24 ივნისი, ორშაბათი, 2024

ჩე­მი თა­ნას­წო­რო­ბის ის­ტო­რია ჩე­მი და­ბა­დე­ბი­დან­ვე  იწყე­ბა

spot_img

ქამ­რან აფან­დი­ე­ვი

მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მო­ლა­ოღ­ლის და ცო­ფის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი, „ მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს“ ფი­ნა­ლის­ტი

 

 

⇒ ქამ­რან, სა­უ­ბა­რი აუცი­ლებ­ლად უნ­და და­ვიწყოთ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ით, რად­გან, რამ­დე­ნი­მე თვის წინ, თქვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა გა­გიც­ნოთ და შე­გა­ფა­სათ, რო­გორც „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დო 2023“-ის ერთ-ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი – ჟი­უ­რიმ ფი­ნა­ლის­ტებს შო­რის და­გა­სა­ხე­ლათ. რა არის ეს პრო­ფე­სია თქვენ­თ­ვის და რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მას­წავ­ლებ­ლის რო­ლი სრულ­ფა­სო­ვა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფორ­მი­რებ­აში?

საკ­მა­ოდ ხში­რად მის­ვა­მენ ამ შე­კითხ­ვას და მერ­წ­მუ­ნეთ, პა­სუ­ხის გა­ცე­მა ყო­ველ­თ­ვის მი­ჭირს, რად­გან ამ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხი არას­დ­როს არ მი­ძებ­ნია. არ მინ­და ისე­თი კლი­შე­უ­რი პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა, რომ მას­წავ­ლებ­ლო­ბა მშვე­ნი­ე­რი, წმინ­და და სა­პა­ტიო პრო­ფე­სიაა, რად­გან ეს ყვე­ლას­თ­ვის კარ­გად ცნო­ბი­ლია. მაგ­რამ ერ­თი რამ უდა­ვოა – მას­წავ­ლებ­ლო­ბა ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო სა­მუ­შაოა, რად­გან ის ურ­თი­ერ­თობს ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი კა­პი­ტა­ლია და ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში შეც­დო­მის ად­გი­ლი არ არის.

რაც შე­ე­ხე­ბა „ჯილ­დოს“. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ძა­ლი­ან სა­ა­მა­ყო ფაქ­ტია არა მხო­ლოდ ჩემ­თ­ვის, არა­მედ ჩე­მი თე­მის­თ­ვის. ასე­ვე, რო­გორც ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს, მი­მაჩ­ნია, რომ ეს მოვ­ლე­ნა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თ­ვის. მაგ­რამ რო­გორც პე­და­გოგ­მა, თა­ვი­სუფ­ლად და გულ­წ­რ­ფე­ლად შე­მიძ­ლია ვა­ღი­ა­რო, რომ ჯილ­დოს მი­ღე­ბა­ზე უფ­რო დი­დი სი­ხა­რუ­ლი გან­ვი­ცა­დე, რო­ცა გა­ვი­გე, რომ ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი სტუ­დენ­ტე­ბი გახ­დ­ნენ. მას­წავ­ლებ­ლის მუ­შა­ო­ბას ხომ ხში­რად მე­ბა­ღის საქ­მი­ა­ნო­ბას ადა­რე­ბენ. რო­გორც მე­ბა­ღეს უხა­რია, რო­ცა დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვით გა­ხა­რე­ბუ­ლი ხის ნა­ყოფს ხე­დავს, მას­წავ­ლე­ბელ­საც გუ­ლი სი­ხა­რუ­ლით ევ­სე­ბა, რო­ცა მოს­წავ­ლე­ე­ბის წარ­მა­ტე­ბე­ბის მოწ­მე ხდე­ბა. სწო­რედ ეს მაძ­ლევს ყო­ველ ჯერ­ზე ახალ ძა­ლას და შთა­გო­ნე­ბას, უფ­რო მე­ტი ენ­თუ­ზი­აზ­მით ვი­მუ­შაო.

⇒ გვერდს ვერ ავუვ­ლით იმა­ზე სა­უ­ბარ­საც, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბი აქვთ რე­გი­ო­ნის მას­წავ­ლებ­ლებს და მოს­წავ­ლე­ებს, კონ­კ­რე­ტუ­ლად, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლებ­სა და მოს­წავ­ლე­ებს. რა მთა­ვარ პრობ­ლე­მებს ხე­დავთ და რა ხელ­შეწყო­ბას ისურ­ვებ­დით? ძა­ლი­ან მინ­და, რე­ა­ლუ­რად და­ვი­ნა­ხოთ ის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა (თუ ასე­თი არის), თა­ნა­ბა­რი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის მხრივ, რაც რე­გი­ო­ნი­სა და დი­დი ქა­ლა­ქე­ბის მოს­წავ­ლე­ებს შო­რის არ­სე­ბობს…

თუ ამ კითხ­ვას და­მის­ვამ­დით, რო­ცა დამ­წყე­ბი, გა­მო­უც­დე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვი­ყა­ვი, გი­პა­სუ­ხებ­დით, რომ ჩვე­ნი სკო­ლე­ბის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა სა­ხელ­მ­წი­ფო ენის არ­ცოდ­ნა და/ან მი­სი სწავ­ლე­ბის სა­კითხი. მაგ­რამ ეს იყო 8 წლის წინ. ახ­ლა კი ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გე­ბი აქვს ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტი­კას. ძა­ლი­ან კარ­გი პროგ­რა­მე­ბი და პრო­ექ­ტე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სწავ­ლე­ბის კუთხით, რაც იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ეს სა­კითხი­ დიდ გა­მოწ­ვე­ვად აღარ ჩა­ით­ვ­ლე­ბა.

მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა სხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­კითხებს არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში, წინ ძა­ლი­ან ბევ­რი მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი სა­კითხი გვე­ლო­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, შე­მიძ­ლია და­ვა­სა­ხე­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის უხა­რის­ხო თარ­გ­მა­ნი. ძა­ლი­ან ბევ­რი შეც­დო­მაა დაშ­ვე­ბუ­ლი, რა­საც სა­სა­ცი­ლო კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყ­ვე­ბა ხოლ­მე მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის მხრი­დან. ასე­ვე, რო­გორც პე­და­გოგს, მი­მაჩ­ნია, რომ უფ­რო მე­ტი ყუ­რადღე­ბა უნ­და მი­ექ­ცეს მოს­წავ­ლე­ებ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბის ფორ­მი­რე­ბის სა­კითხს, შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნ­და ტარ­დე­ბო­დეს არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ნა­ბარ ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას, სამ­წუ­ხა­როდ, პრო­ბ­ლემა ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს. თუმ­ცა, ვფიქ­რობ, რომ სკო­ლებს შო­რის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ბუ­ნებ­რი­ვია ისე­ვე, რო­გორც არის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ქა­ლა­ქი­სა და სოფ­ლის ცხოვ­რე­ბას შო­რის. თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ სოფ­ლის მცხოვ­რებ­მა საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის დან­გ­რე­ულ შე­ნო­ბა­ში უნ­და ის­წავ­ლოს. ამას სა­ერ­თოდ არ ვგუ­ლის­ხ­მობ. ბო­ლო წლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და სოფ­ლის სკო­ლე­ბის რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცია და არის ისე­თი სას­კო­ლო შე­ნო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც უკე­თეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ვიდ­რე ათო­ბით ქა­ლა­ქის სკო­ლა. მაგ­რამ არის სკო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არ არის გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი, თბე­ბა შე­შის ღუ­მე­ლე­ბით და შეზღუ­დუ­ლია შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ამ­ცი­რებს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რისხს. სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი რამ­დე­ნი­მე სკო­ლა და­ი­ხუ­რა და მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­ნათ­ლე­ბას მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლე­ბის სკო­ლებ­ში იღე­ბენ. ტრან­ს­პორ­ტი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ დად­გე­ნი­ლი მარ­შ­რუ­ტე­ბით. ვი­მე­დოვ­ნებ, ეს პრობ­ლე­მე­ბი ახ­ლო მო­მა­ვალ­ში მოგ­ვარ­დე­ბა.

⇒ რა არის თქვე­ნი მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის?

ჩე­მი რჩე­ვა ახალ­გაზ­რ­დე­ბი­სად­მი, პირ­ველ რიგ­ში, იქ­ნე­ბა ის, რომ კარ­გად ის­წავ­ლონ და­ ბევ­რი იკითხონ; ჰქონ­დეთ სამ­შობ­ლოს და თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი. ძველ ბერ­ძ­ნულ ენა­ში არის სიტყ­ვა „სხო­ლე“ (დას­ვე­ნე­ბა, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის გა­ტა­რე­ბა), სა­ი­და­ნაც მომ­დი­ნა­რე­ობს სხვა­დას­ხ­ვა ენებ­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი ისე­თი სიტყ­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა „სკუ­ულ“, „ოკულ“, „სკო­ლა“. ბერ­ძ­ნე­ბი დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი იყ­ვ­ნენ, რომ ადა­მი­ა­ნი ის­ვე­ნებს, რო­ცა რა­ღა­ცით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ამი­ტომ სკო­ლას და­საქ­მე­ბის ად­გი­ლი – „სხო­ლე“ ეწო­და.

თუნ­დაც არა­ფე­რი წა­ი­კითხონ, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე მა­ინც ­ი­კითხონ, მი­სი პუბ­ლი­ცის­ტუ­რი წე­რი­ლე­ბი. იცით, რა დი­დი უბე­დუ­რე­ბაა, რომ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს არ ას­წავ­ლი­ან არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში, სა­ერ­თოდ ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას?!

⇒ თქვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბა გიც­ნობთ, ასე­ვე, რო­გორც აქ­ტი­ვისტს. ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რობთ არა­ერთ სა­ჭირ­ბო­რო­ტო პრობ­ლე­მა­ზე, რი­სი შეც­ვ­ლაც გსურთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, თუნ­დაც თქვენს თემ­ში. ამი­ტომ, აუცი­ლებ­ლად მინ­და ვი­სა­უბ­როთ ერთ ძა­ლი­ან დიდ გა­მოწ­ვე­ვა­ზე, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ კი­დევ მწვა­ვედ დგას, თუნ­დაც, თქვენს თემ­ში – ბავ­შ­ვ­თა ქორ­წი­ნე­ბა. ამ კუთხით, ბო­ლო დროს, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე აღ­მოჩ­ნ­და აითა­ჯის შემ­თხ­ვე­ვა. მინ­და გკითხოთ, რა პო­ლი­ტი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი მი­ზე­ზე­ბი აქვს ბავ­შ­ვ­თა ქორ­წი­ნე­ბის პრაქ­ტი­კას და რა უნ­და შე­იც­ვა­ლოს, რომ მსგავ­სი შემ­თხ­ვე­ვე­ბის­გან და­ვიც­ვათ არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი გო­გო­ნე­ბი.

მე, რო­გორც აქ­ტი­ვისტს, მი­მაჩ­ნია, რომ ჩვენს თემ­ში ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბა ყვე­ლა­ზე მწვა­ვე გა­მოწ­ვე­ვა არ არის. ეს, უბ­რა­ლოდ, ასო­ცირ­დე­ბა ჩემს ეთ­ნოს­თან, რაც არ მსი­ა­მოვ­ნებს. სხვა რე­გი­ო­ნებ­შიც ხდე­ბა მსგავ­სი შემ­თხ­ვე­ვე­ბი. ეს არა მხო­ლოდ ჩვე­ნი, არა­მედ მთე­ლი ქვეყ­ნის პრობ­ლე­მაა. ამი­ტომ ეს სა­კითხი არა ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი, არა­მედ სო­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი უნ­და იყოს. რო­გორც სო­ცი­ა­ლურ­მა აქ­ტი­ვის­ტ­მა, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ამ ქვეყ­ნის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­კითხია, იმი­ტომ რომ, ინ­ტეგ­რა­ცია ცალ­მ­ხ­რი­ვი არ არის. სა­ნამ ჩვენ ისეთ პრობ­ლე­მებს, რო­გო­რი­ცაა ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა, ვა­კავ­ში­რებთ ნე­ბის­მი­ერ ეროვ­ნე­ბას­თან და სა­ნამ ამ თე­მებ­ზე კა­მათს ვწი­რავთ ჩვენს ერ­თი­ა­ნო­ბას, გვერდს ვუვ­ლით სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ე­რო სა­ხელ­მ­წი­ფოს კა­ნო­ნებს, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებთ.

⇒ რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, ცო­ტა ხნის წინ, მე­ხუ­თე თა­ნას­წო­რო­ბის კვი­რე­ულ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დით, თე­მით – „ჩე­მი თა­ნას­წო­რო­ბის ის­ტო­რია“. პირ­ველ რიგ­ში, რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვით, გვითხა­რით ამ კვი­რე­უ­ლის შე­სა­ხებ და შემ­დეგ ჩვენს მკითხ­ველ­საც გა­უ­ზი­ა­რეთ – რო­გო­რია თქვე­ნი თა­ნას­წო­რო­ბის ის­ტო­რია.

დი­ახ, მეც მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო ჩემ­თ­ვის, ასეთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სა­ჯა­როდ გა­მოს­ვ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ მო­მე­ცა. ჩე­მი აზ­რით, დე­და­ე­ნის ბა­ღი კარ­გად მო­ერ­გო ამ ღო­ნის­ძი­ე­ბას, სა­ინ­ტე­რე­სო იყო გა­მო­ფე­ნა „წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის ძა­ფე­ბი“, რო­მელ­მაც შვი­დი ავ­ტო­რის ნა­მუ­შე­ვა­რი გა­ა­ერ­თი­ა­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩე­მი თა­ნას­წო­რო­ბის ის­ტო­რი­ას, ჩე­მი და­ბა­დე­ბი­დან­ვე იწყე­ბა, რად­გან ად­ვი­ლი არ იყო 90-იან და 2000-იან წლებ­ში ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლად („თათ­რად“) გაზ­რ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. შე­საძ­ლოა, ჩე­მი აქ­ტი­ვის­ტო­ბის მი­ზე­ზი ის სირ­თუ­ლე­ე­ბი­ცაა, რაც ბავ­შ­ვო­ბა­ში გან­ვი­ცა­დე და ვცდი­ლობ­დი, გა­და­მე­ლა­ხა. შე­საძ­ლოა, ვიბ­რ­ძ­ვი, რომ ჩემს  შვი­ლებს ეს სირ­თუ­ლე­ე­ბი აღარ შეხ­ვ­დეთ.

⇒ აუცი­ლებ­ლად მინ­და მი­ვუბ­რუნ­დეთ ახალ­გაზ­რ­დე­ბის თე­მას – კონ­კ­რე­ტუ­ლად რა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი აქვთ ახალ­გაზ­რ­დებს თქვენს რე­გი­ონ­ში – ქვე­მო ქარ­თ­ლ­ში და რა ხელ­შეწყო­ბას ისურ­ვებ­დით მათ გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად? ანუ, რა არის ის სა­მო­ქა­ლა­ქო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი, რო­მე­ლიც გა­აძ­ლი­ე­რებს მათ სო­ცი­ა­ლურ ჩარ­თუ­ლო­ბას და ინ­ტეგ­რი­რე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან?

რე­გი­ო­ნულ დო­ნე­ზე, ახალ­გაზ­რ­დებს შო­რის ძა­ლი­ან ნაკ­ლე­ბა­დაა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვიზ­მის კულ­ტუ­რა. ტე­რი­ტო­რი­უ­ლი თე­მი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის მქო­ნე აქ­ტო­რე­ბის­გან შედ­გე­ბა და მი­სი შე­კავ­ში­რე­ბა რთუ­ლი საქ­მეა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის გა­მო, რო­მელ­თაც უკ­ვე გან­საზღ­ვ­რუ­ლი დღის წეს­რი­გი აქვთ ან, ხში­რად, სა­ერ­თოდ არ გა­აჩ­ნი­ათ. ეს პრო­ცე­სი უფ­რო რთუ­ლია ახალ­გაზ­რ­დებ­ში, რო­მელ­თაც ნაკ­ლე­ბი მხარ­და­ჭე­რა და ნდო­ბა აქვთ.

2021 წელს კომ­პა­ნი­ამ „ეისი­თი“ მო­ამ­ზა­და კვლე­ვა, რო­მე­ლიც ეხე­ბა ახალ­გაზ­რ­დე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს და გა­მოწ­ვე­ვებს რე­გი­ო­ნულ დო­ნე­ზე, კერ­ძოდ, ქვე­მო ქარ­თ­ლ­ში. კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ქვე­მო ქარ­თ­ლ­ში ახალ­გაზ­რ­დე­ბის ერთ მე­სა­მედს (32%), უჭირს შე­ა­ფა­სოს ახ­დენს თუ არა მა­თი ქმე­დე­ბე­ბი გავ­ლე­ნას ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ზე, 26%-ის აზ­რით – თან ახ­დენს და თან ვერ ახ­დენს გავ­ლე­ნას პრო­ცე­სებ­ზე. ამას­თან, ქვე­მო ქარ­თ­ლის რე­გი­ონ­ში, ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თ­ვე­ლე­ბის 82% თვლის, რომ აუცი­ლე­ბე­ლია ახალ­გაზ­რ­დე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა ქვეყ­ნის­თ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სხვა­დას­ხ­ვა პრო­ცეს­ში, ეს მო­ნა­ცე­მი ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბებ­ში 56%-ს უტოლ­დე­ბა. მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად და­ბა­ლია ახალ­გაზ­რ­დე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბის და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის დო­ნე ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. 88%-ს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია მსგავ­სი ტი­პის აქ­ტი­ვო­ბებ­ში. ყვე­ლა­ზე დიდ მი­ზე­ზად კი აქ­ტი­ვო­ბე­ბის არ­ცოდ­ნა და ინ­ფორ­მი­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა სა­ხელ­დე­ბა. თუმ­ცა, ამას­თან, რე­გი­ო­ნის ახალ­გაზ­რ­დე­ბის 54% არ არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კით. 74% კი არ არის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ზო­გა­დად (აგ­რეთ­ვე ახალ­გაზ­რ­დუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით) მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის და სერ­ვი­სე­ბის შე­სა­ხებ. ქვე­მო ქარ­თ­ლის რე­გი­ონ­ში, ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა პო­ლი­ტი­კუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა და აქ­ტი­ვიზ­მი, ხო­ლო ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ღვთის რწმე­ნა.

ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია „ახა­ლი აზ­როვ­ნე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტი“, ამ პრობ­ლე­მა­ტუ­რი სა­კითხის მო­საგ­ვა­რებ­ლად, უკ­ვე წლე­ბია, სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტებს ახორ­ცი­ე­ლებს. მეტ-ნაკ­ლე­ბად შევ­ძე­ლით პო­ლი­ტი­კუ­რი სკო­ლის და­ფუძ­ნე­ბა, რომ­ლის მი­ზა­ნია ახალ­გაზ­რ­დე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში და სა­თე­მო აქ­ტი­ვიზ­მის, დის­კუ­სია-დე­ბა­ტე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.

მე, რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლოს აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე, ვი­სურ­ვებ­დი მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მას­შ­ტა­ბურ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ, რად­გან ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბი და ჩე­მი პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბა ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­უ­თი­თებს მა­თი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები