ჩე­მი პე­და­გო­გი­უ­რი ოდი­სეა

919

„ეს რა სო­ფე­ლი გა­ფურ­ჩ­ქ­ნი­ლა ასე ლა­მა­ზი,

კლდით ატე­ხი­ლი კი­დე­ე­ბით ბა­ღე­ბი სუნ­თ­ქავს,

ჩანს უფ­ლის­ცი­ხის სი­ლუ­ე­ტი დე­ვის ნა­ხა­ტი,

გაშ­ლი­ლა ვა­ზი და ფუტ­კარ­საც სიმ­ღე­რა უთ­ქ­ვამს“…

ასე ლა­მა­ზად და­ხა­ტა ქარ­თ­ლის შუ­ა­გულ­ში მდე­ბა­რე სო­ფე­ლი ქვახ­ვ­რე­ლი არ­ნოლდ ჩი­ქო­ბა­ვამ. აქ და­ვი­ბა­დე, გა­ვი­ზარ­დე, და­ვამ­თავ­რე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა. შემ­დეგ სწავ­ლა გა­ვაგ­რ­ძე­ლე ჯერ გო­რის ეკო­ნო­მი­კურ ინ­ს­ტი­ტუტ­ში, შემ­დეგ (რა გინდ უც­ნა­უ­რა­დაც უნ­და ჟღერ­დეს პრო­ფე­სი­ა­თა ასე­თი კონ­ტ­რას­ტი) ცხინ­ვა­ლის სა­ხელ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე.

სო­ფელ­ში და­ვო­ჯახ­დი და სოფ­ლის სკო­ლა­ში და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლად. 16 წე­ლი დი­დი სიყ­ვა­რუ­ლით ვა­კე­თებ­დი ჩემს საქ­მეს. იყო ბევ­რი წარ­მა­ტე­ბა, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა 3 სა­გან­ში (ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბი I-IV, ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენა).

გარ­კ­ვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო ჩე­მი პე­და­გო­გი­უ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა ქვე­მო ქარ­თ­ლ­ში გაგ­რ­ძელ­და — ქ. რუს­თა­ვის ჟ. შარ­ტა­ვას სა­ხე­ლო­ბის №4 სა­ჯა­რო სკო­ლაში დაწყე­ბი­თი კლა­სის მას­წავ­ლებ­ლად და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა. აქ იწყე­ბა ჯიპ­რა­ი­დის ტრე­ნინ­გე­ბი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თ­ვის სა­სი­ა­მოვ­ნოდ მახ­სენ­დე­ბა. ტრე­ნე­რე­ბი — ია რო­ბა­ქი­ძე და ნო­ნა არე­ვა­ძე-კო­ტო­რაშ­ვი­ლი. მათ­გან ვი­გებ, რომ ისი­ნი უკ­ვე წლე­ბია ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბებს ქარ­თულ ენას ას­წავ­ლი­ან. დი­დი ინ­ტე­რე­სი გა­მიჩ­ნ­და და გა­დავ­წყ­ვი­ტე მე­ცა­და. პრო­ექტს მა­შინ „ვას­წავ­ლოთ ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენა“ ერ­ქ­ვა. დავ­რე­გის­ტ­რირ­დი, გა­ვი­ა­რე გა­სა­უბ­რე­ბა და რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ ზა­რი გა­ის­მა ტე­ლე­ფონ­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო ამ­ბით — „გი­ლო­ცავთ, თქვენ წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რეთ გა­სა­უბ­რე­ბა“… და ამიყ­ვა­ნეს.

ჩე­მი პე­და­გო­გი­უ­რი ოდი­სეა ამ­ჟა­მად ჯა­ვა­ხეთ­ში გრძელ­დე­ბა.

ახ­ლა -20, -21 გრა­დუ­სი ყინ­ვაა. ზღვის დო­ნი­დან 1700მ-ზე, მთის ძირ­ში შე­ფე­ნი­ლი სო­ფე­ლი, მო­ლი­პულ გზა­ზე მი­მა­ვა­ლი ვცდი­ლობ, ფე­ხი არ და­მიც­დეს. თან ერ­თი სუ­ლი მაქვს, სკო­ლა­ში შე­ვას­წ­რო ამ გა­უ­საძ­ლის ყინ­ვას. გა­რეთ ყვე­ლა­ფე­რი უკაც­რი­ე­ლი მეჩ­ვე­ნე­ბა, მაგ­რამ სკო­ლის კარს ვა­ღებ და ბავ­შ­ვე­ბის ჟრი­ა­მუ­ლი ის­მის, სა­დაც უკ­ვე მეს­მის ბევ­რი ქარ­თუ­ლი სიტყ­ვა. „გა­მარ­ჯო­ბას“ ხომ ყო­ველ შეხ­ვედ­რა­ზე მე­უბ­ნე­ბი­ან, დღე­ში რამ­დენ­ჯე­რაც შემ­ხ­ვ­დე­ბი­ან. თვა­ლებ­ში სხი­ვი უბ­რ­წყი­ნავთ.

აქ მთა­ში, ეთ­ნი­კუ­რად სო­მე­ხი მო­სახ­ლე­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მო­ხა­ტავს ჩა­მო­სულ, სტუ­მარ მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­მართ. მე მგო­ნი მე სტუმ­რად აღარ ვით­ვ­ლე­ბი, უკ­ვე მა­თი ნა­წი­ლი ვარ. 8 წე­ლი სტუმ­რო­ბა ვის გა­უ­გია?!

ამ წლებს უშე­დე­გოდ არ ჩა­უვ­ლია. მრა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბა, სი­ხა­რუ­ლი, სა­სი­ა­მოვ­ნო დღე­ე­ბი, სირ­თუ­ლე­ე­ბიც მახ­სენ­დე­ბა მოს­წავ­ლე­ებ­თან და პე­და­გო­გებ­თან ერ­თად. ენით აღუ­წე­რე­ლი შრო­მა, გა­თე­ნე­ბუ­ლი ღა­მე­ე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, სკო­ლის მკვიდ­რი ვარ, რო­მე­ლიც 8-9სთ-ზე და ბევ­რ­ჯერ 12 სა­ათ­ზეც ვტო­ვებ­დი სკო­ლას, მაგ­რამ შე­დე­გე­ბი დაღ­ლას გა­ვიწყებს, სტი­მულს გაძ­ლევს, უფ­რო მე­ტი აკე­თო. სა­ნაც­ვ­ლოდ, ყო­ველ წე­ლი­წადს ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სტუ­დენ­ტ­თა რიცხ­ვი იზ­რ­დე­ბა, ქარ­თუ­ლი ენის კურ­სი, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბა, 18 მას­წავ­ლებ­ლი­დან სკო­ლა­ში 9 სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­თაც ფა­სი­ლი­ტა­ცი­ას ვუ­წევ­დი. პრო­ექ­ტე­ბი, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, ექ­ს­კურ­სი­ე­ბი… და ამ გზა­ზე ყო­ველ­თ­ვის ვგრძნობ­დი პრო­ექ­ტის მხარ­და­ჭე­რას.

ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სია მაქვს — მე მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ.

მას­წავ­ლებ­ლის მი­ზა­ნი ხომ ის არის, საგ­ნის სწავ­ლე­ბით მოს­წავ­ლის ცხოვ­რე­ბა ბედ­ნი­ე­რი და სა­ინ­ტე­რე­სო გა­ხა­დოს, და­ეხ­მა­როს სა­კუ­თა­რი თა­ვის, სა­კუ­თა­რი ად­გი­ლის პოვ­ნა­ში. წლე­ბის შემ­დეგ, რო­ცა გან­ვი­თა­რე­ბულ, სრულ­ფა­სო­ვან მო­ქა­ლა­ქედ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ ჩემს მოს­წავ­ლე­ებს ვხვდე­ბი, ვრწმუნ­დე­ბი, რომ მე და ჩემ­მა სა­გან­მა, ჩემ­მა პროგ­რა­მამ „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა“, კო­ლე­გებ­მა, მო­ვა­ხერ­ხეთ ძა­ლი­ან კარ­გი საქ­მის კე­თება — სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა რა პრო­ფე­სი­ის იქ­ნე­ბი­ან, მთა­ვა­რია, ისი­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან და მა­თი ინ­ტეგ­რა­ცია მოხ­და ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, მათ იპო­ვეს სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი ცხოვ­რე­ბა­ში. ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბით მათ ვუ­მარ­ტი­ვებთ ცხოვ­რე­ბას და ჩა­კე­ტი­ლი სივ­რ­ცი­დან ფარ­თო ას­პა­რეზ­ზე გას­ვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბას ვაძ­ლევთ.

ყო­ველ კვი­რას მი­ვუყ­ვე­ბი ჯა­ვა­ხე­თის გზას. არ ვი­ცი რო­დემ­დე გაგ­რ­ძელ­დე­ბა ჩე­მი პე­და­გო­გი­უ­რი ოდი­სეა, მაგ­რამ ვი­ცი, რომ ეს ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია. ვი­სურ­ვებ­დი, რომ ბო­ლოს თა­მა­მად მეთ­ქ­ვას — „მი­სია შეს­რუ­ლე­ბუ­ლია“.

ვე­ნე­რა მღებ­რიშ­ვი­ლი
ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მა­ჭა­ტი­ის სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გო­გი

დატოვეთ კომენტარი