13 ოქტომბერი, კვირა, 2024

ჩვე­ნი პირ­ვე­ლი დღე სკო­ლა­ში…

spot_img

ნო­ნა პა­პუ­ნაშ­ვი­ლი

სსიპ ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. მაღ­რა­ა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

📚 ეს ის ფრა­ზაა, რო­მელ­საც თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რად და­ას­რუ­ლებს და მეხ­სი­ე­რე­ბა არა­ერთ „ტკბილ-მწა­რე“ მო­გო­ნე­ბას ამო­უ­ტივ­ტი­ვებს. სას­კო­ლო გა­რე­მოს მი­მართ სწო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა გან­მ­საზღ­ვ­რე­ლია. ბავ­შ­ვი მის­თ­ვის შე­უც­ნო­ბელ სამ­ყა­რო­ში შე­ა­ბი­ჯებს და გა­რე­სამ­ყა­როს, ადა­მი­ა­ნებს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად აღიქ­ვამს. პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი სკო­ლა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ამა­ღელ­ვე­ბე­ლია, პი­როვ­ნუ­ლი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ბა­ზაა. ბავ­შ­ვის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სას­კო­ლო გა­რე­მო­სა და სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მი­მართ ხში­რად პირ­და­პირ კავ­შირ­შია მის სა­მო­მავ­ლო წარ­მა­ტე­ბა­სა თუ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას­თან. სკო­ლა ახა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მოა, ახა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბით, მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი­თა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბით. არ არის მარ­ტი­ვი თა­მა­შის ეტა­პი­დან ნახ­ტო­მი სწავ­ლის ეტაპ­ზე, ერ­თ­ბა­შად ცნო­ბი­ე­რე­ბა და ქცე­ვა ვერ შე­იც­ვ­ლე­ბა.

პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი ემო­ცი­ე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი. ეს ეხე­ბა არა მხო­ლოდ პირ­ველ­კ­ლა­სე­ლებს, არა­მედ მა­თ მშობ­ლებ­სა და, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, არა­ნაკ­ლებ მას­წავ­ლებ­ლებ­საც, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ პირ­ველ­კ­ლა­სელ­თა დამ­რი­გებ­ლო­ბაც გვი­წევს. მშო­ბელ­საც და მას­წავ­ლე­ბელ­საც ბევ­რი ფიქ­რი და მუ­შა­ო­ბა სჭირ­დე­ბა იმი­სათ­ვის, რომ ეს დღე მხი­ა­რუ­ლი, ხა­ლი­სი­ანი, სა­ინ­ტე­რე­სო და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის აღ­მ­ძ­ვ­რე­ლი იყოს, რა­თა შემ­დეგ­ში ბავშვს ეს ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა ცოდ­ნის­მოყ­ვა­რე­ო­ბა­ში გა­და­ე­ზარ­დოს.

📚 თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გან­წყო­ბა სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი და სას­კო­ლო გა­რე­მო­ში მარ­ტი­ვად და უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლოდ ადაპ­ტი­რე­ბას ყვე­ლა ვერ ახერ­ხებს.

პირ­ველ­კ­ლა­სელ­თა შო­რის უამ­რა­ვი ბავ­შ­ვია, რო­მე­ლიც მო­უთ­მენ­ლად ელის მოს­წავ­ლის სტა­ტუსს და, ყო­ველ­გ­ვა­რი გარ­თუ­ლე­ბის გა­რე­შე, ერ­გე­ბა სას­კო­ლო სივ­რ­ცეს. არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც დი­ლით, ოჯა­ხი­დან, ფრე­ნა-ფრე­ნით წა­მო­სუ­ლი, სკო­ლის ეზო­ში შე­მოს­ვ­ლის­თა­ნა­ვე, მშობ­ლის კალ­თას ამო­ფა­რე­ბია და საკ­ლა­სო ოთახ­ში შეს­ვ­ლა­ზე პრო­ტეს­ტი გა­ნუცხა­დე­ბია, ან პი­რი­ქით,ზო­გი­ერ­თის­თ­ვის სკო­ლა­ში წა­მოს­ვ­ლა არა­სა­სი­ა­მოვ­ნო იყო, სკო­ლის სივ­რ­ცე­ში შე­მოს­ვ­ლის­თა­ნა­ვე კი ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან სა­ხე გაბ­რ­წყი­ნე­ბია. პირ­ველ­კ­ლა­სელ­თა გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი სრუ­ლი­ად უემო­ცი­ოდ აკ­ვირ­დე­ბა მოვ­ლე­ნებს და ფრთხი­ლობს, მორ­ცხ­ვობს. არც ის არის გა­მო­რიცხუ­ლი, პირ­ველ დღეს სას­წავ­ლო გა­რე­მო­თი აღ­ტა­ცე­ბუ­ლი ბავ­შ­ვი, მე­ო­რე დღეს სკო­ლა­ში წას­ვ­ლა­ზე უარს აცხა­დებ­დეს. ასეა თუ ისე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და აუცი­ლე­ბე­ლია თი­თო­ე­ულ მათ­გან­ში და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვა და პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბის აღ­ძ­ვ­რა.

უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ბავ­შ­ვის მზა­ო­ბის სა­თა­ნა­დო დო­ნეს სკო­ლი­სათ­ვის რო­გორც ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რად, ასე­ვე ფი­ზი­კუ­რად და სო­ცი­ა­ლუ­რად, სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დაც უწყობს ხელს, ბევ­რად მარ­ტი­ვად ლა­ხა­ვენ ამ ეტაპს ის ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში და­დი­ოდ­ნენ.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ თქმულს, ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი ას­პექ­ტის გარ­და, სხვა­დას­ხ­ვა ფაქ­ტო­რი გან­საზღ­ვ­რავს. ოჯა­ხის რო­ლი იმა­ში, თუ რო­გორ შეხ­ვ­დე­ბა პირ­ველ­კ­ლა­სე­ლი სას­კო­ლო გა­რე­მოს, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია. მშობ­ლე­ბი სკო­ლას უნ­და უხა­ტავ­დ­ნენ, რო­გორც სა­სურ­ველ და სა­ინ­ტე­რე­სო ად­გილს, სა­დაც, სწავ­ლის გარ­და, მას თა­მა­შის­თ­ვი­საც ბევ­რი დრო ექ­ნე­ბა, უამ­რავ მე­გო­ბარს შე­ი­ძენს და დღეს სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­ა­ტა­რებს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მო­მა­ვა­ლი პირ­ველ­კ­ლა­სე­ლის მო­ლო­დი­ნე­ბი ახ­ლოს იყოს რე­ა­ლო­ბას­თან, რომ ის იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი არ დარ­ჩეს. სა­სურ­ვე­ლია, მშობ­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე კვი­რით ად­რე და­იწყონ მა­თი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მზა­დე­ბა, თუმ­ცა ეს არ უნ­და იყოს სა­პი­რის­პი­რო რე­აქ­ცი­ის გა­მომ­წ­ვე­ვი და, ბავ­შ­ვის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ამა­ზე ნაკ­ლე­ბად ან ზო­გა­დად ისა­უბ­რონ. ესა­უბ­რონ სკო­ლა­ზე, გა­უ­ზი­ა­რონ სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბი, გა­მოც­დი­ლე­ბა, აუხ­ს­ნან, რომ სკო­ლა­ში წას­ვ­ლის პირ­ველ დღეს ისი­ნიც ღე­ლავ­დ­ნენ, მაგ­რამ გან­წყო­ბა და­დე­ბი­თი ჰქონ­დათ, რად­გან იმ დღეს ცხოვ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი გა­იც­ნეს და სა­ინ­ტე­რე­სო გა­რე­მო­ში მოხ­ვ­დ­ნენ. სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას­წავ­ლებ­ლე­ბი მო­იხ­სე­ნი­ონ სით­ბო­თი და სიყ­ვა­რუ­ლით. მშო­ბელ­მა პო­ზი­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნე­ბი უნ­და შე­უქ­მ­ნას მო­მა­ვალ მოს­წავ­ლეს, ბავ­შ­ვის თვით­შე­ფა­სე­ბა პირ­და­პირ კავ­შირ­შია მშობ­ლის გან­წყო­ბას­თან. სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში მოხ­ვედ­რის შემ­დეგ, მას­წავ­ლებ­ლე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბაა, პო­ზი­ტი­უ­რად გა­ნუმ­ტ­კი­ცონ ის მო­ლო­დი­ნე­ბი, რა­საც მა­ნამ­დე მშო­ბე­ლი უქ­მ­ნი­და.

📚 მოს­წავ­ლის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ნა­ბი­ჯია ბავ­შ­ვის ცხოვ­რე­ბა­ში, თუმ­ცა, არ დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ ის ჯერ კი­დევ არ არის მოს­წავ­ლე და ამ რო­ლის მორ­გე­ბას დრო სჭირ­დე­ბა. მო­ზარ­დის ფსი­ქი­კა­ში ხდე­ბა ძი­რე­უ­ლი და მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი. სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა და მას­წავ­ლე­ბე­ლი მზად უნ­და იყოს, რომ და­უ­ვიწყა­რი და ჯა­დოს­ნუ­რი დღე შეს­თა­ვა­ზოს პირ­ველ­კ­ლა­სე­ლებს. დი­დი პე­და­გო­გი­უ­რი ოს­ტა­ტო­ბა და ტაქ­ტი სჭირ­დე­ბა დაწყე­ბი­თი კლა­სის პე­და­გოგს. ბავ­შ­ვ­მა გულ­წ­რ­ფე­ლი სით­ბო უნ­და იგ­რ­ძ­ნოს, რა­თა გა­უჩ­ნ­დეს სიმ­პა­თია მის მი­მართ. მას­წავ­ლე­ბელს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ფსი­ქო­ლო­გის ფუნ­ქ­ცი­ის შე­თავ­სე­ბაც უწევს. იგი მოს­წავ­ლეს უნ­და და­ეხ­მა­როს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, ქცე­ვი­თი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო თუ ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა­ში. პო­ზი­ტი­უ­რი მიდ­გო­მა და ჯან­სა­ღი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კლი­მა­ტი მშობ­ლის სკო­ლი­სად­მი ნდო­ბის ხა­რის­ხ­საც ამაღ­ლებს. ისი­ნი ხომ, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­კუ­თა­რი შვი­ლის უსაფ­რ­თხო­ე­ბას, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­სა და მო­მა­ვალს ან­დო­ბენ სკო­ლას. მოს­წავ­ლის­თ­ვის სკო­ლა საყ­ვა­რელ ად­გი­ლად უნ­და გა­და­იქ­ცეს, სა­დაც იგი უყ­ვართ, პა­ტივს სცე­მენ, ას­წავ­ლი­ან და ეთა­მა­შე­ბი­ან.

თუ კლა­სი მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნია ან რამ­დე­ნი­მე პა­რა­ლე­ლუ­რი არ­სე­ბობს, სა­სურ­ვე­ლია, მას­წავ­ლე­ბელ­მა რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე და­ი­ბა­როს ისი­ნი და მცი­რე „ექ­ს­კურ­სია“ მო­უწყოს სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ეს და­ეხ­მა­რე­ბა მათ, პირ­ვე­ლი­ვე დღეს „ში­ნა­უ­რუ­ლად“ იგ­რ­ძ­ნონ თა­ვი. სა­სურ­ვე­ლია, სკო­ლა­ში მო­ეწყოს სივ­რ­ცე პირ­ველ­კ­ლა­სელ­თათ­ვის, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მი­სი დე­კო­რა­ცი­ე­ბით იქ­ნე­ბა აღ­ჭურ­ვი­ლი, გა­ფორ­მე­ბუ­ლი სას­წავ­ლო მა­სა­ლის იმ გმი­რე­ბით, რომ­ლებ­საც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში შეხ­ვ­დე­ბი­ან, მაგ.: ლო­მი, თაგ­ვი, თხა, გი­გო, ჭი­ან­ჭ­ვე­ლა, ფუტ­კა­რი, პირ­ველ­კ­ლა­სე­ლი და სხვ. შე­საძ­ლე­ბე­ლია ანი­მა­ტო­რე­ბის ჩარ­თ­ვაც. მას­წავ­ლებ­ლის ფან­ტა­ზი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რომ  ეს დღე არა მარ­ტო ეფექ­ტუ­რი, არა­მედ შე­მეც­ნე­ბი­თიც იყოს. თი­თო­ე­ულ შტრიხს თა­ვი­სი მიზ­ნობ­რი­ვი დატ­ვირ­თ­ვა უნ­და ჰქონ­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა საკ­ლა­სო ოთახს, უნ­და იყოს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, ფე­რა­დი, მხი­ა­რუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო გა­რე­მო, უკავ­შირ­დე­ბო­დეს სას­წავ­ლო პრო­ცესს, მოს­წავ­ლის ასა­კობ­რი­ვი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

📚 პირ­ველ­კ­ლა­სელ­თათ­ვის სას­კო­ლო გა­რე­მოს­თან მარ­ტი­ვად ადაპ­ტი­რე­ბი­სათ­ვის მხო­ლოდ პირ­ვე­ლი დღე კი არა, პირ­ვე­ლი 10 დღე უნ­და იყოს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო. მას­წავ­ლე­ბელ­მა, წი­ნას­წარ, სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ში უნ­და გა­წე­როს ცალ­კე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და ისე და­ა­ლა­გოს, რომ აქ­ტი­უ­რი გო­ნებ­რი­ვი დატ­ვირ­თ­ვა ჩა­ნაც­ვ­ლ­დეს ფი­ზი­კუ­რი და გო­ნებ­რი­ვი გან­ტ­ვირ­თ­ვით. პირ­ველ დღე­ზე ბევრს არ ვი­სა­უბ­რებ, ეს პე­და­გო­გის ოს­ტა­ტო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უამ­რა­ვი საკ­ლა­სო ოთა­ხი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იდე­ე­ბით აღ­ჭურ­ვილ-გა­ფორ­მე­ბუ­ლი დახ­ვ­დე­ბა თვალ­ციმ­ცი­მა გო­გო-ბი­ჭებს. რაც შე­ე­ხე­ბა მომ­დევ­ნო დღე­ებს, შე­მოგ­თა­ვა­ზებთ აქ­ტი­ვო­ბას „ეს მე ვარ“. შეგ­ვიძ­ლია და­ვამ­ზა­დოთ გო­გო­ნას და ბი­ჭის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი იმ რა­ო­დე­ნო­ბით, რამ­დე­ნი ბავ­შ­ვი­ცაა კლას­ში, სხვა­დას­ხ­ვა ემო­ცი­ით და ვთხო­ვოთ, თა­ვად აირ­ჩი­ონ სა­სურ­ვე­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა. თუ არ და­ემ­თხ­ვა ან არა­საკ­მა­რი­სი და შე­უ­სა­ბა­მოა „ემო­ცი­ე­ბი“, მათ შე­უძ­ლი­ათ თა­ვად შეც­ვა­ლონ, შემ­დეგ გაგ­ვეც­ნონ, ისა­უბ­რონ სა­კუ­თარ თავ­ზე, გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­ზეც, თუ რა­ტომ აირ­ჩი­ეს ის. მას­წავ­ლე­ბე­ლიც, რა თქმა უნ­და, მო­ნა­წი­ლე­ობს. მომ­დევ­ნო დღის­თ­ვის ვთხოვ, სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით, მო­ი­ტა­ნონ ან და­ხა­ტონ საყ­ვა­რე­ლი სა­თა­მა­შო, რო­მელ­ზეც ისა­უბ­რე­ბენ, შევ­ქ­მ­ნით „სა­თა­მა­შო­ე­ბის პირ­ველ კლასს“. მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში და­ი­გეგ­მე­ბა მცი­რე ექ­ს­კურ­სია სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში, კო­ლე­გებ­თან შე­თან­ხ­მე­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია 5-წუ­თი­ა­ნი ვი­ზი­ტი მე­ო­რეკ­ლა­სე­ლებ­თან გაკ­ვე­თილ­ზე (გა­ეც­ნონ მათ ქცე­ვას, რო­გორ წა­მოდ­გე­ბი­ან, მი­ე­სალ­მე­ბი­ან კლას­ში შე­სულ სტუმ­რებს, და­აკ­ვირ­დე­ბი­ან მათ ქცე­ვას} და და­უბ­რუნ­დე­ბი­ან თა­ვი­ანთ საკ­ლა­სო ოთახს, რო­მე­ლიც უკ­ვე მა­თი „ში­ნაა“.

📚 შეგ­ვიძ­ლია შევ­თა­ვა­ზოთ ასე­თი აქ­ტი­ვო­ბა „რა მსურს ვის­წავ­ლო სკო­ლა­ში“. სა­უ­ბარს უკ­ვე გა­ნავ­რ­ცობს მას­წავ­ლე­ბე­ლი, შე­კითხ­ვე­ბით: რა­ტომ, რო­გორ, რა რჩე­ვას მოგ­ვ­ცემ­და…

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და სა­ინ­ტე­რე­სო შტრი­ხებ­ზე სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან კარ­გია. მოს­წავ­ლემ, ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, უნ­და ამო­იც­ნოს, რა უნ­და ვის­წავ­ლოთ ამა თუ იმ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­დან. მას­წავ­ლე­ბელს, ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მარ­თებს დაკ­ვირ­ვე­ბა, რად­გან თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის სას­კო­ლო მზა­დე­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია და მომ­დევ­ნო დღე­ე­ბი მა­თი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით უნ­და და­ი­გეგ­მოს.

ერთ-ერ­თი აქ­ტი­ვო­ბა ერ­თობ­ლი­ვი პრო­დუქ­ტის შექ­მ­ნაა. ფლიპ­ჩარ­ტ­ზე ან დი­დი მო­ცუ­ლო­ბის თა­ბა­ხის ფურ­ცელ­ზე გა­მოვ­სა­ხოთ თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვის ხე­ლი (ეს პა­წა­წუ­ნა ხე­ლე­ბი, ხში­რად, გა­მო­საშ­ვე­ბი ბან­კე­ტის დღეს, უდი­დეს ემო­ცი­ებს იწ­ვევს). თუ ვინ­მეს ხე­ლის გა­მო­სახ­ვა არ სურს, და­ხა­ტოს, რაც უნ­და.

სა­ინ­ტე­რე­სოა „მა­ტა­რებ­ლო­ბა­ნას“ თა­მა­შიც. თი­თო წრე­ზე თი­თო „ვა­გო­ნი“ ჩა­ეხ­ს­ნე­ბა და „ისა­უბ­რებს“, მა­გა­ლი­თად, რო­გორ გა­ა­ტა­რა  ზაფხუ­ლი ან აირ­ჩევს თა­ვი­სუ­ფალ თე­მას.

პირ­ვე­ლი დღე­ე­ბის სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა­დას­ხ­ვა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც.

http://kargiskola.ge/teachers/baratebi/kitxva/GL/Grade%201+2/Reading%20Activity%20Cards,%201-2%20kl.%­20­Qartuli­%­20e­na%­20­(GLL).pdfhttps://chemiskola.emis.ge/course/view.php?id=68#section-0

მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია, მო­ვაწყოთ კი­ნოჩ­ვე­ნე­ბა და გავ­მარ­თოთ დის­კუ­სია (დაგ­ვ­ჭირ­დე­ბა მო­ნი­ტო­რი, პრო­ექ­ტო­რი და კომ­პი­უ­ტე­რი). მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს აქ­ტი­ვო­ბა „სა­მი შე­კითხ­ვა მას­წავ­ლე­ბელს“. წი­ნა დღეს ასეთ და­ვა­ლე­ბას ვაძ­ლევ, სახ­ლ­ში მო­ამ­ზა­დონ შე­კითხ­ვე­ბი და და­უს­ვან მას­წავ­ლე­ბელს. ზოგ­ჯერ ის „ვერ პა­სუ­ხობს“ და მოს­წავ­ლე­ე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან. ეს აქ­ტი­ვო­ბა ძა­ლი­ან კარ­გია კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი უნა­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თ­ვის.

მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია უამ­რა­ვი აქ­ტი­ვო­ბა და­გეგ­მოს და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, თუმ­ცა უნი­კა­ლუ­რი და ას­პ­რო­ცენ­ტი­ან შე­დეგ­ზე გათ­ვ­ლი­ლი არც ერ­თი არ არის, ყო­ველ­თ­ვის იქ­ნე­ბა რა­ღაც ისე­თი, რაც კონ­კ­რე­ტულ კლას­ზე მორ­გე­ბა­სა და მო­დი­ფი­ცი­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს. მთა­ვა­რია, ბავ­შ­ვის­გან მა­შინ­ვე მაქ­სი­მუ­მი არ მო­ვითხო­ვოთ, რომ იყოს სა­უ­კე­თე­სო, ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ე­რი, ძლი­ე­რი. ეს არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის კომ­პ­ლექ­სის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას შე­უწყობს ხელს. პირ­ველ სა­ფე­ხურ­ზე ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა უნ­და იყოს სწავ­ლა, გან­ვი­თა­რე­ბა, ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბა და ეს ყვე­ლა­ფე­რი პო­ზი­ტი­უ­რად უნ­და გან­მ­ტ­კიც­დეს.

   

📚 ახ­ლა კი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს სა­კითხს შე­ვე­ხე­ბი, ეს ქცე­ვა და მი­სი მარ­თ­ვაა, რაც ხში­რად „აქი­ლევ­სის ქუს­ლია“ პირ­ველ­კ­ლა­სე­ლებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას. მზა ფორ­მუ­ლა არ არ­სე­ბობს, ის კონ­კ­რე­ტუ­ლი კლა­სის სა­ჭი­რო­ე­ბა­სა და სპე­ცი­ფი­კას უნ­და მო­ვარ­გოთ. მთა­ვა­რია, სა­ხა­ლი­სოდ მი­ვა­წო­დოთ და ისე გა­ვა­აზ­რე­ბი­ნოთ, რომ ჩვე­ვა­ში გა­და­ე­ზარ­დოთ. შეგ­ვიძ­ლია კონ­კ­რე­ტუ­ლი ანი­მა­ცი­უ­რი გმი­რი, ნა­ხა­ტი შევ­ქ­მ­ნათ, და­ვარ­ქ­ვათ სა­ხე­ლი და, მი­სი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით, და­ვამ­ზა­დოთ პოს­ტე­რი „ქცე­ვის წე­სე­ბი“. მთა­ვა­რია, მოს­წავ­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვა იყოს პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი. წე­სებს ვქმნით ერ­თად, არ უნ­და აღე­მა­ტე­ბო­დეს 5-6 პუნქტს, იყოს მარ­ტი­ვი და გა­სა­გე­ბი ენით და­წე­რი­ლი, მოს­წავ­ლეს და­დე­ბი­თი ქცე­ვის­კენ უბიძ­გებ­დეს და არ შე­ი­ცავ­დეს აკ­რ­ძალ­ვებს. ვი­ნა­ი­დან პირ­ველ­კ­ლა­სე­ლებ­მა (უმ­რავ­ლე­სო­ბამ, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში) ჯერ კი­დევ არ იცი­ან წე­რა-კითხ­ვა, შეგ­ვიძ­ლია და­ვამ­ზა­დოთ ხა­ტუ­ლე­ბი ან შე­ვი­ძი­ნოთ. არ­სე­ბობს უამ­რა­ვი ელ­რე­სურ­სი, მაგ.: https://www.facebook.com/share/p/6SLsJJv3v4x3atX3 — გა­ა­ფე­რა­დონ და აღ­წე­რონ რას გვე­უბ­ნე­ბა თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ეს ნა­ტი­ფი მო­ტო­რი­კის უნა­რებ­საც ავი­თა­რებს და ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მახ­სოვ­რე­ბა­საც უწყობს ხელს.

და­უს­რუ­ლებ­ლად შე­იძ­ლე­ბა ვი­სა­უბ­როთ ამ თე­მა­ზე და არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბა და რე­სურ­სი მო­ვი­ძი­ოთ. მთა­ვა­რია, პირ­ველ­კ­ლა­სელ­თა პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი სას­წავ­ლო გა­რე­მო­ში შთამ­ბეჭ­და­ვი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და შე­მეც­ნე­ბი­თი იყოს. წარ­მო­გიდ­გენთ ჩემ მი­ერ დამ­ზა­დე­ბულ რამ­დე­ნი­მე ელექ­ტ­რო­ნულ რე­სურსს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლია მაპ­რო­ვო­ცი­რებ­ლა­დაც გა­მო­ვი­ყე­ნოთ წი­ნა­სა­ან­ბა­ნო პე­რი­ოდ­ში.

https://read.bookcreator.com/AzE0SX3CtbYgd1RR69KV0FN3njg2/NAX1-uJxSg6rGqRxHqubbAhttps://read.bookcreator.com/AzE0SX3CtbYgd1RR69KV0FN3njg2/WlnTGYPXS2OA7hBZx-apzQ

წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი სას­წავ­ლო წე­ლი მინ­და ვუ­სურ­ვო თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს, მას­წავ­ლე­ბელს და მშო­ბელს. ჩვე­ნი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, პო­ზი­ტი­უ­რი და გულ­წ­რ­ფე­ლი ჩარ­თუ­ლო­ბა ნამ­დ­ვი­ლად აისა­ხე­ბა რო­გორც ერ­თი მოს­წავ­ლის, ასე­ვე სა­ხელ­მ­წი­ფოს მო­მა­ვალ­ზეც.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები