5 თებერვალი, კვირა, 2023

ჩვენ და წიგ­ნე­ბი

spot_img

ლე­ი­ლა ხო­ნე­ლი­ძე

სსიპ ქა­ლაქ ფო­თის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის №5 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

შორ­სა ვარ იმ აზ­რის­გან, რომ წიგ­ნის კითხ­ვა შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს შე­აყ­ვა­რო მო­წო­დე­ბე­ბით, და­ძა­ლე­ბით, ლო­ზუნ­გე­ბით, თუმ­ცა მა­ინც წამ­ძ­ლევს ხოლ­მე სუ­ლი და რო­ცა რა­ი­მე სა­ინ­ტე­რე­სოს წა­ვი­კითხავ, პირ­ვე­ლი აზ­რი, რო­მე­ლიც მიჩ­ნ­დე­ბა, ისაა, რომ სხვა­საც გა­ვუ­ზი­ა­რო ჩე­მი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, და­ვა­ინ­ტე­რე­სო, მო­ვან­დო­მო, მა­ნაც წა­ი­კითხოს.

ერთ-ერ­თი მე­გო­ბა­რი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ხში­რად ვუ­ზი­ა­რებ ხოლ­მე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს ამა თუ იმ წიგ­ნ­ზე და რო­მელ­თა­ნაც  ხში­რად ვკა­მა­თობ, კო­ბა სა­მურ­კა­სო­ვია. მარ­თა­ლია, ახ­ლა სხვა­დას­ხ­ვა ქა­ლაქ­ში ვცხოვ­რობთ და, შე­სა­ბა­მი­სად, სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლა­ში ვას­წავ­ლით, მაგ­რამ კა­მათ­სა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას ტე­ლე­ფო­ნი­თაც ვა­ხერ­ხებთ ხოლ­მე… ერთ-ერ­თი ასე­თი სა­უბ­რი­სას იდე­აც გაჩ­ნ­და — რა­კი­ღა ორი­ვე­ნი მე­ხუ­თე კლასს ვას­წავ­ლით — ის — თბი­ლის­ში და მე — ფოთ­ში, ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბიც გაგ­ვეც­ნო ერ­თ­მა­ნე­თი­სათ­ვის, მა­თაც ესა­უბ­რათ ერ­თ­მა­ნეთ­თან წა­კითხულ წიგ­ნებ­ზე, გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნათ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი. სწო­რედ ამ მიზ­ნით დავ­გეგ­მეთ ონ­ლა­ინ ჩარ­თ­ვა და ერთ-ერთ გაკ­ვე­თილ­ზე ბავ­შ­ვე­ბი გა­ვა­ცა­ნით ერ­თ­მა­ნეთს. კო­ბა მას­წავ­ლებ­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი გვე­სა­უბ­რ­ნენ თა­ვი­ანთ საყ­ვა­რელ წიგ­ნებ­ზე: მარკ ტვე­ნის „ტომ სო­ი­ე­რის თავ­გა­და­სა­ვალ­ზე“ თბი­ლი­სის №133 სა­ჯა­რო სკო­ლის მე­ხუ­თე კლა­სის მოს­წავ­ლე და­ჩი გე­ლე­ნი­ძე გვე­სა­უბ­რა, „ანე ფრან­კის დღი­ურ­ზე“ — თაია გორ­გო­ძე, ნო­ელ სტრიტ­ფილ­დის „სა­ბა­ლე­ტო ფეხ­საც­მე­ლებ­ზე“ — ნი­ნო გუ­ჩაშ­ვი­ლი, ენიდ ბლა­ი­ტო­ნის „ცნო­ბილ ხუ­თე­ულ­ზე“ — ირ­მა მუმ­ლა­ძე. პა­ტა­რებ­მა თა­ვი­ან­თი ხელ­ნა­კე­თი წიგ­ნე­ბიც აჩ­ვე­ნეს თა­ნა­ტო­ლებს, შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბიც (რამ­დე­ნა­დაც ონ­ლა­ინ ჩარ­თ­ვა იძ­ლე­ო­და ამის სა­შუ­ა­ლე­ბას) და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნეს…

ფო­თელ­მა ბავ­შ­ვებ­მაც ურ­ჩი­ეს ახ­ლად გაც­ნო­ბილ ბავ­შ­ვებს თა­ვი­ან­თი საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნე­ბის წა­კითხ­ვა: ცოტ­ნე ჯო­ბა­ვამ და­თო ტუ­რაშ­ვი­ლის „ტყე­ე­ბის მე­ფე­ზე“ ისა­უბ­რა, სო­ფო რა­ტი­ან­მა — ერიკ-ემა­ნუ­ილ შმი­ტის „ოს­კარ­სა და ვარ­დის­ფერ ქალ­ბა­ტონ­ზე“, სა­ლო­მე ზარ­ქუ­ამ — თა­მარ გე­გე­ში­ძის „სუ­ლი-ჩიტ­ზე“, ანა სა­რიშ­ვილ­მა ლინ­და მა­ლა­ლა ჰა­თის „თევ­ზი ხე­ზე“ ურ­ჩია ტო­ლებს…

ბავ­შ­ვე­ბი სა­უბ­რობ­დ­ნენ გულ­წ­რ­ფე­ლად, მსჯე­ლობ­დ­ნენ, რა­ტომ შე­არ­ჩი­ეს ესა თუ ის წიგ­ნი, რამ მო­ხიბ­ლათ, რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტეს, ერ­ჩი­ათ მა­თი წა­კითხ­ვა თა­ნა­ტო­ლე­ბის­თ­ვის, აც­ნობ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს ანა ფრან­კ­სა და ოს­კარს, ვარ­დის­ფერ ქალ­ბა­ტონ­სა და ტომ სო­ი­ერს, ელი­სა და ტყე­ე­ბის მე­ფეს, მის­ტერ დე­ნი­ელ­სა და ფო­სი­ლებს, ლუ­კა­სა და ჯუ­ლი­ენს, დიკ­სა და ენის, ჯორ­ჯ­სა და ტიმს; აღ­ნიშ­ნავ­დ­ნენ იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­საც, ამ წიგ­ნებ­მა რომ აზი­ა­რეს, იმა­საც, რას ისაგ­ზ­ლებ­დ­ნენ ამ წიგ­ნე­ბი­დან…

ერ­თ­მა ჭკვი­ან­მა კაც­მა თქვა, სა­მი რა­მააო ჩემ­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი: სიყ­ვა­რუ­ლი, მე­გობ­რო­ბა და წიგ­ნის კითხ­ვა… ჩვე­ნი ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რა წიგ­ნე­ბის კითხ­ვით და­იწყო, წიგ­ნე­ბის კითხ­ვა წიგ­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია და ვირ­ტუ­ა­ლუ­რის რე­ა­ლურ მე­გობ­რო­ბად ქცე­ვას კი ვერც ის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი შე­უშ­ლის ხელს, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც, სკო­ლი­დან სა­ექ­ს­კურ­სიო ობი­ექ­ტამ­დე მან­ძი­ლი არ უნ­და აღე­მა­ტე­ბო­დეს 150 კი­ლო­მეტრს.

 

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები