5 ოქტომბერი, შაბათი, 2024

ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მომავალი უკეთესობისკენ

spot_img

ქართველი სტუდენტები უცხოეთში

ნი­ნი ჩა­ჩუა
იტა­ლი­ის ტუ­შას უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტ­რან­ტი

 

 

⇒ ნი­ნი, მო­ხა­რუ­ლი ვარ, შე­ნი სა­ხით, კი­დევ ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო სტუ­დენ­ტი რომ გა­ვი­ცა­ნი. მინ­და, სა­უ­ბა­რი მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დით  და­ვიწყოთ. რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია შენს ცხოვ­რე­ბა­ში სკო­ლა­ში გა­ტა­რე­ბულ წლე­ბი და გან­საზღ­ვ­რა თუ არა შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი სკო­ლამ?

– მო­გე­სალ­მე­ბით, პირ­ველ რიგ­ში, მად­ლო­ბას გიხ­დით და­ინ­ტე­რე­სე­ბის­თ­ვის. შე­სა­ნიშ­ნა­ვი რუბ­რი­კაა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც საზღ­ვარ­გა­რეთ მყო­ფი სტუ­დენ­ტე­ბი გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რე­ბენ თა­ნა­ტო­ლებს და მომ­დევ­ნო თა­ო­ბას. იმე­დია, ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა მკითხ­ვე­ლის­თ­ვის.

სკო­ლის პე­რი­ო­დი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი, სა­ინ­ტე­რე­სო და ემო­ცი­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი წლე­ბია, სა­ი­და­ნაც იწყე­ბა ჩე­მი გრძე­ლი გზა გა­ნათ­ლე­ბის­კენ. და­ვამ­თავ­რე სამ­ტ­რე­დი­ის მარ­ლენ ბა­რა­მი­ას სა­ხე­ლო­ბის №6 სა­ჯა­რო სკო­ლა. პა­ტა­რა სკო­ლე­ბის ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა ისაა, რომ მე­ო­რე ოჯა­ხად იქ­ცე­ვა და გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ახ­ლო­ვეს აყა­ლი­ბებს მოს­წავ­ლე­ებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის, რაც შემ­დ­გომ­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მყავ­და ჩემ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ცალ­სა­ხად ვერც ერთს გა­მოვ­ყოფ და მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი თი­თო­ე­ულ მათ­განს გა­წე­უ­ლი ამა­გის­თ­ვის, მზრუნ­ვე­ლო­ბის­თ­ვის და მხარ­და­ჭე­რის­თ­ვის, რო­მე­ლიც დღემ­დე მომ­ყ­ვე­ბა.

ნაკ­ლე­ბად მახ­სენ­დე­ბა დღე­ე­ბი, რო­ცა 6 სა­ათ­ზე გვი­ან იწყე­ბო­და ჩე­მი დი­ლა, ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ სკო­ლის საგ­ნე­ბის მე­ცა­დი­ნე­ო­ბით ვიწყებ­დი დღეს, სკო­ლის შემ­დეგ მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლის საგ­ნე­ბი და ცეკ­ვის წრე­ე­ბი ენაც­ვ­ლე­ბო­და ერ­თ­მა­ნეთს, დღის ბო­ლოს, ისევ მე­ცა­დი­ნე­ო­ბას ვუბ­რუნ­დე­ბო­დი.

სკო­ლის პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი მოს­წავ­ლე­თა კონ­კურ­სებ­სა და ოლიმ­პი­ა­დებ­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ინ­ტე­რე­სებ­და ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კა. მა­თე­მა­ტი­კა დღემ­დე ჩემს საყ­ვა­რელ საგ­ნად რჩე­ბა და სწო­რედ ეს იყო ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი, რა­მაც სა­მო­მავ­ლოდ ჩე­მი პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნი გა­ნა­პი­რო­ბა.

2017 წელს ჩა­ვი­რიცხე ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეკო­ნო­მი­კი­სა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტ­ზე, ეკო­ნო­მი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. პან­დე­მი­ის გა­მო უნი­ვერ­სი­ტე­ტის წლე­ბის თით­ქ­მის ნა­ხე­ვა­რი, სამ­წუ­ხა­როდ, დის­ტან­ცი­უ­რად გა­ვი­ა­რეთ, რის გა­მოც და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბა მქონ­და, რომ ბო­ლომ­დე ვერ და­ვი­ხარ­ჯე და ვერ დავ­ტ­კ­ბი სტუ­დენ­ტუ­რი წლე­ბით.

⇒ უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სწავ­ლას უცხო­ეთ­ში – იტა­ლი­ა­ში აგ­რ­ძე­ლებ. რა პროგ­რა­მით გა­ემ­გ­ზავ­რე და რა პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბი ტუ­შას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში?

– ყო­ველ­თ­ვის ვი­ცო­დი, რომ საზღ­ვარ­გა­რეთ ვის­წავ­ლი­დი. სამ­წუ­ხა­როდ, პან­დე­მი­ის გა­მო, რო­ცა მთე­ლი სამ­ყა­რო ჩა­ი­კე­ტა, ვერ შევ­ძე­ლი უწყ­ვე­ტად გა­მეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა სწავ­ლა, ამი­ტომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვმუ­შა­ობ­დი ერთ-ერთ სა­ინ­ჟინ­რო-სა­დის­ტ­რი­ბუ­ციო ფირ­მა­ში, სა­დაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე და შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა მე­მუ­შა­ვა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, რომ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას დღე­საც ვაგ­რ­ძე­ლებ.

მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე არ შე­მიწყ­ვე­ტია ფიქ­რი სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა­ზე. მუდ­მი­ვად ვკითხუ­ლობ­დი ინ­ფორ­მა­ცი­ებს უცხო­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის შე­სა­ხებ, ვეც­ნო­ბო­დი სი­ახ­ლე­ებს და მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს. 2023 წელს, სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით და სტი­პენ­დი­ით, ჩა­ვი­რიცხე ტუ­შას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მა­გის­ტ­რა­ტუ­რის სა­ფე­ხურ­ზე, ცირ­კუ­ლა­რუ­ლი ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე. ჩე­მი სტი­პენ­დი­ით ვა­ხერ­ხებ, და­მო­უ­კი­დებ­ლად ვიცხოვ­რო და ძი­რი­თა­დი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბი და­ვიკ­მა­ყო­ფი­ლო.

⇒ ნი­ნი, რას მო­ი­ცავს ცირ­კუ­ლა­რუ­ლი ეკო­ნო­მი­კის დარ­გი?

– ცირ­კუ­ლა­რუ­ლი ეკო­ნო­მი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბა შე­და­რე­ბით ახა­ლი დარ­გია და მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი გუ­ლის­ხ­მობს რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის არა წრფივ, არა­მედ წრი­ულ მიდ­გო­მას, რო­მე­ლიც თა­ვის თავ­ში მო­ი­ცავს პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბი­სა და მოხ­მა­რე­ბის ახ­ლე­ბურ, თა­ნა­მედ­რო­ვე ხედ­ვას, რომ­ლის მი­ზა­ნია ნარ­ჩე­ნე­ბის მი­ნი­მი­ზა­ცია და რე­სურ­სე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტი­ა­ნად გა­მო­ყე­ნე­ბა. თა­ნა­მედ­რო­ვე გა­რე­მო პი­რო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის, ჰა­ე­რი­სა და დე­და­მი­წის ზე­და­პი­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის, რე­სურ­სე­ბის არა­თა­ნაბ­რად გა­და­ნა­წი­ლე­ბის და სიმ­წი­რის პი­რო­ბებ­ში, ამ სა­კითხებ­ზე ზრუნ­ვა ერთ-ერ­თი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი და მო­წი­ნა­ვე სა­კითხია თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში. ასე რომ, სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხე­ბით, ვურ­ჩევ, არ­ჩე­ვა­ნი ამ სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე შე­ა­ჩე­რონ. მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ არა მარ­ტო თე­ო­რი­უ­ლი, არა­მედ პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნაც მი­ი­ღონ, უნი­ვერ­სი­ტე­ტი ნამ­დ­ვი­ლად იძ­ლე­ვა ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია შევ­ხ­ვ­დეთ მსოფ­ლი­ოს წამ­ყ­ვა­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ლი­დე­რებს და მო­ვის­მი­ნოთ მა­თი ხედ­ვე­ბი, პროგ­ნო­ზე­ბი და სა­მო­მავ­ლო პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ასე­ვე, უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა, მრა­ვა­ლი გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მით, სას­წავ­ლო კურ­სით და პრაქ­ტი­კუ­ლი ტრე­ნინ­გით ისარ­გებ­ლონ რო­გორც იტა­ლი­ა­ში, ასე­ვე ევ­რო­პის სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში.

⇒ რა სა­ხის ხელ­შეწყო­ბა აქვთ სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან იტა­ლი­ა­ში სტუ­დენ­ტებს, რა სა­ხის პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ  წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, და ზო­გა­დად, იტა­ლი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში რა ას­რუ­ლებს ძი­რი­თად როლს?

– უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ხის ხელ­შეწყო­ბით სარ­გებ­ლო­ბენ, გარ­და იმი­სა, რომ და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბის სხვა­დას­ხ­ვა გზა არ­სე­ბობს, ასე­ვე აქვთ ისე­თი შე­ღა­ვა­თე­ბი, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, შე­ღა­ვა­თი­ა­ნი ტრან­ს­პორ­ტი, ფას­დაკ­ლე­ბე­ბი მუ­ზე­უ­მებ­სა და თე­ატ­რებ­ში, და ა.შ.

სტი­პენ­დი­ის და და­ფი­ნან­სე­ბის მი­ღე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტეტს შერ­ჩე­ვის სა­კუ­თა­რი კრი­ტე­რი­უ­მი აქვს, შე­სა­ბა­მი­სად, სხვა­დას­ხ­ვა სა­კითხ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით იღე­ბენ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას სტი­პენ­დი­ე­ბი­სა და და­ფი­ნან­სე­ბის გა­ცე­მის შე­სა­ხებ, თუმ­ცა, მთლი­ა­ნო­ბა­ში, ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ ყვე­ლა წარ­დ­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტის სიძ­ლი­ე­რეს. სამ­წუ­ხა­როდ, წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის არა­ვი­თა­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრი­ვი­ლე­გია არ არ­სე­ბობს, თი­თო­ე­უ­ლი სტუ­დენ­ტი, უმე­ტე­სად, თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბე­ბით სარ­გებ­ლობს. იტა­ლი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ძი­რი­თად როლს სო­ცი­ა­ლუ­რი სა­კითხი თა­მა­შობს – ე.ი. გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს, ხე­ლი შე­უწყოს და­ბა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის მქო­ნე (ად­გი­ლობ­რივ) სტუ­დენ­ტებს უწყ­ვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში.

⇒ რა მსგავ­სე­ბა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა უცხო­ურ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­სა და ქარ­თულს შო­რის, გვი­ამ­ბე სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის, ლექ­ცი­ე­ბი­სა და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­სა­ხებ?

– ჩე­მი დაკ­ვირ­ვე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რო­გორც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­სახ­ვედ­რად, ასე­ვე სტი­პენ­დი­ის და და­ფი­ნან­სე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად მე­ტი შრო­მაა სა­ჭი­რო, ვიდ­რე, მა­გა­ლი­თად, იტა­ლი­ა­ში. ყო­ფი­ლა სი­ტუ­ა­ცია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სტი­პენ­დი­ის მო­სა­პო­ვებ­ლად მე­ა­თე­დი ქუ­ლა დამ­კ­ლე­ბია, რაც ბევ­რი სტუ­დენ­ტის­თ­ვის შე­საძ­ლოა მო­ტი­ვა­ცი­ის და­კარ­გ­ვის მი­ზე­ზი გახ­დეს, თუმ­ცა ჩემ შემ­თხ­ვე­ვა­ში პი­რი­ქით იმუ­შა­ვა. მსგავ­სი შემ­თხ­ვე­ვა აქ არ ხდე­ბა, რად­გან უკ­ვე მო­პო­ვე­ბუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხით ან სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სით გან­საზღ­ვ­რა­ვენ სტი­პენ­დი­ის მი­ნი­ჭე­ბის სა­კითხს.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ სას­წავ­ლო პრო­ცესს, ძა­ლი­ან ბევ­რი შე­მიძ­ლია ვი­სა­უბ­რო ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა, რაც მოკ­ლედ შე­მიძ­ლია ვთქვა, ის არის, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი ნამ­დ­ვი­ლად იძ­ლე­ვი­ან მა­ღა­ლი ხა­რის­ხის აკა­დე­მი­ურ გა­ნათ­ლე­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა უცხო­ურ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს, ძი­რი­თა­დად, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბი­სა და ანა­ლი­ტი­კუ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა. მა­შინ, რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა, ძი­რი­თა­დად, თე­ო­რი­ულ ცოდ­ნა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, იტა­ლი­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გვეხ­მა­რე­ბი­ან გან­ვი­ვი­თა­როთ უნარ-ჩვე­ვე­ბი, თუ რო­გორ მი­ვი­ღოთ სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი თე­ო­რი­ულ ცოდ­ნა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით და რო­გორ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ პრაქ­ტი­კა­ში ეფექ­ტი­ა­ნად. ასე­ვე, ის ფაქ­ტი, რომ უცხო ქვე­ყა­ნა­ში მარ­ტო გვი­წევს ბევრ სირ­თუ­ლეს­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა, ერ­თ­გ­ვა­რად გვაძ­ლი­ე­რებს და სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის გან­მ­ტ­კი­ცე­ბა­სა და დაც­ვა­ში გვეხ­მა­რე­ბა.

⇒ რას ურ­ჩევ ახალ­გაზ­რ­დებს, რომ­ლებ­საც საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ. რა დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბი ელით საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლის მსურ­ველ ქარ­თ­ველ ახალ­გაზ­რ­დებს?

– ახალ­გაზ­რ­დებს, რომ­ლებ­საც საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის მი­ღე­ბა სურთ, ვურ­ჩევ­დი, რომ აუცი­ლებ­ლად და­ი­სა­ხონ მი­ზა­ნი და მოთ­მი­ნე­ბით შე­უდ­გ­ნენ გზას მის მი­საღ­წე­ვად. ის­წავ­ლონ, გან­ვი­თარ­დ­ნენ, გა­მო­ი­ყე­ნონ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და იყ­ვ­ნენ ერ­თ­გუ­ლე­ბი იმ პრო­ფე­სი­ის და საქ­მი­ა­ნო­ბის, რა­საც აირ­ჩე­ვენ. ჩვენს დრო­ში, რო­ცა ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­რო უზღ­ვავ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გვთა­ვა­ზობს, მი­უღ­წე­ვე­ლი არა­ფე­რია, ამი­ტომ უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ ყვე­ლა შან­სი, რაც წარ­მა­ტე­ბის­კენ მი­მა­ვალ გრძელ გზა­ზე ერთ წინ­გა­დად­გ­მულ ნა­ბიჯს მა­ინც უდ­რის.

რო­ცა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტი ხდე­ბი, მზად უნ­და იყო კულ­ტუ­რა­თა­შო­რი­სი სხვა­ო­ბის, მენ­ტა­ლუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის, მო­ლო­დი­ნე­ბი­სა და რე­ა­ლო­ბის შე­საძ­ლო აც­დე­ნის­თ­ვის. თუმ­ცა, უნ­და გახ­სოვ­დეს, რომ და­ნარ­ჩე­ნებ­თან სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სი გა­ერ­თი­ა­ნებს და ამის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბის­თა­ნა­ვე, თა­ვის­თა­ვად მო­იხ­ს­ნე­ბა ბა­რი­ე­რე­ბი და უფ­რო მარ­ტი­ვი გახ­დე­ბა სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა.

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, მით უმე­ტეს საზღ­ვარ­გა­რეთ, არც ისე­თი მარ­ტი­ვია, რო­გორც ეს შე­იძ­ლე­ბა შო­რი­დან ჩან­დეს. ამ გზა­ზე ბევ­რი ისე­თი სა­კითხი იჩენს თავს, რომ­ლის მოგ­ვა­რე­ბა და გა­დაწყ­ვე­ტა სტუ­დენ­ტ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლად უნ­და შეძ­ლოს, თუმ­ცა, ამ დაბ­რ­კო­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბით დაძ­ლე­ვის შემ­დეგ იგ­რ­ძ­ნობს სა­ნუკ­ვარ თვით­კ­მა­ყო­ფი­ლე­ბას და გა­იღ­რ­მა­ვებს თვით­რ­წ­მე­ნას. რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის არ­სე­ბობს და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბის სხვა­დას­ხ­ვა გზე­ბი, მაგ­რამ თუ­კი ისი­ნი გა­დაწყ­ვე­ტენ და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის წყა­როს ძი­ე­ბას, კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს კვი­რა­ში გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ა­თე­ბი მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბას. ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნი, ამ ეტაპ­ზე, მხო­ლოდ სწავ­ლა­ზე კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბაა.

⇒ რა პრო­ფე­სი­ე­ბის შე­სას­წავ­ლად მი­დი­ან, ძი­რი­თა­დად, ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი საზღ­ვარ­გა­რეთ და უცხო­უ­რი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, რამ­დე­ნად აქვთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლი?

– პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა სუ­ბი­ექ­ტუ­რი სა­კითხია და საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლა არ გან­საზღ­ვ­რავს კონ­კ­რე­ტუ­ლი პრო­ფე­სი­ის სა­სარ­გებ­ლოდ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბას. თუმ­ცა, თუ უკ­ვე არ­სე­ბულ ტენ­დენ­ცი­ას გა­დავ­ხე­დავთ, თით­ქ­მის ყვე­ლა სფე­რო­ში შევ­ხ­ვ­დე­ბით ქარ­თ­ველ სტუ­დენ­ტებს. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის სურ­ვი­ლიც უკან დაბ­რუ­ნე­ბის, სუ­ბი­ექ­ტუ­რია და და­მო­კი­დე­ბუ­ლია მრა­ვალ ფაქ­ტორ­ზე, რო­გო­რი­ცაა საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლის მი­ზა­ნი, სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი და პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბი, სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და სხვა. თუმ­ცა, ვი­სურ­ვებ­დი, საზღ­ვარ­გა­რეთ წა­სუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა შრო­მი­სუ­ნა­რი­ან ასაკ­ში და­უბ­რუნ­დეს სამ­შობ­ლოს, რად­გან ჩვენ ვჭირ­დე­ბით ქვე­ყა­ნას დაგ­რო­ვი­ლი ცოდ­ნით, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბით და ამო­უ­წუ­რა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია შევ­ც­ვა­ლოთ მო­მა­ვა­ლი უკე­თე­სო­ბის­კენ.

⇒ ნი­ნი, სწავ­ლას­თან ერ­თად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხარ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბით. შე­სა­ნიშ­ნა­ვად ფლობ ვი­ო­ლი­ნოს და ფორ­ტე­პი­ა­ნოს ხე­ლოვ­ნე­ბას. რა ად­გი­ლი უჭი­რავს მუ­სი­კას შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

– სკო­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, 6 წლის ასა­კი­დან, სამ­ტ­რე­დი­ის დო­მენ­ტი შა­ნი­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­მუ­სი­კო სკო­ლა­ში ფორ­ტე­პი­ა­ნოს მი­მარ­თუ­ლე­ბის მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, ერ­თი წლის შემ­დეგ კი, ქუ­თა­ი­სი­დან მოწ­ვე­უ­ლი პე­და­გო­გის სა­ვი­ო­ლი­ნო კლა­სის ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი მოს­წავ­ლე გავ­ხ­დი. მას შემ­დეგ მუ­სი­კა ჩე­მი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად იქ­ცა.

ექ­ვ­ს­წ­ლე­დის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სწავ­ლა გა­ვაგ­რ­ძე­ლე ქუ­თა­ი­სის მე­ლი­ტონ ბა­ლან­ჩი­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტ­რა­ლურ სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლე­ბელ­ში ვი­ო­ლი­ნოს სპე­ცი­ა­ლო­ბით, რო­მელ­შიც, ჩე­მი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პე­და­გო­გე­ბის წყა­ლო­ბით, წარ­ჩი­ნე­ბით ჩა­ვი­რიცხე და სას­წავ­ლე­ბელ­შიც შე­სა­ნიშ­ნა­ვი პე­და­გო­გე­ბის ხელ­ში მოვ­ხ­ვ­დი. 5 წლის გან­მავლობა­ში, სკო­ლის გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ, კვი­რა­ში რამ­დე­ნი­მე დღე მი­წევ­და ქუ­თა­ის­ში სი­ა­რუ­ლი სას­წავ­ლებ­ლის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე და­სას­წ­რე­ბად. მი­უ­ხე­და­ვად დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი­სა, მა­ინც ვას­წ­რებ­დი არ ჩა­მოვ­რ­ჩე­ნო­დი სკო­ლის საგ­ნებს და პა­რა­ლე­ლუ­რად, მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სებ­შიც მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ამ ყვე­ლა­ფერ­ში არ შე­მიძ­ლია არ აღ­ვ­ნიშ­ნო რო­გორც სკო­ლის, ასე­ვე მუ­სი­კა­ლუ­რი სას­წავ­ლებ­ლის პე­და­გო­გე­ბის ხელ­შეწყო­ბა და ჩარ­თუ­ლო­ბა.

მუ­სი­კა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის ეს 12 წე­ლი ჩემ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სოდ დატ­ვირ­თუ­ლი, გა­მოწ­ვე­ვე­ბით სავ­სე და სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბე­ბის მომ­ტა­ნი აღ­მოჩ­ნ­და. ამ ფაქ­ტ­მა გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ სა­ბო­ლო­ოდ, პრო­ფე­სი­ო­ნალ მუ­სი­კო­სად თუ არა, გე­მოვ­ნე­ბი­ან მსმე­ნე­ლად მა­ინც ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი, რო­მელ­მაც იცის ხე­ლოვ­ნე­ბის ფა­სი და რო­მელ­საც მუდ­მი­ვად სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის მოს­მე­ნა და თე­ატ­რა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი.

⇒ მი­ამ­ბე, რო­გორ ცხოვ­რო­ბენ იტა­ლი­ა­ში ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რა არის მათ­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, რო­გო­რია სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა, სად და რო­გორ ატა­რებ თა­ვი­სუ­ფალ დროს? გაგ­ვი­ზი­ა­რე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი…

– სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის დე­ფი­ციტს გან­ვიც­დი. ამი­ტომ, ამ მხრივ, არ მაქვს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ის­ტო­რი­ე­ბი. თუ დრო გა­მო­მიჩ­ნ­დე­ბა და თვე შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად დატ­ვირ­თუ­ლია, ვცდი­ლობ, დრო ფუ­ჭად არ დავ­კარ­გო და სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვ­ვი­თარ­დე. მა­გა­ლი­თად, გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს, გა­ვი­ა­რე ორ­თ­ვი­ა­ნი ონ­ლა­ინ კურ­სი გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით. კი­დევ მაქვს შერ­ჩე­უ­ლი რამ­დე­ნი­მე სას­წავ­ლო კურ­სი პრო­ექ­ტი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ­ლის გავ­ლა­საც ახ­ლო მო­მა­ვალ­ში ვგეგ­მავ. თუმ­ცა, თუ მა­ინც გა­მოვ­ნა­ხავ თა­ვი­სუ­ფალ დროს, ძა­ლი­ან მიყ­ვარს კითხ­ვა, ვი­ო­ლი­ნო­ზე დაკ­ვ­რა, სა­ნა­პი­რო­ზე სე­ირ­ნო­ბა.

იტა­ლი­ე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი თა­ვი­სუ­ფალ დროს, ძი­რი­თა­დად, სა­მე­გობ­რო წრე­ში ან ოჯა­ხის გა­რე­მოც­ვა­ში ატა­რე­ბენ, ასე­ვე, უნი­ვერ­სი­ტე­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად, მუ­შა­ო­ბენ ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე და პა­რას­კევ-შა­ბათ სა­ღა­მო­ებს გარ­თო­ბას უთ­მო­ბენ. ამ მხრივ, არ მგო­ნია ქარ­თ­ვე­ლი და იტა­ლი­ე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის ცხოვ­რე­ბის წესს შო­რის არ­სე­ბი­თი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა იყოს. თუმ­ცა, რა გან­მას­ხ­ვა­ვე­ბე­ლი ფაქ­ტო­რიც და­ვი­ნა­ხე, არის ის, რომ, ისი­ნი კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი არი­ან მხო­ლოდ ერთ ან რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხ­ზე. მა­გა­ლი­თად, პრო­ფე­სი­უ­ლად, ისი­ნი ირ­ჩე­ვენ ერთ მი­მარ­თუ­ლე­ბას, ვი­თარ­დე­ბი­ან ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და დი­დად არ ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან სხვა სფე­რო­ე­ბით მა­შინ, რო­ცა ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი შე­იძ­ლე­ბა, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, რამ­დე­ნი­მე რა­მით იყ­ვ­ნენ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი და მრა­ვა­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი ჰქონ­დეთ, მა­გა­ლი­თად, ის­წავ­ლონ რამ­დე­ნი­მე უცხო ენა, შე­ი­თავ­სონ რამ­დე­ნი­მე პრო­ფე­სია და ა.შ. ვფიქ­რობ, ქარ­თ­ველ ახალ­გაზ­რ­დებს მე­ტი დატ­ვირ­თ­ვა და ძა­ლის­ხ­მე­ვა გვჭირ­დება, სხვა ქვეყ­ნის სტუ­დენ­ტებ­თან შე­და­რე­ბით.

⇒ რა არის ის, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მოგ­წონს იტა­ლი­ა­ში, აღ­გაფ­რ­თო­ვა­ნებს, გა­ო­ცებს თუ გაკ­ვირ­ვე­ბას იწ­ვევს შენ­ში, რა­საც შე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის ისურ­ვებ­დი?

– იტა­ლი­ა­ში საცხოვ­რებ­ლად გად­მოს­ვ­ლის­თა­ნა­ვე ერ­თ­მა ფაქ­ტ­მა აღ­მაფ­რ­თო­ვა­ნა, რა­საც პი­რად სა­უბ­რებ­ში ხში­რად აღ­ვ­ნიშ­ნავ ხოლ­მე, ეს არის სი­ცოცხ­ლით ტკბო­ბა. აქ იშ­ვი­ა­თად შემ­ხ­ვედ­რია ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლია, და­სევ­დი­ა­ნე­ბუ­ლი. ვი­ცი, და კარ­გად ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ გან­ვი­თა­რე­ბულ­მა სამ­ყა­რომ, ფი­ნან­სურ­მა სტა­ბი­ლუ­რო­ბამ და სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ­მა მდგრა­დო­ბამ მო­ი­ტა­ნა ის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი არა არ­სე­ბო­ბა­ზე, არა­მედ დრო­ის სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ტა­რე­ბა­ზე ფიქ­რო­ბენ და სწო­რედ ეს არის ის ერ­თი რამ, იმ მრა­ვალ სა­კითხ­თა­გან, რის შეც­ვ­ლა­საც მთე­ლი გუ­ლით ვი­სურ­ვებ­დი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ჩე­მი მხრივ, რაც შე­მეძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თ­ვის ვიბ­რ­ძო­ლო. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გუ­ლის­წყ­ვე­ტა მაქვს იმის გა­მო, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს დი­დი ქა­ლა­ქე­ბის ქუ­ჩებ­ში მრავ­ლად ვხვდე­ბით ასა­კოვან ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც სარ­ჩო-სა­ბა­დებ­ლის სა­შოვ­ნე­ლად ზამ­თ­რის ცივ დღე­ებ­შიც კი არ ზო­გა­ვენ თავს, ხო­ლო აქ ადა­მი­ა­ნე­ბი, სა­პენ­სიო ასა­კის მიღ­წე­ვის შემ­დეგ, თავს ანე­ბე­ბენ სამ­სა­ხურს, იწყე­ბენ მოგ­ზა­უ­რო­ბას და ახა­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის ძი­ე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­და­რე­ბით ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბას, ვიტყო­დი, რომ აწ­მ­ყო დრო­ში ცხოვ­რო­ბენ, ცდი­ლო­ბენ საქ­მე ხვა­ლის­თ­ვის არ გა­და­დონ და გა­მო­ი­ყე­ნონ შან­სი, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბა იმ წუ­თას აძ­ლევთ. ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ერ­თ­მა­ნე­თი­სად­მი თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის გა­მო­ხატ­ვის და მხარ­და­ჭე­რის უნა­რით. თუმ­ცა, უნ­და აღი­ნიშ­ნოს სი­მარ­ტი­ვე და პირ­და­პი­რო­ბა გა­მო­ხატ­ვის ფორ­მებ­ში, რაც ვთვლი, რომ ასე­ვე გან­გ­ვას­ხ­ვა­ვებს ამ ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან.

⇒ რო­გორ გე­სა­ხე­ბა მო­მა­ვა­ლი, რა მო­ლო­დი­ნე­ბი გაქვს და სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას, რამ­დე­ნად ითა­მა­შებს გა­დამ­წყ­ვეტ როლს საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში?

– რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე, უცხო­ეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, გა­მოც­დი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად ჩა­მო­ვე­დი, მაგ­რამ, სა­ბო­ლო­ოდ, ჩე­მი მო­მა­ვა­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში წარ­მო­მიდ­გე­ნია. თუმ­ცა, ვფიქ­რობ, რომ სა­დაც არ უნ­და ვი­ყო ფი­ზი­კუ­რად, მუ­დამ ჩე­მი ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში ვიქ­ნე­ბი და შე­ვეც­დე­ბი „გა­რე­დან“ შე­ვი­ტა­ნო წვლი­ლი ჩე­მი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბის სა­კითხს, უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს შრო­მის ბა­ზარ­ზე მრავ­ლად არი­ან ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც არ აქვთ საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა, თუმ­ცა, ეს სუ­ლაც არ უშ­ლით ხელს იყ­ვ­ნენ წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი თა­ვი­ანთ პრო­ფე­სი­ა­ში. ასე­ვე პი­რი­ქით, არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც ნაკ­ლე­ბად წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი არი­ან თა­ვი­ანთ საქ­მე­ში. ამი­ტომ, ვთვლი, რომ წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი, გა­დამ­წყ­ვე­ტი ფაქ­ტო­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მია და ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში დიპ­ლო­მის წარ­მო­მავ­ლო­ბა არ თა­მა­შობს გა­დამ­წყ­ვეტ როლს.

მო­ლო­დი­ნებს რაც შე­ე­ხე­ბა, თავს ვი­კა­ვებ წი­ნას­წა­რი მო­ლო­დი­ნე­ბისა და დას­კ­ვ­ნე­ბის გა­კე­თე­ბის­გან. ახ­ლაც, ისე­ვე რო­გორც ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე, მაქვს მი­ზა­ნი, რომ­ლის მი­საღ­წე­ვა­დაც ვშრო­მობ და რო­მე­ლიც უფ­რო დიდ მიზ­ნამ­დე მი­მიყ­ვანს. გზა, ერ­თი­დან მე­ო­რე მიზ­ნის მიღ­წე­ვამ­დე, მო­ითხოვს დის­ციპ­ლი­ნას, მოთ­მი­ნე­ბას და ბე­ჯი­თად შრო­მას, რაც პი­როვ­ნუ­ლად მზრდის, მა­ვი­თა­რებს და მმა­ტებს თვით­რ­წ­მე­ნას. ეს მუდ­მი­ვი სვლა კი, მჯე­რა, სა­ბო­ლო­ოდ აუცი­ლებ­ლად მი­მიყ­ვანს ჩე­მი ცხოვ­რე­ბის უმ­თავ­რეს მი­ზან­თან.

⇒ ადა­მი­ა­ნი საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ტა­რე­ბულ მცი­რე პე­რი­ოდ­შიც კი სხვა­ნა­ი­რად აფა­სებს სა­კუ­თარ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, ალ­ბათ უფ­რო მეტს ფიქ­რობ სამ­შობ­ლო­ზე. შო­რი­დან რო­გო­რია ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, რა გვაქვს, რა გვაკ­ლია და რა შეგ­ვიძ­ლია?

– ჩა­მოს­ვ­ლი­დან საკ­მა­ოდ დი­დი ხნის მან­ძილ­ზე ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აღარ ვცხოვ­რობ­დი. სამ­შობ­ლო­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­შიც კარ­გად ვი­ცო­დი, რომ უნი­კა­ლუ­რი კულ­ტუ­რი­სა და ის­ტო­რი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი, ჭკვი­ა­ნი და შრო­მის­მოყ­ვა­რე ერი ვართ, მაგ­რამ აქ ჩა­მოს­ვ­ლი­სას ნამ­დ­ვი­ლი პატ­რი­ო­ტი აღ­მო­ვა­ჩი­ნე სა­კუ­თარ თავ­ში და ვცდი­ლობ, ყვე­ლას გა­ვაც­ნო სა­ქარ­თ­ვე­ლო მდი­და­რი კულ­ტუ­რით, უძ­ვე­ლე­სი ტრა­დი­ცი­ე­ბით და მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რი­ით. სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ სა­კითხებს რომ არ შე­ვე­ხო, რაც კომ­პ­ლექ­სუ­რი სა­კითხია და ასე თუ ისე, ერ­თი ხე­ლის მოს­მით მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი ნამ­დ­ვი­ლად არ გახ­ლავთ, ვიტყო­დი, რომ რაც ხელ­გ­ვე­წი­ფე­ბა და შეგ­ვიძ­ლია ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად შევ­ც­ვა­ლოთ – ერ­თ­მა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლი, ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მა და ემ­პა­თი­ის გა­მო­ხატ­ვაა, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან გვაკ­ლია. მთე­ლი გუ­ლით ვი­სურ­ვებ­დი ყო­ველ­დღე ვავ­ლენ­დეთ იმ ერ­თი­ა­ნო­ბას და სიყ­ვა­რულს ერ­თ­მა­ნე­თი­სად­მი, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის 26 მარ­ტის თა­მაშ­ზე სუ­ფევ­და. ამ დღეს კი­დევ ერ­თხელ დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ ეს შეგ­ვიძ­ლია, მთა­ვა­რია, მო­ვინ­დო­მოთ და სა­კუ­თარ თავ­ში ვი­პო­ვოთ ძა­ლა, რომ შევ­ც­ვა­ლოთ ჩვე­ნი ხედ­ვე­ბი და ჩვე­ვე­ბი უკე­თე­სო­ბის­კენ.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები