27 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

ჩე­მი ნა­მუშ­ვ­რე­ბი იმას ყვე­ბი­ან, რა­ზეც თი­თო­ე­უ­ლი მნახ­ვე­ლი თა­ვი­სი აღ­ქ­მით ალა­პა­რა­კებს

spot_img
თვითნასწავლი მოქანდაკით ჩვენი გაზეთი, პირველად, 2014 წელს დაინტერესდა. 16 წლის რაჭველი ბიჭი – ზაურ გამყრელიძე ლიტვაში ჩატარებული კონკურსის „თანამედროვეობის ამბები“ გამარჯვებული გახდა. ზაურს მაშინ ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, აირჩევდა თუ არა მოქანდაკის პროფესიას, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებაზე ოცნებობდა. პლასტილინისგან ქანდაკებების ძერწვა 14 წლისამ დაიწყო, სხვადასხვა ფიგურებს ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში ქმნიდა. ამ ქანდაკებებმა, თვითნასწავლ მოქანდაკეს, 22 წლის ასაკში, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში გაამარჯვებინა.
 ზაური ახლა თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობს. საყვარელ საქმიანობასაც აგრძელებს და თავის შემოქმედებით ნიჭს ქანდაკების ხელოვნებაში კიდევ უფრო საინტერესოდ წარმოაჩენს. მისი ექსპრესიული და კონცეპტუალური სკულპტურები ჩვენს რეალობას ეხმაურება. ყველა ფიგურა ინდივიდუალურია, თავისი ისტორია აქვს და საკუთარ სათქმელს გვიყვება. ისინი ავტორის პროტესტს გამოხატავენ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების მიმართ. მეტალის კარკასი, პლასტილინი და, საბოლოოდ, ბრინჯაოში ჩამოსხმული ნამუშევრები, მოქანდაკის თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. უსახელო ფიგურები მძაფრად და საინტერესოდ გადმოგვცემენ ავტორის განსხვავებულ სათქმელს: „საზოგადოებისთვის მიუღებელი არ უნდა იყოს განსხვავებული აზრი. რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება მსოფლიო, გაცილებით საინტერესო იქნება ცხოვრება. არ შეიძლება განხვავებული აზრის მქონე ადამიანს უპატივცემლოდ მოექცე და ხელი შეუშალო განვითარებაში. ერთმანეთის პატივისცემა არის ის უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტი, რაზეც დგას ყველაფერი, რითაც ვამაყობთ და რაც გვეხმარება, უკეთ ვიცხოვროთ მომავალში!“

— ზა­ურ, რა მოგ­ცა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში გა­ტა­რე­ბულ­მა ბავ­შ­ვო­ბის წლებ­მა?

— და­ვი­ბა­დე 1998 წლის აგ­ვის­ტო­ში, ონ­ში. სკო­ლაც იქ და­ვამ­თავ­რე. ონი რა­ჭის პა­ტა­რა, სიმ­შ­ვი­დე­ში ჩა­კარ­გუ­ლი ქა­ლა­ქია, მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენტრს მო­შო­რე­ბუ­ლი. ონი­დან ცენ­ტ­რის მღელ­ვა­რე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო და­საკ­ვირ­ვე­ბე­ლია. შე­უძ­ლე­ბე­ლია ამან თა­ვი­სი რო­ლი არ შე­ას­რუ­ლოს სამ­ყა­როს შე­ნე­ულ აღ­ქ­მა­ზე. სწო­რედ ამ აღ­ქ­მას ვუ­მად­ლი ალ­ბათ ჩემს მხა­რეს.

— რო­გორ აფა­სებ რე­ა­ლო­ბას, რო­მელ­შიც პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ყვე­ლა­ნი ერ­თად აღ­მოვ­ჩ­ნ­დით?

— ვი­რუს­მა სტუ­დენ­ტებს უკ­ვე მოგ­ვ­პა­რა უნი­ვერ­სი­ტე­ტის კედ­ლებ­ში გა­სა­ტა­რე­ბე­ლი ერ­თი წე­ლი. მე მხო­ლოდ ერ­თი სე­მეს­ტ­რი­ღა დამ­რ­ჩა დამ­თავ­რე­ბამ­დე და ეჭ­ვი მაქვს, დაბ­რუ­ნე­ბას ვე­ღარ მო­ვას­წ­რებ. გუ­ლი მწყდე­ბა, თუმ­ცა, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის გა­მო, რა­ჭა­ში მეტ დროს ვა­ტა­რებ, თით­ქ­მის დამ­ვიწყე­ბია აქა­უ­რი გა­ზაფხუ­ლი და შე­მოდ­გო­მა. შეხ­სე­ნე­ბა მშვე­ნი­ე­რი გა­მოდ­გა. იმე­დია, ეს კრი­ზი­სი მა­ლე ჩა­ივ­ლის და ყვე­ლა­ნი ძვე­ლე­ბურ ცხოვ­რე­ბას და­ვუბ­რუნ­დე­ბით.

— რო­დის და­უ­მე­გობ­რ­დი პლას­ტი­ლინს და რა იყო პირ­ვე­ლი, რაც გა­მო­ძერ­წე?

— ბაღ­ში სულ ორი კვი­რა ვი­ა­რე და პირ­ვე­ლად სწო­რედ იქ მო­მი­წია პლას­ტი­ლინ­თან შე­ხე­ბა. სა­ღა­მოს, სახ­ლ­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა, დე­დას პლას­ტი­ლი­ნი ვთხო­ვე, დე­დამ ფუ­ლი მომ­ცა და, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად, მარ­ტო წა­ვე­დი მა­ღა­ზი­ა­ში, სწო­რედ პლას­ტი­ლი­ნის სა­ყიდ­ლად. შემ­დ­გომ დე­დას ბევ­რი სამ­კა­უ­ლი და ფეხ­საც­მე­ლი გა­მო­ვუ­ძერ­წე, ამ ორი რა­მის ძერ­წ­ვა მიყ­ვარ­და ყვე­ლა­ზე მე­ტად.

— რამ­დენ ნა­მუ­შე­ვარს ით­ვ­ლის შე­ნი კო­ლექ­ცია, რო­მე­ლია საყ­ვა­რე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი?

— 30-მდე ნა­მუ­შე­ვა­რი და­მიგ­როვ­და. ამ ბო­ლო დროს და ზო­გა­და­დაც, საკ­მა­ოდ იშ­ვი­ა­თად ვა­კე­თებ ქან­და­კე­ბებს, ხშირ-ხში­რად ვერ ვმუ­შა­ობ. ყო­ველ ნა­მუ­შე­ვარ­ში დი­დი ემო­ცი­უ­რი რე­სურ­სი იდე­ბა, რის შეგ­რო­ვე­ბა­საც, ჩემ შემ­თხ­ვე­ვა­ში, დრო სჭირ­დე­ბა. ნა­მუ­შევ­რებს სა­ხე­ლებს არ ვარ­ქ­მევ და არც სიყ­ვა­რულს გან­ვიც­დი რო­მე­ლი­მეს მი­მართ, დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მთა­ვა­რია, თავს უფ­რო თა­ვი­სუფ­ლად ვგრძნობ­დე და კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყო ნა­მუ­შევ­რის ეს­თე­ტი­კუ­რი მხა­რით. ვფიქ­რობ, არ­ტისტს, ნა­მუ­შევ­რის კე­თე­ბი­სას, საკ­მა­ოდ ინ­ტი­მუ­რი სუ­ლი­ე­რი დე­ტა­ლე­ბი გა­მო­აქვს სა­აშ­კა­რა­ო­ზე. ხე­ლო­ვან­მა რო­კო ირე­მაშ­ვილ­მა კარ­გად უწო­და მუ­შა­ო­ბის პრო­ცესს „სუ­ლი­ე­რი სტრიპ­ტი­ზი“. ამის გა­მო, ში­ნა­არ­სის და­მა­ტე­ბით ვერ­ბა­ლი­ზა­ცია, ვფიქ­რობ, ზედ­მე­ტია და ისე­დაც, რო­ცა ხე­ლო­ვა­ნი ნა­მუ­შე­ვარს ამ­თავ­რებს, ის და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბას აგ­რ­ძე­ლებს და მთა­ვა­რი ხდე­ბა ამ ნა­მუ­შევ­რი­სა და მნახ­ვე­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა. ეს ურ­თი­ერ­თო­ბა სუფ­თა ფურ­ც­ლი­დან უნ­და და­იწყოს იმის­თ­ვის, რომ აღ­ქ­მა ჭეშ­მა­რი­ტი გა­მო­ვი­დეს.

— რო­გორ იბა­დე­ბა იდეა ახა­ლი სკულ­პ­ტუ­რის შე­საქ­მ­ნე­ლად. რო­გო­რია ამ დროს შე­ნი გან­წყო­ბა — აღელ­ვე­ბუ­ლი ხარ, მხი­ა­რუ­ლი, ბედ­ნი­ე­რი, სევ­დი­ა­ნი თუ…

— ფიქ­რი­სა და გან­ც­დის პრო­ცეს­ში, სიტყ­ვე­ბი­სა და ემო­ცი­ე­ბის ბუ­რუ­სი­დან, ფორ­მა იბა­დე­ბა, რო­მე­ლიც ხში­რად ზედ­მე­ტად რთუ­ლია და გა­მარ­ტი­ვე­ბა სჭირ­დე­ბა იმის­თ­ვის, რომ მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა რე­ა­ლის­ტუ­რი იყოს. რო­ცა ვფიქ­რობ, რომ საკ­მა­რი­სად გა­ვა­მარ­ტი­ვე, მხო­ლოდ მა­შინ ვიწყებ მუ­შა­ო­ბას. არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, უბ­რა­ლოდ, პლას­ტი­ლი­ნით თა­მა­შის დროს, ფორ­მა თა­ვად გკარ­ნა­ხობს იდე­ა­სა და მომ­დევ­ნო ნა­ბიჯს. პრო­ცე­სამ­დე ყვე­ლა­ნა­ი­რი გან­წყო­ბით მივ­სულ­ვარ, ნე­ბის­მი­ერ­მა რა­მემ შე­იძ­ლე­ბა გა­ა­ჩი­ნოს სურ­ვი­ლი, მა­გა­ლი­თად, ერ­თი ნა­მუ­შევ­რის შექ­მ­ნამ­დე, სა­ღა­მოს, ავ­ტო­ბუ­სი­დან და­ვი­ნა­ხე ღრუბ­ლებ­ში თავ­შე­ფა­რე­ბუ­ლი თბი­ლი­სის ან­ძა. იმ ღა­მეს 14 სა­ა­თი გა­დაბ­მუ­ლად ვი­მუ­შა­ვე. ემო­ცია კრე­ა­ტი­ულ ენერ­გი­ას აგ­რო­ვებს, ოდეს­მე კი ეს ენერ­გია გზას პო­უ­ლობს სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ან სამ­ყა­რო­ში გა­მო­საღ­წე­ვად.

— შე­ნი ფი­გუ­რე­ბით გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ სათ­ქ­მელს ამ­ბობ… ქან­და­კე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის ტემპს ასა­ხავს — ვინ არი­ან, რას ფიქ­რო­ბენ და რა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბი­ან ისი­ნი?

— ჩე­მი ქან­და­კე­ბე­ბი ჩე­მი და სამ­ყა­როს ინ­ტე­რაქ­ცი­ის ნა­ყო­ფია, გნე­ბავთ, მა­ტე­რი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი გრძნო­ბე­ბი და თავ­გა­და­სავ­ლე­ბი, ქვეც­ნო­ბი­ე­რი­დან წა­მო­სულ ბუ­რუს­ში ნა­პოვ­ნი ფორ­მე­ბი ან ჩე­მი ტვი­ნის და ხე­ლე­ბის გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი. ნა­მუ­შევ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ჩე­მი საქ­მეც დას­რუ­ლე­ბუ­ლია. შემ­დ­გომ ისი­ნი იმას მოყ­ვე­ბი­ან, რა­ზეც თი­თო­ე­უ­ლი მნახ­ვე­ლი თა­ვი­სი აღ­ქ­მით აალა­პა­რა­კებს, იქ­ცე­ვი­ან ერ­თ­გ­ვარ სუ­ლი­ერ სარ­კე­ე­ბად, რომ­ლე­ბიც ჩვენს თავ­სა და ჩვენ მი­ერ და­ნა­ხულ სამ­ყა­რო­ზე ილა­პა­რა­კე­ბენ.

ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ეპო­ქა­ში ვცხოვ­რობთ, ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის სამ­ყა­რო არას­დ­როს ყო­ფი­ლა უფ­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, ვიდ­რე ახ­ლა, ბევ­რად უფ­რო სწრა­ფად მი­ვი­წევთ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ, ვიდ­რე ოდეს­მე. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ცხა­დია, ამ ეპო­ქამ თა­ვი­სი გა­მოწ­ვე­ვე­ბი მო­ი­ტა­ნა ჩვენ­თ­ვის — ცხოვ­რე­ბის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ტემ­პის გა­მო, ადა­მი­ა­ნებს ხში­რად აღარ რჩე­ბათ დრო სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის, გა­რე­მოს და­ბი­ნძუ­რე­ბის გა­მო მო­მა­ტე­ბუ­ლია ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტ­რო­ფე­ბის რის­კი… თუმ­ცა, ვფიქ­რობ, ამ და სხვა პრობ­ლე­მე­ბის გა­სამ­კ­ლა­ვებ­ლად ვი­პო­ვით გზებს, ამა­ში ხე­ლოვ­ნე­ბაც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა და თუ ჩე­მი ნა­მუ­შევ­რე­ბიც ვინ­მეს ცო­ტა ხნით თავს უკეთ აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებს, კმა­ყო­ფი­ლი დავ­რ­ჩე­ბი.

— რა არის შე­ნი, რო­გორც ხე­ლო­ვა­ნის სათ­ქ­მე­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის ძი­რი­თა­დი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა?

— არ ვფიქ­რობ, რომ ხე­ლოვ­ნე­ბის­თ­ვის რა­მე კონ­კ­რე­ტუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა არ­სე­ბობს, სა­ბო­ლო­ოდ, ის ყვე­ლას­თ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. ზო­გის­თ­ვის — თვით­რეფ­ლექ­სი­ის იარა­ღია, ჩემ­თ­ვის — დას­ვე­ნე­ბის, გაქ­ცე­ვის, კრე­ა­ტი­უ­ლი ენერ­გი­ის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ხე­ლახ­ლა შთა­გო­ნე­ბის გზა. ჯერ­ჯე­რო­ბით, ეს მაკ­მა­ყო­ფი­ლებს და არ მსურს, ნა­მუ­შევ­რი­სა და მნახ­ვე­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ჩა­რე­ვა, თუ ამ სივ­რ­ცე­ში შეხ­ვალ, გულ­წ­რ­ფე­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სულ უფ­რო ძნე­ლი ხდე­ბა, სი­ყალ­ბე კი ისაა, რაც ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად უხ­დე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბას. ნა­მუ­შევ­რის აღ­ქ­მი­სას თით­ქოს ყვე­ლა იმის გა­გე­ბას ცდი­ლობს, რა იყო არ­ტის­ტის ჩა­ნა­ფიქ­რი. რო­ცა ავ­ტო­რი საქ­მეს არ ამარ­ტი­ვებს და ჩა­ნა­ფიქრს არ ამ­ხელს, მნახ­ვე­ლი რთუ­ლად რწმუნ­დე­ბა სა­კუ­თა­რი აზ­რის სის­წო­რე­ში და, უფ­რო და უფ­რო, ღრმად იწყებს პა­სუ­ხე­ბის ძებ­ნას სა­კუ­თარ თავ­ში. ეს ხე­ლოვ­ნე­ბის ის ეფექ­ტია, რო­მ­ლის მიღ­წე­ვაც, ამ ეტაპ­ზე, ჩემ­თ­ვის ალ­ბათ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა.

რა­საც მე ვა­კე­თებ, პირ­ველ რიგ­ში, მა­ინც ჩემ­თ­ვი­საა და მხო­ლოდ შემ­დეგ — მნახ­ვე­ლის­თ­ვის, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვერ ვიტყ­ვი, რომ რა­მე კონ­კ­რე­ტუ­ლი სათ­ქ­მე­ლი მაქვს ვინ­მეს­თ­ვის. ცხა­დია, გარ­კ­ვე­ულ ში­ნა­არსს ყვე­ლა ნა­მუ­შე­ვა­რი ატა­რებს, თუმ­ცა ვცდი­ლობ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ინ­ტერ­პ­რე­ტი­რე­ბა­დი იყოს ნე­ბის­მი­ე­რის­თ­ვის. ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბით ხან­და­ხან მეც ვერ­თო­ბი ხოლ­მე. რო­ცა ნა­მუ­შე­ვარს გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის გას­ვ­ლის შემ­დეგ ხე­ლახ­ლა ვუბ­რუნ­დე­ბი, ყო­ველ­თ­ვის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ემო­ცი­ას აღ­ვი­ძებს, ერ­თ­გ­ვა­რი სარ­კეა, რო­მე­ლიც მო­ცე­მუ­ლი მო­მენ­ტის­თ­ვის ში­ნა­გან მდგო­მა­რე­ო­ბას ირეკ­ლავს.

— სად და რო­დის შედ­გა შე­ნი პირ­ვე­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა?

— პირ­ვე­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა 2016 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, ონის კულ­ტუ­რის ცენ­ტ­რ­ში შედ­გა, გა­მო­ფე­ნის მოწყო­ბა­ში ჩე­მი ხე­ლოვ­ნე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი თე­ო­ნა ჯა­ფა­რი­ძე და­მეხ­მა­რა, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი იყო, ვინც ჩე­მი ქან­და­კე­ბით გა­ტა­ცე­ბა შე­ამ­ჩ­ნია და ყო­ველ­თ­ვის გვერ­დ­ში მედ­გა. თა­ვი­დან ნა­მუ­შევ­რებს ძა­ლი­ან ბავ­შ­ვუ­რად, კარ­კა­სის გა­რე­შე ვა­კე­თებ­დი, ამ გა­მო­ფე­ნის­თ­ვის კი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა ნა­მუ­შევ­რის ხე­ლახ­ლა გა­და­კე­თე­ბა მო­მიხ­და, ამ­ჯე­რად უკ­ვე კარ­კა­სით. ბევ­რი ვი­მუ­შა­ვე და სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა, ბევ­რ­მა ჩემ­თ­ვის პა­ტივ­სა­ცემ­მა ადა­მი­ან­მა გა­მან­დო თა­ვი­სი აზ­რი ჩემს ნა­მუ­შევ­რებ­ზე.

— რას ნიშ­ნავს შენ­თ­ვის სხვა­დას­ხ­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბა?

— ამ კონ­კურ­სებ­მა და­მარ­წ­მუ­ნა, რა­საც ვა­კე­თებ­დი, იმას სხვე­ბის­თ­ვის გარ­კ­ვე­უ­ლი ემო­ცი­უ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა მოჰ­ქონ­და. რო­ცა სამ­ყა­როს­გან უკუ­კავ­შირს იღებ, ეს მო­ტი­ვა­ცი­ას გმა­ტებს. სხვა მხრივ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დატ­ვირ­თ­ვა ამ კონ­კურ­სებს არ ჰქო­ნია.

— შე­მოქ­მე­დე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა­ში რა რო­ლი შე­ას­რუ­ლა რა­ჭა­ში გა­ტა­რე­ბულ­მა წლებ­მა?

— რა­ჭის ბუ­ნე­ბა და სიმ­შ­ვი­დე თა­ვი­სე­ბუ­რი ეს­თე­ტი­კის შეგ­რ­ძ­ნე­ბას გი­ყა­ლი­ბებს. ეს, ცხა­დია, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად აისა­ხე­ბა ჩემს ნა­მუ­შევ­რებ­სა და ფო­ტო­ებ­ზე. ბო­ლო დროს ფო­ტოგ­რა­ფი­ას უფ­რო მეტ დროს ვუთ­მობ, ვიდ­რე ქან­და­კე­ბას, აღ­მოჩ­ნ­და, რომ სი­ნათ­ლი­თაც შე­იძ­ლე­ბა ძერ­წ­ვა და მი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი კი­დევ უფ­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, ვიდ­რე მყა­რი მა­ტე­რი­ის. სი­ნათ­ლის კვლე­ვა ნე­ბის­მი­ე­რი ვი­ზუ­ა­ლუ­რი არ­ტის­ტის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და ვფიქ­რობ, ფო­ტოგ­რა­ფი­ა­ში მე­ტი გა­მოც­დი­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბა, შემ­დ­გომ­ში, ქან­და­კე­ბა­შიც და­მეხ­მა­რე­ბა.

— ამ­ჟა­მად რა­ზე მუ­შა­ობ და რა არის შე­ნი მო­მავ­ლის გეგ­მე­ბი…

— ვცდი­ლობ, ახა­ლი ვი­ზუ­ა­ლუ­რი ენე­ბი ვე­ძე­ბო, ახა­ლი ფორ­მე­ბი ვი­პო­ვო სათ­ქ­მე­ლის გად­მო­სა­ცე­მად. რო­ცა სა­ბო­ლო­ოდ მი­ვაგ­ნებ ფორ­მას, რო­მე­ლიც მო­მე­წო­ნე­ბა, უფ­რო აქ­ტი­უ­რად ვა­პი­რებ ქან­და­კე­ბე­ბის კე­თე­ბას და მომ­დევ­ნო გა­მო­ფე­ნის­თ­ვი­საც და­ვიწყებ ალ­ბათ მზა­დე­ბას.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

ფო­ტო: ნა­თია გე­ლან­ტია

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები