24 ნოემბერი, კვირა, 2024

ჩვე­ნი თა­ო­ბა ააშე­ნებს ისეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს, რო­გო­რიც ჩვენს წი­ნაპ­რებს სურ­დათ

spot_img

ქართველი სტუდენტები უცხოეთში 

 

აკაკი უგრეხელიძე

 

ვსწავ­ლობ­დი ქა­ლაქ რუს­თა­ვის 24-ე ქარ­თულ გიმ­ნა­ზი­ა­ში. სკო­ლა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი, ასე თუ ისე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ვსწავ­ლობთ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, მაგ­რამ სკო­ლა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა არა­ნა­ი­რად არაა საკ­მა­რი­სი წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად. აუცი­ლე­ბე­ლია, სკო­ლის გა­რეთ იყო აქ­ტი­უ­რი და გა­ნა­ვი­თა­რო სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. სკო­ლის წლებ­ში უამ­რა­ვი პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე ვი­ყა­ვი, მათ შო­რის, ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო რუს­თავ­ში პირ­ვე­ლი „Rotary Club“-ის და­არ­სე­ბა, რაც ამე­რი­კელ პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან ერ­თად შევ­ძე­ლით და მი­ხა­რია, რომ ეს კლუ­ბი დღე­საც ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს და ატა­რებს აქ­ტი­ვო­ბებს, რო­მე­ლიც რუს­თა­ვის ახალ­გაზ­რ­დო­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, ამა­ში უდი­დე­სი წვლი­ლი „ფრან­კ­ლი­ნის კლუბს“ მი­უძღ­ვის, რო­მე­ლიც და­ი­ხუ­რა, სამ­თავ­რო­ბო წნე­ხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. გა­ვი­ა­რე მრა­ვა­ლი კურ­სი, რო­მელ­საც, უმე­ტე­სად, კავ­ში­რი ჰქონ­და ეკო­ნო­მი­კა­სა და სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კას­თან.

⇑⇓ Gettysburg College

აშშ-ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა ყო­ველ­თ­ვის იყო ჩე­მი ოც­ნე­ბა, რად­გან ამე­რი­კუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კულ­ტუ­რა გაძ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას, აღ­მო­ა­ჩი­ნო და შე­იც­ნო შე­ნი ტემ­პით და არა წი­ნას­წარ გა­წე­რი­ლი გეგ­მით. სა­ერ­თო­დაც, შე­გიძ­ლია შექ­მ­ნა სა­კუ­თა­რი სას­წავ­ლო პროგ­რა­მა და და­ე­უფ­ლო მხო­ლოდ იმას, რაც შენ­თ­ვის მარ­თ­ლაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ათამ­დე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვი­რიცხე, სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით, თუმ­ცა არ­ჩე­ვა­ნი Gettysburg College-ზე შე­ვა­ჩე­რე, რო­მე­ლიც ქა­ლაქ გე­თის­ბერ­გ­ში მდე­ბა­რე­ობს. სწო­რედ ამ ქა­ლაქ­ში მოხ­და გე­თის­ბერ­გის ბრძო­ლა ამე­რი­კის სა­მო­ქა­ლა­ქო ომის დროს და აქ მი­მარ­თა აბ­რა­ამ ლინ­კოლ­ნ­მა იუნი­ო­ნის­ტე­ბის არ­მი­ას. აქე­დან მომ­დი­ნა­რე­ობს ტრა­დი­ცია, ყო­ველ წელს, რო­ცა პირ­ველ­კურ­სე­ლე­ბი მი­დი­ან ბრძო­ლის მე­მო­რი­ალ­თან, გე­თის­ბერ­გის მე­რი წარ­მოთ­ქ­ვამს ლინ­კოლ­ნის სიტყ­ვას. კო­ლეჯ­ში ვსწავ­ლობ მა­თე­მა­ტი­კურ ეკო­ნო­მი­კას, სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კა­სა და მო­ნა­ცემ­თა მეც­ნი­ე­რე­ბას.

⇑⇓ ამე­რი­კუ­ლი სტი­პენ­დი­ე­ბი და გრან­ტე­ბი უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის

ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლია რა­ო­დენ ძვი­რია ამე­რი­კუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა. თუმ­ცა ფა­სი, რო­მე­ლიც მო­ცე­მუ­ლია უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ვებ­სა­ი­ტებ­ზე, იშ­ვი­ათ შემ­თხ­ვე­ვა­შია ის ფა­სი, რა­საც სტუ­დენ­ტი რე­ა­ლუ­რად იხ­დის. უმე­ტეს კერ­ძო კო­ლეჯ­სა და უნი­ვერ­სი­ტეტს ძა­ლი­ან დი­დი ბი­უ­ჯე­ტი აქვს, რო­მე­ლიც, უმე­ტე­სად, სწო­რედ სტუ­დენ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას ხმარ­დე­ბა. სა­კუ­თა­რი კო­ლე­ჯის მა­გა­ლი­თი რომ ავი­ღო, და­ახ­ლო­ე­ბით, 400 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი მხო­ლოდ სტუ­დენ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას ხმარ­დე­ბა და ეს და­ფი­ნან­სე­ბა ოჯა­ხის შე­მო­სავ­ლი­სა და შე­ნი აპ­ლი­კა­ცი­ის მი­ხედ­ვით გა­ი­ცე­მა. სა­სი­ხა­რუ­ლოა ის ფაქ­ტი, რომ მი­უ­ხე­და­ვად გე­თის­ბერ­გის კო­ლე­ჯის პა­ტა­რა ზო­მი­სა (სულ 2000 სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს), აქე­დან ქარ­თ­ველ სტუ­დენ­ტ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 5-ია და ძა­ლი­ან კარ­გი რე­პუ­ტა­ცი­ით ვსარ­გებ­ლობთ.

კო­ლეჯ­ში 100%-იანი და­ფი­ნან­სე­ბით ვსწავ­ლობ, რაც საკ­მა­რი­სია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ხარ­ჯე­ბის და­სა­ფა­რად, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბის ხარ­ჯე­ბის და­ფარ­ვა ჩემ­ზე და ჩემს ოჯახ­ზეა. თუმ­ცა, არც ამ ხარ­ჯე­ბის და­ფარ­ვაა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი კო­ლე­ჯე­ბის მხრი­დან. არის გრან­ტე­ბი, მთა­ვა­რია, იყო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, გქონ­დეს წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის ამ­ბი­ცია, და­ნარ­ჩე­ნი მოგ­ვა­რე­ბა­დია.

⇑⇓ მსგავ­სე­ბა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა უცხო­ურ და ქარ­თულ გა­ნათ­ლე­ბას შო­რის

ქარ­თუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ებს შო­რის, ყვე­ლა­ზე დი­დი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა, ალ­ბათ, ამე­რი­კუ­ლი კო­ლე­ჯე­ბის მცი­რე ზო­მა და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბაა. მა­გა­ლი­თად, გე­თის­ბერ­გის კო­ლეჯ­ში, ლექ­ცი­ა­ზე აკ­რ­ძა­ლუ­ლია 15 ადა­მი­ან­ზე მე­ტის დას­წ­რე­ბა, ანუ თი­თო­ე­ულ პრო­ფე­სორს, ძა­ლი­ან ახ­ლო კავ­ში­რი აქვს ყო­ველ სტუ­დენ­ტ­თან და თუნ­დაც შე­ფა­სე­ბის დროს, ეს სი­ახ­ლო­ვე აისა­ხე­ბა შე­დე­გებ­ზე. ასე­ვე, სი­ახ­ლო­ვე პრო­ფე­სორ­თან გაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, იყო უფ­რო მე­ტად ჩარ­თუ­ლი კვლე­ვებ­სა თუ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში. ყვე­ლა სტუ­დენტს ჰყავს მრჩე­ვე­ლი პრო­ფე­სო­რი, რო­მე­ლიც გეხ­მა­რე­ბა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ში და ის შე­ნი მენ­ტო­რია. გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს ცალ­კე დე­პარ­ტა­მენ­ტი, რო­მე­ლიც გა­კავ­ში­რებს უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებ­თან და გეხ­მა­რე­ბა სამ­სა­ხუ­რის დაწყე­ბა­ში, რაც პირ­და­პირ კავ­შირ­შია შენს პრო­ფე­სი­ას­თან. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი ფუ­ფუ­ნე­ბა არ გვაქვს და ხში­რად, კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი, ძა­ლი­ან დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­მუ­შა­ოს გა­რე­შე რჩე­ბი­ან. ამე­რი­კუ­ლი კო­ლე­ჯის მთლი­ა­ნი კონ­ცეფ­ციაა, აღ­მო­ა­ჩი­ნო რი­სი კე­თე­ბა გინ­და ცხოვ­რე­ბა­ში და ამი­ტომ, არაა რთუ­ლი პრო­ფე­სი­ის შეც­ვ­ლა. მა­გა­ლი­თად, მე არ ვი­ცო­დი რა იყო ჩე­მი ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი და სად ვხე­დავ­დი ჩემს თავს, თუმ­ცა კო­ლე­ჯის ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ავირ­ჩიე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კურ­სე­ბი, მა­გა­ლი­თად, რო­გო­რი­ცაა ქი­მია. თუმ­ცა, მივ­ხ­ვ­დი, რომ მეც­ნი­ე­რე­ბა არ იყო ჩემ­თ­ვის და სა­ბო­ლო­ოდ, ავირჩიე ჩე­მი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გან­ვი­თა­რე­ბის გზა გე­თის­ბერ­გის კო­ლეჯ­ში. ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია პრო­ფე­სი­ის შეც­ვ­ლა, თუმ­ცა არა ისე მარ­ტი­ვად, რო­გორც ამე­რი­კულ­ში.

⇑⇓ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სივ­რ­ცე კო­ლეჯ­ში

ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო იყო პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლის ხილ­ვა, სა­დაც ჩვე­ნი კო­ლე­ჯის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია და პრე­ზი­დენ­ტი (რექ­ტო­რი) მუ­შა­ობს. შე­ნო­ბა აშე­ნე­ბუ­ლია 1832 წელს და სა­მო­ქა­ლა­ქო ომის დროს სამ­ხედ­რო სა­ა­ვად­მ­ყო­ფო იყო. კო­ლე­ჯის ტრა­დი­ციაა პირ­ველ­კურ­სე­ლე­ბის სვლა ამ შე­ნო­ბა­ში, სამ­ხ­რე­თის კი­ბი­დან ჩრდი­ლო­ე­თის კი­ბის­კენ და უკან ჩა­მოს­ვ­ლა, ხო­ლო, რო­ცა 4-წლი­ან გა­ნათ­ლე­ბას და­ას­რუ­ლებ, ისევ მიჰ­ყ­ვე­ბი ამ ტრა­დი­ცი­ას, ოღონდ პი­რი­ქით. ასე­ვე არის მი­თი, თით­ქოს, ამ სვლას სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბამ­დე თუ გა­ი­მე­ო­რებ, სწავ­ლას ვერ და­ას­რუ­ლებ.

⇑⇓ თუ შენ შენ ხარ, აშშ-ში ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­გი­ვა

უცხო­ეთ­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის მსურ­ვე­ლე­ბის­თ­ვის, აუცი­ლე­ბე­ლია, უცხო ენის ცოდ­ნა, რა თქმა უნ­და, ჩემ შემ­თხ­ვე­ვა­ში – ინ­გ­ლი­სუ­რის. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამე­რი­კუ­ლი კო­ლე­ჯე­ბი, ნელ-ნე­ლა, უკ­ვე ყუ­რადღე­ბას აღარც კი აქ­ცე­ვენ გა­მოც­დებს და მთე­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა შენს გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე გა­და­დის. ის, რომ გა­ი­ზარ­დე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ქვე­ყა­ნა­ში, რომ­ლის 20% რუ­სე­თის მი­ერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლია და გი­წევს, იყო ამ მუდ­მი­ვი ბრძო­ლის მო­ნა­წი­ლე, უკ­ვე გა­მოც­დი­ლე­ბაა. აუცი­ლე­ბე­ლია, იპო­ვო შე­ნი მი­ზა­ნი, არა ზო­გა­დად, მსოფ­ლი­ოს შეც­ვ­ლა, არა­მედ უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლი და ამ მიზ­ნის­კენ სწრაფ­ვა. მთა­ვა­რია, იპო­ვო შე­ნი თა­ვი და აშშ-ში ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­გი­ვა. ამე­რი­კა, სწო­რედ, ამ ფუნ­და­მენ­ტზეა აშე­ნე­ბუ­ლი.

დაბ­რ­კო­ლე­ბა ბევ­რია, თუმ­ცა უნ­და ვი­ცო­დეთ, რომ, სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვა. მე თუ გა­მო­მი­ვი­და, შენც გა­მო­გი­ვა! შე­იძ­ლე­ბა ერ­თხელ და­მარ­ცხ­დე, თუმ­ცა სვლა უნ­და გა­ნაგ­რ­ძო.

⇑⇓ სტუ­დენ­ტო­ბა ამე­რი­კუ­ლად – „study hard, party harder“

თა­ვი­სუ­ფალ დროს, ძი­რი­თა­დად, პა­რას­კევ­სა და შა­ბათს, იმარ­თე­ბა წვე­უ­ლე­ბე­ბი. რო­გორც ამ­ბო­ბენ: „study hard, party harder“. ამ წვე­უ­ლე­ბა­თა უმე­ტე­სო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი საძ­მო­ე­ბია, ე.წ. fraternities and sororities. გარ­და ამი­სა, შე­გიძ­ლია, და­კავ­დე ნე­ბის­მი­ე­რი ჰო­ბით, იქ­ნე­ბა ეს ხატ­ვა, ძერ­წ­ვა, ქან­და­კე­ბა, მუ­სი­კა…, რად­გან კო­ლე­ჯი უამ­რავ რე­სურსს გთა­ვა­ზობს, რო­მელ­თა უდი­დე­სი ნა­წი­ლი უფა­სოა.

⇑⇓ მო­მავ­ლის გეგ­მე­ბი

ჩემს კო­ლეჯ­ში ქარ­თ­ველ­თა უმე­ტე­სო­ბა სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვსწავ­ლობთ, რაც მა­ხა­რებს და მი­მაჩ­ნია, რომ სწო­რედ ჩვე­ნი თა­ო­ბა ააშე­ნებს ისეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს, რო­გო­რიც ჩვენს წი­ნაპ­რებს სურ­დათ. გეგ­მებს რაც შე­ე­ხე­ბა, ძი­რი­თა­დად, მა­ინც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა გვინ­და, ახ­ლო თუ შო­რე­ულ პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში.

სა­მო­მავ­ლოდ, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, მსურს დავ­რ­ჩე აშშ-ში და, მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბით, ფი­ნან­სე­ბის სფე­რო­ში დავ­საქ­მ­დე – ფი­ნან­სუ­რი კორ­პო­რა­ცი­ე­ბის ნა­წილ­ში, რომ­ლე­ბიც დიდ კლი­ენ­ტებს ემ­სა­ხუ­რე­ბა – ეხ­მა­რე­ბა ქო­ნე­ბის სწო­რად მარ­თ­ვა­ში (hedge funds). შემ­დეგ, მინ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დავ­ბ­რუნ­დე და სწო­რედ ასე­თი ფი­ნან­სუ­რი კორ­პო­რა­ცია გავ­ხ­ს­ნა, მო­ვი­ზი­დო ინ­ვეს­ტო­რე­ბი, რად­გან სა­ქარ­თ­ვე­ლო სა­ინ­ტე­რე­სო და აუთ­ვი­სე­ბე­ლი ბა­ზა­რია უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თ­ვის. თუმ­ცა, არ მინ­და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის და­დე­ბი­თი შე­დე­გი და ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა მხო­ლოდ 1%-მა იგ­რ­ძ­ნოს. ვსწავ­ლობ სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კას, რა­თა ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ქვე­ყა­ნა­ში რე­ინ­ვეს­ტი­რე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, ისეთ პრო­ექ­ტებ­ში მოხ­დეს, რო­მე­ლიც ყვე­ლას წა­ად­გე­ბა და ყვე­ლა ოჯა­ხი იგ­რ­ძ­ნობს ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის შე­დე­გებს, ასე­ვე – სა­გა­და­სა­ხა­დო პო­ლი­ტი­კის მო­წეს­რი­გე­ბა­ში, რად­გან კა­პი­ტა­ლიზ­მის პირობებში, აუცი­ლე­ბე­ლია ბაზ­რის კონ­ტ­რო­ლი და მო­გე­ბის ქვე­ყა­ნა­ში რე­ინ­ვეს­ტი­რე­ბა. არ მსურს პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვ­ლა, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ ის ქარ­თ­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თუნ­დაც ჩემ გვერ­დით სწავ­ლო­ბენ, მზად არი­ან ქვეყ­ნის სა­შე­ნებ­ლად, მე მხო­ლოდ ამ პრო­ცეს­ში მცი­რე წვლი­ლის შე­ტა­ნა მინ­და.

⇑⇓ ოკე­ა­ნის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო

შო­რი­დან ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა უნი­კა­ლუ­რი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. აი, ისე­თი, ყვე­ლას რომ აოცებს სა­კუ­თა­რი ის­ტო­რი­ით და კულ­ტუ­რით. ხში­რად მაქვს აქა­ურ სტუ­დენ­ტებ­თან სა­უ­ბა­რი ქარ­თულ კულ­ტუ­რა­სა და იდენ­ტო­ბა­ზე. მთა­ვა­რი ქვა­კუთხე­დი ჩემ­თ­ვის არის: „სამ­შობ­ლოს არ­ვის წა­ვარ­თ­მევთ, ჩვენც ნურ­ვინ შეგ­ვე­ცი­ლე­ბა“. რო­ცა აშშ და და­სავ­ლუ­რი სამ­ყა­რო მხო­ლოდ XX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს მიხ­ვ­და იმ­პე­რი­ა­ლიზ­მი­სა და კო­ლო­ნი­ა­ლიზ­მის უარ­ყო­ფით შე­დე­გებს და ცდი­ლობს ტო­ლე­რან­ტუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბაში დაეხმაროს სა­ქარ­თ­ვე­ლოს­. ხში­რად ვა­და­რებ ერ­თ­მა­ნეთს ნიუ-იორ­კ­სა და თბი­ლისს, არა იმი­ტომ, რომ ზო­მით ან სიმ­დიდ­რით მსგავ­სია, არა­მედ იმით, რომ თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით კულ­ტუ­რულ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას, ნიუ-იორ­კ­ში მყო­ფი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ივიწყებს სა­კუ­თარ კულ­ტუ­რას ან ამა­ტებს სა­კუ­თარ კულ­ტუ­რას იმ „სა­ლა­თა­ში“, რა­საც ამე­რი­კუ­ლი კულ­ტუ­რა ჰქვია. ხო­ლო რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლისს, თბი­ლის­ში ყვე­ლა ინარ­ჩუ­ნებს სა­კუ­თარ იდენ­ტო­ბას –  ეკ­ლე­სია, სი­ნა­გო­გა და მე­ჩე­თი გვერ­დიგ­ვერ­დაა. რო­ცა, დღე­საც კი, მსოფ­ლი­ო­ში ან­ტი­სე­მი­ტიზ­მი ბო­ბოქ­რობს, ქარ­თ­ველ­მა ერ­მა ჩვენს ებ­რა­ელ და-ძმებს უსაფ­რ­თხო გა­რე­მო შე­ვუქ­მე­ნით. ჩვე­ნი მე­ფე­ე­ბი მე­ჩეთ­ში და­დი­ოდ­ნენ და პა­ტივს სცემ­დ­ნენ სხვა რე­ლი­გი­ებ­სა და იდენ­ტო­ბებს. ჩემ­თ­ვის ამა­ზე დი­დი მო­ნა­პო­ვა­რი და ამა­ზე დი­დი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ზო­მი არ არ­სე­ბობს. აუცი­ლე­ბე­ლია, გა­ვი­აზ­როთ რა არის ჩვე­ნი იდენ­ტო­ბის ნა­წი­ლი და სწო­რედ ამა­ზე ვა­შე­ნოთ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო. პრობ­ლე­მე­ბი ბევ­რია, თუმ­ცა ფუნ­და­მენ­ტი, რო­მე­ლიც ჩვენ გაგ­ვაჩ­ნია, ბევრ სა­ხელ­მ­წი­ფოს არ აქვს და ვერც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ექ­ნე­ბა.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები