13 ოქტომბერი, კვირა, 2024

ჩემი პროექტული სწავლება

spot_img

ადონა წივწივაძე
ქალაქ ბათუმის №8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი

 

 

პროექტი: ქართული აბრეშუმი – ბოჭკოთა დედოფალი

ჩემი პრაქტიკის მთავარი პრინციპია მოსწავლეებისთვის პრაქტიკული დავალების მიცემა, მათი წახალისება და სათანადო გამოხმაურების მიწოდება, რათა შემდგომში გაითვალისწინონ და სწორად იმოქმედონ. ყოველივე ეს ხელს უწყობს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, ანალიტიკური და კრიტიკულ აზროვნების, გადაწყვეტილებების მიღების, პრობლემის გადაჭრის, სოციალური და თანამშრომლობითი ურთიერთობების უნარების განვითარება/ჩამოყალიბებას.

ამიტომ, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული 21-ე საუკუნის გამჭოლი უნარებისა და ღირებულებების კომპეტენციებიდან, ბიოლოგიის სწავლებისას, პრიორიტეტს ვანიჭებ კეთებით სწავლას. მისი განხორციელება შესაძლებელია ექსპერიმენტებით, კვლევებითა და ცდებით. ამ დროს მოსწავლე განსაზღვრავს აქტივობის ღირებულებას, შესაბამისად გეგმავს დავალებას და გამოკვეთს მთავარი მიზანს; აყალიბებს სამუშაოს წარმატებით შესრულების კრიტერიუმებს, განსახორციელებელი სამუშაოს ეტაპებს, რა გაუადვილდება, რა გაუძნელდება, რაში დასჭირდება დახმარება; ახერხებს სტრატეგიების მიზანშეწონილად შერჩევას სამუშაოს თითოეული ეტაპისათვის, სწავლის პროცესის მონიტორინგსა და სოციოემოციურ მართვას, ასევე, ცალკეული საქმიანობისთვის გამოყოფილი დროის ეფექტურად გამოყენებას.

საკლუბო მუშაობის წარმართვა, ძირითადად, დამყარებულია პროექტულ სწავლებაზე, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის სამივე კატეგორიის განვითარებას. ზუსტად ამას პასუხობს ხელით კეთების მეთოდი, რომელიც ექსპერიმენტებით, კვლევებითა და ცდებით მტკიცდება. სკოლაში ფუნქციონირებს ეკოკლუბი ,,ჩვენი გარემო“, რომელიც მიზნად ისახავს, მარტივი და საინტერესო ექსპერიმენტებით, მოსწავლეების ჩართვას მუშაობის პროცესში, სადაც თავად გახდებიან აღმოჩენების ავტორები, რაც გამოიწვევს მოტივაციის ამაღლებას და ინტერესის ზრდას კლუბის მიმართ. ამას ხელს უწყობს პროექტული სწავლება, რაც გულისხმობს კონკრეტული მიზნის მისაღწევად განხორციელებული ღონისძიებების ერთობლიობას დროის გარკვეულ მონაკვეთში.

სკოლაში დავგეგმეთ პროექტი აბრეშუმის ჭიის (მურის) მოვლა-პატრონობის შესახებ. საქართველოში აბრეშუმის ძაფის მიღებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, ვფიქრობთ, ქვეყნის ეკონომიკის გასაძლიერებლად მსუბუქი მრეწველობის ეს დარგი უნდა აღდგეს. ამიტომ მოსწავლეებს, ფორმალურ განათლებათან ერთად, არაფორმალურ გარემოშიც უნდა ავუმაღლოთ ცნობიერება ამ საკითხის მიმართ, უნდა ვასწავლოთ, როგორ მოუარონ მურებს და როგორ მიიღონ აბრეშუმის ძაფი.

რადგან ამ მწერის და მისი მნიშვნელობის შესახებ სახელმძღვანელოში მწირი ინფორმაციაა მოცემული, გადავწყვიტეთ, ეკოკლუბში გვემუშავა საკითხების ირგვლივ, მოგვეძიებია ინფორმაცია მისი მოვლა პატრონობის შესახებ და პრაქტიკულადაც განგვეხორციელებინა. ჩვენ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტის ქართული აბრეშუმი – ბოჭკოთა დედოფალი“ მიზანი იყო:

♦ გარემოში დამოუკიდებლად ორიენტირებისა და კვლევის უნარის გამომუშავება;

♦ საქართველოსა და თუთის აბრეშუმხვევიას შესახებ მოძიებული ინფორმაციის გაანალიზება;

♦ პრაქტიკულად, ექსპერიმენტის გზით, ქართული აბრეშუმის მიღება;

♦ მიღებული ცოდნისა და შეძენილი გამოცდილების ყოფა-ცხოვრებაში გამოყენება და გაზიარება.

ამრიგად, პროექტული სწავლება და საკლუბო მუშაობა ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას შესასწავლი საგნების მიმართ. მოსწავლეებს, ინტერაქტიურ გარემოში, საშუალება ეძლევათ, სხვადასხვა დავალებისა და აქტივობის შესრულების დროს, ეფექტურად გადალახონ არსებული ბარიერები და სიძნელეები; გაუჩნდეთ ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ.

ჩემ მიერ განხორციელებული პროექტის ამსახველი ყველა მასალა (პროექტის გეგმა, პრაქტიკული საქმიანობის ამსახველი ვიდეომასალა) განთავსებულია გუგლ დრაივში (იხილეთ ბმულები)

აბრეშუმი ბოჭკოთა დედოფალი თეორიული მასალა 

ვიდეო მასალა

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები