9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

ჩვენ ერ­თ­მა­ნეთს ვაძ­ლი­ე­რებთ და ერ­თ­მა­ნეთს ვჭირ­დე­ბით

spot_img

და­ლი ბოლ­ქ­ვა­ძე
ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ალა­თუ­მა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის
კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

მე ვარ და­ლი ბოლ­ქ­ვა­ძე, ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ალა­თუ­მა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი. 1988 წელს და­ვამ­თავ­რე თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი და ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლად და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა კა­ხეთ­ში, ყვარ­ლის რა­ი­ო­ნის ერთ-ერთ ულა­მა­ზეს სო­ფელ­ში, გა­ვაზ­ში. გა­ვა­ზი ჩე­მი მე­უღ­ლის სო­ფე­ლია. მყავს მე­უღ­ლე, ორი შვი­ლი და ორი შვი­ლიშ­ვი­ლი. რომ გითხ­რათ, მას­წავ­ლებ­ლო­ბა ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბის ოც­ნე­ბა იყო, არ ვიქ­ნე­ბი მარ­თა­ლი. ბავ­შ­ვო­ბა­ში იურის­ტო­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ ლი­ტე­რა­ტუ­რი­სად­მი ჩემ­მა სიყ­ვა­რულ­მა, რაც ჩე­მი ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ფი­ლო­ლო­გი­ურ­ზე გა­და­მაწყ­ვე­ტი­ნა სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა. 1995 წლი­დან ვა­ზი­ა­ნის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში გა­და­ვე­დი სა­მუ­შა­ოდ. ბავ­შ­ვე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მათ­თან მუ­შა­ო­ბა ჩემ­თ­ვის დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო, ამა­ვე დროს, დი­დი გა­მოწ­ვე­ვაც. პე­და­გო­გო­ბა ხომ უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა, ვალ­დე­ბუ­ლე­ბა შე­ნი სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე – რო­გორ თა­ო­ბას აღუზ­რ­დი და რო­გორ მო­ა­ხერ­ხებ მი­სი ცხოვ­რე­ბის გზის წარ­მარ­თ­ვას. მას­წავ­ლებ­ლებს ხომ მო­ზარ­დის სუ­ლის სწო­რი ფორ­მი­რე­ბა გვე­ვა­ლე­ბა, მა­თი კე­თილ და გუ­ლის­ხ­მი­ერ ადა­მი­ა­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. 26 წე­ლი ვი­მუ­შა­ვე ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში, ვმუ­შა­ობ­დი აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­თა­ნაც.

2012 წელს ჩა­ვა­ბა­რე ქარ­თუ­ლი ენის (VII-XIIკლ.) და პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­და. გავ­ხ­დი უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი. შემ­დეგ მო­ვი­პო­ვე რამ­დე­ნი­მე სერ­ტი­ფი­კა­ტი: ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენა (არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის­თ­ვის/სექ­ტო­რე­ბის­თ­ვის I-XII კლ.), 2015; ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა (I-VI კლ.), 2016; უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­და — 2023.

2014 წელს, მე­გობ­რის რჩე­ვით, მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლის მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ კონ­კურ­ს­ში, მა­შინ პროგ­რა­მას „ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენა“ ერ­ქ­ვა, ახ­ლა „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის ქვეპ­როგ­რა­მა“ ჰქვია. მი­მი­ღეს თა­ვი­ანთ გუნ­დ­ში და უკ­ვე მე-10 წე­ლია, ვმუ­შა­ობ ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ალა­თუმ­ნის სომ­ხუ­რე­ნო­ვან სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ქარ­თუ­ლი ენის კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლებ­ლად. თა­ვი­დან, მა­ინ­ტე­რე­სებ­და სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მოც­და სხვაგ­ვარ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ამ­დენ­ხანს გავ­ძ­ლებ­დი ოჯა­ხის­გან მო­შო­რე­ბით, ჩემ­თ­ვის უცხო გა­რე­მო­ში. სი­ხა­რუ­ლით მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ამ პროგ­რა­მა­ში ძა­ლი­ან ძლი­ე­რი პე­და­გო­გე­ბი, სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი მუ­შა­ო­ბენ და ბედ­ნი­ე­რი ვარ, ისი­ნი რომ გა­ვი­ცა­ნი, ერ­თ­მა­ნეთს მხარ­ში ვუდ­გა­ვართ ამ სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო და რთულ საქ­მე­ში.

ჯა­ვა­ხე­თი ზღაპ­რუ­ლი სი­ლა­მა­ზის რე­გი­ო­ნია, თუმ­ცა, ძა­ლი­ან მკაც­რი კლი­მა­ტით. ახალ­ჩა­სულ­მა, პირ­ველ ნო­ემ­ბერს რომ გა­ვიღ­ვი­ძე და საკ­მა­ოდ დი­დი თოვ­ლი და­ვი­ნა­ხე, თვა­ლებს არ და­ვუ­ჯე­რე. აქ, ნო­ემ­ბ­რი­დან მა­ი­სამ­დე, ზამ­თა­რია, ძლი­ე­რი ყინ­ვე­ბი და ქა­რიშ­ხ­ლე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. ყვე­ლა­ფერს ემა­ტე­ბო­და ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი – რაც არ უნ­და კარ­გად და­მე­გეგ­მა გაკ­ვე­თი­ლი, პროგ­რე­სი მი­ნი­მა­ლუ­რი იყო. გა­მი­ჭირ­და ბავ­შ­ვე­ბის გუ­ლე­ბამ­დე მის­ვ­ლა, მა­თი ნდო­ბის მო­პო­ვე­ბა. ვფიქ­რობ­დი, მა­ლე დავ­ბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი სახ­ლ­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კო­ლექ­ტივ­მა კარ­გად მი­მი­ღო და ყუ­რადღე­ბას არ მაკ­ლებ­და. და­ვიწყე სხვა­ნა­ი­რი მიდ­გო­მა, ტექ­ს­ტებს, მცი­რე მო­ცუ­ლო­ბის ქარ­თულ ზღაპ­რებს, ადაპ­ტი­რე­ბას ვუ­კე­თებ­დი და მათ­თან ერ­თად, თა­მა­შით ვსწავ­ლობ­დით. ვდგამ­დით პა­ტარ-პა­ტა­რა სპექ­ტაკ­ლებს, შემ­დეგ – ღო­ნის­ძი­ე­ბებს. არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. აღ­მოჩ­ნ­და, რომ ძა­ლი­ან მოს­წონთ ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბი, მულ­ტ­ფილ­მე­ბი… შევ­ქ­მე­ნი ქარ­თუ­ლი ენის წრე, მე­რე – ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კლუ­ბი „მზე“, რო­მე­ლიც ახ­ლაც აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს. კლას­გა­რე­შე ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა ქარ­თუ­ლი ენის ათ­ვი­სე­ბა­ში. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი ქარ­თულ ენა­ზე მეტყ­ვე­ლე­ბენ,ზო­გი მათ­გა­ნი იმ დო­ნე­ზე, რომ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობს. ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე არა­ერ­თი პრო­ექ­ტი: „სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი“, „ალა­თუ­მა­ნი“, „და­ვიც­ვათ სი­სუფ­თა­ვე ყველ­გან და ყო­ველ­თ­ვის“, სულ ახ­ლა­ხან – პრო­ექ­ტი „ვიცხოვ­როთ სუფ­თა და მო­წეს­რი­გე­ბულ გა­რე­მო­ში“.

კულინარიული დუელი

პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დის გარ­და, ყო­ველ ზაფხულს გვაქვს სა­ზაფხუ­ლო სკო­ლა, სა­დაც ვმუ­შა­ობთ სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე, დავ­დი­ვართ ლაშ­ქ­რო­ბებ­ზე, ექ­ს­კურ­სი­ებ­ზე; და­მე­გობ­რე­ბუ­ლი ვართ სხვა სკო­ლებ­თან და ვაწყობთ ერ­თობ­ლივ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, სპორ­ტულ შე­ჯიბ­რე­ბებს, კუ­ლი­ნა­რი­ულ დუ­ე­ლებს – ერ­თ­მა­ნეთს ვუ­ზი­ა­რებთ სომ­ხუ­რი და ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს; კლუბ­ში ვკითხუ­ლობთ და ვეც­ნო­ბით ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბას, შემ­დეგ ვქმნით ხელ­ნა­წერ დიდ წიგ­ნებს, ვაწყობთ ვიქ­ტო­რი­ნებს… ეს ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შ­ვებს ეხ­მა­რე­ბა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის გაც­ნო­ბა­ში, ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ში, ისი­ნი თავს გრძნო­ბენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად. ვგრძნობ, რომ შე­იც­ვა­ლა არა მარ­ტო ბავ­შ­ვე­ბის, არა­მედ უფ­რო­სე­ბის მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბაც. აქ რომ ჩა­მო­ვე­დი, ჩვე­ნი სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი ერე­ვან­ში მი­დი­ოდ­ნენ სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად. ამ ბო­ლო წლებ­ში, ყვე­ლა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი გახ­დ­ნენ და მშობ­ლე­ბიც მო­წა­დი­ნე­ბულ­ნი არი­ან, რომ შვი­ლებ­მა გა­ნათ­ლე­ბა ქარ­თუ­ლად მი­ი­ღონ.

მოსწავლეებთან ერთად კონფერენციაზე

ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ქარ­თუ­ლი ენის ოლიმ­პი­ა­დებ­ში, იქ­ნე­ბა ეს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს თუ „ეტა­ლო­ნის“ მი­ერ გა­მოცხა­დე­ბუ­ლი. შარ­შან, ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში, ჩემ­მა მე­თერ­თ­მე­ტეკ­ლა­სე­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც ალა­თუ­მა­ნის ინი­ცი­ა­ტორ­თა კლუ­ბის წევ­რე­ბი არი­ან, ჩემ­თან ერ­თად, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ასო­ცი­ა­ცია „ტო­ლე­რან­ტის“ მი­ერ იყო გა­მოცხა­დე­ბუ­ლი, მცი­რე საგ­რან­ტო კონ­კურ­ს­ში ად­გი­ლობ­რი­ვი თე­მე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად, მდგრა­დი პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის მი­საღ­წე­ვად ად­ვო­კა­ტი­რე­ბის გზით. მოს­წავ­ლე­ებ­მა მცი­რე კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რეს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, ბევ­რი იმუ­შა­ვეს, პრო­ექ­ტ­მა გა­ი­მარ­ჯ­ვა და ასო­ცი­ა­ცი­ის­გან ფა­სი­ა­ნი სა­ჩუქ­რე­ბიც გა­და­ე­ცათ. ერ­თად ვზრუ­ნავთ სოფ­ლის კე­თილ­დღე­ო­ბის­თ­ვის, მე­რი­ამ პი­რო­ბა მოგ­ვ­ცა, რომ მო­ა­წეს­რი­გებს სოფ­ლის ში­და გზებს და დად­გამს ნაგ­ვის ურ­ნებს, რაც აქა­უ­რებს ცხოვ­რე­ბას გა­უ­უმ­ჯო­ბე­სებს.

პროექტის პრეზენტაცია ბორჯომში

წელს შევ­ქ­მე­ნი „შა­ბა­თის სკო­ლა“, რო­მელ­შიც შე­დი­ან მე­სა­მე-მეშ­ვი­დე კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­საც ხან სახ­ლ­ში ვა­მე­ცა­დი­ნებ და ხან – სკო­ლა­ში. ბავ­შ­ვებს სურთ, ქარ­თუ­ლი ენა კარ­გად შე­ის­წავ­ლონ და ქარ­თულ პო­ე­ზი­ა­საც გა­უ­სინ­ჯონ გე­მო.

შაბათის სკოლის მოსწავლეები

ყო­ვე­ლი სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს ვფიქ­რობ, რომ საკ­მა­რი­სია ოჯა­ხი­დან შორს ყოფ­ნა, დავ­ბ­რუნ­დე­ბი თბი­ლის­ში, შვი­ლებ­თან და შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან-მეთ­ქი, მაგ­რამ ჩემს მოს­წავ­ლე­ებს ლო­დი­ნით სავ­სე კითხ­ვა­ზე – „მას­წავ­ლე­ბე­ლო, ხომ დაბ­რუნ­დე­ბით? სა­ნამ ჩვენ არ და­ვამ­თავ­რებთ, ხომ იქ­ნე­ბით ჩვენ­თან?“ ვერ ვე­უბ­ნე­ბი უარს, ვი­ცი, რომ მათ ძა­ლი­ან ვჭირ­დე­ბი, თით­ქოს მე ვარ ხი­დი მათ­სა და ქარ­თულ სამ­ყა­როს შო­რის. მო­ვა სექ­ტემ­ბე­რი, ისევ ვტო­ვებ თბი­ლისს, ოჯახს და აქეთ გა­მოვ­რ­ბი­ვარ, მა­თი უმან­კო თვა­ლე­ბი ჯა­ვა­ხეთ­ში მიწ­ვე­ვენ.

ჩე­მი მოღ­ვა­წე­ო­ბა ალა­თუმ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მარ­ტო მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბით არ ამო­ი­წუ­რე­ბა. ვეხ­მა­რე­ბი სომ­ხუ­რე­ნო­ვან მას­წავ­ლებ­ლებს პრო­ფე­სი­ულ წინ­ს­ვ­ლა­ში, ვუ­ტა­რებ ქარ­თუ­ლი ენის კურსს, რაც სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბის სა­წინ­და­რია. აქ რომ მო­ვე­დი, ქარ­თუ­ლად „გა­მარ­ჯო­ბა­საც“ მორ­ცხ­ვად ამ­ბობ­დ­ნენ, ახ­ლა თით­ქ­მის ყვე­ლას ეს­მის ქარ­თუ­ლი და ბევ­რი მეტყ­ვე­ლებს კი­დეც ქარ­თუ­ლად. სკო­ლა­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა 70% უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლია, რა­შიც ჩე­მი დი­დი წვლი­ლია და ძა­ლი­ან მი­ხა­რია. ამ სკო­ლა­ში გავ­ხ­დი, 2019 წელს, წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი. ყვე­ლა ახალ წა­მოწყე­ბა­ში ძა­ლი­ან მი­ჭერს მხარს და მეხ­მა­რე­ბა ალა­თუმ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის ახალ­გაზ­რ­და, პერ­ს­პექ­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი პეტ­როს ტო­ნო­ი­ა­ნი. ის კარ­გი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლია, ენ­დო­ბი­ან და უყ­ვართ მოს­წავ­ლე­ებს. თა­ნამ­შ­რომ­ლებ­თან და თემ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი და კე­თი­ლი ხალ­ხია. შარ­შან ჩემ­მა სკო­ლამ მას­წავ­ლებ­ლის ჯილ­დო­ზეც ერ­თხ­მად წარ­მად­გი­ნა, მაგ­რამ…

ქართული ენის სერტიფიკატებით
სკოლის პედკოლექტივი

ჩე­მი სა­ფიქ­რა­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით ულა­მა­ზე­სი ჯა­ვა­ხე­თი და ჩე­მი სა­ო­ცა­რი მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან. მე მათ ვას­წავ­ლი, მა­თი უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი ვარ, მათ­გა­ნაც ბევრს ვსწავ­ლობ, ჩვენ ერ­თ­მა­ნეთს ვაძ­ლი­ე­რებთ და ერ­თ­მა­ნეთს ვჭირ­დე­ბით, ჩვენ გვიყ­ვარს ერ­თ­მა­ნე­თი!

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები