14 ივლისი, კვირა, 2024

ჩრდილ­ში მდგო­მი „ნაღ­დი კა­ცი“

spot_img
ლე­ი­ლა ხო­ნე­ლი­ძე
სსიპ ქ. ფო­თის ილ. ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის №5 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

იოსებ ბა­ი­აშ­ვი­ლი, ჯერ კი­დევ პა­ტა­რას, 1979 წლის 14 აპ­რილს ფი­ლარ­მო­ნი­ის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ხალ­ხუ­რი პო­ე­ზი­ის სა­ღა­მო­დან მახ­სოვს: სა­ხალ­ხო მთქმე­ლი იოსებ ბა­ი­აშ­ვი­ლიო, თა­ვი­სი ბუ­ხუ­ნა ხმით გა­მო­აცხა­და ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვილ­მა და სცე­ნა­ზე გა­მო­სულ­მა უც­ნა­ურ­მა კაც­მა უც­ნა­უ­რი ლექ­სი ( ჩე­მი ბავ­შ­ვუ­რი გად­მო­სა­ხე­დი­დან) წა­ი­კითხა: „ბა­ი­აშ­ვილ ავად გახ­და“…

წლე­ბი რომ გა­ვი­და, „ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის ფოლ­კ­ლო­რუ­ლი რვე­უ­ლე­ბის“ პირ­ვე­ლი კრე­ბუ­ლი ჩა­მი­ვარ­და ხელთ – იოსებ ბა­ი­აშ­ვი­ლის ლექ­სე­ბი იყო, წი­ნა­სიტყ­ვა­ო­ბა­ში ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლი იხ­სე­ნებ­და ამ, რო­გორც თვი­თონ უწო­დებ­და, „მა­გარ მო­ლექ­სეს­თან“ შეხ­ვედ­რას: „იჯ­და მო­ხუ­ცი ბრძენ­კა­ცი, ამა­ვე დროს – ნამ­დ­ვი­ლი გლე­ხი და­კოჟ­რი­ლი, ნა­ჯა­ფი ხე­ლე­ბით, რომ­ლებ­საც ად­გილს ვერ უძებ­ნი­და და მი­სი პი­რით თით­ქოს მი­წა ბუ­ბუ­ნებ­და, სამ­შობ­ლოს მი­წა, – სა­და, უბ­რა­ლო და დი­ა­დი… ეს იყო თით­ქოს ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი პო­ე­ზია ერთ პი­როვ­ნე­ბა­ში მოქ­ცე­უ­ლი, რო­გორც ბოთ­ლ­ში – ჯი­ნი, რო­მელ­მაც ამო­სა­ვა­ლი გზა იპო­ვა და ერ­თ­ბა­შად ამო­ხეთ­ქა… და­მუნ­ჯე­ბულ­ნი ვუს­მენ­დით და ლექ­ს­სა და ლექსს შო­რის პა­უ­ზებს ჩვე­ნი აღ­ტა­ცე­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი უაზ­რო შო­რის­დე­ბუ­ლე­ბი ავ­სებ­და. ეს მარ­თ­ლაც სას­წა­უ­ლი იყო…

იოსებ ბა­ი­აშ­ვი­ლი გახ­ლავთ მარ­თ­ლაც დი­დი მე­სიტყ­ვე იმ ხალ­ხი­სა, რო­მელ­მაც უაღ­რე­სად თვით­მ­ყო­ფი, მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი უმ­დიდ­რე­სი სიტყ­ვი­ე­რი კულ­ტუ­რა შექ­მ­ნა და სას­წა­უ­ლი სწო­რედ ის არის, რომ ეს კულ­ტუ­რა არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­ნათხა­რი ან წიგ­ნე­ბი­დან მომ­დი­ნა­რე ცოდ­ნა კი არ არის, დღე­საც ცოცხა­ლია და ისეთ გა­რეგ­ნუ­ლად შე­უმ­ჩ­ნე­ველ პი­როვ­ნე­ბებს და­აქვთ, რო­გო­რიც იოსებ ბა­ი­აშ­ვი­ლი იყო.

იგი 1983 წლის 19 ივ­ნისს გარ­და­იც­ვა­ლა და დე­დოფ­ლის­წყა­როს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­მო ქე­დის სა­საფ­ლა­ო­ზე გა­ნის­ვე­ნებს…

უც­ნა­უ­რად გარ­და­იც­ვა­ლა: – თით­ქოს გუ­ლი უგ­რ­ძ­ნობ­და, მთელ თა­ვის სა­ნა­თე­სა­ვოს მო­უ­ყა­რა თა­ვი, – ხატ­ში ავი­დეთ, ვი­ლო­ცო­თო… თა­ვის ლექ­სებ­შიც ხომ ყო­ველ­თ­ვის მი­ტო­ვე­ბულ მთას მის­ტი­რო­და, იქ დარ­ჩე­ნილ ხატ-სა­ლო­ცა­ვებ­სა და წი­ნა­პარ­თა საძ­ვა­ლე­ებს, იქ სიკ­ვ­დილს ნატ­რობ­და…

სწო­რედ ხა­ტის გზა­ზე უეც­რად და­ჩო­ქილ­მა შვი­ლიშ­ვი­ლის კალ­თა­ში და­ლია სუ­ლი“…

სი­მარ­თ­ლე რომ ვთქვა, ცო­ტა გა­და­ჭარ­ბე­ბა­დაც მო­მეჩ­ვე­ნა , მის ლექ­სებს „ხალ­ხუ­რი დი­დოს­ტა­ტის ნა­ხე­ლა­ვი“ რომ უწო­და ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვილ­მა, „ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას სუ­ნი ას­დი­სო“ — თენ­გიზ მირ­ზაშ­ვილ­მა, მაგ­რამ კრე­ბუ­ლი რომ წა­ვი­კითხე, უპი­რო­ბოდ და­ვე­თან­ხ­მე წი­ნა­სიტყ­ვა­ო­ბის ავ­ტორს, ამი­ტო­მაც მგო­ნია, რომ ხან­და­ხან და­ვიწყე­ბის ჩრდი­ლი­დან სამ­ზე­ო­ზეც უნ­და გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ ამ­გ­ვა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ, რაც შე­იძ­ლე­ბა, მეტ­მა გა­ი­გოს მათ შე­სა­ხებ.

თით­ქოს არა­ფერს ახალს არ ამ­ბობს იოსებ ბა­ი­აშ­ვი­ლი, მის ლექ­სებ­შიც ბინ­დის­ფე­რი ადევს წუ­თი­სო­ფელს, აქაც ღა­მეს დღე ათე­ნებს, დრო ყვე­ლაფ­რის მკურ­ნა­ლია, „ვინც მო­დის, ისევ მი­დი­სა“, ყვე­ლა­ნი მი­წას მი­ვე­ბა­რე­ბით, მაგ­რამ ეს ერ­თი შე­ხედ­ვით, გაც­ვე­თი­ლი აზ­რე­ბიც კი წრფე­ლი და უშუ­ა­ლო სიტყ­ვე­ბი­თაა ლექ­სად ქცე­უ­ლი:

„წუ­თია წუ­თი­სო­ფე­ლი –

და­ხამ­ხა­მე­ბა თვა­ლი­სა.

ამ­ქ­ვეყ­ნად წე­სი არ არის

მე­ო­რედ მოს­ვ­ლა მკვდა­რი­სა,

ამი­ტომ გვმარ­თებს ცოცხალ­თა

მოხ­და სი­ცოცხ­ლის ვა­ლი­სა.

ვერვის შე­უძ­ლავ, ვერც შეს­ძ­ლოს

გახ­ს­ნა სა­მა­რის კა­რი­სა,

იმ ქვეყ­ნით მე­ო­რედ მოს­ვ­ლა,

მი­წის დან­გ­რე­ვა მყა­რი­სა.

სა­წუთ­რო არის მტვირ­თ­ვე­ლი

ქვეყ­ნად ტკბი­ლის და მწა­რი­სა,

წუ­წუ­ნიც იმას ეკუთ­ვ­ნის,

მთა­ზე ყვი­რი­ლიც ხა­რი­სა,

უნ­და გიყ­ვარ­დეს სამ­შობ­ლო,

თუ ხარ ქარ­თ­ვე­ლის გვა­რი­სა,

არც ლხი­ნი თავ­ბ­რუს გას­ხამ­დეს,

არც გე­ში­ნო­დეს შა­რი­სა.

წა­სულს არ უნ­და გრცხვე­ნო­დეს

და­ტო­ვე­ბუ­ლი კვა­ლი­სა.

უქ­მად ნა­ტა­რი სი­ცოცხ­ლე

ფა­სი არ არის ჩა­ლი­სა.

ერ­თი რამ არის საწყე­ნი

სა­წუთ­როს სა­მარ­თა­ლი­სა,

რა­ტომ არ იცის გარ­ჩე­ვა

მა­მა­ცი­სა და მხდა­ლი­სა?!“

მის ლექ­სებ­ში­ცაა ტკი­ვი­ლი იმ ადა­მი­ა­ნი­სა, რო­მელ­მაც არ იცის, ვის „და­დარ­დ­დე­ბა“, ვის მო­ა­გონ­დე­ბა სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ და ვინ გა­უ­გებს თან გა­ყო­ლილ ფიქ­რებს?! აქა­ცაა სუ­დარ-სა­მარ­ხი­ა­ნი და ცე­ლი­ა­ნი სიკ­ვ­დი­ლის ხა­ტე­ბა, სხვა­თა პო­ე­ზი­ა­ში არა­ერ­თ­გ­ზის ნა­ნა­ხი და ერ­თ­გ­ვა­რი შე­გუ­ე­ბაც სიკ­ვ­დი­ლის არ­სე­ბო­ბას­თან:

„სი­ცოცხ­ლეს სიკ­ვ­დი­ლი ახ­ლავს,

რა არის აქ უც­ნა­უ­რი?“

აქა­ცაა სიკ­ვ­დი­ლის გარ­და­უ­ვა­ლო­ბას­თან შე­გუ­ე­ბუ­ლი კა­ცის ღირ­სე­უ­ლი მო­წო­დე­ბა:

„რას გვიშ­ველს გლო­ვა-ტი­რი­ლი,

ან სიტყ­ვა კი­ლო­კა­უ­რი,

კა­ცუ­რად უნ­და დახ­ვედ­რა,

დარ­დით ვე­რა­ფერს მა­უვ­ლი,

არ დაბ­რუნ­დე­ბა უკა­ნა,

ილა­ჯი გა­მო­თა­უ­ლი,

ვერ­ძი ყო­ჩად ვერ იქ­ცე­ვა,

კირ­ჩხა­ზე ჩა­მოტყა­უ­ლი“.

სიკ­ვ­დი­ლის გარ­და­უ­ვა­ლო­ბას კი ეგუ­ე­ბა ხალ­ხუ­რი მე­ლექ­სე, მაგ­რამ ისიც კარ­გად იცის, რომ სიკ­ვ­დი­ლიც არის და სიკ­ვ­დი­ლიც… ყვე­ლა არ არის საგ­ლო­ვი, ვი­საც შა­ვი ლო­დი ფა­რავს სა­მა­რი­სა, მკვდა­რი ისაა, ვა­ჟა რომ „სი­ცოცხ­ლით სიკ­ვ­დი­ლი­ანს უწო­დებს“:

„ცოცხა­ლი, მკვდრებ­ში სათ­ვ­ლე­ლი,

ყვე­ლა­ზე შე­საბ­რა­ლია“

ძა­ლი­ან წრფე­ლია იოსებ ბა­ი­აშ­ვი­ლის ლექ­სე­ბის ციკ­ლი „ადე­ქით, შეყ­ვა­რე­ბულ­ნო!“, იმ გრძნო­ბას რომ უმ­ღე­რის, რო­მელ­საც თა­ვად­ვე უწო­დებს ადა­მი­ა­ნის მა­ცოცხ­ლე­ბელ-მა­სულ­დ­გ­მუ­ლე­ბელს, „სუ­ლე­ლის გონ­ზე მამ­ყ­ვანს“, „ბრძე­ნის ტვი­ნის ამ­რევს“, „ლხი­ნის ჭი­რად მამ­ქ­ცევს“, „ჭი­რის ლხი­ნად შამ­ც­ვ­ლელს“. ქა­ლის სი­ლა­მა­ზე­საც არაფ­რად თვლის, ერ­თ­გუ­ლე­ბა თუ არ იცის, ამი­ტო­მაც საყ­ვე­დუ­რობს პირ­მ­შ­ვე­ნი­ერ ქალს:

„პირ­ველს მე­ო­რით გა­მას­ც­ვ­ლი

ყავ­ლ­გა­სულ ბა­რა­თი­ვი­თა,

მე­ო­რეს – კი­დევ მე­სა­მით

და­ხე­ულ ხა­ლა­თი­ვი­თა“.

ცალ­კე სა­უბ­რის თე­მაა ბა­ი­აშ­ვი­ლის კა­ფი­ე­ბი – ერ­თ­გან ძველ ნაც­ნო­ბებს საყ­ვე­დუ­რობს, ად­რე ლა­ქარ­დი­ა­ნი ენი­თა და ჭრე­ლი წინ­დე­ბით მატყუ­ებ­დით, სა­დაც თქვენ მე­გუ­ლე­ბო­დით, იქ ფრე­ნით გავ­ჩ­ნ­დე­ბო­დი ხოლ­მე, დავ­ს­ნე­ულ­დი და აღარ მო­დი­ხარ­თო, მე­ო­რე­გან – ლო­ბი­ოს ას­ხამს ხოტ­ბა-დი­დე­ბას, მე­სა­მე­გან – კუჭ­ზე იძი­ებს შურს – ექიმ­მა რომ კუ­ჭის წყლუ­ლის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვა, გაბ­რა­ზე­ბულ­მა „შუ­რის­ძი­ე­ბა“ გა­დაწყ­ვი­ტა – აბა, რად მინ­და ასე­თი მუ­ცე­ლი, თა­ვის მო­ნად რომ მაქ­ცია, 70 წე­ლია, ვემ­სა­ხუ­რე­ბი და სი­კე­თე ვერ და­ვა­ნა­ხეო („კა­ცის მტე­რია მუ­ცე­ლი, ნა­მე­ტანს თავ­გა­სუ­ლიო“). იოსებ ბა­ი­აშ­ვილს შე­უძ­ლია სა­კუ­თარ ავად­მ­ყო­ფო­ბას, გა­სა­ჭირ­სა თუ შერ­ცხ­ვე­ნა­საც იუმო­რის თვა­ლით შე­ხე­დოს, არც თვი­თონ და­იმ­ძი­მოს გუ­ნე­ბა და არც სხვას და­უმ­ძი­მოს, სა­კუ­თარ თავ­საც დას­ცი­ნოს და ასე­თი ლექ­სიც და­წე­როს:

„ყვე­ლას რა­და ჰკლავ, სიკ­ვ­დი­ლო,

რად არ თვი­თო­ნა ჰკვდე­ბიო?!

შენ ვერც ბუ­ნე­ბა გა­ში­ნებს,

ვერც ეს დიდ­რო­ნი მთე­ბიო.

რამ­დე­ნი გმი­რი ჩაყ­ლა­პე,

შენ მა­ინც ვე­რა ძღე­ბიო,

ერ­თი­ღა დაგ­რ­ჩა – სა­ხე­ლი,

ვე­რა­ფერს ვერ უშ­ვ­რე­ბიო.

სა­ხელს ვერ მოს­პობ ვერც შე­ნა,

ვერც სა­უ­კუ­ნო წლე­ბიო,

სა­ხე­ლი ქვეყ­ნა­და რჩე­ბა,

მი­წას — ლე­ში და ძვლე­ბიო.

ორი­ვე­სა ჰყავ პატ­რო­ნი,

ვერ­ცერთს ვერ შა­ე­ხე­ბიო,

გმი­რებს ნუ და­ე­ჭი­დე­ბი,

სიკ­ვ­დი­ლო, და­მარ­ცხ­დე­ბიო!“

წა­ვუ­კითხოთ ჩვენს ბავ­შ­ვებ­საც მი­სი ლექ­სე­ბი, გა­ვაც­ნოთ, რო­გორც თვი­თონ უწო­დებ­და თა­ვის თავს – „ქარ­თუ­ლი ენის ბგე­რა“, „სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლის მო­ნა“, „გა­მომ­ხატ­ვე­ლი ლექ­სა­და თა­ვის ჭი­რის და ლხი­ნი­სა“, „მწყობრ სიტყ­ვე­ბად ამ­კინ­ძა­ვი მა­მა-პა­პათ ნა­უბ­რი­სა“, „უბე­დო ბე­დის მამ­ლო­დი­ნე, ცას ბეწ­ვით და­კი­დე­ბუ­ლი“ სიტყ­ვა­მარ­თა­ლი კა­ცი – იოსებ ბა­ი­აშ­ვი­ლი.

არდადეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები