (გა­ჯე­ტე­ბი), რო­მე­ლიც სა­ოც­რად დიდ დროს არ­თ­მევს მათ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს ყვე­ლა­ფე­რი აუცი­ლე­ბე­ლია იმის­თ­ვის, რომ გან­ვი­თარ­დ­ნენ და თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ებს არ ჩა­მორ­ჩ­ნენ, თუმ­ცა, იმის­თ­ვის, რომ ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო უფ­რო გა­ვიღ­რ­მა­ვოთ და გან­ვ­ვი­თარ­დეთ, ვი­ყოთ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო­ე­ბი, წიგ­ნი უპირ­ვე­ლე­სი სა­შუ­ა­ლე­ბაა. ზო­გი­ერ­თის­თ­ვის შე­საძ­ლოა, ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში გზამ­კ­ვ­ლე­ვი აღ­მოჩ­ნ­დეს მას­წავ­ლე­ბე­ლი, ნა­თე­სა­ვი, უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი, თა­ნაკ­ლა­სე­ლიც კი, მაგ­რამ თუ­კი მშო­ბე­ლი შეძ­ლებს ამას, თუ­კი ის გა­ნა­ვი­თა­რებს შვილს, რო­გორც მკითხ­ველს, ეს სა­უ­კე­თე­სო შემ­თხ­ვე­ვაა.

– ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მშობ­ლე­ბი ან მას­წავ­ლებ­ლე­ბი, უფ­რო­სე­ბი, ვუ­წუ­ნებთ ბავშვს მი­სი სურ­ვი­ლით შერ­ჩე­ულ სა­კითხავს და ჩვე­ნი სურ­ვი­ლით და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით შერ­ჩე­ულ წიგნს ვა­ჩე­ჩებთ წა­სა­კითხად. რამ­დე­ნად სწო­რად ვიქ­ცე­ვით ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ხელს ხომ არ ვუშ­ლით მკითხ­ვე­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ში, ანუ მის დე­მო­ტი­ვა­ცი­ას ხომ არ იწ­ვევს მსგავ­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა?

– რაც შე­ე­ხე­ბა წიგ­ნე­ბის შერ­ჩე­ვას, აქ მთა­ვა­რი, ალ­ბათ, მა­ინც ის არის, რამ­დე­ნად კარ­გად იც­ნობს მშო­ბე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რას – თა­ნა­მედ­რო­ვეს თუ კლა­სი­კურს, კონ­კ­რე­ტულ ჟანრს, მი­მარ­თუ­ლე­ბას და ა.შ. შე­იძ­ლე­ბა შვილს შე­არ­ჩე­ვი­ნო წა­სა­კითხად შე­ნი საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნი, მა­გა­ლი­თად, ჩარლზ დი­კენ­სის „დე­ვიდ კო­პერ­ფილ­დი“ – კლა­სი­კუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი შე­ნი ბავ­შ­ვო­ბი­დან, მაგ­რამ, თუ შე­ნი შვი­ლი 11 წლი­საა, რა თქმა უნ­და, ის ამ წიგნს ვერ წა­ი­კითხავს. არ უნ­და დავ­ს­ვათ შე­კითხ­ვა, მე ხომ წა­ვი­კითხე? შე­საძ­ლოა, არ გვახ­სოვს, რა ასაკ­ში წა­ვი­კითხეთ, ან შე­საძ­ლოა, ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ჩვე­ნი შვი­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის­გან. პირ­ვე­ლი ეტა­პის­თ­ვის ასე­თი ნა­წარ­მო­ე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი წიგ­ნია, ბავ­შ­ვის­თ­ვის მძი­მე სა­კითხა­ვი იქ­ნე­ბა და შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თო­დაც უარი თქვას კითხ­ვა­ზე. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, კომ­პე­ტენ­ტუ­რი რჩე­ვა და ასა­კობ­რი­ვად სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი წიგ­ნე­ბია სა­ჭი­რო. დღეს წიგ­ნებ­ზე გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­საც აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი ასა­კი, ქვეყ­ნ­დე­ბა არა­ერ­თი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე ეწყო­ბა სა­ბავ­შ­ვო კუთხე­ე­ბი. ამის გარ­და, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა მშო­ბელ­მა, შე­იძ­ლე­ბა, სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვე­ბი მი­ი­ღოს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­გა­ნაც. ვფიქ­რობ, მშობ­ლე­ბი არ უნ­და უფ­რ­თხოდ­ნენ თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რას იმი­ტომ, რომ, უფ­რო ხში­რად, ბავ­შ­ვე­ბი კითხ­ვას (ამას ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ვამ­ბობ) სწო­რედ თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რით იწყე­ბენ. ამის მი­ზე­ზი კი ის არის, რომ ეს მათ­თ­ვის უფ­რო ახ­ლო­ბე­ლია, ბევ­რად უფ­რო მი­სა­ღე­ბი. ამი­ტო­მაც, შე­საძ­ლოა, თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რით და­იწყონ და ბო­ლოს მი­ვიდ­ნენ, მა­გა­ლი­თად, „გრა­ფი მონ­ტე კრის­ტომ­დე“, სქელ­ტა­ნი­ან კლა­სი­კურ ნა­წარ­მო­ე­ბამ­დე. მთა­ვა­რია, არ შე­შინ­დეს მშო­ბე­ლი, რო­ცა შვი­ლი თა­ვი­სი გე­მოვ­ნე­ბით არ­ჩევს სა­კითხავს. მეც შევ­ს­წ­რე­ბი­ვარ მსგავს სცე­ნას, წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­ში ან წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე, რო­ცა ბავ­შ­ვი ფე­რად­ყ­დი­ან წიგნს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას, მშობ­ლის­თ­ვის სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი სა­ხე­ლი­თა და გვა­რით, შე­საძ­ლოა, ქარ­თ­ვე­ლი ან უცხო­ე­ლი ავ­ტო­რით. ხან­და­ხან უნ­და ვენ­დოთ ბავ­შ­ვის გე­მოვ­ნე­ბას ან ვნა­ხოთ წიგ­ნის ანო­ტა­ცია, ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რია და ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უარი არ ვუთხ­რათ მის შე­ძე­ნა­სა და წა­კითხ­ვა­ზე.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები