23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ჩვენ ერ­თად გვი­ხა­რია ერთ ენა­ზე სა­უ­ბა­რი!

spot_img

მე ვარ თა­მარ კვი­ნი­კა­ძე, ქა­ლაქ ხა­შუ­რი­დან. ხა­შუ­რი სა­ქარ­თ­ვე­ლოს გუ­ლიაო და მუ­დამ ვა­ფა­სებ გუ­ლი­ან ადა­მი­ა­ნებს. სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის 34-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს, რი­თაც ვა­მა­ყობ, ვი­ნა­ი­დან არც ერ­თი წე­ლი, თვე და დღე არ ყო­ფი­ლა, სა­კუ­თარ პი­როვ­ნულ და პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე არ მეზ­რუ­ნა. ვი­ცი, დრო უძ­ვირ­ფა­სე­სი გან­ძია და ბევ­რის მოს­წ­რე­ბა მინ­და… ჯერ კი­დევ ბევ­რი მაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი.

1989-დან 1994 წლამ­დე ვის­წავ­ლე ცხინ­ვა­ლის პე­და­გო­გი­უ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე, და­უს­წ­რებ­ლად. მე-2 კურ­სი­დან და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა ხა­შუ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხცი­სის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლად. ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი იდ­გა ქვე­ყა­ნა­ში, იყო კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტი, რის გა­მოც, ჩემ­თ­ვი­საც, რო­გორც სკო­ლა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლის­თ­ვი­საც, არ უთ­ქ­ვამთ უარი, მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენტს და­მეწყო მუ­შა­ო­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დავ­დე­ქი. მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტის სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბა მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა მა­შინ­დელ­მა სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა, აწ უკ­ვე გარ­დაც­ვ­ლილ­მა ქალ­ბა­ტონ­მა, ცი­ცი­ნო ბურ­ნა­ძემ, რჩე­ვა-და­რი­გე­ბას­თან ერ­თად, მო­ტი­ვა­ცი­აც მომ­ცა, რომ არ შე­ვე­ში­ნე­ბი­ნე სირ­თუ­ლე­ებს და გა­მოწ­ვე­ვე­ბის­თ­ვის სა­თა­ნა­დოდ მე­პა­სუ­ხა. იმ დროს ორი უძ­ლი­ე­რე­სი ფი­ლო­ლო­გი დამ­ხ­ვ­და სკო­ლა­ში, რე­ვაზ თუ­მა­ნიშ­ვი­ლი და რო­მან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, მათ­თან მუ­შა­ო­ბა უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო იყო ჩემ­თ­ვის. მად­ლი­ე­რე­ბით გა­ვიხ­სე­ნებ მათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ჩემ მი­მართ, დახ­მა­რე­ბა­სა და თა­ნად­გო­მას.

2015 წლი­დან ჩა­ვერ­თე პროგ­რა­მა­ში „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა“. კად­რე­ბის შერ­ჩე­ვის მიზ­ნით, ჩა­ტარ­და კონ­კურ­სი, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ რთულ ეტა­პებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. პი­რა­დი ამ­ბი­ცი­უ­რი სურ­ვი­ლის, მე­გობ­რე­ბის რჩე­ვით, გავ­ბე­დე, შე­ვავ­სე გა­ნაცხა­დი და შე­ვუ­ერ­თ­დი იმ დიდ გუნდს, რო­მე­ლიც დღემ­დე მე­ა­მა­ყე­ბა. ვას­წავ­ლი სსიპ სე­რო­ფე ბენ­გო­ი­ან-ლე­ვო­ნი­ა­ნის „ჯი­ვა­ნის“ სა­ხე­ლო­ბის ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კარ­წა­ხის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ქარ­თულ ენას. სკო­ლა სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნია და… კვლავ გა­მოწ­ვე­ვა (თით­ქოს თან მდევს გა­მოწ­ვე­ვე­ბი), რთუ­ლი, თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სო, რომ კი­დევ ერ­თხელ და­გა­ფიქ­რებს სა­კუ­თარ პი­როვ­ნე­ბა­ზე, იდენ­ტო­ბა­ზე. რად­გან სხვა ენის, სხვა კულ­ტუ­რი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხარ, „უნ­და მი­ი­ღო და მი­გი­ღე­ბენ“ – ასე ვუთხა­რი ჩემს თავს და დღემ­დე სა­ოც­რად თბი­ლი, მე­გობ­რუ­ლი და კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაა ჩვენ შო­რის. ვარ სტა­ტუ­სით წამ­ყ­ვა­ნი.

ამ გა­და­სა­ხე­დი­დან, რო­დე­საც უკ­ვე ში­შიც დაძ­ლე­უ­ლია და ურ­თი­ერ­თო­ბაც სა­მა­გა­ლი­თო, მახ­სენ­დე­ბა ჩე­მი პირ­ვე­ლი შე­მოს­ვ­ლა სო­ფელ კარ­წა­ხის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, სრუ­ლი­ად უცხო მხა­რე­ში და უცხო გა­რე­მო­ში. ცნო­ბის­მოყ­ვა­რე თვა­ლე­ბი, ჩემს თვა­ლებ­ში ჩამ­დ­გა­რი ერ­თ­გ­ვა­რი ში­ში: „რო­გორ შვეწყო­ბი ამ ადა­მი­ა­ნებს და რო­გორ შე­მეწყო­ბი­ან ესე­ნი მე, შევ­ძ­ლებთ გა­ვუ­გოთ ერ­თ­მა­ნეთს, მით უფ­რო, ბევ­რი რამ გან­გ­ვას­ხ­ვა­ვებს ერ­თ­მა­ნე­თის­გან“, თუმ­ცა ეს ში­ში სულ მა­ლე გაქ­რა, ვი­ნა­ი­დან, პირ­ველ რიგ­ში, სკო­ლის დი­რექ­ტო­რის, ბა­ტონ ერ­ვანდ ვარ­დე­რე­სი­ა­ნის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ, მის­მა თა­ნად­გო­მამ, მხარ­და­ჭე­რამ მი­მახ­ვედ­რა, რომ მა­ლე გა­რე­მო სრუ­ლი­ად ახ­ლო­ბე­ლი გახ­დე­ბო­და ჩემ­თ­ვის და, აგერ უკ­ვე მეცხ­რე წე­ლია, თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, მა­თი სა­ხით უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი შვი­ძი­ნე, რომ­ლე­ბიც ისე იზი­ა­რე­ბენ ჩემს სი­ხა­რულ­სა და ტკი­ვილს, რო­გორც თა­ვი­სას, მე­ა­მა­ყე­ბი­ან და მა­ხა­რებს ასე­თი თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რაც ჩემ­თ­ვის პირ­ველ ად­გილ­ზეა.

რაც შე­ე­ხე­ბა არა­ქარ­თ­ველ ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, საკ­მა­ოდ დიდ შრო­მას მო­ითხოვს და ესეც გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მქონ­და თა­ვი­დან­ვე. ერ­თად დავ­ძ­ლი­ეთ ჩვენ შო­რის არ­სე­ბუ­ლი ბა­რი­ე­რი, ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ მე­გობ­რუ­ლად, ვქმნით რე­სურ­სებს, ვმო­ნა­წი­ლე­ობთ სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბებ­ში, მათ­თ­ვი­საც მე მე­გო­ბა­რი ვარ და ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ხა­რებს. მა­თი ნდო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი და თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლია ჩემ­თ­ვის და კი­დევ უფ­რო მე­ტის გა­კე­თე­ბის სურ­ვილს მი­ჩენს.

თავ­და­პირ­ვე­ლად, რა თქმა უნ­და, მქონ­და სა­თა­ნა­დო მე­თო­დუ­რი სიმ­წი­რე­ე­ბი, არამ­შობ­ლი­უ­რი ენის სწავ­ლე­ბის მხრივ, თუმ­ცა დამ­საქ­მე­ბე­ლი პროგ­რა­მა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ახორ­ცი­ე­ლებ­და და ახორ­ცი­ე­ლებს მრა­ვალ­ფე­რო­ვან ტრე­ნინ­გებს, რაც მეხ­მა­რე­ბა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და პრაქ­ტი­კის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში. პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი, ქ-ნი ნი­ნო ბე­რი­კაშ­ვი­ლი გვთა­ვა­ზობს სი­ახ­ლე­ებს, პრო­ფე­სი­უ­ლი წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რებს, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნის და გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბებს, რაც მი­მარ­ტი­ვებს პროგ­რა­მუ­ლი მა­სა­ლის სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე ადაპ­ტი­რე­ბას.

ჩვენ, კონ­სულ­ტან­ტი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ერ­თ­მა­ნე­თის თა­ნად­გო­მი­თა და დახ­მა­რე­ბით, ვერ­თი­ან­დე­ბით ერ­თი მიზ­ნის გარ­შე­მო, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი მიდ­გო­მე­ბი­თა და წინ­გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბით, რი­სი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაც არის ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის წარ­მა­ტე­ბე­ბი და მო­სახ­ლე­ო­ბი­დან წა­მო­სუ­ლი და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბე­ბი ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. პროგ­რა­მა, ამავ­დ­რო­უ­ლად, ახორ­ცი­ე­ლებს მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლას ენის ფლო­ბის დო­ნე­ე­ბის მი­ხედ­ვით. კარ­წა­ხის სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, ბ-ნი ერ­ვანდ ვარ­დე­რე­სი­ა­ნი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ეტა­პობ­რი­ვად და აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თ­ვ­ნენ სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შეს­წავ­ლის კურ­სებ­ში და წარ­მა­ტე­ბით გა­ვი­ა­რეთ A1, A2, B1 დო­ნე, რა­მაც კი­დევ უფ­რო დაგ­ვა­ახ­ლო­ვა ერ­თ­მა­ნეთს, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­სი­ხა­რუ­ლო ფაქ­ტია. დღეს ერ­თად ვიხ­სე­ნებთ გავ­ლილ სირ­თუ­ლე­ებს, რა­მაც შე­დე­გიც მოგ­ვი­ტა­ნა – სკო­ლის ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი უფ­რო­სის სტა­ტუსს ატა­რებს. გა­მი­მარ­თ­ლა კო­ლე­გებ­სა და ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა­ში. ჩვენ ვართ მე­გობ­რე­ბი, თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი, გვეს­მის ერ­თ­მა­ნე­თის, გვაქვს ნდო­ბა და ამ­ბი­ცია, და­ვეხ­მა­როთ ერ­თ­მა­ნეთს.

ასე­ვე კარ­გად მაქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად დი­დი და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო საქ­მე მა­კის­რია. ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობ, დავ­გეგ­მო და ჩა­ვა­ტა­რო ხა­ლი­სი­ა­ნი გაკ­ვე­თი­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბით, ბავ­შ­ვე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი და ყო­ფი­თი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი. თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შ­ვი მეტ სი­ახ­ლეს, მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას ითხოვს. არ არის ად­ვი­ლი, საპ­როგ­რა­მო თე­მა მი­ა­წო­დო, თა­ვი­სი თე­მა­ტუ­რი სა­კითხე­ბით, არამ­შობ­ლი­ურ ენა­ზე ისე, რომ მის­თ­ვის გა­სა­გე­ბი და ინ­ტე­რეს­ზე მორ­გე­ბუ­ლი იყოს. ამა­ში მეხ­მა­რე­ბა ქარ­თუ­ლი ენის ახა­ლი, ჩვე­ნი­ვე პროგ­რა­მის მას­წავ­ლებ­ლე­ბის/ავ­ტო­რე­ბის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, რომ­ლებ­შიც ავ­თენ­ტუ­რი თე­მე­ბია ენობ­რი­ვი თუ ში­ნა­არ­სობ­რი­ვი და­ვა­ლე­ბე­ბით, მრა­ვალ­მ­ხ­რივ ჭრილ­ში გან­ხი­ლუ­ლი ელე­მენ­ტე­ბით, თუ კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

გა­ვიხ­სე­ნებ იმ პე­რი­ოდ­საც, რო­დე­საც პან­დე­მი­ის დროს ონ­ლა­ინ-რე­ჟიმ­ში გვი­წევ­და გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. ეს დრო ბევრ გა­მოწ­ვე­ვას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა – დაძ­ლე­ვა­დი. ამ პე­რი­ოდ­ში დის­ტან­ცი­უ­რად ჩა­ვა­ტა­რეთ რამ­დე­ნი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბა, მათ შო­რის, სხვა­დას­ხ­ვა კლა­სის მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბით აღ­ვ­ნიშ­ნეთ 26 მა­ი­სი – სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე; სა­ა­ხალ­წ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა; დე­დის დღი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო გა­მოგ­ვი­ვი­და.

გა­ცი­ლე­ბით დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვაა სა­ჭი­რო, მოს­წავ­ლე­თა მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე, უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­აზ­რე­ბა­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ზე მორ­გე­ბუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ამ მიზ­ნით, ხში­რად ვიკ­რი­ბე­ბით, სხვა­დას­ხ­ვა კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში. გვაქვს გა­წე­რი­ლი მიზ­ნე­ბი, იდე­ე­ბი, რა­საც მივ­ყ­ვე­ბით და ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ისეთ აქ­ტი­ვო­ბებს, რაც ეხ­მა­რე­ბა მათ, იფიქ­რონ და თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­ხა­ტონ სა­კუ­თა­რი აზ­რე­ბი, იმ­ს­ჯე­ლონ, შეძ­ლონ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, გან­ვი­თარ­დ­ნენ და ჩა­ერ­თონ დის­კუ­სი­ა­ში. ჩემ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა იცი­ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის არ­სი, გულ­წ­რ­ფე­ლად გა­მო­ხა­ტა­ვენ ფიქ­რებს ჩემ­თან, მე ვი­ცავ მათ ინ­ტე­რე­სებს, მე ვუფ­რ­თხილ­დე­ბი ამ ურ­თი­ერ­თო­ბას! არა­ფორ­მა­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბის დროს, ვქმნით რე­სურ­სებს ქარ­თუ­ლი ენის სხვა პე­და­გო­გე­ბის – ვე­ნე­რა მი­ქე­ლა­ძის, ემა ბა­ლა­სა­ნი­ა­ნი­სა და ნა­ი­რა მო­სო­ი­ა­ნის ჩარ­თუ­ლო­ბით.

ჩა­ვა­ტა­რეთ ღო­ნის­ძი­ე­ბა „გა­ლაკ­ტი­ო­ნი-პო­ეტ­თა მე­ფე!“, აკა­კი წე­რეთ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მო, „ქარ­თუ­ლი ენის კვი­რე­უ­ლი“, გვაქვს გას­ვ­ლე­ბი და ექ­ს­კურ­სი­ე­ბი, მიზ­ნობ­რი­ვი დატ­ვირ­თ­ვე­ბით. ეს ყვე­ლა­ფე­რი აუცი­ლე­ბე­ლია, ვი­ნა­ი­დან მხო­ლოდ სა­გაკ­ვე­თი­ლო დრო ვერ გაზ­რ­დის ისეთ მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა მზა­ო­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის, რო­მელ­საც ეყ­ვა­რე­ბა ქარ­თუ­ლი ენა და სა­ქარ­თ­ვე­ლო.

მი­ხა­რია, რომ ჩვე­ნი სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, ირ­ჩე­ვენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტებს. ეს უკ­ვე ნიშ­ნავს პროგ­რესს, ეს უკ­ვე ნიშ­ნავს ძა­ლას, ეს უკ­ვე ნიშ­ნავს მათ პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბას. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დ­გო­მაც მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა ყო­ფილ მოს­წავ­ლე­ებ­თან, მზად ვარ მათ­თ­ვის ვი­ყო იმე­დი და უშუ­ა­ლო მე­გო­ბა­რი. მათ ეს იცი­ან. დი­დი იმე­დი მაქვს, მო­მა­ვალ­შიც გა­და­იკ­ვე­თე­ბა ჩვე­ნი სა­ერ­თო ხედ­ვე­ბი და გზე­ბი, სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სებ­სა და მიზ­ნებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი.

ხში­რად მე­კითხე­ბი­ან: რო­გორ ახერ­ხებ ბავ­შ­ვებ­თან ასე და­ახ­ლო­ე­ბას? ეს კითხ­ვაც კი საკ­მა­რის სი­ხა­რულს მა­ნი­ჭებს, ვი­ნა­ი­დან გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი ხე­და­ვენ ჩვენს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს. სხვა­ნა­ი­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია იყო მას­წავ­ლე­ბე­ლი, ბავ­შ­ვი ვერ გა­ი­გებს, არც ექ­ნე­ბა სურ­ვი­ლი გა­ი­გოს და ის­წავ­ლოს, თუ მოს­წავ­ლე-მას­წავ­ლე­ბელს შო­რის იქ­ნე­ბა ბა­რი­ე­რი. მე არ ვქმნი ასეთ ბა­რი­ერს, ხში­რად ვჯდე­ბი მათ გვერ­დით მერ­ხ­თან, ეს არის მარ­ტი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა, იყ­ვ­ნენ გახ­ს­ნი­ლე­ბი, ლა­ღე­ბი და თა­ვი­სუფ­ლე­ბი ჩემ­თან. აი, მა­შინ შევ­ძ­ლებთ ერ­თ­მა­ნე­თის მოს­მე­ნას, კითხ­ვას-წე­რას, ლა­პა­რაკს.

მაქვს ოც­ნე­ბა: ჩემს სკო­ლა­ში მქონ­დეს ჩე­მი კუთხე, ოთა­ხი, სა­დაც შევ­ქ­მ­ნით ისეთ გა­რე­მოს, რომ კო­ლე­გებ­თან, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად ბევ­რი დრო გა­ვა­ტა­რო. ჩვე­ნი გა­რე­მო იქ­ნე­ბა მწვა­ნე (სი­ცოცხ­ლის) ფე­რი, ჩვენ გვექ­ნე­ბა უამ­რა­ვი რე­სურ­სი, სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბი, წიგ­ნის კითხ­ვის დღე­ე­ბი, ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბის დღე­ე­ბი, დის­კუ­სია და ანა­ლი­ზი, სა­უბ­რე­ბი ენა­ზე, ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე, ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე, ის­ტო­რი­ა­ზე… მჯე­რა, ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ვად გა­ა­ფორ­მე­ბენ კედ­ლებს, სკა­მებ­სა და მა­გი­დებს, საყ­ვა­რე­ლი ფე­რე­ბი­თა და დი­ზა­ი­ნით… მჯე­რა, ამის­რულ­დე­ბა ეს ოც­ნე­ბა!

თუ იქ­ნე­ბა სურ­ვი­ლი, ყვე­ლა­ფე­რი მი­იღ­წე­ვა! მე ვცდი­ლობ, გაჩ­ნ­დეს და გა­ფარ­თოვ­დეს სურ­ვი­ლი, კარ­წა­ხის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა ის­წავ­ლონ ქარ­თუ­ლი ენა, აუმაღ­ლ­დეთ ცნო­ბი­ე­რე­ბა, ხე­ლი მი­უწ­ვ­დეთ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ზე სა­ხელ­მ­წი­ფო ენა­ზე და გა­მო­ი­ყე­ნონ, იყ­ვ­ნენ ტო­ლე­რან­ტი ადა­მი­ა­ნე­ბი, რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, აფა­სებ­დ­ნენ დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და შექ­მ­ნან ჩვე­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ღირ­სე­უ­ლი მო­მა­ვა­ლი.

ჩვენ ერ­თად გვი­ხა­რია ერთ ენა­ზე სა­უ­ბა­რი!

ჩვენ ვე­ი­მე­დე­ბით ერ­თ­მა­ნეთს!

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები