21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

ჩე­მი ოც­ნე­ბა გა­ლის სკო­ლა­ში ქარ­თუ­ლი ენის გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბაა

spot_img

 

გა­ვი­და დრო და ამ პა­ტა­რა ბი­ჭის ოც­ნე­ბა ახ­და – ის მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­და. მას­წავ­ლებ­ლო­ბა­ზე მე­ოც­ნე­ბე ბი­ჭი ვარ მე, ზვი­ად ფი­ფია, მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კა­ჩა­გა­ნის N1 სა­ჯა­რო სკო­ლის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი. ამ სკო­ლა­ში პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას 2010 წლი­დან ვე­წე­ვი, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან მოს­წავ­ლე­ებს ქარ­თულ ენას ვას­წავ­ლი და ვაყ­ვა­რებ. არა მხო­ლოდ მოს­წავ­ლე­ებს, ჩე­მი ამ სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან მთელ თემს, კო­ლე­გებს, მშობ­ლებს, ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს ვას­წავ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო ენას. ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ვქმნი ადაპ­ტი­რე­ბულ რე­სურ­სებს, ერ­თობ­ლი­ვად ვგეგ­მავთ და ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბას, რაც ხელს უწყობს ქარ­თუ­ლი ენის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბას ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

სას­წავ­ლო პრო­ექ­ტე­ბი, ექ­ს­კურ­სი­ე­ბი, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სე­ბი, ქარ­თუ­ლი ენის თუ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი და გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, კა­ლიგ­რა­ფი­ის კონ­კურ­სი – ეს იმ აქ­ტი­ვო­ბა­თა არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რა­საც ჩემს სკო­ლა­ში ვა­ხორ­ცი­ე­ლებ.

ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­ა­მა­ყოა, რომ ჩე­მი იქ ჩას­ვ­ლის შემ­დეგ გა­ი­ზარ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ჩა­ბა­რე­ბის მსურ­ველ­თა რიცხ­ვი კა­ჩა­გა­ნის სკო­ლი­დან და დღეს ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი ჩე­მი კო­ლე­გე­ბი არი­ან. ერთ-ერ­თი მათ­გა­ნი ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლია.

მარ­თა­ლია, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და, მაგ­რამ რა­ი­ო­ნუ­ლი ცენ­ტ­რი­დან შორს მდე­ბა­რე სო­ფელ­ში სულ სხვა გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დავ­დე­ქი – დამ­ჭირ­და სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის მე­ტი ძა­ლის­ხ­მე­ვის და­ხარ­ჯ­ვა, ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნა ენობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ვეს­წ­რე­ბო­დი მე­ო­რე ენის მი­მარ­თუ­ლე­ბით მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლის მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ ყვე­ლა ტრე­ნინგს, დაგ­რო­ვილ ცოდ­ნას კი ჩემს კო­ლე­გებს ვუ­ზი­ა­რებ­დი, ვეს­წ­რე­ბო­დი და ვის­წ­რებ­დი გაკ­ვე­თი­ლებ­ზე.

ჩე­მი, რო­გორც ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის მას­წავ­ლებ­ლის მი­ზა­ნია, ჩემს მოს­წავ­ლე­ებს ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეს ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის გან­ც­და. ვცდი­ლობ, შე­ვაყ­ვა­რო ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლის პრო­ცე­სი და სამ­შობ­ლო­სა და მი­სი კულ­ტუ­რის მი­მართ ჰქონ­დეთ პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

პან­დე­მი­ის დროს აფხა­ზე­თის იმ პა­ტა­რა ქა­ლა­ქი­დან ვა­ტა­რებ­დი სა­ხელ­მ­წი­ფო ენის გაკ­ვე­თი­ლებს ეთ­ნი­კუ­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. ახ­ლა ჩე­მი ოც­ნე­ბა გა­ლის სკო­ლა­ში ქარ­თუ­ლი ენის გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბაა.

ზვი­ად ფი­ფია

მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კა­ჩა­გა­ნის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები