15 ოქტომბერი, სამშაბათი, 2024

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქ თავმოყრილი საზოგადოებაა

spot_img

რუბრიკის “ქართველი სტუდენტები უცხოეთში” პირველი სტუმარია აბუ დაბის უნივერსიტეტის სტუდენტი ოთარ კახიძე

? ოთარ, შენ შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი და­ვიწყოთ თა­ვი­დან. სწავ­ლობ­დი თბი­ლის­ში, შემ­დეგ სას­წავ­ლებ­ლად გა­ემ­გ­ზავ­რე დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში. მი­ამ­ბე, რო­გორ და­იწყო ეს ყვე­ლა­ფე­რი?

გა­მი­მარ­თ­ლა, რომ თბი­ლი­სის 50-ე სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი. ეს სკო­ლა პომ­პე­ზუ­რო­ბით არას­დ­როს გა­მო­ირ­ჩე­ო­და, თუმ­ცა დარ­წ­მუ­ნე­ბით მინ­და ვთქვა, რომ იქ დღემ­დე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლე­ბი ას­წავ­ლი­ან. გა­ნათ­ლე­ბა, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში მი­ვი­ღე და აკა­დე­მი­უ­რი დის­ციპ­ლი­ნა, რო­მე­ლიც ჩემ­მა მას­წავ­ლებ­ლებ­მა ჩა­მო­მი­ყა­ლი­ბეს, დღემ­დე სა­უ­კე­თე­სოდ მახ­სენ­დე­ბა — აღა­რა­ფერს ვამ­ბობ მათ ენ­თუ­ზი­აზ­მ­ზე…
მე-11 კლა­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დ­გომ  ჩემი მონაცემები გავაგზავნე შოტლანდიის სტრა­სა­ლლანის სკოლა-პანსიონში. დაინ­ტე­რ­ეს­დნენ, რამდენიმე ტესტი და ესსე გა­დ­მო­მიგ­ზავნეს დასაწერად… მოეწონათ და მი­მი­ყეს მოწ­ვე­ვა მო­მი­ვი­და. შოტლანდიის ერთ-ერთ წამყვან სკოლა-პანსიონში, სტრა­სა­ლლა­ნში 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვსწავ­ლობ­დი, თან სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით. ეს ჩემ­თ­ვის სრუ­ლი­ად ახა­ლი რამ იყო, ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი წი­ნა აკა­დე­მი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან. ფან­ტას­ტი­კუ­რი სას­წავ­ლო გა­რე­მო, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ მიზ­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მა, სკო­ლა ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­და თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, რა­შიც მოს­წავ­ლე გარ­კ­ვე­ულ ტა­ლანტს გა­მო­ავ­ლენ­და, არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა სპორ­ტუ­ლი იქ­ნე­ბო­და ეს, მუ­სი­კა­ლუ­რი თუ აკა­დე­მი­უ­რი…
სტრა­სა­ლლა­ნის სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დ­გომ კი აბუ და­ბი­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლე უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა.

? რო­გორ ირიცხე­ბი­ან აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი აბუ და­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, საზღ­ვარ­გა­რეთ ხომ ყვე­ლა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი თვი­თონ ად­გენს მი­ღე­ბის სა­კუ­თარ სტან­დარტს?

ნიუ-იორ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, აბუ და­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია, თა­ვად­ვე ად­გენს მი­ღე­ბის სტან­დარ­ტებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­მა პირ­ვე­ლი ნა­კა­დი ორი წლის წინ მი­ი­ღო, სტა­ტის­ტი­კუ­რად ეს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე შერ­ჩე­ვი­თი უნი­ვერ­სი­ტე­ტია. აქ აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა მხო­ლოდ 1-2 პრო­ცენტს იღე­ბენ ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, რაც მსოფ­ლი­ოს წამ­ყ­ვან ხუ­თე­ულ­ზე რამ­დე­ნი­მე პრო­ცენ­ტით ნაკ­ლე­ბია. ჩე­მი აქ მი­ღე­ბა უც­ნა­უ­რად მოხ­და, რად­გან თავ­და­პირ­ვე­ლად არც მქონ­და რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია ამ წა­მოწყე­ბის შე­სა­ხებ. თუმ­ცა, აპ­ლი­კა­ცია ნიუ-იორ­კის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფი­ლო­სო­ფი­ის ფა­კულ­ტე­ტის­თ­ვის უკ­ვე გაგ­ზავ­ნი­ლი მქონ­და. პირ­ვე­ლი ორი ნა­კა­დის ბავ­შ­ვე­ბი თა­ვად უნი­ვერ­სი­ტეტ­მა მო­ძებ­ნა, თა­ვი­სი გლო­ბა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით. ძი­რი­თა­დად, და­კავ­ში­რე­ბა ხდე­ბო­და ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ქვეყ­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო სკო­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ებ­თან და შემ­დეგ თვი­თონ სკო­ლე­ბი ახ­დენ­დ­ნენ ერ­თი მოს­წავ­ლის ნო­მი­ნი­რე­ბას. რო­დე­საც ჩემ­მა დი­რექ­ტორ­მა მითხ­რა, რომ მას ემი­რა­ტე­ბი­დან ნიუ-იორ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­უ­კავ­შირ­დ­ნენ და ჩემ­ზე ჰქონ­დათ სა­უ­ბა­რი, ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და. თა­ვი­დან შეც­დო­მა მე­გო­ნა, თუმ­ცა, დი­რექ­ტო­რის ძა­ლი­ან კარ­გი რე­კო­მენ­და­ცი­ის გა­მო, რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში მი­ვი­ღე მოწ­ვე­ვა ღია კა­რის დღე­ზე გა­სამ­გაზ­ვ­რებ­ლად.
ღია კა­რის დღე­ზე 200 აპ­ლი­კან­ტი ჩაგ­ვაფ­რი­ნეს აბუ და­ბი­ში მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნე­ბი­დან. თა­ვი­დან­ვე გვითხ­რეს, რომ ამ 200 აპ­ლი­კან­ტი­დან ძა­ლი­ან მა­ღა­ლი შან­სი იყო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ღე­ბის, რად­გან ჩვენ რამ­დე­ნი­მე ათა­სი­დან ვი­ყა­ვით შერ­ჩე­უ­ლე­ბი. ღია კა­რის დღე­ზეც გრძელ­დე­ბო­და შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი. გვქონ­და გა­სა­უბ­რე­ბე­ბი ნიუ-იორ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რებ­თან. რამ­დე­ნი­მე ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტიც იყო თა­ვის დარ­გ­ში. ერთ-ერთ ღია კა­რის დღე­ზე რამ­დე­ნი­მეს ჰქონ­და ბედ­ნი­ე­რე­ბა ბრი­ტა­ნე­თის ყო­ფილ პრე­მი­ერ ბრა­უნ­თან ინ­ტერ­ვი­უ­სი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის კა­თედ­რის სა­პა­ტიო პრო­ფე­სო­რია. თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი შეხ­ვ­და ჯონ სექ­ს­ტონს, ნიუ-იორ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გლო­ბა­ლუ­რი ქსე­ლის პრე­ზი­დენტს, რო­მე­ლიც ორ კვი­რა­ში ერ­თხელ ჩა­მო­დის აბუ და­ბი­ში ნიუ-იორ­კი­დან, რომ თა­ვის კურ­ს­ზე — „რე­ლი­გი­ი­სა და სა­ხელ­მ­წი­ფოს ურ­თი­ერ­თო­ბა“ ლექ­ცია წა­ი­კითხოს. არ შე­იძ­ლე­ბა, ამ პი­როვ­ნე­ბამ თა­ვი რომ არ და­გა­მახ­სოვ­როთ თა­ვი­სი უშუ­ა­ლო­ბით და სა­ჯა­რო მეტყ­ვე­ლე­ბის უნი­კა­ლუ­რი ნი­ჭით. გა­მი­მარ­თ­ლა, პირ­ვე­ლი­ვე წელს მის კლას­ში რომ მოვ­ხ­ვ­დი და მის ლექ­ცი­ებს ვუს­მენ. ჯო­ნი (ყვე­ლა სტუ­დენ­ტი ასე მი­მარ­თავს) მსოფ­ლი­ო­ში ერ­თა­დერ­თი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტია, რო­მე­ლიც პრო­ფე­სო­რის სრულ გა­ნაკ­ვეთ­ზე ას­წავ­ლის.

გვი­ამ­ბე აბუ და­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­სა­ხებ

იდეა უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბი­სა 5 წლის წინ გაჩ­ნ­და და ის ჯონ სექ­ს­ტონს ეკუთ­ვ­ნის. ნიუ-იორ­კის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა მსოფ­ლი­ო­ში პირ­ველ­მა მო­ახ­დი­ნა გლო­ბა­ლუ­რი დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბა და კვლე­ვი­თი ცენ­ტ­რე­ბის ქსე­ლი ჩა­მო­ყა­ლიბ­და ლონ­დონ­ში, გა­ნა­ში, პა­რიზ­ში, თელ-ავივ­ში, ბუ­ე­ნოს-აირეს­ში, სიდ­ნე­ი­ში, შან­ხა­ი­ში, პრა­ღა­სა და ბერ­ლინ­ში. თუმ­ცა ეს ცენ­ტ­რე­ბი მოქ­მე­დებ­დ­ნენ ნიუ-იორ­კის სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის და აპ­ლი­კა­ცი­ებს არ იღებ­დ­ნენ. აბუ და­ბი კი მე­ო­რე „კა­რიბ­ჭეა“ ამ ქსე­ლი­სა, სა­დაც ახა­ლი ნა­კა­დის მი­ღე­ბა ხდე­ბა. პრო­ექტს მთლი­ა­ნად აფი­ნან­სებს აბუ და­ბის სა­მე­ფო პრინ­ცი შე­ი­ხი მუ­ჰა­მე­დი, საქ­ვეყ­ნოდ ცნო­ბი­ლი თა­ვი­სი გუ­ლუხ­ვო­ბი­თა და ქველ­მოქ­მე­დე­ბით. უნი­ვერ­სი­ტე­ტის შექ­მ­ნის მი­ზა­ნია მო­მავ­ლის ლი­დე­რე­ბის თავ­მოყ­რა და კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბა, რაც ნამ­დ­ვი­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ნათ­ლე­ბით.
ჩვე­ნი კუ­რი­კუ­ლუ­მი­ცა და სი­ლა­ბუ­სიც ტი­პურ ოთხ­წ­ლი­ან ამე­რი­კულ „Liberal Arts“ სის­ტე­მა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა აკა­დე­მი­უ­რი ინო­ვა­ცი­ი­თა და სრუ­ლი­ად რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. დღემ­დე მსოფ­ლი­ოს წამ­ყ­ვან უნი­ვერ­სი­ტე­ტებს ამ ორი­დან ერთ-ერ­თი პრი­ო­რი­ტე­ტი აქვთ: ვიწ­რო/ღრმა გა­ნათ­ლე­ბა (ე.წ. კვლე­ვი­თი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი) და ფარ­თო გა­ნათ­ლე­ბა (ლი­ბე­რა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კო­ლე­ჯე­ბი). ნიუ-იორ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის აბუ და­ბის კამ­პუს­ში ხდე­ბა ამ ორი მიდ­გო­მის გარ­კ­ვე­უ­ლი კომ­ბი­ნი­რე­ბა და წარ­მოდ­გე­ნი­ლია მიდ­გო­მა, რო­მელ­საც სიმ­ბო­ლუ­რად „ლა­თი­ნუ­რი T-ტი­პის გა­ნათ­ლე­ბას“ ეძა­ხი­ან, ანუ ძლი­ე­რი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა (ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი ხა­ზი) და ერთ-ერთ სფე­რო­ში სიღ­რ­მე (ვერ­ტი­კა­ლი). ყვე­ლა სტუ­დენ­ტი ვალ­დე­ბუ­ლია, სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბამ­დე და­წე­როს დი­სერ­ტა­ცია/კვლე­ვა, რომ­ლის შე­დე­გიც იმ სპე­ცი­ფი­კურ სფე­რო­ში კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლის მსოფ­ლიო დო­ნის ექ­ს­პერ­ტო­ბა იქ­ნე­ბა. აგ­რეთ­ვე პრო­ფე­სი­ის გარ­და, 8 კურ­სი უნ­და აირ­ჩეს ზო­გა­დი კუ­რი­კუ­ლუ­მი­დან. უნი­ვერ­სი­ტე­ტი თა­ვი­სი რე­სურ­სე­ბით (მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა და­სახ­ლე­ბულ კონ­ტი­ნენ­ტ­ზე, კვლე­ვით ცენ­ტ­რე­ბში სტუ­დენ­ტე­ბის რამ­დე­ნი­მე სე­მეს­ტ­რით გაგ­ზავ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა) ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს უწყობს ამ პრო­ცესს.
რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტი მთლი­ა­ნად გა­და­ი­ნაც­ვ­ლებს ხე­ლოვ­ნუ­რად გა­შე­ნე­ბულ კუნ­ძულ­ზე, სა­დაც სრუ­ლად და­იწყებს დატ­ვირ­თ­ვას. სა­დი’ას კუნ­ძუ­ლი აბუ და­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მის ნა­წი­ლია, რომ­ლის ერთ-ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა მსოფ­ლი­ოს კულ­ტუ­რუ­ლი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ქა­ლა­ქის შექ­მ­ნას გუ­ლის­ხ­მობს. 2020 წლის­თ­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კამ­პუს­თან იქ­ნე­ბა ლუვ­რი, გუ­გენ­ჰა­ი­მი და ბრი­ტიშ მუ­ზე­უმ აბუ და­ბიც. ყვე­ლა მო­უთ­მენ­ლად ვე­ლით ახალ კუნ­ძულ­ზე გა­დას­ვ­ლას.
ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი აქ თავ­მოყ­რი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბაა. უნი­ჭი­ე­რე­სი სტუ­დენ­ტე­ბი პლა­ნე­ტის ყვე­ლა კუთხი­დან თა­ვი­ან­თი კულ­ტუ­რი­თა და ის­ტო­რი­ე­ბით, გა­მოკ­ვე­თი­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლე­ბი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ფე­სო­რე­ბი, აკა­დე­მი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ახ­ლო აღ­მო­სავ­ლე­თის ეგ­ზო­ტი­კა…

? ზო­გა­დად, რა შე­გიძ­ლია მი­ამ­ბო აბუ და­ბის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე

მარ­თა­ლი გითხ­რათ, ბევრს ვერ გეტყ­ვით აბუ და­ბის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე, რად­გან ჩვენ არ ვართ უშუ­ა­ლოდ მი­სი ნა­წი­ლი. სა­შუ­ა­ლო და უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბას დი­დი მხარ­და­ჭე­რა აქვს სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან. არის ძლი­ე­რი კერ­ძო სა­შუ­ა­ლო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სექ­ტო­რი. რამ­დე­ნი­მე წამ­ყ­ვან სკო­ლა­ში სწავ­ლე­ბა ინ­გ­ლი­სუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­ებ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის გარ­და არის რამ­დე­ნი­მე კერ­ძო ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი. უკ­ვე რამ­დე­ნი­მე პრეს­ტი­ჟულ კერ­ძო სკო­ლას ბრი­ტა­ნეთ­სა და ამე­რი­კა­ში სა­კუ­თა­რი ფი­ლი­ა­ლები აქვს. დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს აბუ და­ბი სორ­ბო­ნა, რო­მე­ლიც ფრან­გუ­ლე­ნო­ვან­თათ­ვი­საა, თუმ­ცა თა­ვი­სი მას­შ­ტა­ბით ისე­თი დი­დი პრო­ექ­ტი არაა, რო­გო­რიც ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი.

რა პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და სწავ­ლობ თუ არა არა­ბულ ენას?

თა­ვი­დან­ვე ფი­ლო­სო­ფი­ი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის, კერ­ძოდ, ეკო­ნო­მი­კის სწავ­ლა მინ­დო­და. ჩე­მი ბა­კა­ლავ­რიც ალ­ბათ ფი­ლო­სო­ფია-ეკო­ნო­მი­კა იქ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, ორი­ვე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ჭი­რო სფე­რო­ე­ბია და ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი თა­ნაკ­ვე­თე­ბიც შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ძებ­ნოს კვლე­ვის თვალ­საზ­რი­სით. თვი­თონ უნი­ვერ­სი­ტე­ტის მთა­ვა­რი ფი­ლო­სო­ფი­აც ესაა: XXI სა­უ­კუ­ნე­ში არ შე­იძ­ლე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­ის გა­გე­ბა მხო­ლოდ ფსი­ქო­ლო­გი­ით, ეკო­ნო­მი­კი­სა — მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კით და ა.შ.
სწავ­ლე­ბის ენა ინ­გ­ლი­სუ­რია. უცხო ენე­ბი­დან მხო­ლოდ არა­ბულ­სა და ჩი­ნურს ას­წავ­ლი­ან. არა­ბულს, რო­გორც უცხო ენას, ისე ვსწავ­ლობ. თუმ­ცა, ენის პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე და­უფ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, დი­დი სურ­ვი­ლი მაქვს რო­მე­ლი­მე კურ­სი არა­ბუ­ლად ავირ­ჩიო. სას­წავ­ლო პროგ­რა­მის მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბა ახ­ლო აღ­მო­სავ­ლე­თის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს.

? სტი­პენ­დი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა რთუ­ლია?
პირ­ველ რიგ­ში, აქ მოხ­ვედ­რა და შე­სა­ბა­მი­სად, სტი­პენ­დი­ის მო­პო­ვე­ბაა რთუ­ლი. შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მხრივ, თუ­კი მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა სტუ­დენ­ტ­მა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს სტი­პენ­დი­ა­ზეა თუ უს­ტი­პენ­დი­ოდ, ავ­ტო­მა­ტუ­რად ტო­ვებს უნი­ვერ­სი­ტეტს. ყვე­ლა სტი­პენ­დია უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­ე­რაა შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი.

? რა შე­გიძ­ლია გვითხ­რა სას­წავ­ლო პროგ­რა­მი­სა და ლექ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ… რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლექ­ცი­ე­ბის წა­სა­კითხად ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს იწ­ვე­ვენ, ვინ არი­ან ისი­ნი?

უნი­ვერ­სი­ტეტს აქვს ინ­ს­ტი­ტუ­ტი, რო­მე­ლიც ამ­გ­ვა­რი შეხ­ვედ­რე­ბი­სა და ლექ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. ხში­რი სტუმ­რე­ბი არი­ან მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბი, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტე­ბი, სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბი და შოუ-ბიზ­ნე­სის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი… ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო დის­კუ­სი­ე­ბი იმარ­თე­ბა აქ­ტუ­ა­ლურ თე­მებ­ზე.

? ოთარ, გვი­ამ­ბე აბუ-და­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე

აბუ და­ბი ძა­ლი­ან მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლი ქა­ლა­ქია. ვის არ შეხ­ვ­დე­ბა აქ კა­ცი. ად­გი­ლობ­რი­ვი ემი­რა­ტე­ლე­ბი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის მე­ხუ­თედს შე­ად­გე­ნენ, სწრა­ფი ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ტემ­პი­სა და მა­ღა­ლი მიგ­რა­ცი­ის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტის გა­მო. და­სავ­ლე­თევ­რო­პე­ლე­ბი და ამე­რი­კე­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად, მე­ნეჯ­მენ­ტის სექ­ტორ­ში მუ­შა­ო­ბენ, სამ­ხ­რეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ე­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად — მშე­ნებ­ლო­ბი­სა და სერ­ვი­სის სექ­ტორ­ში. აგ­რეთ­ვე მცი­რე ბიზ­ნეს­ში ძა­ლი­ან ბევ­რი უცხო ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია.
ცხოვ­რე­ბა აქ ძა­ლი­ან სწრა­ფი ტემ­პით მი­დის. მო­სახ­ლე­ო­ბის ყვე­ლა ფე­ნა ერ­თ­მა­ნე­თის­გან საკ­მა­ოდ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. სა­ხელ­მ­წი­ფოს მხარ­და­ჭე­რა გა­ნუ­ზო­მე­ლია მო­ქა­ლა­ქე­თათ­ვის, რომ­ლე­ბიც დი­დი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ. ემი­რა­ტე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და კულ­ტუ­რამ ძა­ლი­ან და­მა­ინ­ტე­რე­სა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა გვა­როვ­ნუ­ლია, ის­ტო­რი­უ­ლად ბე­დუ­ი­ნე­ბის ტო­მუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი­დან იღებს სა­თა­ვეს. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო­დაა შერ­წყ­მუ­ლი ბე­დუ­ი­ნუ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი სწრაფ ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას­თან.
ორი­ენ­ტა­ცია აღე­ბუ­ლია მშე­ნებ­ლო­ბი­სა და ინ­ვეს­ტი­ცი­ის სექ­ტორ­ზე. აბუ და­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს ნავ­თო­ბის წვლი­ლის შემ­ცი­რე­ბას ეკო­ნო­მი­კა­ში, რაც მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­წინ­და­რია. ახ­ლო მო­მა­ვალ­ში, ალ­ბათ ეს სა­კითხი ყვე­ლა­ზე პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი იქ­ნე­ბა.
ძა­ლი­ან სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა. თვე არ არის, რომ რამ­დე­ნი­მე ფეს­ტი­ვა­ლი ან კულ­ტუ­რის დღე­ე­ბი არ იყოს და­გეგ­მი­ლი. უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს, მო­ხა­ლი­სე­ე­ბად ვი­მუ­შა­ოთ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე და და­ვეს­წ­როთ კი­დეც. მა­გა­ლი­თად, ამას წი­ნათ დი­დი თე­ატ­რის გას­ტ­რო­ლე­ბი იყო, სა­დაც ნი­კო­ლოზ ცის­კა­რი­ძის შეს­რუ­ლე­ბა ვნა­ხეთ, შემ­დეგ აბუ და­ბის ფილ­მის ფეს­ტი­ვა­ლი, ნო­ემ­ბერ­ში, მო­ნა­დი­რე­ო­ბის ფეს­ტი­ვა­ლი, ფორ­მუ­ლა ერ­თის გრან-­პ­რი და მრა­ვა­ლი სხვ.

? სად და რო­გორ ატა­რებ თა­ვი­სუ­ფალ დროს, სპორ­ტით თუ ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი?

თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ცო­ტაა, მაგ­რამ არ­ჩე­ვა­ნი, საკ­მა­ოდ დი­დი. ძა­ლი­ან ბევ­რი კლუ­ბი და ბა­რია (რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ალ­კო­ჰო­ლის გა­რე­შე), აგ­რეთ­ვე ბევ­რი გა­სარ­თო­ბი ად­გი­ლი, მა­გა­ლი­თად ხე­ლოვ­ნუ­რი სათხი­ლა­მუ­რო ტრა­სა, ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბი, ფე­რა­რის ქა­ლა­ქი და ა.შ. ხში­რად უნი­ვერ­სი­ტე­ტის სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტი სტუ­დენ­ტებს უფა­სო ტუ­რებს სთა­ვა­ზობს, და­ახ­ლო­ე­ბით კვი­რა­ში ერ­თხელ, თუმ­ცა ბევ­რი ვერ ახერ­ხებს წას­ვ­ლას სას­წავ­ლო მა­სა­ლის სი­დი­დის გა­მო. სპორ­ტი­დან უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თ­ვის ნიჩ­ბოს­ნე­ბის და ცხე­ნოს­ნე­ბის გუნ­დ­ში მოვ­ხ­ვ­დი. აგ­რეთ­ვე, და­მო­უ­კი­დებ­ლად ვთა­მა­შობ რაგ­ბის აბუ და­ბის ად­გი­ლობ­რივ კლუბ­ში. არის უამ­რა­ვი კლუ­ბი და სტუ­დენ­ტ­თა ინ­ტე­რეს­თა ჯგუ­ფე­ბი, მა­გა­ლი­თად, დე­ბა­ტე­ბის კლუ­ბი, პო­ე­ზი­ის, რო­ბო­ტე­ბის, ას­ტ­რო­ნო­მი­ის — ვი­საც რა აინ­ტე­რე­სებს… დრო რომ უფ­რო მე­ტი იყოს, გა­ცი­ლე­ბით უფ­რო მე­ტი რა­მით დავ­კავ­დე­ბო­დი.

? ოთარ, ვი­ცი, რომ ლექ­სებს წერ…

ლექ­სებს ახ­ლა უფ­რო ნაკ­ლე­ბად ვწერ, თუმ­ცა ვერ ვიტყ­ვი, რომ მთლი­ა­ნად შევ­წყ­ვი­ტე. თვით­გა­მო­ხატ­ვის ფორ­მე­ბი­დან პო­ე­ზია ჩემ­თ­ვის უსაყ­ვარ­ლე­სია, თუმ­ცა, ამ ბო­ლო დროს ბევ­რი ეს­სეს და თხზუ­ლე­ბის წე­რა გვი­წევს კურ­სე­ბის­თ­ვის, რაც იმ და­ნაკ­ლისს ასე თუ ისე ავ­სებს, თუმ­ცა, არც მთლი­ა­ნად… უბ­რა­ლოდ, იმ­დე­ნი სა­მე­ცა­დი­ნოა, ლექ­სე­ბის სა­წე­რად ვის­ღა სცა­ლია. სა­ერ­თო­დაც, ჯერ კითხ­ვის დროა და მე­რე — წე­რის. მინ­და ახ­ლა აღ­მო­სავ­ლურ პო­ე­ზი­ას უფ­რო კარ­გად გა­ვეც­ნო. არა­ბულ სამ­ყა­რო­ში პო­ე­ტე­ბი ძა­ლი­ან და­ფა­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან. არ მე­გუ­ლე­ბა მსოფ­ლი­ო­ში მხა­რე, სა­დაც პო­ე­ზი­ას ასეთ პა­ტივს სცემ­დ­ნენ და ასე მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აღიქ­ვამ­დ­ნენ. აქ ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ფეს­ტი­ვა­ლიც იმარ­თე­ბა არა­ბუ­ლე­ნო­ვა­ნი პო­ე­ტე­ბის­თ­ვის — „მი­ლი­ო­ნის პო­ე­ტი“, რომ­ლის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლიც ჯილ­დოდ მი­ლი­ონს იღებს შე­ი­ხის­გან. აუდი­ტო­რი­ას იმ­დე­ნად ეს­მის პო­ე­ზია, რომ გა­მომ­ს­ვ­ლე­ლებს ტა­ე­პის შემ­დეგ შე­ჩე­რე­ბა უწევთ აპ­ლო­დის­მენ­ტის გა­მო. ასე­თი რამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არას­დ­როს მი­ნა­ხავს.

? რო­გორც ვი­ცი, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ეწყო­ბა სა­მოგ­ზა­უ­რო ტუ­რე­ბი, რო­მელ ქვეყ­ნებ­ში გი­წევთ წას­ვ­ლა და რა მიზ­ნით?

ძა­ლი­ან ბევ­რი კურ­სი შე­ი­ცავს სა­მოგ­ზა­უ­რო ტუ­რებს და ექ­ს­პე­დი­ცი­ებს. არის კულ­ტუ­რუ­ლი ტუ­რე­ბი მათ­თ­ვის, ვინც ამ თე­მა­ტი­კა­ზე აირ­ჩევს კურსს. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თი კურ­სი, რო­მე­ლიც ან­და­ლუ­ზი­ის ქრის­ტი­ა­ნულ, მუ­სულ­მა­ნურ და ებ­რა­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეხე­ბა მა­რო­კო­ში და ეს­პა­ნეთ­ში წას­ვ­ლას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ერთ-ერ­თი კურ­სი ურ­ბა­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს სა­მოგ­ზა­უ­რო ტუ­რებს მსოფ­ლი­ოს დიდ ურ­ბა­ნულ ცენ­ტ­რებ­ში და ა.შ. წე­ლი­წად­ში ერ­თხელ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყვე­ლა სტუ­დენტს აქვს უფ­ლე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, სწავ­ლობს თუ არა ამ კურსს, სას­წავ­ლო ჯგუფს გაჰ­ყ­ვეს რე­გი­ო­ნულ საგ­ზუ­რებ­ზე. ხარჯს მთლი­ა­ნად ფა­რავს უნი­ვერ­სი­ტე­ტი.

? მო­მა­ვა­ლი რო­გორ გე­სა­ხე­ბა, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას?

სა­მო­მავ­ლოდ მსურს, სწავ­ლა მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლო. ჯერ-ჯე­რო­ბით არ გა­და­მიწყ­ვე­ტია რო­მელ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ან რა კურ­ს­ზე. მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს, წინ 4 წე­ლია. გრძელ ვა­და­ში, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მსურს ცხოვ­რე­ბა.

? ახ­ლო მო­მა­ვალ­ში ხომ არ აპი­რებ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მოს­ვ­ლას?

დი­ახ, სტი­პენ­დია წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ ფა­რავს მგზავ­რო­ბის ხარ­ჯებს აბუ და­ბი­სა და თბი­ლისს შო­რის. თან არც ისე შო­რი და რთუ­ლი ფრე­ნაა, რი­თაც ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ. სამ სა­ათ­სა და ოც წუთს თბი­ლი­სი­დან სოფ­ლად ჩას­ვ­ლას ვუნ­დე­ბით-ხოლ­მე…

? სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად გაქვს თუ არა მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა?

ემი­რა­ტე­ბის სას­წავ­ლო ვი­ზა მკაც­რად კრძა­ლავს სტუ­დენ­ტე­ბის ხელ­ფა­სი­ან სა­მუ­შა­ოს. სა­მა­გი­ე­როდ, უნი­ვერ­სი­ტე­ტი ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს გვიწყობს, ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის მი­ხედ­ვით სტა­ჟი­ო­რე­ბად ვი­მუ­შა­ოთ არა მარ­ტო აქ, არა­მედ მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში, სხვა­დას­ხ­ვა ფირ­მებ­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში. ამის­თ­ვის ყვე­ლა პი­რო­ბაა შექ­მ­ნი­ლი. სა­ზაფხუ­ლოდ მეც ვგეგ­მავ რო­მე­ლი­მე პრო­ფე­სორ­თან ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში სტა­ჟი­ო­რად მუ­შა­ო­ბას.

ესაუბრა მაკა ყიფიანი

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები