18 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

ჩე­მი პირ­ვე­ლი კონ­ფე­რენ­ცია, რო­გორც მო­ტი­ვა­ცია შემ­დ­გო­მი წარ­მა­ტე­ბე­ბის­თ­ვის

spot_img

 

მა­რი­ამ ლო­მი­ძე

სსიპ გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სარ­თი­ჭა­ლის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლე

21-ე სა­უ­კუ­ნე გა­მოწ­ვე­ვე­ბის და სი­ახ­ლე­ე­ბის სა­უ­კუ­ნეა. გვეძ­ლე­ვა საშუ­ა­ლე­ბა, თი­თოე­ულ­მა ჩვენ­გან­მა გა­მო­ვამ­ჟ­ღავ­ნოთ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ვიშ­რო­მოთ და გავ­ხ­დეთ ჩვე­ნი თა­ვის სა­უ­კე­თე­სო ვერ­სი­ე­ბი! თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნა ყო­ველ­თ­ვის მო­ითხოვს შე­ჯა­მე­ბას, ანა­ლიზს და შემ­დეგ სა­კუ­თა­რი ცოდ­ნის გა­ზი­ა­რე­ბას, რა­თა მი­ი­ღო მსმე­ნე­ლის­გან შე­სა­ბა­მი­სი უკუ­კავ­ში­რი. ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას კი გვაძ­ლევს კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ხო­და, მეც აღარ და­ვა­ყოვ­ნე, ცო­ტა ღელ­ვით, მაგ­რამ მას­წავ­ლებ­ლის, ცირა ასათიანის თა­ნად­გო­მით, გა­დავ­წყ­ვი­ტე გა­მეგ­ზავ­ნა ნაშ­რო­მი მოს­წავ­ლე­თა კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე. მინ­და ჩე­მი, რო­გორც მომ­ხ­სე­ნებ­ლის, გა­მოც­დი­ლე­ბა გა­გი­ზი­ა­როთ.

„მოს­წავ­ლე­თა 77-ე სას­წავ­ლო-კვლე­ვით კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე“ გა­ვი­ტა­ნე თე­მა – „ბირ­თ­ვუ­ლი სინ­თე­ზი“. მე და ცი­რა მას­წავ­ლე­ბე­ლი, რამ­დე­ნი­მე გაკ­ვე­თი­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვაწყობ­დით გეგ­მას თუ რა ში­ნა­არ­სის უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ჩე­მი თე­მა. ცი­რა მას­წავ­ლე­ბე­ლი მაძ­ლევ­და მი­თი­თე­ბებს და რჩე­ვებს, რის შე­დე­გა­დაც მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი მე­ტად სა­ხა­ლი­სო და მარ­ტი­ვი აღ­მოჩ­ნ­და. ერთ დროს უც­ნო­ბი სა­კითხე­ბი ბირ­თ­ვულ სინ­თეზ­ზე საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მეჩ­ვე­ნა. ყო­ვე­ლი ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია უფ­რო და უფ­რო მეტ ინ­ტე­რესს აღ­ძ­რავ­და ჩემ­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხი­სად­მი. გა­მიჩ­ნ­და სურ­ვი­ლი, ფარ­თო აუდი­ტო­რი­ას გა­ეც­ნო ჩე­მი თე­მა. ვფიქ­რობ, სა­ინ­ტე­რე­სო პრე­ზენ­ტა­ცია გა­მო­ვი­და მსმე­ნელ­თათ­ვის. ამის და­მა­დას­ტუ­რებ­ლად მი­ვიჩ­ნევ იმ უკუ­კავ­შირს, რაც დარ­ბაზ­ში მსხდო­მი მსმე­ნე­ლე­ბის­გან წა­მო­ვი­და.

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას, ძა­ლი­ან ვღე­ლავ­დი, მაგ­რამ ჩე­მი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­თა და ხალ­ხ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ეს ჩემ­თ­ვის დი­დი მო­ტი­ვა­ციაა. ნელ-ნე­ლა დავ­ძ­ლიე აუდი­ტო­რი­ის წი­ნა­შე წარ­დ­გო­მის ში­ში. თით­ქოს, მო­მე­მა­ტა სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რწმე­ნა, გავ­ხ­დი უფ­რო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი და მივ­ხ­ვ­დი, რომ დი­დი ნა­ბი­ჯი გა­დავ­დ­გი მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბის­კენ.

ბო­ლოს, მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს სკო­ლას და დი­რექ­ტორს, ქალ­ბა­ტონ მა­რი­ამ გენ­გაშ­ვილს, რად­გან ის გვაძ­ლევს სტი­მულს ვის­წ­რა­ფო­დეთ გან­ვი­თა­რე­ბის­კენ, და­ვე­უფ­ლოთ 21-ე სა­უ­კუ­ნის უნა­რებს; მად­ლო­ბას ვუხ­დი ცი­რა მას­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც და­უ­ღა­ლა­ვად გვერ­დ­ში მედ­გა მთე­ლი ამ დრო­ის მან­ძილ­ზე; არ შე­მიძ­ლია არ აღ­ვ­ნიშ­ნო გარ­დაბ­ნის მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბის სახ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბა, რომ ჩვენ, მოს­წავ­ლე­ებს, სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით დატ­ვირ­თულ აქ­ტი­ვო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვეძ­ლე­ვა. თქვენ გვაძ­ლევთ მო­ტი­ვა­ცი­ას!

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები