23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ჩემ­თ­ვის ლი­ტე­რა­ტუ­რა იყო ყვე­ლა­ზე ერ­თ­გუ­ლი, მუდ­მი­ვი და სა­ი­მე­დო და­საყ­რ­დე­ნი…

spot_img

„ახ­ლა­ხან წა­ვი­კითხე თქვე­ნი წიგ­ნი. მე ქარ­თ­ვე­ლი ვარ, ემო­ცი­ე­ბით სავ­სე და გულ­დაწყ­ვე­ტი­ლი…ომი სა­ში­ნელ შე­დე­გებს მო­ი­ტანს ხოლ­მე, ის მარ­თ­ლაც დი­დი უბე­დუ­რე­ბაა. ადა­მი­ა­ნე­ბის გა­დაგ­ვა­რე­ბა ხომ უმე­ტე­სად მი­სი ბრა­ლი­ცაა. ჩემ­მა ქვე­ყა­ნა­მაც გა­მო­ი­ა­რა ასე­თი, ძა­ლად ინ­ს­პი­რი­რე­ბუ­ლი, ომე­ბი, თვალ­წინ და­მიდ­გა აფხა­ზე­თი­სა თუ სა­მა­ჩაბ­ლოს დევ­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა, რუ­სუ­ლი მავ­თულ­ხ­ლარ­თე­ბით ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, სი­დუხ­ჭი­რე და უპო­ვა­რო­ბა, ბრძო­ლა არ­სე­ბო­ბი­სათ­ვის, ერ­თი სიტყ­ვით, წარ­სუ­ლი გა­მი­ცოცხ­ლეთ. მა­შინ წიგ­ნებ­მა გა­და­არ­ჩი­ნა ბევ­რი თქვენ­სა­ვით. წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რა წვა­ლე­ბით გა­ი­ა­რეთ თქვე­ნი ბავ­შ­ვო­ბა, ნა­თე­ლი სხი­ვი თით­ქ­მის არ­სად არ შემ­ხ­ვედ­რია. კითხ­ვი­სას, აღ­შ­ფო­თე­ბას ვერ ვმა­ლავ­დი თქვე­ნი საწყა­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის უუფ­ლე­ბო­ბის, ჩაგ­ვ­რი­სა თუ უსა­მარ­თ­ლო­ბის გა­მო. მთე­ლი არ­სე­ბით ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი ამ ყვე­ლა­ფერს, ში­ნა­გა­ნად ყვე­ლა ნერ­ვი მტკი­ო­და. ეს წიგ­ნი, ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან ხმა­მაღ­ლა ამ­ბობს უარს ამ გა­უ­გო­ნარ, არაფ­რის­მ­თ­ქ­მელ და სტე­რე­ო­ტი­პულ აზ­როვ­ნე­ბა­ზე, რა­საც დე­და­კა­ცის მი­მართ დის­კ­რი­მი­ნა­ცია ჰქვია… ემო­ცი­უ­რი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იყო ჩემ­თ­ვის ბე­ბი­ის, დე­დი­სა და ბიბ­ლი­ო­თე­კა­რი დე­ბის სა­ხე­ე­ბი, ისი­ნი მა­ღა­ლი კლა­სის პი­ლო­ტა­ჟი­ვით გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ სხვა­თა ფონ­ზე… კი­დევ მინ­დო­და გა­მეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა კითხ­ვა. არ შე­მიძ­ლია, აქ­ვე არ აღ­ვ­ნიშ­ნო ფი­ლო­ლოგ ოქ­ტაი ქა­ზუ­მო­ვის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი თარ­გ­მა­ნი, მდი­და­რი და ნარ­ნა­რა ენით გა­ჯე­რე­ბუ­ლი. ვერ ვიტყ­ვი, აქ გად­მო­ცე­მუ­ლი ამ­ბე­ბი სა­სი­ა­მოვ­ნო იყო-მეთ­ქი, მაგ­რამ მტკივ­ნე­უ­ლი, სათ­ქ­მე­ლი და აქ­ტუ­ა­ლუ­რი. დი­დი მად­ლო­ბა წიგ­ნის­თ­ვის. იმედს ვი­ტო­ვებ, კი­დევ შევ­ხ­ვ­დე­ბით… ნა­თე­ლი ფე­რე­ბი გიმ­რავ­ლოთ ღმერ­თ­მა!“ – ასე გა­მოვ­ხა­ტე ჩე­მი პირ­ვე­ლი გან­ც­დე­ბი აზერ­ბა­იჯა­ნე­ლი მწერ­ლის, გი­უ­ნელ მოვ­ლუ­დის წიგ­ნ­ზე „ბა­ნა­კი“, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მივ­წე­რე კო­მენ­ტა­რის სა­ხით.

წიგ­ნის წა­კითხ­ვის შემ­დეგ, ჩემს მოს­წავ­ლეს, მე-12 ბ კლა­სი­დან, ქე­თე­ვან რუ­სი­ას, მწე­რალ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნ­და, მა­ლე გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ ეს იდეა.

მაია გვი­ჩია – სსიპ ქა­ლაქ ფო­თის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის №5 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს გი­უ­ნელ მოვ­ლუდ­თან

 

მო­გე­სალ­მე­ბით, მე ქე­თი რუ­სია ვარ. მო­ხა­რუ­ლი ვარ თქვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის, მად­ლო­ბა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის­თ­ვის. გთხოვთ, გვი­პა­სუ­ხოთ რამ­დე­ნი­მე კითხ­ვა­ზე.

 

 

✔️ რი­სი თქმა შე­გიძ­ლი­ათ თა­ნა­მედ­რო­ვე აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი პრო­ზის შე­სა­ხებ?

• ჩვენ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო მწე­რა­ლი გვყავს, მაგ­რამ უმე­ტე­სო­ბა მა­მა­კა­ცია, ვი­ნა­ი­დან ლი­ტე­რა­ტუ­რა ჯე­რაც ჩვენ­ში მა­მა­კაც­თა მო­ნო­პო­ლიაა. ბევ­რი, მათ შო­რის, ახალ­გაზ­რ­დაა, მაგ­რამ ნა­წარ­მო­ე­ბის თე­მე­ბი და ფორ­მე­ბი მა­ინც უმ­რავ­ლე­სო­ბის­თ­ვის მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია: სიყ­ვა­რუ­ლი, სი­ღა­რი­ბე, დევ­ნი­ლე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის ბრძო­ლა სი­ცოცხ­ლის­თ­ვის.აქ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნავ, რომ მყავს საყ­ვა­რე­ლი მწე­რა­ლი – შა­რიფ აღა­ი­ა­რი, მხიბ­ლავს მი­სი ენა, გმი­რე­ბი და მწერ­ლის გუ­ლი.

✔️ მოგ­ვი­ყე­ვით თქვენ­ზე, რო­გორც ავ­ტორ­ზე და თქვენ მი­ერ გან­ვ­ლილ ლი­ტე­რა­ტუ­რულ გზა­ზე?

• ყო­ველ­თ­ვის ვი­ცო­დი, რომ მწე­რა­ლი გავ­ხ­დე­ბო­დი, მე არც გა­და­მიწყ­ვი­ტავს, უბ­რა­ლოდ ვი­ცო­დი. ისე გა­მო­ვი­და, რომ ად­რე­უ­ლი ბავ­შ­ვო­ბი­დან მე და ლი­ტე­რა­ტუ­რა ასე მთლი­ან და გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად ვი­ქე­ცით, ერ­თი არ­სე­ბა გავ­ხ­დით. ჩემს ქვე­ყა­ნა­ში მწე­რალ ქა­ლებს გარ­კ­ვე­ულ თე­მა­ტურ ჩარ­ჩო­ებ­ში აქ­ცე­ვენ. ჩე­მი გა­მო­ხატ­ვის ფორ­მე­ბი და თე­მე­ბი მი­უ­ღე­ბე­ლი იყო ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის, თუმ­ცა სწო­რედ ეს ნი­უ­ან­სე­ბი აინ­ტე­რე­სებ­და მკითხ­ველს. რო­გორც მწე­რალს, შემ­ხ­ვ­და ბევ­რი სი­ძულ­ვი­ლი და ზიზღი, მაგ­რამ ყო­ველ­თ­ვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ვი­ნა­ი­დან ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში გულ­წ­რ­ფე­ლო­ბა მე­ტად ფა­სობს.

გიუნელ მოვლუდი

✔️ 12 წლის გი­უ­ნელ­მა გა­მო­ი­ა­რა ცხოვ­რე­ბის ძა­ლი­ან დი­დი და რთუ­ლი გზა, რომ გამ­ხ­და­რი­ყო ის, ვინც დღეს არის. რას ფიქ­რობთ, რომ არა ეს გზა, იქ­ნე­ბო­დით დღე­ვან­დე­ლი სა­ხე?

ცხოვ­რე­ბა ისე მო­ეწყო, რომ ყო­ველ­თ­ვის კარგ ადა­მი­ა­ნებს ვხვდე­ბო­დი, ბევ­რი და­მეხ­მა­რა კი­დე­ვაც, მათ შო­რის,ზო­გი მე­გო­ბა­რი, რო­გორც მწე­რა­ლი, ასე­ვე უბ­რა­ლოდ ადა­მი­ა­ნი. კარ­ვულ­მა ცხოვ­რე­ბამ გა­მაძ­ლი­ე­რა, სწრა­ფად ვეჩ­ვე­ვი უმ­კაც­რეს პი­რო­ბებს, ამო­უ­წუ­რა­ვია ჩე­მი ამ­ტა­ნო­ბა და ძა­ლე­ბი. რო­გორც მწე­რა­ლი, მგრძნო­ბი­ა­რე ვარ,მაგ­რამ რო­გორც ადა­მი­ა­ნი –  მტკი­ცე. ჩემ­თ­ვის ლი­ტე­რა­ტუ­რა იყო ყვე­ლა­ზე ერ­თ­გუ­ლი, მუდ­მი­ვი, სა­ი­მე­დო და­საყ­რ­დე­ნი, ურ­თუ­ლეს წუ­თებ­ში თავს კითხ­ვას ან წე­რას ვა­ფა­რებ­დი.

✔️ თქვენს წიგ­ნ­ში ამ­ბობთ, რომ საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­შინ­დე­ლი წე­სე­ბი კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, იმ­დ­რო­ინ­დე­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტი (წე­სე­ბი და აზ­როვ­ნე­ბა) 21-ე სა­უ­კუ­ნის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნას კვლავ ახა­სი­ა­თებს. რა აზ­რის ხართ ამა­ზე?

• საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლა არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ არის ცალ­სა­ხა პრო­ცე­სი. ამ პრო­ცეს­მა ხალ­ხი ათე­ულ კა­ტე­გო­რი­ად და­ყო. იყ­ვ­ნენ ისე­თე­ბიც, ვინც თა­ვი­სუფ­ლად ამო­ი­სუნ­თ­ქა, ისი­ნი, ვი­სი ცხოვ­რე­ბაც თავ­და­ყი­რა დად­გა, ვინც და­კარ­გა არ­სე­ბო­ბის ან მოღ­ვა­წე­ო­ბის აზ­რი. ყვე­ლას ვურ­ჩევ უყუ­როს ფილმს „უდაბ­ნოს თეთ­რი მზე“. ამ ფილ­მ­ში არის გმი­რი, სა­ხე­ლად ვე­რეშ­ჩა­გი­ნი, სა­მე­ფო სა­ბა­ჟოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი. საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ცე­მით ჩვენს, თით­ქ­მის, ყვე­ლა ოჯახ­ში ერ­თი ვე­რეშ­ჩა­გი­ნი მა­ინც და­ი­ბა­და. სამ­წუ­ხა­როდ, შე­უძ­ლე­ბე­ლია, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ატ­მოს­ფე­როს სრუ­ლად გად­მო­ცე­მა თა­ო­ბის­თ­ვის, რო­მელ­საც იმ ეპო­ქის რამ­დე­ნი­მე წე­ლი მა­ინც არ გა­ნუც­დია. ეს პე­რი­ო­დი არა­სო­დეს დაბ­რუნ­დე­ბა, არ გა­დარ­ჩე­ბა, აღარ გან­მე­ორ­დე­ბა. ეს კარ­გია და ცუ­დიც.

✔️ რი­სი მა­გა­ლი­თი იყო თქვენ­თ­ვის ბე­ბია? რა ემო­ცი­ე­ბი გა­კავ­ში­რებთ მას­თან?

• ბე­ბია სრუ­ლი­ად თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო ში­შის, სირ­ცხ­ვი­ლი­სა და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბი­სა­გან. ამავ­დ­რო­უ­ლად, ის იყო ჭკვი­ა­ნი, მო­ხერ­ხე­ბუ­ლი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, პა­ტი­ო­სა­ნი ქა­ლი. ყვე­ლა ამ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბის გა­მო წი­ნა­აღ­მ­დე­გობ­რი­ვი და სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბა გახ­ლ­დათ. მე ვხე­დავ­დი, რომ ბე­ბი­ას გარ­და, ყვე­ლა ქა­ლი მორ­ცხ­ვი და სუს­ტი იყო. მათ გვერ­დით ბე­ბია იყო სავ­სე­ბით სხვა­ნა­ი­რი, კო­ლო­რი­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა. მის­მა ძა­ლამ, გამ­ბე­და­ო­ბამ და ნა­თელ­მა პი­როვ­ნე­ბამ დი­დი მო­ტი­ვა­ცია მომ­ცა. დარ­წ­მუ­ნე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ბე­ბი­ას გა­რე­შე სრუ­ლი­ად სხვა ადა­მი­ა­ნი ვიქ­ნე­ბო­დი, რომ არა ის, ჩე­მი ბე­დი სხვაგ­ვა­რად წა­რი­მარ­თე­ბო­და, ალ­ბათ მწე­რა­ლიც ვერ გავ­ხ­დე­ბო­დი, მან თა­ვი­სი რო­ლი შე­ას­რუ­ლა ჩემს პი­როვ­ნე­ბა­ში, ლი­ტე­რა­ტუ­რულ კა­რი­ე­რა­ში.

✔️ რო­გო­რი არ უნ­და იყოს თქვენ­თ­ვის მა­მა­კა­ცი, მე­უღ­ლე ან მშო­ბე­ლი?

• ამ კითხ­ვა­ზე ლექ­სით მინ­და გი­პა­სუ­ხო.

„მე მიყ­ვარს კე­თი­ლი კა­ცე­ბი,

მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც გაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნე­ბენ,

რომ შე­გიძ­ლია მის ჯი­ბე­ში ჩაჯ­დე და იქ იცხოვ­რო“.

ვფიქ­რობ, რომ იდე­ა­ლუ­რი მა­მა, დე­და, მე­უღ­ლე არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ უსაფ­რ­თხო­ე­ბის გან­ც­დას.

✔️ ბა­ნაკ­ში გა­ტა­რე­ბულ ყო­ველ სა­ღა­მოს ძა­ლი­ან თბი­ლად და და­დე­ბი­თად აღ­წერთ, წარ­სუ­ლის გახ­სე­ნე­ბი­სას ისევ ისე­თი გრძნო­ბა გე­უფ­ლე­ბათ თუ არა ბა­ნაკ­ზე?

• სი­ღა­რი­ბის რო­მან­ტი­ზე­ბა არ მიყ­ვარს, მაგ­რამ ერ­თა­დერ­თი რო­მან­ტი­კუ­ლი ად­გი­ლი, რო­მე­ლიც ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ცოცხ­ლობს, ბა­ნა­კია. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ იქ დაბ­რუ­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

✔️ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ხში­რად ხართ, რას ნიშ­ნავს თქვენ­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლო, თბი­ლი­სი, გაქვთ თუ არა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კავ­ში­რე­ბი ჩვენს მწერ­ლებ­თან?

• ბო­ლო 22 წლის მან­ძილ­ზე ვმე­გობ­რობ და ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ ქარ­თ­ველ პო­ეტ­თან, შო­თა იათაშ­ვილ­თან. ასე­ვე ჩე­მი კარ­გი ნაც­ნო­ბე­ბი არი­ან პო­ე­ტე­ბი: ზვი­ად რა­ტი­ა­ნი, შალ­ვა ბა­კუ­რა­ძე, ვმე­გობ­რობ აგ­რეთ­ვე მშვე­ნი­ერ ნა­ტა­შა ლო­მო­ურ­თან, რო­მე­ლიც, აგერ უკ­ვე 9 წე­ლია, ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევს თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო ლი­ტე­რა­ტუ­რულ ფეს­ტი­ვალს, სხვა­თა შო­რის, მე ვი­ყა­ვი მი­სი ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი სტუ­მა­რი 2015 წელს.

✔️ რა გეგ­მე­ბი გაქვთ სა­მო­მავ­ლოდ, ახალ წიგ­ნ­ზე ხომ არ მუ­შა­ობთ?

• ბო­ლო დროს ვმუ­შა­ობ რო­მან­ზე „გე­ტო“, რო­მე­ლიც დევ­ნი­ლე­ბის ცხოვ­რე­ბას ეხე­ბა ნორ­ვე­გი­ა­ში.

✔️ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის ეს ეტა­პი, გა­და­სახ­ლე­ბა, მუდ­მი­ვად ში­შის ქვეშ ყოფ­ნა, არ იცო­დით, რა წამს რა მოხ­დე­ბო­და… რამ­დე­ნად მძი­მედ აისა­ხა თქვენს ფსი­ქი­კა­ზე?

• მძი­მე დრო­ე­ბა ძლი­ერ ადა­მი­ა­ნებს ბა­დებს. რა თქმა უნ­და, ვწუხ­ვარ, რომ მთე­ლი მშვე­ნი­ე­რი ბავ­შ­ვო­ბა დევ­ნი­ლო­ბა­სა და სი­ღა­ტა­კე­ში გა­ვა­ტა­რე, მაგ­რამ, ამა­ვე დროს, მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ამ ცხოვ­რე­ბამ უფ­რო გა­მაძ­ლი­ე­რა. ახ­ლა, სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, დრო­ის გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი მო­ნაკ­ვე­თის წი­ნა­შე ვართ. გა­უ­გე­ბა­რია, რა სა­ით­კენ მი­დის ჩვენს რე­გი­ონ­ში და სა­ერ­თოდ, მსოფ­ლი­ო­ში. ვში­შობ ჩე­მი შვი­ლე­ბის მო­მავ­ლის, თქვე­ნი მო­მავ­ლის, და რა თქმა უნ­და, ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის გა­მო.

✔️ ახ­ლა უკ­ვე შვი­ლე­ბი გყავთ. რა არის ის აუცი­ლე­ბე­ლი თვი­სე­ბა, რა­საც თქვენს შვი­ლებ­ში ნერ­გავთ?

• ორი შვი­ლი მყავს,რომ­ლე­ბიც უზო­მოდ მიყ­ვარს. მათ აღ­ზ­რ­და­სა და სწავ­ლას დიდ დროს ვუთ­მობ. ასე­ვე მი­წევს, სა­სარ­გებ­ლო და სა­სი­ა­მოვ­ნო ერ­თ­მა­ნეთს შე­ვუ­სა­ბა­მო მათ­თ­ვის, ეს ყვე­ლა­ფე­რი გავ­თ­ვა­ლო დრო­ში. რო­ცა სკო­ლა­ში არი­ან ან სძი­ნავთ, მა­შინ შე­მიძ­ლია რამ­დე­ნი­მე გვერ­დის და­წე­რა, თუ გა­მი­მარ­თ­ლა. გა­მი­ჭირ­და ამ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა, ამი­ტომ შვი­ლებს ვკითხე, თუ რას ვას­წავ­ლი­დი, ვაჟ­მა მი­პა­სუ­ხა, რომ შთა­ვუ­ნერ­გე, და­ა­ფა­სონ თა­ვი­ან­თი და სხვე­ბის სი­ცოცხ­ლე, გა­უფ­რ­თხილ­დ­ნენ მას და იყ­ვ­ნენ პო­ზი­ტი­უ­რე­ბი.

✔️ ახ­ლა ნორ­ვე­გი­ა­ში ცხოვ­რობთ. მოგ­ვი­ყე­ვით ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ნორ­ვე­გი­უ­ლი დღის შე­სა­ხებ, რო­გორ მუ­შა­ობთ და რა­ტომ ნორ­ვე­გია მა­ინ­ც­და­მა­ინც, რო­გორ აღ­მოჩ­ნ­დით იქ?

• ნორ­ვე­გი­ა­ში მიწ­ვე­უ­ლი ვარ რო­გორც სტუ­მა­რი მწე­რა­ლი. არის ასე­თი პროგ­რა­მა შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის. თავ­და­პირ­ვე­ლად, დეპ­რე­სია და­მეწყო, შემ­დეგ მი­ვეჩ­ვიე, ახ­ლა მომ­წონს აქ ცხოვ­რე­ბა. ნორ­ვე­გია არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, მაგ­რამ ცი­ვი ქვე­ყა­ნაა, ამავ­დ­რო­უ­ლად — მდი­და­რი, აქ ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ ისე იცხოვ­რონ, რომ ხვა­ლინ­დე­ლი დღის არ შე­ე­შინ­დეთ. ძა­ლი­ან აფა­სე­ბენ ერ­თ­მა­ნეთს, სი­კე­თეს. ბევრს მუ­შა­ო­ბენ, მაგ­რამ იცი­ან, ასე­ვე, რო­გორ და­ის­ვე­ნონ კარ­გად. ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვა­ზი­ა­ნე­ბი არი­ან და აგ­რეთ­ვე — მომ­თხოვ­ნე­ბიც. ქუ­ჩებ­ში მი­ღე­ბუ­ლია, რომ გა­ღი­მე­ბულ­მა იარო, ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლიც კი აუცი­ლებ­ლად უნ­და იღი­მო­დეს. ნორ­ვე­გი­ა­ში უყ­ვართ ბავ­შ­ვე­ბი და სას­ტი­კად აკ­რ­ძა­ლუ­ლია მა­თი დას­ჯა, მაგ­რამ ბავ­შ­ვე­ბი ამის გა­მო არ არი­ან გა­თა­მა­მე­ბუ­ლე­ბი და ტყუ­ი­ლუბ­რა­ლოდ არ ჭირ­ვე­უ­ლო­ბენ.

✔️ რო­გორ შეხ­ვ­დ­ნენ მშობ­ლე­ბი ამ წიგ­ნის გა­მო­ცე­მას? რო­გორ შეხ­ვ­დ­ნენ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნი? რა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა წიგნს?

• დე­და­ჩე­მი ლა­თი­ნუ­რი ალ­ფა­ვი­ტით ვერ კითხუ­ლობს, მას კი­რი­ლი­ცა აქვს ნას­წავ­ლი, ასე რომ, ჩე­მი რო­მა­ნი მას ჯე­რაც არ წა­უ­კითხავს. თუმ­ცა ჩემს ქვე­ყა­ნა­ში „ბა­ნა­კი“ არა­ერ­თ­გ­ვა­როვ­ნად მი­ი­ღეს. იყ­ვ­ნენ ისე­თე­ბი, რო­მელ­თაც მო­ე­წო­ნათ და ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც მკიცხავ­დ­ნენ ჩე­მი ხალ­ხის ცუ­დად წარ­მო­ჩე­ნის­თ­ვის.

✔️ მო­ნათხ­რობ­ში არ­სად არ არი­ან ნახ­სე­ნე­ბი სომ­ხე­ბი. გქონ­დათ თუ არა მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ბავ­შ­ვო­ბა­ში?

• მე ყა­რა­ბაღ­ში ვცხოვ­რობ­დი და, რა თქმა უნ­და, გვყავ­და სო­მე­ხი მე­გობ­რე­ბიც. ჩე­მი ბა­ბუა და ბე­ბია მათ სტუმ­რობ­დ­ნენ, ისი­ნიც მო­დი­ოდ­ნენ ჩვენ­თან. ტრა­დი­ცი­უ­ლად, გემ­რი­ე­ლი მო­სა­კითხე­ბით, ხი­ლი­თა და ხუმ­რო­ბე­ბით. ჩვენ არა­სო­დეს სომ­ხე­ბის მი­მართ ცუ­დი გრძნო­ბე­ბი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ გვქო­ნია და ღრმად ვარ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი, რომ ჩვე­ნი ხალ­ხე­ბი იმე­გობ­რე­ბენ, ივ­ლი­ან ერ­თ­მა­ნეთ­თან სტუმ­რად, დატ­კ­ბე­ბი­ან თა­ვი­ან­თი მხი­ა­რუ­ლი, სტუ­მარ­თ­მოყ­ვ­რუ­ლი კავ­კა­სი­ე­ლო­ბით.

✔️ დღეს რო­გორ უყუ­რებთ ყა­რა­ბა­ღის მო­მა­ვალს?

• ახ­ლა ამის თქმა რთუ­ლია, იმი­ტომ რომ, ომი ჯე­რაც არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა, კონ­ფ­ლიქ­ტი ბო­ლომ­დე მხო­ლოდ მა­შინ გა­დაწყ­დე­ბა, რო­ცა ორი­ვე მხა­რე თა­ნას­წო­რად კმა­ყო­ფი­ლი ან უკ­მა­ყო­ფი­ლო იქ­ნე­ბა. 30 წლის წინ სრუ­ლად უკ­მა­ყო­ფი­ლო ჩვენ ვი­ყა­ვით, ამ­ჟა­მად-სომ­ხუ­რი მხა­რე, ე.ი. კონ­ფ­ლიქ­ტი ისევ გრძელ­დე­ბა.

✔️ თქვენს გო­გო­ნას ნი­ნო ჰქვია, ალ­ბათ სა­ქარ­თ­ვე­ლოს უკავ­შირ­დე­ბა, რას გვეტყო­დით ამა­ზე?

• დი­ახ, ჩემს ქა­ლიშ­ვილს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პა­ტივ­სა­ცე­მად, ნი­ნო და­ვარ­ქ­ვი, იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­ქარ­თ­ვე­ლო, ის ჩემ­თ­ვის მე­ო­რე სამ­შობ­ლოა, რომ შე­მეძ­ლოს სულ აქ ვიცხოვ­რებ­დი. ნი­ნო მე­ტად გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ხე­ლია თქვენ­ში, ჩემს გო­გო­ნა­საც ძა­ლი­ან მოს­წონს ეს სა­ხე­ლი, ამა­ყობს და უფ­რ­თხილ­დე­ბა მას.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები