13 ივლისი, შაბათი, 2024

ჩვენ და ციფრული სამყარო

spot_img

მაგული ჯინჭარაძე
სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთისა და სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლების ქიმიის მასწავლებელი

 

 

დღევანდელ ციფრულ ეპოქაში მნიშვნელოვანია, ადამიანი  სათანადოდ იყოს  აღჭურვილი იმ უნარ-ჩვევებით, რაც საჭიროა ციფრულ სამყაროში სწორი  ნავიგაციისთვის.

ეს პრობლემა წარმოქმნა იმ გარემოებამ, რომ მოზარდები აუცილებელზე მეტ დროს ანდომებენ ინტერნეტ სივრცეში ყოფნას, ამიტომ არასასურველი შემთხვევების რისკიც მეტია, როგორიცაა ბულინგი და კიბერბულინგი, პაროლების გაშიფვრა, პირადი ინფორმაციების გასაჯაროება, სხვისი ინფორმაციის მისაკუთრება და ა.შ., რასაც უარყოფით შედეგებამდე მივყავართ.

ამიტომ, გაზეთ „ახალი განათლების“ 120-საათიან არაფორმალური განათლების ტრენინგ-კურსის ხელმძღვანელის, ბატონ როლანდ ხოჯანაშვილის ინიციატივით, დაიგეგმა გუნდური კვლევა ტრენინგ-კურსში ჩართული მასწავლებლების მონაწილეობით.

იდეა გუნდური კვლევის განხორციელებაზე ჯერ კიდევ მიმდინარე სასწავლო წლის დასასრულს ჩაისახა, მაგრამ კვლევის დაგეგმვა და განხორციელება დავიწყეთ მიმდინარე სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან. პროცესს კოორდიანციას უწევდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი ზაზა შულაია, რომელიც კვლევის პროცესში ნაყოფიერ და სასარგებლო რეკომენდაციებს გვაძლევდა. კვლევის დასაწყისში შევადგინეთ დღიური, სადაც კვლევის ვადების შესაბამისად ვწერდი კვლევის ყველა ნაბიჯს და განსახორციელებელ აქტივობებს. პრობლემის იდენტიფიკაციის შემდეგ დავსახეთ კვლევის მიზანი, შევიმუშავეთ საკვლევი შეკითხვები, კვლევის მეთოდები, ჩამოვაყალიბეთ კვლევის ჰიპოთეზა, ციფრულ მოქალაქეობასთან დაკვაშირებულ საკითხებზე გავეცანით არსებულ ლიტერატურას, შევარჩიეთ კვლევის სამიზნე ჯგუფი, განვსაზღვრეთ კვლევის ვადები და, კვლევის ეთიკის სრული დაცვით, შევუდექით კვლევის განხორციელებას. შევადგინეთ დამხმარე კითხვარები ანუ პრეტესტები, რომლითაც გამოვკითხე სასკოლო საზოგადოება საკვლევ საკითხთან დაკავშირებით, ანუ ჩვენი სკოლის მაგალითზე უნდა დაგვედგინა, სასკოლო საზოგადოების ცნობიერების დონე ციფრულ მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეს კითხვარები, შესავსებად, ცალ-ცალკე მივაწოდეთ სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს.

კვლევა განვახორციელე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლაში. კვლევამ აჩვენა, რომ ცნობიერების დონე ციფრულ მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე არც თუ ისე სახარბიელო იყო, ამიტომ, პრობლემის მოსაგვარებლად, დავგეგმეთ ინტერვენციები.

კვლევას უნდა ეჩვენებინა, რამდენად ადეკვტურად დამყარდა კავშირი ორ ცვლადს შორის, კერძოდ, პრობლემის აღმოსაფხვრელად დაგეგმილ ინტერვენციებსა და ცნობიერების დონის ამაღლებას შორის.

პირველადი ინტერვენციების შედეგად გაიზარდა ცნობიერების დონე ციფრულ მოქალაქეობასთან დაკაშირებულ საკითხებზე, რითაც შემდგომში მოხდა სწორი ნავიგაცია ციფრულ სამყაროში.

შუალედური ინტერვენციები მიზნად ისახავდა იმის დადგენას, თუ როგორ გამოიყენებდნენ მოსწავლეები პირველადი ინტერვენციების შედეგად მიღებულ ცოდნას, ციფრულ პლატფორმებზე სხვადასხვა პროდუქტების შესაქმნელად.

შუალედური  ინტერვენციებიდან ნათლად გამოჩნდა, რომ მოსწავლეებმა, ონლაინ სივრცეში ქცევის წესების სრული დაცვით, ციფრულ პლატფორმებზე (როგორიცაა, მაგალითად, canva.com), შექმნეს სხვადასხვა ციფრული პროდუქტები: პრეზენტაცია, პოსტერი, საინფორმაციო ბუკლეტები.

ფინალური ინტერვენციების მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ როგორ შეიცვალა სასკოლო საზოგადოების ცნობიერების დონე ციფრულ მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ფინალურმა ინტერვენციებმა აჩვენა, რომ სასკოლო საზოგადოების ცნობიერების დონე ციფრულ მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საკმაოდ ამაღლდა, რაც ნათლად გამოჩნდა პოსტტესტებზე პასუხებით, რომლებიც კვლევაში მონაწილე სასკოლო საზოგადოებას მიეწოდა არა მარტო ღია სოციალური ქსელით, არამედ ფორმსის აპლიკაციითაც.

ამ კვლევის შედეგად გამოვლენილი გამოწვევების მოგვარებითა და რეკომენდაციების გაცემით შეგვიძლია გზა გავუხსნათ უფრო ინკლუზიური და ციფრულად განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებას. ამიტომ, კვლევის დასრულების შემდეგ, გავეცით ის ძირითადი რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებით სკოლებს შეუძლიათ მისცენ მოსწავლეებს საშუალება ციფრულ სამყაროში პასუხისმგებლობით, კრიტიკულად და თავდაჯერებულად ნავიგაციისთვის:

ციფრულ სამყაროში ნავიგაცია რთული და მრავალმხრივი პროცესია, რომელიც მოითხოვს ძირითად ტექნიკურ უნარებთან კრიტიკული აზროვნების შერწყმას. ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ასევე აუცილებელია, სკოლებმა არსებული მიდგომები გააუმჯობესონ ან ახალი შეიმუშაონ, რათა მოხდეს სწორი და მიზანმიმართული ნავიგაცია ციფრულ სამყაროში.

კვლევის დასრულების შემდეგ ზოგადი ინფორმაცია, კვლევის შესახებ, სასკოლო საზოგადოებას გავუზიარე, კვლევის ანგარიში კი სოციალურ ქსელშიგავაზიარე, კერძოდ, სპეციალურად ამ კვლევისთვის შექმნილ ფეისბუქ ჯგუფში „ციფრულები“ და ასევე სკოლის და ჩემს პირად გვერდებზე, შემდეგ კი – მასწავლებელთა სხვა ფეისბუქჯგუფებში.

სტატიას თან ერთვის:

⇒ კვლევის ანგარში გუგლ დრაივის ბმულის სახით;

⇒ ელექტრონული წიგნის ბმული, სადაც აღწერილია კვლევის დროს განხორციელებული აქტივობები;

⇒სასკოლო საზოგადოებისთვის გაზიარებული კვლევის პრეზენტაცია

P.S. კოლეგებო, იმედია გამოგადგებათ ჩემი რესურსი კვლევის დასაგეგმად და განსახორციელებლად. მადლობელი დაგრჩებით, თუ უკუკავშირს მომაწოდებთ ჩემს ელექტრონულ ფოსტაზე – magulijincharaze@gmail.com

არდადეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები