3 მაისი, პარასკევი, 2024

შუ­ა­ლე­დუ­რი სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბი – კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა

spot_img

ლელა სულეიმანიშვილი

სსიპ ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ანაკლიის სა­ჯა­რო სკო­ლის ინგლისური ენის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად სა­ჭი­როა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის შუ­ა­ლე­დურ სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბად და­ყო­ფა. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბის­გან (რო­მე­ლიც უკ­ვე გან­საზღ­ვ­რუ­ლია ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით), შუ­ა­ლე­დურ სას­წავ­ლო მი­ზანს სკო­ლა გან­საზღ­ვ­რავს, სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში საგ­ნობ­რი­ვი კა­თედ­რე­ბი იღე­ბენ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს.

შუ­ა­ლე­დურ მი­ზანს აქვს სა­მი ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტი, რო­მელ­თა ეტა­პობ­რი­ვად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­დეგ, ით­ვ­ლე­ბა იგი მიღ­წე­უ­ლად. შუ­ა­ლე­დუ­რი მიზ­ნის კომ­პო­ნენ­ტე­ბია:

⇒ პრო­დუქ­ტი რო­მელ­საც ქმნის მოს­წავ­ლე (მა­გა­ლი­თად: პოს­ტე­რი, კო­მიქ­სი, მცი­რე ზო­მის თხრო­ბი­თი ტექ­ს­ტი, ანა­ლი­ტი­კუ­რი ნაშ­რო­მი და სხვ.);

⇒ ძი­რი­თა­დი სა­კითხი, რო­მელ­საც შე­ე­ხე­ბა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა;

⇒ შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­ე­მარ­თე­ბა სა­მიზ­ნე ცნე­ბის მკვიდრ წარ­მოდ­გე­ნებს.

პირ­ველ კომ­პო­ნენტს მო­ი­ცავს პრო­დუქ­ტი, რო­მელ­საც ქმნის მოს­წავ­ლე. ეს ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ნა­მუ­შე­ვა­რია და მი­სი შექ­მ­ნის პრო­ცეს­ში შე­უძ­ლია სხვი­სი მხარ­და­ჭე­რაც გა­მო­ი­ყე­ნოს, რაც არ გუ­ლის­ხ­მობს პრო­დუქ­ტის შექ­მ­ნას სხვის მი­ერ.

მე­ო­რე კომ­პო­ნენ­ტია ძი­რი­თა­დი სა­კითხი, რო­მელ­საც უშუ­ა­ლოდ შე­ე­ხე­ბა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა. ძი­რი­თა­დი სა­კითხის გა­რე­შე კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შექ­მ­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ვი­ნა­ი­დან ეს სა­კითხი მო­ი­ცავს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის მთა­ვარ თე­მას.

შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი მი­ე­მარ­თე­ბა სა­მიზ­ნე ცნე­ბის მკვიდრ წარ­მოდ­გე­ნებს და სრულ კო­რე­ლა­ცი­ა­შია მკვიდრ წარ­მოდ­გე­ნებ­თან.

გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შუ­ა­ლე­დუ­რი მიზ­ნე­ბის გა­მო­სა­ყო­ფად, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, აუცი­ლე­ბე­ლია სას­წავ­ლო თე­მის, რო­გორც სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლის, მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გა­აზ­რე­ბა. ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მოთხოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით, თე­მა წარ­მო­ად­გენს კონ­ტექსტს, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც, უნ­და და­მუ­შავ­დეს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ყვე­ლა შე­დე­გი და სა­მიზ­ნე ცნე­ბა. თე­მას, რო­გორც სა­ბა­ზი­სო ერ­თე­ულს, სა­სი­ცოცხ­ლო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში და კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი მიდ­გო­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

შუ­ა­ლე­დუ­რი სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო­დაა გან­საზღ­ვ­რუ­ლი. მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა და მო­ცუ­ლო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია კონ­კ­რე­ტუ­ლი სკო­ლის/კლა­სის მო­ცე­მუ­ლო­ბა­ზე. მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს შუ­ა­ლე­დუ­რი მი­ზა­ნი:

⇒ რო­მე­ლიც ერთ სა­კითხს და ერთ სა­მიზ­ნე ცნე­ბას შე­ე­ხე­ბა;

⇒ რო­მე­ლიც, ერ­თი სა­კითხის გა­მო­ყე­ნე­ბით, 2-3 სა­მიზ­ნე ცნე­ბის და­მუ­შა­ვე­ბას გუ­ლის­ხ­მობს;

⇒ შუ­ა­ლე­დუ­რი მი­ზა­ნი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც, თე­მის ფარ­გ­ლებ­ში, ყვე­ლა სა­მიზ­ნე ცნე­ბა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბი ერ­თობ­ლი­ვად და­მუ­შავ­დე­ბა.

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე ყვე­ლა მოს­წავ­ლემ უნ­და მი­ი­ღოს და­ვა­ლე­ბა და შე­ა­თან­ხ­მოს, რა ფორ­მით წარ­მო­ად­გენს მას. შე­საძ­ლე­ბე­ლია კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბის ადაპ­ტი­რე­ბა მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით.

მე­ო­რე ეტაპ­ზე, მას­წავ­ლე­ბე­ლი და მოს­წავ­ლე­ე­ბი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბენ. სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში:

⇒ ეც­ნო­ბი­ან და გა­ნი­ხი­ლა­ვენ და­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ რე­სურ­სებს;

⇒ ხორ­ცი­ელ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი საკ­ლა­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბი და სრულ­დე­ბა სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბე­ბი.

კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი რამ­დე­ნი­მე წი­ნა­პი­რო­ბას მო­ი­ცავს:

⇒ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა რამ­დე­ნი­მე (მაგ., 5-6) გაკ­ვე­თილს მო­ი­ცავს;

⇒ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ობს ყვე­ლა მოს­წავ­ლე. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, უნ­და მოხ­დეს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბის ადაპ­ტი­რე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­ტე­რე­სებ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე (მაგ., შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს და­ვა­ლე­ბის წარ­მოდ­გე­ნის ფორ­მა, კრი­ტე­რი­უ­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, გა­მარ­ტივ­დეს სას­წავ­ლო რე­სურ­სი და სხვა);

⇒ ყვე­ლა მოს­წავ­ლემ, პირ­ვე­ლი­ვე გაკ­ვე­თილ­ზე, უნ­და იცო­დეს, რო­მე­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას ეძღ­ვ­ნე­ბა მომ­დევ­ნო გაკ­ვე­თი­ლე­ბი;

⇒ ყვე­ლა მოს­წავ­ლემ უნ­და იცო­დეს, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი თი­თო­ე­ულ მათ­განს მოს­თხოვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის წარ­დ­გე­ნას;

⇒ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი ეძღ­ვ­ნე­ბა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის ფორ­მას: აუცი­ლე­ბე­ლია, მოს­წავ­ლე­ებ­მა კარ­გად გა­ი­გონ, რა ფორ­მით მო­ეთხო­ვე­ბათ, შე­სას­წავლ სა­კითხ­თან მი­მარ­თე­ბით, სა­კუ­თა­რი ცოდ­ნის წარ­მო­ჩე­ნა;

⇒ შე­კითხ­ვის ფორ­მით ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, ეტა­პე­ბის როლს ას­რუ­ლებს;

⇒ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ეს არის „ტრა­დი­ცი­უ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის“ ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა და არა ახა­ლი ელე­მენ­ტის და­მა­ტე­ბა არ­სე­ბულ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ზე. ამ­დე­ნად, ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა, სა­ვარ­ჯი­შო, სა­ში­ნაო თუ საკ­ლა­სო და­ვა­ლე­ბა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა;

⇒ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა საკ­ლა­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბია და არა მოს­წავ­ლის­თ­ვის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ოს სა­ხით მი­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბა/სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა. და­უშ­ვე­ბე­ლია, მოს­წავ­ლემ, მას­წავ­ლებ­ლის დახ­მა­რე­ბის/ფა­სი­ლი­ტა­ცი­ის გა­რე­შე, იმუ­შა­ოს კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე;

⇒ არ არის საკ­მა­რი­სი, მოს­წავ­ლემ უბ­რა­ლოდ შე­ას­რუ­ლოს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა. და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას და/ან სა­ბო­ლოო წარ­დ­გე­ნი­სას, მან უნ­და აღ­წე­როს რა პრო­დუქ­ტი შექ­მ­ნა, რო­გორ წა­რი­მარ­თა სა­მუ­შაო პრო­ცე­სი, ახ­ს­ნას რა­ტომ შე­ას­რუ­ლა და­ვა­ლე­ბა ამ და არა სხვა სა­ხით, შე­ა­ფა­სოს სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შე­ვა­რი, და­უ­კავ­ში­როს მის ან თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის მი­ერ სხვა­დას­ხ­ვა დროს შეს­რუ­ლე­ბულს;

შუ­ა­ლე­დუ­რი სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბის მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბა, სწო­რად გან­საზღ­ვ­რა და კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნის მიღ­წე­ვის წი­ნა­პი­რო­ბაა. სწავ­ლე­ბა უნ­და წა­რი­მარ­თოს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბი­დან კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბამ­დე და არ უნ­და ჰქონ­დეს მას ეპი­ზო­დუ­რი ან ფორ­მა­ლის­ტუ­რი ხა­სი­ა­თი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები