27 ივლისი, შაბათი, 2024

ჩარ­ჩო­ში მოქ­ცე­უ­ლი „თა­ვი­სუფ­ლე­ბა“

spot_img

ლია გო­გო­ხია

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბი გვიჩ­ვე­ნებს, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის დიდ ნა­წილს კვლავ უჭირს წე­რი­თი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. უამ­რა­ვ პრობ­ლე­მათაგან ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე თვალ­ში­სა­ცე­მი მოს­წავ­ლე­თა თხზუ­ლე­ბე­ბის წე­რის კულ­ტუ­რის და­ბა­ლი დო­ნეა. თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლე­ებს არ უჭირთ აზ­როვ­ნე­ბა, ლო­გი­კა, თუმ­ცა უჭირთ აზ­რის, სათ­ქ­მე­ლის წე­რი­ლო­ბით გა­მო­ხატ­ვა სა­თა­ნა­დოდ გა­მარ­თუ­ლი, ენობ­რი­ვად დახ­ვე­წი­ლი ფორ­მით. მსჯე­ლო­ბა სქე­მა­ტუ­რია, სიტყ­ვა­თა მა­რა­გი — მწი­რი, სტი­ლი — სა­კან­ცე­ლა­რიო. არ შე­უძ­ლი­ათ სი­ნო­ნი­მე­ბის აქ­ტი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა, ასე­ვე არ შე­უძ­ლი­ათ მო­იყ­ვა­ნონ სხვა ავ­ტო­რე­ბის ქმნი­ლე­ბი­დან მოხ­მო­ბი­ლი ანა­ლო­გი­ე­ბი თუ არ­გუ­მენ­ტე­ბი. თავს ვერ არი­დე­ბენ კლი­შე­ე­ბი­სა და ბა­ნა­ლუ­რი ფორ­მუ­ლი­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას.

ვინ არის დამ­ნა­შა­ვე?

დღეს სკო­ლა­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას „საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში“ გა­მოზ­რ­დი­ლი კად­რი წარ­მო­ად­გენს. მათ შო­რის ვარ მეც. სამ­წუ­ხა­როდ, მშობ­ლე­ბიც ვერ გას­ც­დ­ნენ „საბ­ჭო­თა კავ­ში­რის“ ფარ­გ­ლე­ბის აზ­როვ­ნე­ბას. რო­გორც კი გა­მოქ­ვეყ­ნ­და ცნო­ბა 2022 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ტეს­ტებ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, მას­წავ­ლებ­ლე­ბი ავ­ფუცხუნ­დით, შეშ­ფოთ­დ­ნენ მშობ­ლე­ბიც, მა­თი შფოთ­ვა შვი­ლებ­საც გა­და­ე­დოთ და ასე მი­ვი­ღეთ „მშფოთ­ვა­რე სა­მე­უ­ლი“. თუმ­ცა, სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვ­ლოდ. და­ვიწყოთ მშობ­ლე­ბით. ისი­ნი სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლებს არ ენ­დო­ბი­ან და სკო­ლის გა­რეთ ეძე­ბენ „ხსნას“. არ ვე­კა­მა­თე­ბი, მა­თი არ­ჩე­ვა­ნია, მაგ­რამ არა მგო­ნია, რო­მე­ლი­მე თვა­ლან­თე­ბუ­ლი მოს­წავ­ლის თვა­ლი თუნ­დაც ყვე­ლა­ზე სას­ტიკ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა „ჩა­აქ­როს“. სწავ­ლის მო­სურ­ნე მოს­წავ­ლეს მას­წავ­ლე­ბე­ლი არას­დ­როს გა­აწ­ბი­ლებს (ერ­თე­უ­ლებ­სა და გა­მო­ნაკ­ლი­სებ­ზე არ ვლა­პა­რა­კობ). ამ დროს მშობ­ლე­ბი ვერ იაზ­რე­ბენ, რომ იგი­ვე რე­პე­ტი­ტო­რი, ამა­ვე დროს, სხვა სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლია. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ გა­უმ­კ­ლავ­დ­ნენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი ამ სი­ახ­ლეს, რო­გორ გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ მოს­წავ­ლე­ე­ბის ყვე­ლა­ზე ხში­რად დას­მულ შე­კითხ­ვებს (ყვე­ლა­ზე მე­ტი შე­კითხ­ვა მე­ხუ­თე-მე­ექ­ვ­სე კრი­ტე­რი­უ­მებ­მა გა­მო­იწ­ვია).

მასწ, მასწ, რო­გორ და­ვიწყოთ წე­რა? რა პა­რა­ლე­ლი მო­ვიყ­ვა­ნოთ? რას ნიშ­ნავს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი აზ­როვ­ნე­ბა, ცი­ტა­ტე­ბი გვირ­ჩი­ეთ (აი, სწო­რედ მსგავ­სი შე­კითხ­ვე­ბი აქ­ცევს ჩარ­ჩო­ში „თა­ვი­სუ­ფალ აზ­როვ­ნე­ბას“).

ზოგ­მა თა­ვის მოს­წავ­ლე­ებს ჩა­მო­უ­წე­რა თი­თო­ე­ულ ნა­წარ­მო­ებს რა პა­რა­ლე­ლიც შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და, თუმ­ცა ის კი არ იფიქ­რა, რომ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა პა­რა­ლე­ლად მთლი­ა­ნად ტექსტს კი მო­ერ­გოს, მაგ­რამ არა იმ კონ­კ­რე­ტულ მო­ნაკ­ვეთს… და მა­ინც, რა­ტომ გგო­ნი­ათ, რომ აუცი­ლებ­ლად პა­რა­ლე­ლი უნ­და მო­იყ­ვა­ნოთ? მივ­ყ­ვეთ კრი­ტე­რი­უ­მებს: მე­ხუ­თე კრი­ტე­რი­უ­მი ასეა და­სა­თა­უ­რე­ბუ­ლი: „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა“. ნაშ­რომ­ში მკა­ფი­ოდ უნ­და გა­მოვ­ლინ­დეს გან­სა­ხილ­ველ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა­ტი­კის ცოდ­ნა, აბი­ტუ­რი­ენ­ტის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა და ერუ­დი­ცია, მე­ექ­ვ­სე კრი­ტე­რი­უ­მი კი ამოწ­მებს მოს­წავ­ლის და­მო­უ­კი­დე­ბელ აზ­როვ­ნე­ბას და ითხოვს, ასე­ვე მკა­ფი­ოდ გა­მოვ­ლინ­დეს აბი­ტუ­რი­ენ­ტის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი, შე­ხე­დუ­ლე­ბა­თა და შე­ფა­სე­ბა­თა არა­შაბ­ლო­ნუ­რო­ბა. დი­ახ, არა­შაბ­ლო­ნუ­რო­ბა… და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი და არა, კრი­ტი­კო­სე­ბის­გან გად­მო­წე­რი­ლი მო­საზ­რე­ბა­ნი. რა თქმა უნ­და, სა­სი­ა­მოვ­ნოა, რო­ცა მოს­წავ­ლე იმოწ­მებს კრი­ტი­კო­სის ნა­აზ­რევს, მაგ­რამ მას თა­ვი­სი აზ­რიც ხომ აქვს ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით და სწო­რედ ეს ფას­დე­ბა მა­ღა­ლი ქუ­ლით. რაც შე­ე­ხე­ბა ერუ­დი­ცი­ა­სა და ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბას, ამას წე­რის სტი­ლი­თაც მიხ­ვ­დე­ბა მკითხ­ვე­ლი. ზოგ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა ვრცე­ლი სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა ჟურ­ნალ „მას­წავ­ლე­ბელ­ში“ და „გა­ა­შან­შა­ლა“ თუ რო­გორ, რა პრინ­ცი­პით უნ­და და­ე­წე­რათ მოს­წავ­ლე­ებს თხზუ­ლე­ბე­ბი, ისიც კი მი­უ­თი­თა, რამ­დე­ნი აბ­ზა­ცი გა­მო­ე­ყოთ… ზოგ­მა მა­შინ­ვე ამო­ი­წე­რა სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი ცი­ტა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც რა­ტომ­ღაც ჩათ­ვა­ლა, რომ ყვე­ლა ტექსტს მო­ერ­გე­ბო­და, ცი­ტა­ტე­ბის კრე­ბუ­ლიც შექ­მ­ნა, ზოგ­მა თა­ვი­სი და­წე­რი­ლი მას­წავ­ლებ­ლურ-მეც­ნი­ე­რულ-ფი­ლო­სო­ფი­უ­რი თხზუ­ლე­ბე­ბი და­წე­რა, წიგ­ნა­დაც გა­მოს­ცა და ამით მო­ი­ხა­და ვა­ლი თა­ო­ბის წი­ნა­შე.

რო­გორც ვხე­დავთ, აღ­მოჩ­ნ­და, რომ ხან­და­ხან მას­წავ­ლებ­ლე­ბიც ვცო­დავთ.

ასე რომ, მას­წავ­ლებ­ლე­ბო! შეშ­ფო­თე­ბის მი­ზე­ზი ნამ­დ­ვი­ლად არ არ­სე­ბობს. ჩვენ ჩვე­ნი საქ­მე გა­ვა­კე­თოთ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა მი­ვაქ­ცი­ოთ ტექ­ს­ტის არა მარ­ტო მხატ­ვ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით გა­ა­ნა­ლი­ზე­ბას, არა­მედ, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მოს­წავ­ლე­თათ­ვის ძნე­ლი სიტყ­ვე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბე­ბის ახ­ს­ნას, რო­მელ­თა რიცხ­ვიც, სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის სქო­ლი­ო­ებ­ში გან­მარ­ტე­ბუ­ლი სიტყ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას. თუ თა­ნა­მედ­რო­ვე ლექ­სი­კურ-სე­მან­ტი­კურ ტენ­დენ­ცი­ებს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, აუცი­ლე­ბე­ლია მუ­შა­ო­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა ლექ­სი­კა­ზე. დღეს, ნე­ო­ლო­გიზ­მე­ბი­სა და ჟარ­გო­ნის აქ­ტი­უ­რი მო­ჭარ­ბე­ბა-მო­ძა­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რადღე­ბო და საფ­რ­თხი­ლოა მა­თი გა­მიჯ­ვ­ნის, სპე­ცი­ფი­კი­სა და ად­გი­ლის სა­კითხის გარ­კ­ვე­ვა და მოს­წავ­ლე­თათ­ვის სწო­რი ენობ­რი­ვი ორი­ენ­ტა­ცი­ის მი­ცე­მა. მოს­წავ­ლე უნ­და იც­ნობ­დეს ქარ­თუ­ლი ენის გან­მარ­ტე­ბით ლექ­სი­კონს, აგ­რეთ­ვე სი­ნო­ნიმ­თა და უცხო სიტყ­ვა­თა ლექ­სი­კო­ნებს, შე­ეძ­ლოს არა მარ­ტო მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბა, არა­მედ სა­ჭი­რო­ე­ბის გან­საზღ­ვ­რაც. სიტყ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა კი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გა­მარ­თუ­ლი სტი­ლუ­რი მეტყ­ვე­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დე­ბა. მოს­წავ­ლე­ებს შევ­თა­ვა­ზოთ და­მა­ტე­ბი­თი ლი­ტე­რა­ტუ­რა, ვი­მე­ო­რებ, მა­ინ­ც­და­მა­ინც პა­რა­ლე­ლე­ბის მო­სახ­მო­ბად არა. ვას­წავ­ლოთ ქარ­თუ­ლი კრი­ტი­კის ნი­მუ­შებ­ზე მუ­შა­ო­ბა, სხვი­სი ნა­აზ­რე­ვის გაც­ნო­ბა და არა მა­ინ­ც­და­მა­ინც მა­თი გა­ზი­ა­რე­ბა, გა­და­წე­რა, მით­ვი­სე­ბა და ბო­ლოს, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, თა­ვად ამო­წე­რონ ცი­ტა­ტე­ბი და გა­მო­ნათ­ქ­ვა­მე­ბი, წე­რის პრო­ცეს­ში ისი­ნი თა­ვად მიხ­ვ­დე­ბი­ან, რო­მე­ლი უფ­რო მი­ე­სა­და­გე­ბა თე­მას და რო­მე­ლი არა… და­ა­ნე­ბეთ თა­ვი კაფ­კას, მა­ჰათ­მა გან­დის, ნი­კო­ლო მა­კი­ა­ვე­ლის გა­მო­ნათ­ქ­ვამ­თა ცი­ტი­რე­ბა­სა და მათ კრე­ბუ­ლე­ბად გა­და­ცე­მას მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. რე­პე­ტი­ტო­რე­ბო, თქვენ მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი 20 აბი­ტუ­რი­ენ­ტი თუ აღ­მოჩ­ნ­და ერთ კლას­ში, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა დღე­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბა მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­ცა ოცი­ვე ერ­თ­ნა­ი­რი სტი­ლით წერს, ერ­თ­ნა­ი­რად მსჯე­ლობს და ერ­თ­ნა­ირ ცი­ტა­ტებს იმოწ­მებს. თქვენ თა­ვა­დაც იცით, რომ ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გის სიმ­წი­რით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი წიგ­ნი­ე­რე­ბის და­ბა­ლი დო­ნეა, ამი­ტომ მოს­წავ­ლე­ებს შევ­თა­ვა­ზოთ უცხო ტექ­ს­ტე­ბი (კლა­სი­კუ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან ან თარ­გ­მა­ნი). ამით თა­ვი­დან ავი­ცი­ლებთ ტრა­ფა­რე­ტულ, არა­საგ­ნობ­რივ მსჯე­ლო­ბას, შაბ­ლო­ნუ­რი გა­მოთ­ქ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას.

თქვენ კი მას­წავ­ლებ­ლე­ბო! სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში არ და­უ­წე­როთ მოს­წავ­ლე­ებს და­ბა­ლი ქუ­ლა, წა­ა­ხა­ლი­სეთ, უთხა­რით, რომ დღი­თი დღე უმ­ჯო­ბეს­დე­ბა მა­თი ნა­წე­რი, მთა­ვა­რია, წე­რონ, იკითხონ… ის, რაც შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­დან სი­სუ­ლე­ლედ მო­გეჩ­ვე­ნოთ, აუცი­ლებ­ლად იქ­ცე­ვა ლო­გი­კუ­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ და სა­თა­ნა­დო არ­გუ­მენ­ტე­ბით გამ­ყა­რე­ბულ ტექ­ს­ტად.

ასე რომ, მე­ტის­მე­ტად ნუ შეზღუ­დავთ და ნუ მო­აქ­ცევთ თქვენს „ბრძნულ ჩარ­ჩო­ებ­ში“ მოს­წავ­ლე­ებს, აცა­დეთ, თქვან თა­ვი­ან­თი სიტყ­ვა. წა­ვა­ხა­ლი­სოთ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი აზ­როვ­ნე­ბა. ასე რომ, მე­ტის­მე­ტად ნუ შეზღუ­დავთ და ნუ მო­აქ­ცევთ ჩარ­ჩო­ებ­ში მოს­წავ­ლე­ებს… აცა­დეთ, თქვან თა­ვი­ან­თი სიტყ­ვა, იყა­ვით თა­ნა­მედ­რო­ვე, ხან­და­ხან უფ­რო თა­ნა­მედ­რო­ვეც კი, ვიდ­რე თქვე­ნი მოს­წავ­ლეა, დრო ცვლის ყვე­ლა­სა და ყვე­ლა­ფერს. არ მოკ­ლათ მოს­წავ­ლე­ში „მე“, სცა­დოს გა­არ­ღ­ვი­ოს ჩვენ მი­ერ ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მ­ნი­ლი „სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი ჩარ­ჩო“. მოს­წავ­ლე­ებს ხში­რად აქვთ არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი შე­კითხ­ვე­ბი. იმა­ზე ვი­ფიქ­როთ, რა­ტომ დას­ვა ესა თუ ის შე­კითხ­ვა მოს­წავ­ლემ? რა გა­ი­ფიქ­რა მან? და არა იმა­ზე, სუ­ლე­ლუ­რია თუ ბრძნუ­ლი.

მშობ­ლე­ბო, მო­დას ნუ აჰ­ყ­ვე­ბით! რო­გორ გგო­ნი­ათ, მე-12 კლას­ში რე­პე­ტი­ტო­რი, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, შეძ­ლებს სა­მი წლის პროგ­რა­მის გავ­ლა­სა და თხზუ­ლე­ბის ისე­თი სა­ხით ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის სწავ­ლე­ბას, რომ უმაღ­ლე­სი ქუ­ლა მი­ი­ღოს? გახ­სოვ­დეთ, რომ ყო­ვე­ლი მოს­წავ­ლის უკან მა­თი სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი დგას, რო­მე­ლიც 11 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე ზრუ­ნავ­და. ამი­ტომ ენ­დეთ მას­წავ­ლებ­ლებს, ნუ აიმე­დებთ შვი­ლებს, რომ მე-12 კლას­ში მო­ამ­ზა­დებთ, მა­ნამ­დე კი არა უშავს, შე­უძ­ლი­ათ გა­ერ­თონ, იზარ­მა­ცონ, სა­უ­კე­თე­სო დრო გაფ­ლან­გონ.

თქვენ კი, მოს­წავ­ლე­ე­ბო, ნუ ხართ ზედ­მე­ტად ეჭ­ვი­ა­ნე­ბი, ნუ ფიქ­რობთ, რომ „სპე­ცი­ა­ლუ­რად არ გაძ­ლე­ვენ ნი­მუ­შებს, რომ ბო­ლომ­დე ვერ მიხ­ვ­დეთ, რა უნ­დათ და ვერ აიღოთ მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბი“. თქვენ ჩვენ­ზე კარ­გად უპა­სუ­ხებთ ამ შე­კითხ­ვას: „იმ­ს­ჯე­ლეთ, რო­გო­რაა წარ­მო­ჩე­ნი­ლი მო­ცე­მულ ტექ­ს­ტ­ში ეს პრობ­ლე­მა და რამ­დე­ნად აქ­ტუ­ა­ლუ­რია იგი დღეს“. იცო­დეთ, რომ თქვე­ნი თვალ­საზ­რი­სი მა­შინ გახ­დე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო, რო­ცა იგი ლო­გი­კუ­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და სა­თა­ნა­დო არ­გუ­მენ­ტე­ბით იქ­ნე­ბა გამ­ყა­რე­ბუ­ლი, მთა­ვა­რია, დაგ­ვარ­წ­მუ­ნოთ აზ­რის სის­წო­რე­ში. და მა­ინც, თუ ჯი­უ­ტად შე­მოგ­ვიბ­რუ­ნებთ ფრა­ზას: „რო­გორ და­ვიწყოთ?“ გი­პა­სუ­ხებთ, რო­გორ და­იწყოთ? და­იწყეთ სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­თა და გე­მოვ­ნე­ბით!!

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა

♦ ინა­სა­რი­ძე მაია, ნაჭყე­ბია მაია, „ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბი“, თბ. 2006წ;

♦ თო­ფა­ძე ქე­თე­ვან, „წე­რი­თი მეტყ­ვე­ლე­ბის სწავ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბი“, თბ. 2011წ;

♦ ლე­ი­აშ­ვი­ლი ნო­ნა, „მხატ­ვ­რუ­ლი სა­ხის ახ­ლე­ბუ­რი გა­აზ­რე­ბი­სათ­ვის“, ინ­ტერ­ნეტ­გა­ზე­თი “მას­წავ­ლე­ბე­ლი“, www.mastsavlebeli.ge, თბ. 2012;

♦ ფირ­ჩხა­ძე მაია, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ზო­გი­ერ­თი ტექ­ნო­ლო­გია და სტრა­ტე­გია, ინ­ტერ­ნეტ­გა­ზე­თი „მას­წავ­ლე­ბე­ლი“, www.mastsavlebeli.ge, თბ. 2013;

♦ ფე­იქ­რიშ­ვი­ლი მა­დო­ნა, „რო­გორ გან­ვუ­ვი­თა­როთ მოს­წავ­ლე­ებს წე­რის უნარ-ჩვე­ვე­ბი“, ინ­ტერ­ნეტ­გა­ზე­თი „მას­წავ­ლე­ბე­ლი“, www.mastsavlebeli.ge, თბ. 2016;

♦ გო­გო­ხია ლია, „და­საწყი­სი მი­კარ­ნა­ხეთ, მასწ!“

http://mastsavlebeli.ge/?p=9948

♦ გო­გო­ხია ლია, ხო­ნე­ლი­ძე ლე­ი­ლა — თი­ნე­ი­ჯერ­თა (ნინ­ველ­თა) პრობ­ლე­მე­ბი, ანუ რა­ტომ ვერ ვწერთ უკე­თე­სად…

http://axaliganatleba.ge/upload/newspaper/1493218063.pdf

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები