12 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2024

ჩემი საქართველო აფხაზეთიდან იწყება

spot_img

სო­ხუ­მის ერთ-ერთ სამ­შო­ბი­ა­რო­ში და­ვი­ბა­დე, 22 წლამ­დე აფხა­ზე­თის უმ­შ­ვე­ნი­ე­რეს სო­ფელ­ში – ოდიშ­ში ვიზ­რ­დე­ბო­დი, სკო­ლაც იქ და­ვამ­თავ­რე, მე­რე სწავ­ლა სო­ხუ­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­ვაგ­რ­ძე­ლე. დას­რუ­ლე­ბა ვერ მო­ვას­წა­რი, ომ­მა და­მას­წ­რო… იმის შემ­დეგ ორად გახ­ლე­ჩი­ლი ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ – აფხა­ზე­თამ­დე და აფხა­ზე­თის შემ­დეგ, რთუ­ლი, დამ­თ­რ­გუნ­ვე­ლი ცხოვ­რე­ბით, ხში­რი დაღ­მარ­თე­ბით.

ამ ურ­თუ­ლეს გზა­ზე ხში­რად უეცა­რი გა­მო­ნა­თე­ბე­ბიც ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ტვირ­თი, რო­მე­ლიც რუ­სულ­მა აგ­რე­სი­ამ აგ­ვ­კი­და, ვერ და არ მსუ­ბუქ­დე­ბა. ვფიქ­რობ, ეს სა­მუ­და­მოა, სა­მუ­და­მო და ღრმად ფეს­ვ­გად­გ­მუ­ლი. ბევ­რი წლის შემ­დე­გაც (მარ­თა­ლია, ახ­ლა ნაკ­ლე­ბი ინ­ტენ­სი­ვო­ბით), თით­ქოს ნორ­მად ქცე­უ­ლი ერ­თი და იგი­ვე სიზ­მა­რი მე­სიზ­მ­რე­ბა – სახ­ლის და­ტო­ვე­ბის ეპი­ზო­დი: უცებ დაწყე­ბუ­ლი სრო­ლა, დამ­ფ­რ­თხა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის თვა­ლე­ბი, სამ­ხედ­რო ვერ­ტ­მ­ფ­რე­ნე­ბის სუ­ლის შემ­ძ­ვ­რე­ლი ხმა­უ­რი… ვე­ძებ ნივ­თებს წა­მო­სა­ღე­ბად, რო­მელ­თა შო­რის ყო­ველ­თ­ვის არის წნე­ვის სა­ზო­მი აპა­რა­ტი, რო­მე­ლიც 82 წლის ბა­ბუს გა­ნუ­ყო­ფე­ლი ატ­რი­ბუ­ტია, ყვი­თე­ლი ჩე­მო­და­ნი, რო­მელ­შიც თბილ ტან­საც­მელს ვტე­ნი (სიზ­მარ­ში ვი­ცი, რომ სვა­ნე­თის უღელ­ტე­ხილ­ზე სი­ცი­ვით გა­თო­ში­ლებს დაგ­ვ­ჭირ­დე­ბა), დე­დას ნა­ჩუ­ქარ პა­ტა­რა ციმ­ცი­მა ვერ­ცხ­ლის სა­ყუ­რეს, რო­მე­ლიც სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე მა­შინ მი­ყი­და (იქ დამ­რ­ჩა), სიზ­მარ­ში ვპო­უ­ლობ და ამით ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ… ყვი­თელ ჩე­მო­დან­ში ვტე­ნი რამ­დე­ნი­მე პურს (სიზ­მარ­ში მახ­სოვს, ბა­ბუ, 25 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვიდ­რე აფხა­ზე­თის სვა­ნე­თის ტყე­ებს თავს ვა­ფა­რებ­დით, ძა­ლა­წარ­თ­მე­უ­ლი ხმით ხში­რად რო­გორ გვთხოვ­და პურს…) და ერთ წყვილ ფეხ­საც­მელს, რო­მელ­შიც წყა­ლი და ტა­ლა­ხი ვერ შე­აღ­წევს, რად­გან ესეც მახ­სოვს სიზ­მარ­ში, რომ რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ფეხ­შიშ­ვე­ლა აღ­მოვ­ჩ­ნ­დე­ბი და­კი­დულ აღ­მარ­თ­ზე მი­მა­ვა­ლი უღელ­ტე­ხი­ლის ურ­თუ­ლეს გზა­ზე, სა­დაც ტა­ლა­ხი რუ­სა­ვით მო­ე­დი­ნე­ბა… სხვა ნივ­თებს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას აღარ ვა­ნი­ჭებ… ბა­ბუს ხელს ვკი­დებთ და მივ­რ­ბი­ვართ, მივ­რ­ბი­ვართ იმ მხა­რეს, სა­დაც არ გვეს­ვ­რი­ან და არ გვბომ­ბა­ვენ…

„გრა­დე­ბის“ გრუ­ხუ­ნით გაყ­რუ­ე­ბუ­ლები უკან ვი­ტო­ვებთ ეზოს, სახლს, უბანს, ნელ-ნე­ლა წინ მი­ვი­წევთ და კე­ლა­სუ­რამ­დე ვაღ­წევთ, სა­დაც ჯერ „მშვი­დო­ბაა“ და მე­გობ­რის ოჯახს თავს ვა­ფა­რებთ… ეს კოშ­მა­რუ­ლი სიზ­მა­რი აქ წყდე­ბა, რე­ა­ლო­ბა­ში კი გრძელ­დე­ბა, გრძელ­დე­ბა, რად­გან სი­ნამ­დ­ვი­ლეა…

არ ვი­ცი, კი­დევ რამ­დე­ნი წე­ლი უნ­და გა­ვი­დეს, რომ ამ უმ­ძი­მეს­მა მო­გო­ნე­ბებ­მა და­ტო­ვოს ჩე­მი ცნო­ბი­ე­რი? ალ­ბათ არას­დ­როს, ეს მარ­თ­ლა სა­მუ­და­მოა!

სო­ხუ­მის და­ცე­მის დღეს, ტრა­დი­ცი­უ­ლად, იარე­ბი იხ­ს­ნე­ბა, ყელ­ში გაჩ­რი­ლი სიბ­რა­ზე მახ­რ­ჩობს და მხო­ლოდ იმას ვფიქ­რობ – ეს მარ­თ­ლა გა­მო­ვი­ა­რე? მაგ­რამ ჩემს გო­ნე­ბა­ში კად­რე­ბად ქცე­უ­ლი ომის ფრაგ­მენ­ტე­ბი ყვე­ლა­ზე დი­დი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა – დი­ახ! ეს ჩე­მი ამ­ბა­ვია!

რა შეც­ვა­ლა წლებ­მა? ომის შემ­დეგ თა­ო­ბე­ბი გა­ი­ზარ­და, რო­მელ­თაც უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტი არ ჰქო­ნი­ათ მშობ­ლე­ბის ან ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბის ქა­ლაქ­თან, სო­ფელ­თან. თა­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ჩვე­ნი მო­ყო­ლი­ლი ამ­ბე­ბით იც­ნო­ბენ აფხა­ზეთს, იცი­ან, რომ 27 სექ­ტემ­ბე­რი სო­ხუ­მის და­ცე­მის თა­რი­ღია. და მა­ინც, რა იცის ახალ­მა თა­ო­ბამ აფხა­ზე­თის შე­სა­ხებ? აინ­ტე­რე­სებთ ინ­ფორ­მა­ცია აფხა­ზე­თის ომ­ზე? მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იმ­ს­ხ­ვერ­პ­ლა რუ­სულ­მა აგ­რე­სი­ამ ან რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი აქ­ცია სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში დევ­ნი­ლად? იცი­ან თუ არა ვინ არი­ან აფხა­ზე­თის ომის გმი­რე­ბი? ყვე­ლა­ზე ხში­რად ვის­გან ან სა­ი­დან იღე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას აფხა­ზე­თის შე­სა­ხებ და რა რო­ლი აქვს ამ საქ­მე­ში სკო­ლას?

ამის გა­სარ­კ­ვე­ვად აფხა­ზე­თის სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­თან ჩავ­წე­რეთ ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი. ძა­ლი­ან ბევ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი დე­ტა­ლი გა­მო­იკ­ვე­თა. ჩვე­ნი გა­ზე­თის დღე­ვან­დელ ნო­მერს სო­ხუ­მის და­ცე­მის დღეს ვუძღ­ვ­ნით და მკითხ­ველს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, გა­იც­ნოს თა­ო­ბა, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის გა­რე­შე იზ­რ­დე­ბა – ეს მა­თი ამ­ბა­ვია. /ლა­ლი ჯე­ლა­ძე                            

აფხაზეთი და ახალი თაობა 

მე­გი ცო­ბე­ხია,  სსიპ აფხა­ზე­თის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე

ჩე­მი ოჯა­ხი აფხა­ზე­თი­და­ნაა, მა­მა გა­ლე­ლია, დე­და კი – სო­ხუ­მე­ლი. და­კარ­გეს სახ­ლი, მე­გობ­რე­ბი, ცხოვ­რე­ბა… დე­დის­გან მუდ­მი­ვად მეს­მის ის­ტო­რი­ე­ბი, თუ რო­გორ ჩა­ა­ნაც­ვ­ლა ქვი­ში­ა­ნი სო­ხუ­მის სა­ნა­პი­როს ზღა­პა­რი სა­ერ­თო საცხოვ­რე­ბელ­მა, პალ­მე­ბი და მაგ­ნო­ლი­ე­ბი – უცხო ქუ­ჩებ­მა.

რთუ­ლია, რამ­დე­ნი­მე აბ­ზაც­ში მო­ვუ­ყა­რო თა­ვი ის­ტო­რი­ას, თუ რო­გო­რი იყო ერ­თი დევ­ნი­ლი ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბა ომამ­დე და ომის შემ­დეგ. აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი ხალ­ხის ის­ტო­რი­ე­ბი გუ­ლის ამა­ჩუ­ყე­ბე­ლი და სევ­დი­ა­ნია. ბო­ლომ­დე ვე­რას­დ­როს გად­მოვ­ცემ იმ ყო­ველ­დღი­ურ ტკი­ვილ­სა და სირ­თუ­ლეს, რო­მე­ლიც დევ­ნი­ლებ­მა სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში გა­მო­ვი­ა­რეთ. ტკი­ვი­ლი გა­მოწ­ვე­უ­ლია სახ­ლის და­კარ­გ­ვით, მშობ­ლი­უ­რი გა­რე­მოს­გან, ნა­თე­სა­ვე­ბის­გან, მე­გობ­რე­ბის­გან შორს ყოფ­ნით. ჩე­მი ოჯა­ხის ის­ტო­რი­აც ასე­თია, ტკი­ვი­ლით, სევ­დი­თა და ნოს­ტალ­გი­ით სავ­სე.

დე­და­ჩე­მი ხში­რად იხ­სე­ნებს იმ დღეს, რო­დე­საც მო­ეს­მა სუ­ლის შემ­ძ­ვ­რე­ლი სიტყ­ვე­ბი — „სო­ხუ­მი და­ე­ცა!“, იმ წუ­თი­დან გა­ჩერ­და დრო… გა­ი­ყი­ნა, გაქ­ვავ­და ირ­გ­ვ­ლივ ყვე­ლა­ფე­რი.

„რა ვქნათ?!“, „ბავ­შ­ვებს მი­ხე­დეთ!“, „იჩ­ქა­რეთ!“ — ეს სიტყ­ვე­ბი, ახ­ლაც ყურ­ში ჩა­ეს­მის დე­დას. იხ­სე­ნებს, რო­გორ გარ­ბოდ­ნენ უკან­მო­უ­ხე­და­ვად, ტო­ვებ­დ­ნენ მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე ნა­ლო­ლი­ა­ვებ სახლ-კარს, რო­მელ­შიც უდი­დე­სი შრო­მა, სიყ­ვა­რუ­ლი და სით­ბო ჰქონ­დათ ჩა­დე­ბუ­ლი. ტო­ვებ­დ­ნენ ყვე­ლა­ფერს, რად­გან მხო­ლოდ სი­ცოცხ­ლის გა­დარ­ჩე­ნა­ზე ფიქ­რობ­დ­ნენ.

აფხა­ზე­თი ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რია… ტკი­ვი­ლი და სი­ხა­რუ­ლი, უბე­დუ­რე­ბა და ბედ­ნი­ე­რე­ბა, უიმე­დო­ბა და მო­მავ­ლის იმე­დიც…

…აფხა­ზე­თი ჩე­მი მო­უ­შუ­შე­ბე­ლი იარაა.

სკო­ლის რო­ლი გა­ნუ­საზღ­ვ­რე­ლად დი­დია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. აფხა­ზე­თის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის კედ­ლე­ბი­დან საგ­ზ­ლად თან მი­მაქვს ადა­მი­ა­ნი­სა და სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი, ერ­თ­გუ­ლე­ბი­სა და სი­კე­თის კე­თე­ბის ნი­ჭი.

გმი­რო­ბის უამ­რავ მა­გა­ლითს ინა­ხავს აფხა­ზე­თის ომი. ჩვე­ნი დრო­ის გმი­რე­ბის ამ­ბა­ვი 1993 წლის 27 სექ­ტემ­ბერს და­იწყო, რო­დე­საც ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვამ, თა­ნა­მებ­რ­ძო­ლებ­თან ერ­თად, სამ­შობ­ლო­სათ­ვის თა­ვი გას­წი­რა. არ შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ნი გმი­რე­ბი წარ­სულს ჩა­ვა­ბა­როთ, ის­ტო­რი­ის ფურ­ც­ლებს მი­ვან­დოთ.

გმი­რე­ბის თავ­გან­წირ­ვა სამ­შობ­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სა­წინ­და­რია. ვა­მა­ყობ, რომ ჩე­მი სა­ქარ­თ­ვე­ლო აფხა­ზე­თი­დან იწყე­ბა. ბევ­რი აფხა­ზი ნა­თე­სა­ვი, მე­გო­ბა­რი გვყავს და სწო­რედ ამი­ტო­მაც არა­სო­დეს და­მი­მა­ლავს, რომ ვარ დევ­ნი­ლი აფხა­ზე­თი­დან. ჩვენ ღმერ­თ­მა და ბედ­მა გვარ­გუ­ნა ერ­თად ცხოვ­რე­ბა – ერთ მი­წა­ზე, ერ­თი ცის ქვეშ მშვი­დო­ბი­ა­ნად, მე­გობ­რუ­ლად და ნა­თე­სა­უ­რი სიყ­ვა­რუ­ლით.

არ უნ­და და­ვი­ვიწყოთ და არც ჩვენს მო­მა­ვალ თა­ო­ბას და­ვაკ­ლოთ შთა­გო­ნე­ბა იმი­სა, რომ ეს ძირ­ძ­ვე­ლი კუთხე ჩვე­ნია და ის­ტო­რია ამის ნე­ბას არ მოგ­ვ­ცემს! მუდ­მი­ვად უნ­და ვი­ფიქ­როთ და ვემ­ზა­დოთ სამ­შობ­ლოს გა­სა­ერ­თი­ა­ნებ­ლად.

ჩემს გულ­ში აფხა­ზე­თის სიყ­ვა­რუ­ლი იმ­დე­ნად ძლი­ე­რია, რომ წლე­ბი და თა­ო­ბე­ბი ვერ გა­ა­ნე­ლებს ამ გრძნო­ბას.

ჩე­მი სურ­ვი­ლია, ოდეს­მე, აფხა­ზე­თის მი­წა­ზე მეც დავ­დ­გა ფე­ხი და აფხაზ თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად, გა­ვი­სე­ირ­ნო სო­ხუ­მის ქვი­ში­ან სა­ნა­პი­რო­ზე.

ნა­ნო ცა­ა­ვა, სსიპ აფხა­ზე­თის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე

აფხა­ზე­თის ომის შე­სა­ხებ ის­ტო­რიის მოსმენა, რო­გორც რი­გი­თი ქარ­თ­ვე­ლის­თ­ვის და ამავ­დ­რო­უ­ლად დევ­ნი­ლის­თ­ვის საკ­მა­ოდ რთუ­ლია, მაგ­რამ მი­წევს რე­ა­ლო­ბას­თან შე­გუ­ე­ბა. ჩე­მი ოჯა­ხის რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რია ასე­თია: მშობ­ლე­ბი აფხა­ზე­თი­დან არი­ან. მა­თი ფე­რა­დი ცხოვ­რე­ბა აფხა­ზეთ­ში ნაც­რის­ფე­რი გა­ხა­და 1992 წლის 17 აგ­ვის­ტოს დაწყე­ბულ­მა სა­ბე­დის­წე­რო ომ­მა. დე­და­ჩე­მი ჯერ კი­დევ მე-6 კლას­ში სწავ­ლობ­და, რო­დე­საც მო­უ­წია აფხა­ზე­თის და­ტო­ვე­ბა და ცხოვ­რე­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა ზუგ­დიდ­ში, ხო­ლო მა­მა­ჩე­მი, ამ პე­რი­ოდ­ში, რუ­სეთ­ში სტუ­დენ­ტი იყო. რუს­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა მი­სი სახ­ლი აფხა­ზეთ­ში მი­წას­თან გა­ას­წო­რეს. იქ გა­ჩე­რე­ბა ბე­ბიას და ბა­ბუ­ას აღარ შე­ეძ­ლოთ და საცხოვ­რებ­ლად ქა­ლაქ ჯვარ­ში გა­და­ვიდ­ნენ.

აფხა­ზე­თი სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­გი­ო­ნი და, ის­ტო­რი­უ­ლად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. აფხა­ზე­თის ომს ბევ­რი ქარ­თ­ვე­ლი შე­ე­წი­რა. 30 000 ჯა­რის­კა­ცი და 1720 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე და­ი­ღუ­პა. სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში დევ­ნი­ლად იქ­ცა 300 000-ზე მე­ტი აფხა­ზეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თ­ვე­ლი.

ძი­რი­თა­დად, ინ­ფორ­მა­ცი­ას აფხა­ზე­თის შე­სა­ხებ ოჯა­ხი­დან ვი­გებ. მშობ­ლე­ბი მიყ­ვე­ბი­ან და­ღუ­პუ­ლი ახ­ლობ­ლე­ბის ის­ტო­რი­ებს, იმ მძი­მე კად­რე­ბის შე­სა­ხებ, რაც მათ თვალ­წინ მოხ­და. ბე­ბია იხ­სე­ნებს იმ ტრა­გი­კულ მო­მენ­ტებს, რო­მე­ლიც მი­სი მეხ­სი­ე­რე­ბის ამო­უშ­ლე­ლი მო­გო­ნე­ბაა. რო­გორც ყვე­ლა დევ­ნილს, მა­თაც მო­უ­წი­ათ დი­დი გზის გავ­ლა სი­ცოცხ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად. ამ გზის გავ­ლი­სას გა­და­ლა­ხუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ ჰყვე­ბა და მეც წარ­მო­ვიდ­გენ მათ ად­გი­ლას თავს. არა მარ­ტო მშობ­ლებს, არა­მედ სკო­ლა­საც მი­უძღ­ვის წვლი­ლი აფხა­ზე­თის ის­ტო­რი­ის გაც­ნო­ბა­ში. ყო­ვე­ლი წლის 27 სექ­ტემ­ბერს, იმ დღეს, რო­ცა ჩვენ დავ­კარ­გეთ აფხა­ზე­თი, სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვა­დაც დევ­ნი­ლე­ბი არი­ან, გვიყ­ვე­ბი­ან სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ებს და გვახ­სე­ნე­ბენ აფხა­ზე­თის ომის გმი­რებს.

აფხა­ზე­თის ომ­ში ბევ­რი ქარ­თ­ვე­ლი ვაჟ­კა­ცის სის­ხ­ლი და­იღ­ვა­რა და დღეს ჩვენ­თ­ვის ისი­ნი გმი­რე­ბი არი­ან. აფხა­ზე­თის ომის გმი­რე­ბი­დან ჩემ­თ­ვის ცნო­ბი­ლია: ზუ­რაბ იარა­ჯუ­ლი, ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა, გუ­რამ გა­ბეს­კი­რია, გი­ორ­გი ყარ­ყა­რაშ­ვი­ლი, ტა­რი­ელ მი­ქე­ლა­ძე. ეს მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, რო­მელ­თაც თა­ვი­ან­თი სი­ცოცხ­ლე შეს­წი­რეს ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის ბრძო­ლას. ისი­ნი მუ­დამ დარ­ჩე­ბი­ან სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში.

ჩე­მი თა­ო­ბის ახალ­გაზ­რ­დებს, უმე­ტეს­წი­ლად, არ აქვთ კონ­ტაქ­ტი მშობ­ლე­ბის ან ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბის ქა­ლაქ­თან, სო­ფელ­თან. თუმ­ცა, მე მაქვს იმის ბედ­ნი­ე­რე­ბა, რომ ვეს­ტუმ­რო აფხა­ზეთს. აფხა­ზეთ­ში ჩას­ვ­ლი­სას ვი­აზ­რებ თუ რამ­დე­ნად იღ­ბ­ლი­ა­ნი ვარ, რომ მეც ამ მი­წას ვე­კუთ­ვ­ნი და ჩე­მი ფეს­ვე­ბი აქაა. ზაფხუ­ლო­ბით ვსტუმ­რობ აფხა­ზე­თის სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნს.

ჩე­მი წარ­მო­მავ­ლო­ბა არას­დ­როს ყო­ფი­ლა დაბ­რ­კო­ლე­ბა, არა­სო­დეს შემ­ქ­მ­ნია უხერ­ხუ­ლო­ბა იმის გა­მო, რომ დევ­ნი­ლი ვარ. დევ­ნი­ლი არ ნიშ­ნავს იმას, რომ ჩემ­მა ოჯახ­მა თა­ვი­სი ნე­ბით მი­ა­ტო­ვა აფხა­ზე­თი, ისი­ნი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დ­ნენ, და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ აფხა­ზე­თი.

აფხა­ზე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვა თა­ვი­სი ბუ­ნებ­რი­ვი სი­ლა­მა­ზი­თა და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბით, მა­გა­ლი­თად: რი­წის ტბა, ათო­ნის გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბი, გაგ­რის სა­ნა­პი­რო, ლიხ­ნის ტა­ძა­რი, ბზი­ფის ხე­ო­ბა, სო­ხუ­მის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღი…

ვფიქ­რობ, წლე­ბი და თა­ო­ბე­ბი არა თუ დაგ­ვა­შო­რებს აფხა­ზეთს, არა­მედ მტკი­ცე კავ­შირს შექ­მ­ნის ჩვენ შო­რის. მო­ნატ­რე­ბა სიყ­ვა­რულს კი არ ახუ­ნებს, არა­მედ ამ­ძაფ­რებს. ახალ­მა თა­ო­ბამ უნ­და შევ­ძ­ლოთ აფხა­ზე­თის დაბ­რუ­ნე­ბა და ამას შევ­ძ­ლებთ, აფხაზ და ქარ­თ­ველ ახალ­გაზ­რ­დებს შო­რის მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბით. სურ­ვი­ლე­ბი და მიზ­ნე­ბი ბევ­რი მაქვს, მაგ­რამ ჩე­მი მთა­ვა­რი სურ­ვი­ლია, და­ვიბ­რუ­ნოთ ჩვე­ნი მი­წა-წყა­ლი, აფხა­ზე­თი.

ელი­ზა­ვე­ტა ბე­სე­ლია, სსიპ აფხა­ზე­თის N6 სა­ჯა­რო სკო­ლის მოსწავლე

აფხა­ზე­თის ომის შემ­დეგ, ჩემს ოჯახს სახ­ლის და­ტო­ვე­ბა და დევ­ნი­ლად ჩა­ბა­რე­ბა მო­უ­წია. მახ­სოვს, ბე­ბი­ა­ჩე­მი მიყ­ვე­ბო­და, რო­გორ იპა­რე­ბოდ­ნენ სახ­ლი­დან და თავს ტყეს აფა­რებ­დ­ნენ. მი­ზი­ა­რებ­და იმ სა­ზა­რელ ემო­ცი­ებს, რომ­ლებ­საც ყო­ვე­ლი გას­რო­ლი­სას გა­ნიც­დიდ­ნენ. დე­და­ჩე­მის და მა­მა­ჩე­მის ოჯა­ხე­ბი, ორი­ვე აფხა­ზეთ­ში, ოჩამ­ჩი­რე­ში ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ ომის შემ­დეგ საცხოვ­რებ­ლად ქუ­თა­ის­ში გად­მო­ვიდ­ნენ, იმ იმე­დით, რომ მა­ლე უკან დაბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა ამა­ოდ.

ვი­ცი, რომ აფხა­ზე­თი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო და ტუ­რის­ტიც ბევ­რი ჩა­დი­ო­და. აფხა­ზე­თის ომის შე­სა­ხებ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია და, რა თქმა უნ­და, მა­ინ­ტე­რე­სებს კი­დევ ბევ­რი რამ ვი­ცო­დე, ვი­ცი რომ ამ ომ­მა 30 000-მდე ადა­მი­ა­ნი შე­ი­წი­რა და 300 000-მდე მო­სახ­ლე დევ­ნი­ლად აქ­ცია.

ყვე­ლა­ზე ხში­რა­დ აფხა­ზეთ­ზე  ინ­ფორ­მა­ცი­ას ოჯახ­ში ვის­მენ, მაგ­რამ ასე­ვე დი­დი რო­ლი აქვს ჩვენს ინ­ფორ­მი­რე­ბა­ში სკო­ლას, ვი­ნა­ი­დან მე სსიპ ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას სა­ხე­ლო­ბის აფხა­ზე­თის N6 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ. ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ტარ­დე­ბა სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის სას­კო­ლო და გას­ვ­ლი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი აფხა­ზეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლი­თაც ჩვენ, მოს­წავ­ლე­ე­ბი, ვი­გებთ ის­ტო­რი­ებს აფხა­ზეთ­ზე, აფხა­ზე­თის ომ­ზე, ომის გმი­რებ­ზე, აფხა­ზე­თის კულ­ტუ­რა­ზე, ტრა­დი­ცი­ებ­ზე. და­უს­წ­რებ­ლად ვეც­ნო­ბით ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებს.

აფხა­ზე­თის ომის გმი­რე­ბი­დან მახ­სენ­დე­ბა ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა, გუ­რამ გა­ბეს­კი­რია, გე­ნო ადა­მია.

მახ­სოვს ბე­ბი­ა­ჩე­მის მო­ნა­ყო­ლი აფხა­ზე­თის ომის შე­სა­ხებ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბე­ბია აფხა­ზია, ის იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, და­ე­ტო­ვე­ბი­ნა თა­ვი­სი სახ­ლი და გა­მოქ­ცე­უ­ლი­ყო ენ­გურს გა­მოღ­მა, რის შემ­დე­გაც, ქუ­თა­ის­ში, სრუ­ლი­ად არაფ­რი­დან და­იწყეს თა­ვი­დან ცხოვ­რე­ბა.

ბე­ბი­ა­ჩე­მი სახ­ლ­ში მუ­დამ სა­უბ­რობს ოჩამ­ჩი­რე­სა და სო­ხუმ­ზე. ხში­რად მაჩ­ვე­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­თავ­სე­ბულ ფო­ტო­ებს და ჰყვე­ბა ის­ტო­რი­ებს, რომ­ლე­ბიც მათ უკავ­შირ­დე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი, და­ახ­ლო­ე­ბით, თვე­ში, მი­ნი­მუმ 5-ჯერ მა­ინც ხდე­ბა.

ბევ­რ­ჯერ მი­ნა­ხავს, ადა­მი­ანს რცხვე­ნია, რომ დევ­ნი­ლია და ამას მა­ლავს. მე არ მრცხვე­ნია დევ­ნი­ლო­ბა, მაგ­რამ მა­წუ­ხებს ის ფაქ­ტი, რომ მქვია დევ­ნი­ლი. რა თქმა უნ­და, სა­ხარ­ბი­ე­ლო არაა დევ­ნი­ლო­ბა, მაგ­რამ ეს ხომ ჩვე­ნი სურ­ვი­ლით არ ხდე­ბა, ამი­ტომ ამა­ში და­სა­მა­ლიც არა­ფე­რია.

ვი­ცი, რომ აფხა­ზეთს უამ­რა­ვი ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა აქვს, რო­გო­რი­ცაა: ახა­ლი ათო­ნის მღვი­მე, სო­ხუ­მის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღი, რი­წის ტბა, ბე­დი­ის მო­ნას­ტე­რი და სხვა მრა­ვა­ლი.

ვფიქ­რობ, წლე­ბი და თა­ო­ბე­ბი ვერ შეძ­ლებს ჩვენს და­შო­რე­ბას აფხა­ზეთ­თან, თუ ჩვენ არ და­ვი­ვიწყებთ მას. შე­იძ­ლე­ბა მის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლი ისე ვერ გა­მოვ­ხა­ტოთ, რო­გორც გან­ვიც­დით, მაგ­რამ მუ­დამ ჩვენს გულ­ში იქ­ნე­ბა. აფხა­ზე­თი რომ არ დაგ­ვა­ვიწყ­დეს, თა­ო­ბი­დან თა­ო­ბამ უნ­და გა­ი­გოს იმის შე­სა­ხებ, რომ აფხა­ზე­თი სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი იყო და იქ­ნე­ბა.

ჩე­მი ყვე­ლა­ზე დი­დი სურ­ვი­ლია აფხა­ზე­თის დაბ­რუ­ნე­ბა და მის ქუ­ჩებ­ში თა­ვი­სუფ­ლად სე­ირ­ნო­ბა, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, იმის იმე­დით ყოფ­ნა, რომ ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფე­რი წაგ­ვარ­თ­მევს ჩვენს მი­წა-წყალს. ჩე­მი აზ­რით, ეს მხო­ლოდ ჩე­მი სურ­ვი­ლი არაა და ყვე­ლას დი­დი ოც­ნე­ბაა იმის დამ­ტ­კი­ცე­ბა, რომ აფხა­ზე­თი სა­ქარ­თ­ვე­ლოა!

შალ­ვა ხარ­ძე­იშ­ვი­ლი სსიპ აფხა­ზე­თის N6 სა­ჯა­რო სკო­ლის მოსწავლე

ჩე­მი ოჯა­ხი ცხოვ­რობ­და გაგ­რის რა­ი­ონ­ში, და­ბა ლე­სე­ლი­ძე­ში. რო­გორც ისი­ნი იხ­სე­ნე­ბენ, პირ­ვე­ლი დარ­ტყ­მა გაგ­რას გა­ნუც­დია. მათ იმე­დი ჰქო­ნი­ათ, რომ ლე­სე­ლი­ძემ­დე მტე­რი ვერ მო­აღ­წევ­და და სახ­ლის და­ტო­ვე­ბა არც უფიქ­რი­ათ. ბა­ბუ­ა­ჩე­მი, რე­ზი ხურ­ცი­ძე, ას­მე­თა­უ­რი იყო მხედ­რი­ონ­ში, მას გა­უფ­რ­თხი­ლე­ბია სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი სა­შიშ­რო­ე­ბის შე­სა­ხებ და ამის შემ­დეგ დაც­ლი­ლა სო­ფე­ლი. ბე­ბია კი მედ­და იყო და დაჭ­რი­ლებს ეხ­მა­რე­ბო­და საზღ­ვარ­ზე გად­მოს­ვ­ლის ბო­ლო წუ­თამ­დე.

უფ­რო­სე­ბის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის და მშობ­ლე­ბის მო­ნათხ­რო­ბი­დან, ასე­ვე, ჩემ მი­ერ მო­ძი­ე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან ვი­ცი, რომ აფხა­ზე­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი, ულა­მა­ზე­სი მხა­რეა დი­დი სა­ნა­პი­რო­თი, პალ­მე­ბით და ცა­ში თო­ლი­ე­ბით. ლურ­ჯი ზღვა და ტალ­ღე­ბი, რო­გო­რიც აფხა­ზეთ­შია, იშ­ვი­ა­თი სა­ნა­ხა­ვია თურ­მე.

ომის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, რა თქმა უნ­და, მა­ინ­ტე­რე­სებს და ბევ­რი რამ ვი­ცი კი­დეც, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი­სა და სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით. აფხა­ზე­თის ომ­ში, რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის შე­დე­გად, დევ­ნი­ლად იქ­ცა 300 000-მდე ადა­მი­ა­ნი.

ყვე­ლა­ზე ხში­რად სწო­რედ სკო­ლი­დან ვი­ღებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ტარ­დე­ბა მრა­ვა­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მელ­თა დამ­სა­ხუ­რე­ბი­თაც, ყო­ველ­თ­ვის გვახ­სოვს, რომ ჩვე­ნი სკო­ლა ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას სა­ხელს ატა­რებს. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ამ სკო­ლის მოს­წავ­ლე ვარ.

აფხა­ზე­თის ომის გმი­რე­ბი არი­ან: ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა, გე­ნო ადა­მია, გუ­რამ გა­ბეს­კი­რია. ჩემ­თ­ვის კი ყვე­ლა უსაფ­ლა­ვოდ დარ­ჩე­ნი­ლი მე­ო­მა­რი ბი­ჭე­ბიც, რომ­ლე­ბიც სამ­შობ­ლოს იცავ­დ­ნენ, გმი­რე­ბი არი­ან.

ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რია ჩე­მი მშობ­ლე­ბის მო­გო­ნე­ბე­ბი, რა ტკივი­ლით იხ­სე­ნე­ბენ ისი­ნი იმ სა­ში­ნელ მოვ­ლე­ნებს და დროს, რო­დე­საც იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დ­ნენ, და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ სა­კუ­თა­რი სახლ-კა­რი.

დე­დას არ უყ­ვარს ამ შემ­ზა­რავ ამ­ბავ­ზე სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა, თვე­ში 2-3 ჯერ მა­ინც, ახ­სე­ნებს აფხა­ზეთს.

აფხა­ზე­თის ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი­დან ვი­ცი სო­ხუ­მის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღი, ახა­ლი ათო­ნის მღვი­მე, რი­წის ტბა, ბეს­ლე­თის ხი­დი, ბე­დი­ის მო­ნას­ტე­რი, სა­დაც ჩვე­ნი მე­ფე, ბაგ­რატ მე­სა­მეა დაკ­რ­ძა­ლუ­ლი.

მო­ვა დრო, გა­ივ­ლის წლე­ბი და სიყ­ვა­რუ­ლი, რაც აფხა­ზებ­თან გვა­კავ­ში­რებ­და, უფ­რო გაღ­ვივ­დე­ბა და ეს კუთხე მის მშო­ბელ დე­დას, სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­უბ­რუნ­დე­ბა და რაც უფ­რო მა­ლე მოხ­დე­ბა ეს ყო­ვე­ლი­ვე, მით უკე­თე­სია.

ჩე­მი ყვე­ლა­ზე დი­დი სურ­ვი­ლია, გამ­თ­ლი­ან­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლო და აფხა­ზებ­თან, ოსებ­თან ერ­თად ვიზ­რუ­ნოთ მი­სი გაბ­რ­წყი­ნე­ბის­თ­ვის.

ნა­ტა ბენ­დე­ლა­ვა სსიპ აფხა­ზე­თის №12 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე

აფხა­ზე­თი ყვე­ლა ქარ­თ­ვე­ლის ტკი­ვი­ლია, მით უმე­ტეს ჩე­მი, რად­გან ჩე­მი მშობ­ლე­ბი აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლე­ბი არი­ან და, რა თქმა უნ­და, მეც. ჩე­მი ოჯა­ხის ის­ტო­რია სევ­და­ნა­რე­ვია, გულ­ში ყვე­ლას მძი­მე ჭრი­ლო­ბა გვაქვს. ეს ჭრი­ლო­ბა აფხა­ზე­თის და­კარ­გ­ვი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. სევ­და იმ­დე­ნად დი­დია, რომ ამ ფურ­ცელ­ზე ვერ და­ე­ტე­ვა, ვერც ჩვენს სუ­ლი­ე­რე­ბა­ში ეტე­ვა იგი…

აფხა­ზე­თი ჩემ­თ­ვის სა­ოც­ნე­ბო სა­მოთხეა: მი­სი ბუ­ნებ­რი­ვი სი­ლა­მა­ზე, ის­ტო­რია ჩე­მი ბავ­შ­ვუ­რი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის მი­უწ­ვ­დო­მე­ლია. ეს მი­უწ­ვ­დომ­ლო­ბა კი ჩემ­ში წარ­მო­შობს უდი­დეს სურ­ვილს, მას­ზე ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცო­დე. ჩემ­თ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია ის მი­წა, რო­მე­ლიც გაჟ­ღენ­თი­ლია თავ­და­დე­ბუ­ლი ქარ­თ­ვე­ლე­ბის სის­ხ­ლით, რომ­ლებ­მაც სი­ცოცხ­ლე გას­წი­რეს თა­ვი­ან­თი ლა­მა­ზი კუთხის და­სა­ცა­ვად. გმი­რებს შო­რი­საა ალექ­სან­დ­რე გი­ორ­ბე­ლი­ძე, რო­ინ შა­მუ­გია, შაქ­რო ხვი­ჩია, ბე­სა­რი­ონ აბუ­ლა­ძე, ზუ­რაბ ჯი­დოშ­ვი­ლი და უამ­რა­ვი სხვა. ამ ახალ­გაზ­რ­დებ­მა სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი­სა და თავ­და­დე­ბის შე­სა­შუ­რი მა­გა­ლი­თი გვიჩ­ვე­ნეს.

ყვე­ლა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებს აფხა­ზეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მით უმე­ტეს, ოჯა­ხის ყო­ველ­დღი­უ­რი, მტკივ­ნე­უ­ლი, მაგ­რამ თით­ქოს აუცი­ლე­ბე­ლი თე­მაა აფხა­ზეთ­ში მომ­ხ­და­რი თუ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი. ხში­რად ვი­ღებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ახ­ლობ­ლე­ბის­გან, თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის­გან, ვიხ­სე­ნებთ აფხა­ზეთ­ში და­ღუ­პულ გმი­რებს, მათ ის­ტო­რი­ებს, სკო­ლა­ში ვა­ტა­რებთ კვი­რე­უ­ლებს აფხა­ზე­თის თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვან­თებთ და­ღუ­პულ­თა სუ­ლის მო­სახ­სე­ნი­ე­ბელ სან­თ­ლებს, წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით პა­ტივს მი­ვა­გებთ მათ ხსოვ­ნას, მად­ლო­ბას ვუხ­დით ღირ­სე­უ­ლი, გმი­რუ­ლი საქ­ცი­ე­ლის­თ­ვის.

ჩემ­თ­ვის მტკივ­ნე­უ­ლია სო­ხუ­მის და­ცე­მის დღის აღ­ნიშ­ვ­ნა. 27 სექ­ტემ­ბერს მივ­დი­ვართ ენ­გუ­რის ხიდ­ზე და ვა­ტა­რებთ სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბას. ერთ-ერთ მსგავს ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­მიჩ­ნ­და იდეა, და­მე­ხა­ტა „მზის ჩას­ვ­ლა სო­ხუმ­ში“. ნა­ხა­ტი და­უს­რუ­ლე­ბე­ლია. ჩე­მი ოც­ნე­ბაა, ის სო­ხუმ­ში და­ვას­რუ­ლო, სწო­რედ მზის ჩას­ვ­ლის წუ­თებ­ში.

აფხა­ზეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევრ ემო­ცი­ით სავ­სე მო­გო­ნე­ბას ინა­ხავს ჩე­მი ოჯა­ხი, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით მტკივ­ნე­უ­ლად მახ­სენ­დე­ბა ბე­ბი­ის ნა­ამ­ბო­ბი, თუ რო­გორ შე­უბ­რა­ლებ­ლად გა­დაწ­ვა ქარ­თ­ვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის სახ­ლე­ბი და ეზო­ე­ბი შე­მო­სე­ულ­მა უგუ­ნურ­მა მტერ­მა. ბა­ბუა, თურ­მე, შო­რი­დან მდუ­მა­რედ უყუ­რებ­და, რო­გორ იფერ­ფ­ლე­ბო­და მტრის დან­თე­ბულ ცეცხ­ლ­ში თა­ვი­სი მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი შრო­მით აგე­ბუ­ლი სახ­ლი. რა თქმა უნ­და, მის­თ­ვის მძი­მე და ტკი­ვი­ლი­ა­ნი იყო ამ სუ­რა­თის ცქე­რა. აც­რემ­ლე­ბუ­ლი ბე­ბია იხ­სე­ნებ­და, რო­გორ მი­ვი­და მა­ლუ­ლად და­ნაც­რულ სახ­ლ­თან ბა­ბუა, გა­რუ­ჯულ კე­დელს აკო­ცა და სი­ნა­ნუ­ლით უთხ­რა: „ეს ჩვე­ნი გან­შო­რე­ბაა, მაგ­რამ, თუ მე არა, შე­ნი გაზ­რ­დი­ლი შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი აუცი­ლებ­ლად და­გიბ­რუნ­დე­ბი­ან“. ბა­ბუა ამა­ზე დარ­დით და ოც­ნე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.

მე არ მრცხვე­ნია მერ­ქ­ვას დევ­ნი­ლი, მე ხომ ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი კუთხი­დან, რე­ა­ლუ­რი სა­მოთხი­დან ვარ, ბო­რო­ტი ძა­ლე­ბით გა­მო­დევ­ნი­ლი, მაგ­რამ რწმე­ნით, რომ იქ უნ­და გა­ვაგ­რ­ძე­ლო ცხოვ­რე­ბა, ან ვის უნ­და და­ვუთ­მო მშვე­ნი­ე­რი წალ­კო­ტი: რი­წის ტბა, ბიჭ­ვინ­თა-მი­უ­სე­რის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი, გე­გის ჩან­ჩ­ქე­რი, ხე­ო­ბას ჩა­კი­დე­ბუ­ლი თოვ­ლი­ა­ნი უფ­ს­კ­რუ­ლე­ბი, ახა­ლი ათო­ნი და კი­დევ ბევ­რი, ბევ­რი ულა­მა­ზე­სი სა­ნა­ხა­ო­ბა.

რთუ­ლია ქარ­თ­ვე­ლის გულ­ში ჩა­აქ­რო აფხა­ზე­თის სიყ­ვა­რუ­ლი. პი­რა­დად მე, რაც დრო გა­დის, მით უფ­რო მიცხო­ველ­დე­ბა აფხა­ზეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლი. ბა­ბუ­ას­თ­ვის მი­ცე­მუ­ლი პი­რო­ბა ყო­ველ­თ­ვის მახ­სე­ნებს, რომ უნ­და დავ­ბ­რუნ­დეთ, მაგ­რამ არა ომით, არა­მედ ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბით, შენ­დო­ბი­თა და თა­ნა­ზი­ა­რო­ბით.

დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ფიქ­რი მიქ­მ­ნის წარ­მო­სახ­ვით იდი­ლი­ას: აწალ­კო­ტე­ბულ სო­ხუმ­ში ზღვის ნა­პი­რას ვზი­ვარ, თო­ლი­ე­ბის კივ­კი­ვი ახ­მა­უ­რებს სა­ნა­პი­როს, ზღვა აქა­ფე­ბულ თეთრ ტალ­ღებს მიგ­ზავ­ნის, ჩუ­მი შრი­ა­ლით თით­ქოს მი­ლო­ცავს შინ დაბ­რუ­ნე­ბას. ან­ძა­ზე ჩვე­ნი თეთ­რი ხუთ­ჯ­ვ­რი­ა­ნი დრო­შა სამ­შ­ვი­დო­ბოდ ფრი­ა­ლებს, ხელ­ში მოლ­ბერ­ტი მი­ჭი­რავს და სი­ა­მოვ­ნე­ბით შევ­ც­ქე­რი ზღვის ზე­და­პირ­ზე აკი­ა­ფე­ბულ მზის სხი­ვებს. მზე მშვი­დად, მშვი­დად ეშ­ვე­ბა წყალ­ში და მე ვის­რუ­ლებ დი­დი ხნის ოც­ნე­ბას, ვამ­თავ­რებ სუ­რათს – „მზის ჩას­ვ­ლა სო­ხუმ­ში“…

მა­რი­ამ ჯონ­ჯუა, სსიპ აფხა­ზე­თის №12 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე

მე ოქუ­მე­ლი ვარ, ისე­ვე რო­გორც მა­მა­ჩე­მი. ჩემ­მა ოჯახ­მაც დი­დი ტკი­ვი­ლი­ა­ნი გზა გა­მო­ი­ა­რა, რო­გორც დევ­ნილ­თა უმე­ტე­სო­ბამ, მაგ­რამ ჩვენ მა­ტე­რი­ა­ლურ­ზე დღემ­დე არ ვსა­უბ­რობთ, რად­გან ადა­მი­ა­ნუ­რი მსხვერ­პ­ლი გა­ვი­ღეთ. ჩვე­ნი ოჯა­ხის ორი წევ­რი – მა­მა­ჩე­მის ბე­ბია და ბა­ბუა, 1993 წლის 4 ოქ­ტომ­ბერს, ჩვე­ნი­ვე ეზო­ში ჩაცხ­რი­ლეს. სახ­ლის კედ­ლებს დღე­საც ეტყო­ბა იმ ტყვი­ე­ბის კვა­ლი, მათ სხე­უ­ლებ­ში რომ გა­ი­ა­რა.

აფხა­ზეთ­ში ჩე­მი სახ­ლია. გა­ნა შე­იძ­ლე­ბა არ მახ­სოვ­დეს ჩე­მი სო­ფე­ლი, ოქუ­მი, ერთ დროს სა­მურ­ზა­ყა­ნოს ცენ­ტ­რი, სა­დაც სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ე­ყა­რა პირ­ველ სა­ე­რო სას­წავ­ლე­ბელს (1851წ). ომ­მა აფხა­ზეთ­ში 30 ათა­სი ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლე შე­ი­წი­რა, ხო­ლო 300 ათა­სი ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში დევ­ნი­ლად აქ­ცია.

აფხა­ზე­თის შე­სა­ხებ ვი­გებ რო­გორც სახ­ლ­ში, ასე­ვე სკო­ლა­ში. აფხა­ზე­თი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა თუ კლა­სის სა­ა­თე­ბის­თ­ვის მზა­დე­ბის პრო­ცეს­ში, ვა­მუ­შა­ვებთ უამ­რავ მა­სა­ლას, ვათ­ვა­ლი­ე­რებთ ფო­ტო-ვი­დე­ო­მა­სა­ლას. ეს გვეხ­მა­რე­ბა უკეთ გა­ვიც­ნოთ ჩვე­ნი მხა­რე.

აფხა­ზე­თის ომის შემ­დეგ ეროვ­ნუ­ლი გმი­რის ორ­დე­ნი ექვს ადა­მი­ანს მი­ე­ნი­ჭა: ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას, ზუ­რაბ იარა­ჯულს, ავ­თან­დილ იოსე­ლი­ანს, გუ­რამ გა­ბეს­კი­რი­ას, გე­ნო ადა­მი­ა­სა და მა­მია ალა­სა­ნი­ას. ჩე­მი აზ­რით, გმი­რია ყვე­ლა ის მებ­რ­ძო­ლი, რო­მე­ლიც შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით იცავ­და სა­კუ­თარ მი­წა-წყალს და შე­ე­წი­რა მის დაც­ვას.

ჩემ­თ­ვის ემო­ცი­უ­რია ყვე­ლა იმ ზაფხუ­ლის გახ­სე­ნე­ბა, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვო­ბა­ში აფხა­ზეთ­ში გა­მი­ტა­რე­ბია ძმებ­თან და თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად.

ყვე­ლას თა­ვი­სი წი­ლი აფხა­ზე­თი აქვს და მას ეთაყ­ვა­ნე­ბა. ჩე­მი სა­თაყ­ვა­ნო ოქუ­მია, რო­მელ­თა­ნაც დღეს მხო­ლოდ ვირ­ტუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი მაქვს (აფხა­ზეთ­ში მცხოვ­რებ ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან ზა­რი ყო­ველ­დღე „სა­ვალ­დე­ბუ­ლოა“).

არას­დ­როს და­მი­მა­ლავს, რომ დევ­ნი­ლი ვარ.

ჩემ­თ­ვის აფხა­ზე­თის მთა­ვა­რი ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბია ილო­რის წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სია და ბე­დი­ის ტა­ძა­რი.

წლე­ბი და თა­ო­ბე­ბი ვერ დაგ­ვა­შო­რებს აფხა­ზეთს, სა­ნამ მშობ­ლე­ბი შვი­ლებს აფხა­ზეთ­ზე მო­უყ­ვე­ბი­ან, სიყ­ვა­რუ­ლი არ გა­ხუნ­დე­ბა. ვოც­ნე­ბობ – ნე­ტავ, დაგ­ვიბ­რუნ­დეს ნა­პი­რი!

ლი­ზი ქა­რაია, სსიპ აფხა­ზე­თის №3 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე

მა­მა­ჩე­მი – და­ვით ქა­რაია აფხა­ზე­თი­და­ნაა. ამ ულა­მა­ზე­სი კუთხის, სა­კუ­თა­რი კარ-მი­და­მოს დათ­მო­ბა მო­უ­წი­ათ ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რებს, 300 000 ათას ქარ­თ­ველ­თან ერ­თად, რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის წყა­ლო­ბით.

ოჯახ­ში გა­მუდ­მე­ბით ახ­სე­ნე­ბენ აფხა­ზეთს. იქ გა­ტა­რე­ბულ წლებს. გარ­და ოჯა­ხი­სა, ჩე­მი ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­როა სსიპ ვო­ვა ვე­კუ­ას სა­ხე­ლო­ბის აფხა­ზე­თის №3 სა­ჯა­რო სკო­ლა, სა­დაც ვსწავ­ლობ. სკო­ლა­ში თით­ქ­მის ყველა აქ­ტი­ვო­ბა აფხა­ზეთს უკავ­შირ­დე­ბა.

უამ­რა­ვი გმი­რი ჰყავ­და აფხა­ზე­თის ომს. ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კუ­ლი ბე­დის მა­ტა­რე­ბე­ლი ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა მგო­ნია. თი­თო­ე­უ­ლი აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი გმი­რია, რად­გან ნამ­დ­ვი­ლი ომი და ბრძო­ლე­ბი, ომის შემ­დეგ, ფი­ზი­კუ­რი არ­სე­ბო­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად მო­უ­წი­ათ.

თუ კი ბავ­შ­ვო­ბა ის სა­მოთხეა, სა­ი­და­ნაც ვე­რა­ვინ გაგ­ვა­ძე­ვებს, ჩე­მი ოჯა­ხის სა­მოთხე აფხა­ზე­თია და ნე­ბის­მი­ე­რი ლა­მა­ზი მო­გო­ნე­ბა მას უკავ­შირ­დე­ბა.

მე არ მი­ნა­ხავს აფხა­ზე­თი, მაგ­რამ ყო­ველ­დღე ვხე­დავ ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მო­ნათხ­რობ­ში, ემო­ცი­ა­ში, საქ­ცი­ელ­ში. ნე­ბის­მი­ე­რი სა­კითხი აფხა­ზეთ­თან ასო­ცირ­დე­ბა და ყვე­ლა­ზე ლა­მაზ ქა­ლა­ქებს ხში­რად ადა­რე­ბენ სო­ხუმს, გაგ­რას, ოჩამ­ჩი­რეს…

არას­დ­როს და­მი­მა­ლავს ჩე­მი წარ­მო­მავ­ლო­ბა, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ ეს იგი­ვეა, რაც სა­კუ­თა­რი თა­ვის ღა­ლა­ტი.

აფხა­ზე­თის ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი­დან ჩემ­თ­ვის ცნო­ბი­ლია: ახა­ლი ათო­ნის მღვი­მე, რი­წის ტბა, გაგ­რის, ბიჭ­ვინ­თი­სა და ბე­დი­ის მო­ნას­ტე­რი, ილო­რის წმ. გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რი, სო­ხუ­მის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღი და სხვა.

წლე­ბი სას­ტი­კია. თუ კი დრო­უ­ლად არ მოხ­დე­ბა ჩვე­ნი აფხა­ზეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბა, მგო­ნია, ცო­ტა გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა. სიყ­ვა­რუ­ლი არ ხუნ­დე­ბა, მაგ­რამ ეს, ცალ­მ­ხ­რი­ვი სიყ­ვა­რუ­ლი­ვით, სა­ტან­ჯ­ვე­ლად გვექ­ცე­ვა.

ჩე­მი ყვე­ლა­ზე დი­დი სურ­ვი­ლი, სწო­რედ რომ, სა­ოც­ნე­ბო აფხა­ზეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბაა.

მაგ­და გა­ბის­კი­რია, სსიპ აფხა­ზე­თის №3 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე

ვი­ცი, რომ აფხა­ზე­თი სა­ქარ­თ­ვე­ლოა და ოდით­გან­ვე მი­სი გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი იყო. უკ­ვე 30 წელ­ზე მე­ტია, ოკუ­პი­რე­ბუ­ლია რუ­სე­თის მი­ერ. ყო­ველ­თ­ვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და რა იყო ასე­თი დი­დი აგ­რე­სი­ის მი­ზე­ზი და რამ გა­მო­იწ­ვია 300 000-მდე ადა­მი­ა­ნის მი­ერ სა­კუ­თა­რი სახლ-კა­რის მი­ტო­ვე­ბა. თუმ­ცა, სრულ­ყო­ფი­ლი პა­სუ­ხი დღემ­დე არ მაქვს, გარ­და იმი­სა, რომ ვი­ცი რუ­სე­თის დამ­პყ­რობ­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის შე­სა­ხებ.

ძი­რი­თა­დად, ოჯა­ხი და სკო­ლა არის ის წყა­რო, სა­ი­და­ნაც ვი­ღებ ინ­ფორ­მა­ცი­ას აფხა­ზე­თის შე­სა­ხებ. გარ­და ამი­სა, ხში­რად ვუ­ყუ­რებ ამ თე­მა­ზე გა­და­ცე­მებს. ყვე­ლა სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია, რაც კი აფხა­ზეთს უკავ­შირ­დე­ბა, ჩემ­თ­ვის უპი­რო­ბო ინ­ტე­რესს წარ­მო­ად­გენს. ჩემ­თ­ვის ცნო­ბი­ლია უამ­რა­ვი გმი­რის შე­სა­ხებ, რო­მელ­თაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის და­სა­ცა­ვად გა­წი­რეს თა­ვი. გა­მოვ­ყოფ­დი ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა­სა და გუ­რამ გა­ბეს­კი­რი­ას. გარ­და ამი­სა, კი­დევ ბევ­რი უსა­ხე­ლოდ და­კარ­გუ­ლი გმი­რი შე­მო­უ­ნა­ხა ის­ტო­რი­ამ მო­მა­ვალ თა­ო­ბებს. ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რი მო­გო­ნე­ბა იმის გახ­სე­ნე­ბაა, თუ რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რი ბავ­შ­ვო­ბა ჰქონ­დათ აფხა­ზეთ­ში… რო­გორ და­უნ­გ­რია რუ­სულ­მა აგ­რე­სი­ამ მო­მა­ვა­ლი და სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში დევ­ნი­ლად აქ­ცია.

მე აფხა­ზე­თი არ მი­ნა­ხავს, მაგ­რამ ჩემ ირ­გ­ვ­ლივ ოდ­ნა­ვი ნი­ა­ვის გა­ტო­კე­ბაც კი მას­თან ასო­ცირ­დე­ბა. სამ­შობ­ლო­და­კარ­გუ­ლი, უამ­რავ­ტ­კი­ვილ­გა­მოვ­ლი­ლი ბე­ბია აფხა­ზეთ­ზე სა­უ­ბარს ოხ­ვ­რით და­ა­ყო­ლებს ნაღ­ვ­ლი­ან სიტყ­ვებს: „თით­ქოს ზღვა­ურ­მა და­უ­ბე­რა გულ­რიფ­შის სა­ნა­პი­რო­და­ნო“…

ჩე­მი არ­სე­ბო­ბის ყვე­ლა­ზე დი­დი გა­მარ­თ­ლე­ბა აფხა­ზე­თე­ლო­ბაა და მინ­და, ჩემს ცხოვ­რე­ბას ლე­იტ­მო­ტი­ვად უძღო­დეს სიტყ­ვე­ბი: „აფხა­ზე­თი სა­ქარ­თ­ვე­ლოა! ჩვენ დავ­ბ­რუნ­დე­ბით!“

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ­ბო­ბენ, დრო ყვე­ლაფ­რის მკურ­ნა­ლიაო, იმ ჭრი­ლო­ბას, რო­მე­ლიც აფა­ზე­თის და­კარ­გ­ვამ გა­მო­იწ­ვია, სის­ხ­ლი დღე­საც სდის და ის მა­რა­დი­უ­ლი ცეცხ­ლი­ვი­თაა, რო­მე­ლიც ოლიმ­პოს მთა­ზე გიზ­გი­ზებს.

არას­დ­როს, არას­დ­როს, არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ მო­შუშ­დე­ბა. თუ­კი ნამ­დ­ვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი მა­რა­დი­უ­ლია, ჩვე­ნი აფხა­ზე­თი­სად­მი გრძნო­ბაც გა­უ­ხუ­ნა­რია!

ყვე­ლა­ზე მე­ტად იმ აფხა­ზე­თის ნახ­ვა მინ­და, რო­მე­ლიც ჩე­მი მშობ­ლე­ბის თვა­ლებ­შია, რო­ცა მას­ზე სა­უბ­რო­ბენ… იმ აფხა­ზე­თის ნახ­ვა მინ­და, რო­მელ­მაც ასე­თი ძლი­ე­რი და ამ­ტა­ნი თა­ო­ბა გა­უ­ზარ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს. შე­რი­გე­ბა მინ­და, სიყ­ვა­რუ­ლი მინ­და… გულ­ში ჩა­ვი­ხუ­ტებ­დი და ვეტყო­დი: გი­ღებ ისეთს, რო­გო­რიც ხარ! მი­მი­ღე ისე­თი, რო­გო­რიც ვარ…

მა­რი ქარ­და­ვა, სსიპ აფხა­ზე­თის №7 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე

ჩემ­თ­ვის აფხა­ზე­თი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ულა­მა­ზე­სი და უმ­შ­ვე­ნი­ე­რე­სი კუთხეა, ად­გი­ლი, რო­მე­ლიც მდი­და­რია თა­ვი­სი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კულ­ტუ­რით, ღრმა ის­ტო­რი­ი­თა და თვა­ლის­მომ­ჭ­რე­ლი გა­რე­მო­თი, ყვე­ლა ქარ­თ­ვე­ლის დი­დი გუ­ლის ტკი­ვი­ლი, მო­ნატ­რე­ბუ­ლი კუთხე ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა. ჩე­მი ოჯა­ხი აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლია. ბე­ბია მიყ­ვე­ბო­და აფხა­ზეთ­ზე… ლა­მა­ზი, მუ­დამ მზი­ა­ნი მხა­რე, რო­მე­ლიც დღეს­დღე­ო­ბით ქარ­თ­ვე­ლე­ბის­თ­ვის შე­უღ­წე­ვა­დია. მის­თ­ვის ემო­ცი­უ­რი იყო მშობ­ლი­უ­რი მი­წა-წყლის და­ტო­ვე­ბა. აიძუ­ლეს იმ ად­გი­ლი­დან წა­სუ­ლი­ყო, რო­მელ­საც თა­ვი­სი ძა­ლა და ღო­ნე შე­ა­ლია. იქ, აფხა­ზეთ­ში, და­ტო­ვა ბავ­შ­ვო­ბა, ბედ­ნი­ე­რი წლე­ბი. რუ­სი აღ­ვი­ვებ­და სი­ძულ­ვილს ქარ­თ­ვე­ლებ­სა და აფხა­ზებს შო­რის. აწა­მებ­და სას­ტი­კად ქა­ლებ­სა და ბავ­შ­ვებს. რო­დე­საც მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი იწყე­ბენ იმ ამ­ბის გახ­სე­ნე­ბას, რაც აფხა­ზეთ­ში მოხ­და, ყვე­ლას თვალ­ზე ცრემ­ლი ად­გე­ბა. გვიყ­ვე­ბი­ან გმი­რე­ბის სა­ა­რა­კო ის­ტო­რი­ებს: ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა, რო­მე­ლიც გმი­რუ­ლად და­ი­ღუ­პა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ერ­თი­ა­ნო­ბის­თ­ვის ბრძო­ლა­ში; გუ­რამ გა­ბეს­კი­რია — მას მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ებ­მა მოს­თხო­ვეს და­­ჩო­ქილიყო, პა­ტი­ე­ბა ეთხო­ვა და ქარ­თ­ვე­ლე­ბის­თ­ვის შე­უ­რაცხ­ყო­ფა მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა, რა­ზეც უპა­სუ­ხა „არას­დ­როს, სა­ნამ ცოცხა­ლი ვარ!“. იგი, იმა­ვე დღეს, მთავ­რო­ბის წევ­რებ­თან ერ­თად, დახ­ვ­რი­ტეს; ვახ­ტანგ გი­გა­უ­რი, რო­მელ­მაც თა­ვი გა­წი­რა სამ­შობ­ლოს­თ­ვის, გუ­რამ ბე­რი­აშ­ვი­ლი და ა.შ. მე, რო­გორც დევ­ნი­ლი ოჯა­ხის შვი­ლი, გუ­ლით ვა­ტა­რებ აფხა­ზე­თის სიყ­ვა­რულს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იქ არას­დ­როს ვყო­ფილ­ვარ. თუმ­ცა, მშო­ბელ­თა მო­ნათხ­რო­ბით, ჩე­მი სიყ­ვა­რუ­ლი ამ მი­წი­სად­მი გამ­ძაფ­რ­და და, შე­სა­ბა­მი­სად, მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ვარ ამ და­ლოც­ვი­ლი კუთხის შვი­ლი. არას­დ­როს დად­გე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მო­მენ­ტი, რო­დე­საც შემ­რ­ცხ­ვე­ბა ვთქვა, რომ მე აფხა­ზე­თი­დან ვარ! მჯე­რა გა­მო­სა­ვა­ლი სიყ­ვა­რულ­შია. სწო­რედ, ის გა­ა­ქარ­ვებს სი­ძულ­ვილ­სა და უნ­დობ­ლო­ბას, რად­გან რაც სი­ძულ­ვილ­მა გა­ა­ცამ­ტ­ვე­რა, მას სიყ­ვა­რუ­ლი აღად­გენს. მო­ვა დრო და ას­რულ­დე­ბა ჩე­მი ყვე­ლა­ზე დი­დი ოც­ნე­ბა – ჩვენ დავ­ბ­რუნ­დე­ბით!

ჯე­ნი­ტა ქარ­და­ვა, სსიპ აფხა­ზე­თის №7 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე

აფხა­ზე­თი… სა­მოთხე დე­და­მი­წა­ზე… მო­ნატ­რე­ბის სიმ­ბო­ლოდ ქცე­უ­ლი. ახა­ლი თა­ო­ბის­თ­ვის მტკივ­ნე­უ­ლი და რთუ­ლი წარ­მო­სად­გე­ნია სადღაც შორს, ზღვა­ში ჩა­ძი­რუ­ლი ქა­ლა­ქე­ბი თუ სოფ­ლე­ბი. 1992-1993 წლებ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ში­ნე­ლე­ბამ მო­ი­ტა­ნა დრო­ე­ბით წარ­თ­მე­უ­ლი, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ჩვე­ნი „სუ­ლის ქვე­ყა­ნა“. ავად­სახ­სე­ნე­ბე­ლი 13 თვე და 13 დღე… სი­ცი­ვე, შიმ­ში­ლი, ცრემ­ლი, ტკი­ვი­ლი, გა­უცხო­ე­ბა… გოლ­გო­თად წო­დე­ბუ­ლი ჭუ­ბე­რის გზა… ათა­სო­ბით შე­წი­რუ­ლი სი­ცოცხ­ლე… სამ­შობ­ლოს შე­წი­რუ­ლი გმი­რე­ბი: ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა, ირაკ­ლი ამი­რე­ჯი­ბი, ზა­ურ თო­დუა, ნუგ­ზარ გვრი­ტიშ­ვი­ლი და სხვა უსა­ხე­ლო გმი­რე­ბი. ვფიქ­რობ, წლე­ბი და თა­ო­ბე­ბი კი არ გვა­შო­რებს, გვა­ახ­ლო­ებს კი­დე­ვაც ჩვენს ძვირ­ფას კუთხეს. სიყ­ვა­რუ­ლი არ ხუნ­დე­ბა! პი­რი­ქით, თა­ო­ბებ­თან და წლებ­თან ერ­თად, იზ­რ­დე­ბა, გა­მო­სა­ვა­ლიც, იმე­დიც და გა­მარ­ჯ­ვე­ბაც სწო­რედ მას­შია, რად­გან ვი­ცით და ბევ­რ­ჯე­რაც დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლა, რომ — „რაც მტრო­ბას და­უნ­გ­რე­ვია, სიყ­ვა­რულს უშე­ნე­ბია“. მო­ვა დრო, ქარ­თ­ვე­ლე­ბი დავ­ბ­რუნ­დე­ბით აფხა­ზეთ­ში და აფხა­ზებ­თან ერ­თად, რო­გორც წარ­სულ­ში, ერ­თურ­თის სიყ­ვა­რუ­ლით ავა­შე­ნებთ მშვი­დო­ბი­ან სა­ქარ­თ­ვე­ლოს! სწო­რედ ამ მიზ­ნით, სკო­ლა­ში ვსწავ­ლობთ აფხა­ზურს, რა­თა მტრო­ბით დან­გ­რე­უ­ლი, სიყ­ვა­რუ­ლით ავა­შე­ნოთ ჩვენ თა­ნა­მოძ­მე­ებ­თან ერ­თად!

და­მი­მა­ლავს თუ არა, რომ დევ­ნი­ლი ოჯა­ხი­დან ვარ? და­სა­მა­ლი რა მაქვს?! მე სწო­რედ იმით ვა­მა­ყობ, რომ ვარ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ულა­მა­ზე­სი კუთხი­დან და მქვია ქარ­თ­ვე­ლი! ასეთ დროს, ალ­ბათ, მხო­ლოდ და მხო­ლოდ, უდი­დე­სი სი­ა­მა­ყეა და­სა­მა­ლი… ჩე­მი დი­დი სურ­ვი­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლო ერ­თი­ა­ნი, ძლი­ე­რი და მშვი­დო­ბი­ა­ნი ვი­ხი­ლო! „აფხა­ზე­თი სა­ქარ­თ­ვე­ლოა“.

გვან­ცა ჯი­ქია, სსიპ აფხა­ზე­თის №10 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე

დე­და­ჩე­მი და მი­სი ოჯა­ხი, აფხა­ზე­თის ომის დაწყე­ბი­სას, სო­ხუმ­ში ცხოვ­რობ­დ­ნენ. ქარ­თუ­ლი სა­ჯა­რი­სო ნა­წი­ლე­ბი გან­ლაგ­დ­ნენ მდი­ნა­რე გუ­მის­თის გას­წ­ვ­რივ, მა­თი საცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის შო­რი-ახ­ლოს. პირ­ველ კვი­რებ­ში მძი­მე არ­ტი­ლე­რი­ის და­ბომ­ბ­ვე­ბი არ დაწყე­ბუ­ლა, თუმ­ცა ჩვე­ნე­ბის ავი­ა­ცია მუ­შა­ობ­და ში­გა­და­შიგ. პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი­დან­ვე გა­რეთ გას­ვ­ლა სა­ში­ში გახ­და, თავს აფა­რებ­დ­ნენ საცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში. არ იშო­ვე­ბო­და საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი, ში­ო­დათ. რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში ბა­ბუ­ამ გა­არ­კ­ვია, რომ გე­მი გა­დი­ო­და ფო­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით. გემ­ბან­ზე, დი­დი პრობ­ლე­მე­ბის და ბევ­რი მსურ­ვე­ლის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც მოხ­ვ­დ­ნენ ბე­ბია და ბავ­შ­ვე­ბი, ბა­ბუ­ა­ჩე­მი სო­ხუმ­ში დარ­ჩა. მზად იყ­ვ­ნენ ყვე­ლაფ­რის­თ­ვის, მაგ­რამ იმე­დი იმი­სა, რომ აფხა­ზეთ­ში მშვი­დად დაბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ, ჰქონ­დათ. დი­ლით ფოთ­ში იყ­ვ­ნენ უკ­ვე. მე­რე იყო ხან ერთ ნა­თე­სავ­თან, ხან მე­ო­რეს­თან ცხოვ­რე­ბის თვე­ე­ბი, ომის ჩქა­რა დას­რუ­ლე­ბის იმე­დით.

გად­მო­ცე­მით ვი­ცი, რომ აფხა­ზე­თი ულა­მა­ზე­სია, თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით და ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბით. ვოც­ნე­ბობ, მეც მქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა მო­ნათხ­რო­ბის ცხად­ში ნახ­ვის. მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლა ქარ­თ­ველს უნ­და აინ­ტე­რე­სებ­დეს ქვეყ­ნის ის­ტო­რია, გან­სა­კუთ­რე­ბით დევ­ნილს. ინ­ფორ­მა­ცია რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად და­მი­სერ­ჩავს, ასე­ვე ბე­ბია-ბა­ბუ­ის­გა­ნაც ხში­რად მეს­მის. ვი­ცი, რომ აფხა­ზე­თის ომ­ში 20 ათას­ზე მე­ტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და ბევ­რი უგ­ზო-უკ­ვ­ლოდ და­ი­კარ­გა.

სო­ხუმ­ზე დე­და და ბე­ბია-ბა­ბუა ხში­რად სა­უბ­რობს, ოჯა­ხუ­რი შეკ­რე­ბა ისე არ ჩა­ივ­ლის სო­ხუ­მუ­რი დრო რომ არ გა­იხ­სე­ნონ. გარ­კ­ვე­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მე­დი­ა­შიც ვაკ­ვირ­დე­ბი.

აფხა­ზე­თის ომს უამ­რა­ვი გმი­რი ყავს, უმ­რავ­ლე­სო­ბის ვი­ნა­ო­ბა უც­ნო­ბია. თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი გმი­რის სა­ხე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით შე­მოგ­ვ­რ­ჩა – ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა და გუ­რამ გა­ბეს­კი­რია გა­უ­ტეხ­ლო­ბის სიმ­ბო­ლოდ დარ­ჩე­ბი­ან.

ბი­ძა­ჩე­მი, და­ახ­ლო­ე­ბით, მე­ოთხე კლას­ში იქ­ნე­ბო­და, თურ­მე მი­სა­ღე­ბი ოთა­ხი­დან გა­ო­ცე­ბუ­ლი აკ­ვირ­დე­ბო­და რუ­სულ ვერ­ტ­მ­ფ­რე­ნებს, რომ­ლე­ბიც ქარ­თულ ცას ზვე­რავ­დ­ნენ — პა­ტა­რა მი­ა­მი­ტი ბი­ჭუ­ნა, რო­მე­ლიც ვერც კი აც­ნო­ბი­ე­რებს რა ხდე­ბა, გა­ო­ცე­ბუ­ლი აკ­ვირ­დე­ბა ცას, რო­მე­ლიც ასე­თი არას­დ­როს ენა­ხა.

არას­დ­როს და­მი­მა­ლავს, რომ ჩე­მი ოჯა­ხი აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლია. აფხა­ზე­თი სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია და ვფიქ­რობ, მას აუცი­ლებ­ლად და­ვიბ­რუ­ნებთ. უფ­რო­სი თა­ო­ბა, რო­მელ­საც უცხოვ­რია აფხა­ზეთ­ში, იმ სურ­ვი­ლით ცხოვ­რობს, რომ და­უბ­რუნ­დეს სა­კუ­თარ სახლ-კარს. ვფიქ­რობ აფხა­ზეთს წლე­ბი ვერ დაგ­ვა­შო­რებს.

მინ­და, ჩემ­მა თა­ო­ბამ მა­ინც იცხოვ­როს თა­ვი­სუ­ფალ, დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. მჯე­რა, რომ ჩვენ ვართ ის თა­ო­ბა, რო­მე­ლიც და­იბ­რუ­ნებს აფხა­ზეთს.

მე­გი მი­ქაია, სსიპ აფხა­ზე­თის №10 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე

ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­ი­ბად­ნენ და გა­ი­ზარ­დ­ნენ აფხა­ზეთ­ში, დე­და­ჩე­მის ყო­ვე­ლი ბავ­შ­ვო­ბის მო­გო­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია აფხა­ზეთ­თან, იქა­ურ სახ­ლ­თან, სკო­ლას­თან, მე­გობ­რებ­თან და ახ­ლობ­ლებ­თან. თუმ­ცა, ომის გა­მო, მო­უ­წია ყვე­ლაფ­რის და­ტო­ვე­ბა, რა­მაც, რო­გორც ყვე­ლა დევ­ნილს, მა­საც დი­დი ტკი­ვი­ლი მი­ა­ყე­ნა.

ფო­ტო­ე­ბი­დან ვი­ცი რო­გო­რი იყო აფხა­ზე­თი ომამ­დე და რო­გო­რია ახ­ლა. ომის შე­სა­ხე­ბაც მაქვს ზო­გა­დი ინ­ფორ­მა­ცია, მაგ­რამ, რა თქმა უნ­და, მე­ტის გა­გე­ბა მსურს.

ძა­ლი­ან ხში­რად სა­უბ­რო­ბენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი იქა­უ­რო­ბა­ზე, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც მუდ­მი­ვად აქ­ტუ­ა­ლუ­რია აფხა­ზე­თის თე­მა, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ხში­რად სკო­ლა­ში გვაწ­ვ­დი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას ამ თე­მის შე­სა­ხებ.

აფხა­ზე­თის გმი­რე­ბი­დან, პირ­ველ რიგ­ში, მახ­სენ­დე­ბა ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა, გე­ნო ადა­მია, გუ­რამ გა­ბეს­კი­რია… ეს მხო­ლოდ მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლებ­მაც თა­ვი დაგ­ვა­მახ­სოვ­რეს, რო­გორც „აფ­ზა­ზე­თის ომის გმი­რებ­მა“.

ყვე­ლა­ზე მძი­მე მო­გო­ნე­ბა, რო­მე­ლიც ჩემს ოჯახს უკავ­შირ­დე­ბა — აფხა­ზეთს რომ ტო­ვებ­დ­ნენ, თვით­მ­ფ­რი­ნავ­ში უნ­და ასუ­ლიყ­ვ­ნენ, ერთ-ერ­თ­მა კაც­მა, რო­მე­ლიც ხალხს ანა­წი­ლებ­და, დე­და­ჩე­მის ბე­ბი­ას ხე­ლი ჰკრა, ბე­ბი­ამ წო­ნას­წო­რო­ბა და­კარ­გა და და­ე­ცა, ამი­ტომ მის და­სახ­მა­რებ­ლად ყვე­ლა ჩა­მო­ვი­და, უკან ას­ვ­ლა კი ვე­ღარ მო­ას­წ­რეს. თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი აფ­რინ­და, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან მა­ლე ჩა­მო­ვარ­და და მათ თვალ­წინ და­ი­ფერ­ფ­ლა… ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ამ ის­ტო­რი­ის მოს­მე­ნა იყო.

მუდ­მი­ვად ტრი­ა­ლებს ჩვენს ოჯახ­ში აფხა­ზე­თთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, რო­ცა სა­ნა­თე­სავო იკ­რი­ბე­ბა, იხ­სე­ნე­ბენ სახ­ლებს, ქა­ლაქს, სა­დაც მათ სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი გა­ა­ტა­რეს. მგო­ნია, რომ ეს სიყ­ვა­რუ­ლი და იქ დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლი არას­დ­როს გაქ­რე­ბა.

ნი­ნო ცირ­და­ვა, სსიპ აფხა­ზე­თის №10 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე

აფხა­ზე­თის შე­სა­ხებ საკ­მა­ოდ ბევ­რი რამ ვი­ცი ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან, ვი­ცი ომამ­დე­ლი პე­რი­ო­დიც, ომის პე­რი­ო­დიც და ომის შემ­დ­გო­მი პე­რი­ო­დე­ბიც, რად­გა­ნაც ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რებს უშუ­ა­ლო შე­ხე­ბა ჰქონ­დათ ამ მოვ­ლე­ნებ­თან, მაგ­რამ, რა თქმა უნ­და, რაც დრო გა­დის, უფ­რო მე­ტის გა­გე­ბის სურ­ვი­ლი მიჩ­ნ­დე­ბა.

ომის დაწყე­ბამ­დე მა­მა­ჩე­მი, ოჯახ­თან ერ­თად, ბიჭ­ვინ­თა­ში ცხოვ­რობ­და. ომის დროს, მშობ­ლებ­თან და ძმას­თან ერ­თად, ბიჭ­ვინ­თი­დან გე­მით წა­მო­ვი­და. ამ გე­მით აფხა­ზებს თა­ვი­ან­თი ოჯა­ხე­ბი გაჰ­ყავ­დათ, კა­პი­ტა­ნი ბა­ბუ­ას მე­გო­ბა­რი აღ­მოჩ­ნ­და და დახ­მა­რე­ბა შეს­თა­ვა­ზა, გემ­ში შე­ა­პა­რა და სოჭ­ში უსაფ­რ­თხოდ გა­და­იყ­ვა­ნა, სა­ი­და­ნაც ფოთ­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ, ფო­თი­დან კი – ჩხო­როწყუ­ში.

თა­ვის­თა­ვად, ძი­რი­თა­დად, აფხა­ზე­თის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჩე­მი ბე­ბი­ის­გან ვი­ღებ. ის ძა­ლი­ან ხში­რად მიყ­ვე­ბა აფხა­ზეთ­ში ცხოვ­რე­ბი­სა და ომის ამ­ბებს. ასე­ვე, სკო­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­შიც იყო რამ­დე­ნი­მე თე­მა აფხა­ზეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თა­ნაც რო­გორც იცით ჩვე­ნი სკო­ლა აფხა­ზე­თის N10 სა­ჯა­რო სკო­ლაა და ხში­რად გვაქვს ამ თე­მას­თან შე­ხე­ბა.

შე­მიძ­ლია აფხა­ზე­თის ომის გმი­რე­ბიც ჩა­მო­გით­ვა­ლოთ: და­ვით ფეტ­ვი­აშ­ვი­ლი, ზა­ურ თო­დუა, რო­ინ შა­მუ­გია, ზუ­რაბ ჯი­დოშ­ვი­ლი…

ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რია ის­ტო­რი­ე­ბის მოს­მე­ნა, რაც ჩემ­მა ოჯახ­მა და და­ნარ­ჩენ­მა ოჯა­ხებ­მა გა­მო­ი­ა­რეს. თუმ­ცა, ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რი მა­ინც აფხა­ზე­თი­დან წა­მოს­ვ­ლის ამ­ბა­ვია. მა­მა­ჩე­მი და ბი­ძა­ჩე­მი პა­ტა­რე­ბი იყ­ვ­ნენ და ვერ იაზ­რებ­დ­ნენ რა ხდე­ბო­და, მათ ზღვა­ზე ბა­ნა­ო­ბა უნ­დო­დათ და მშობ­ლებს გა­მო­ე­პარ­ნენ და­უნ­დო­ბე­ლი ომის დროს. ბე­ბო და ბა­ბუ შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი გა­ე­კიდ­ნენ და სწო­რედ იმ სა­ნა­პი­რო­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს ის გე­მი, რომ­ლი­თაც შემ­დ­გომ აფხა­ზე­თი­დან წა­მოს­ვ­ლა შეძ­ლეს.

ბე­ბია თით­ქ­მის ყო­ველ დღე სა­უბ­რობს აფხა­ზეთ­ზე და მის ულა­მა­ზეს ქა­ლა­ქებ­ზე. მი­სი­ვე მო­ნა­ყო­ლით ვი­ცი აფხა­ზე­თის ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბიც – ბე­დი­ის მო­ნას­ტე­რი, ფოქ­ვე­შის ეკ­ლე­სია, აბ­რ­ს­კი­ლის მღვი­მე და თოვ­ლი­ა­ნი უფ­ს­კ­რუ­ლი.

ჩე­მი ყვე­ლა­ზე დი­დი სურ­ვი­ლი და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა და მშვი­დო­ბი­ა­ნად ცხოვ­რე­ბაა. ჩე­მი აზ­რით, ჩვენს თა­ო­ბა­ში აფხა­ზე­თი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი არ გა­ხუ­ნე­ბუ­ლა და არც არას­დ­როს გა­ხუნ­დე­ბა. რაც უფ­რო მე­ტი დრო გა­დის, მით უფ­რო იმა­ტებს უკან დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლი.

#27სექტემბერი  #სოხუმისდაცემა 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები