24 ნოემბერი, კვირა, 2024

შო­თა რუს­თა­ვე­ლის ,,ვეფხის­ტყა­ო­სან­ში“ აღ­წე­რი­ლი ეთ­ნო­სე­ბი და მა­თი სა­ლა­პა­რა­კო ენა (ტა­რი­ელ ფუტ­კა­რა­ძი­სე­უ­ლი გა­აზ­რე­ბა)

spot_img

მი­შა ხოზ­რე­ვა­ნი­ძე

სსიპ დი­მიტ­რი ხოზ­რე­ვა­ნი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კვა­ტი­ის სა­ჯა­რო სკო­ლის მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლე,
ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი: სოს­ლან სურ­მა­ნი­ძე, ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი

 

 

 

„ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ მე-12 სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის შე­დევ­რია. ამას ამ­ტ­კი­ცებს ის ფაქ­ტიც, რომ პო­ე­მა­ში წა­მოჭ­რი­ლი სა­კითხე­ბი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რია, ასე­ვე გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია მათი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ე­ბი.

ჩვენ დღეს გვინ­და გან­ვი­ხი­ლოთ ბა­ტონ ტა­რი­ელ ფუტ­კა­რა­ძის სტა­ტია „შო­თა რუს­თ­ვე­ლის „ვეფხის­ტყა­ო­სან­ში“ აღ­წე­რი­ლი ეთ­ნო­სე­ბი და მა­თი სა­ლა­პა­რა­კო ენა“. შე­ვეც­დე­ბით წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ, თუ რო­გორ დაგ­ვეხ­მა­რე­ბა დი­დი მკვლევ­რის მიდ­გო­მე­ბი „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ უკეთ გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბა­ში.

სტა­ტი­ის შე­სა­ვალ­ში­ვე ავ­ტო­რი ამახ­ვი­ლებს ყუ­რადღე­ბას ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან, წმინ­და „ქარ­თულ“ გა­რე­მო­ე­ბა­ზე „ვეფხის­ტყა­ო­სან­ში“ და გვახ­სე­ნებს 2012 წელს, ქუ­თა­ი­სის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­მეც­ნი­ე­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის წე­ლიწ­დე­უ­ლის ფარ­გ­ლებ­ში და­ბეჭ­დი­ლი სტა­ტი­ის შე­სა­ხებ („შო­თა რუს­თ­ვე­ლის „ვეფხის­ტყა­ო­სან­ში“ აღ­წე­რი­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი /პრობ­ლე­მე­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბის მი­ზე­ზე­ბი/, ქვე­სა­თუ­რით – „რა­ტომ არ არის ნახ­სე­ნე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო ამ გე­ნი­ა­ლურ ქმნი­ლე­ბა­ში“), სა­დაც სა­უ­ბა­რია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­ცე­მის სამ სხვა­დას­ხ­ვა ვა­რი­ან­ტ­ზე: „მე­ფის ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლის არ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში შო­თა რუს­თა­ვე­ლი სა­მე­ფო მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის პრობ­ლე­მას სამ ვა­რი­ან­ტად გა­ნი­ხი­ლავს (შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ქა­ლის მე­ფო­ბა პრობ­ლე­მუ­რი თე­მაა):

♦ თა­ნა­მე­ფე ხდე­ბა მე­ფის ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლის ქმა­რი, მო­ცე­მუ­ლი ერის და­ბა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი წრი­დან: „პირ­ველ, ყმა ვარ, წას­ვ­ლა მინ­და, პატ­რო­ნი­სა სამ­სა­ხუ­რად“ /154/, „მე პატ­რო­ნი­სა ჩე­მი­სა ასუ­ლი შემ­ყ­ვა­რე­ბია“/286/;

♦ თა­ნა­მე­ფე ხდე­ბა მე­ფის ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლის ქმა­რი – უცხო­ტო­მე­ლი ზედ­სი­ძე (უფ­ლის­წუ­ლი);

♦ თა­ნა­მე­ფე ხდე­ბა მე­ფის ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლის ქმა­რი – „სამე­ფო გვა­რის მქო­ნე, მაგ­რამ ერ­თი რო­მე­ლი­მე სა­ე­რის­თა­ვოს მფლო­ბე­ლი“ {ფუტ­კა­რა­ძე: 2012: 256}.

აქ სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლეს იჭერს მკვლე­ვა­რი, რად­გან როს­ტე­ვა­ნი „ღვთი­სა­გან სვი­ა­ნი“, ძლი­ე­რი, დი­დე­ბუ­ლი მე­ფეა, ირ­ჩევს პირ­ველ ვა­რი­ანტს და გა­და­არ­ჩენს სა­მე­ფოს, ხო­ლო „სვი­ა­ნი მე­ფე“ – ფარ­სა­და­ნი, რო­მე­ლიც ღვთი­სა­გან სვი­ა­ნი არ არის, ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი და­დე­ბი­თე­ბი აქვს მხო­ლოდ, უშ­ვებს შეც­დო­მას — ირ­ჩევს ზე­სი­ძის მოყ­ვა­ნის ვა­რი­ანტს და ღუ­პავს სა­მე­ფოს.

ბო­ლოს კი, „ვეფხის­ტყა­ო­სან­ში“ გან­ხი­ლუ­ლი ყვე­ლა სა­ხელ­მ­წი­ფოს „ამ­ბა­ვი“ XI-XIII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა გზის ანა­ლი­ზია და არა სხვა­დას­ხ­ვა რე­ა­ლურ სა­ხელ­მ­წი­ფო­თა აღ­წე­რა. ამ მო­საზ­რე­ბას ადას­ტუ­რებს ისიც, რომ „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ ყვე­ლა პერ­სო­ნა­ჟი, ავ­თან­დი­ლის მსგავ­სად, ტკბილ­ქარ­თუ­ლით მეტყ­ვე­ლებს {ფუტ­კა­რა­ძე: 2012: 257}.

„ვეფხის­ტყა­ო­სან­ში“ აღ­წე­რი­ლი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ლან­დ­შაფ­ტი, ძი­რი­თა­დი სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბის – არა­ბე­თი­სა და ინ­დო­ე­თის — დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ეთ­ნო­სე­ბის ეთ­ნი­კურ-ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი და დე­და­ე­ნა მხატ­ვ­რუ­ლად ასა­ხავს ავ­ტო­რის სამ­შობ­ლოს – სა­ქარ­თ­ვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ, ის­ტო­რი­ულ, ეთ­ნი­კურ და ლინ­გ­ვის­ტურ რე­ა­ლო­ბას, ხო­ლო არა­ბეთ­სა და ინ­დო­ეთ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის „ის­ტო­რი­ე­ბი“ თა­მარ მე­ფის გა­მე­ფე­ბი­სა და და­ქორ­წი­ნე­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ცი­ე­ბია“ {ფუტ­კა­რა­ძე: 2016: 86}.

სტა­ტი­ის შე­სა­ვალ­ში, მკვლე­ვა­რი მი­უ­თი­თებს „ვეფხის­ტყა­ო­სან­ში“ აღ­წე­რი­ლი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბის სიმ­ბო­ლო­ებ­ში ნა­გუ­ლის­ხ­მევ რე­ა­ლო­ბა­ზე, რა­საც თა­ნა­მედ­რო­ვე მას­შ­ტა­ბე­ბი­თა და სა­ზო­მე­ბით გვი­დას­ტუ­რებს. მო­ვიყ­ვანთ სტა­ტი­ი­დან რამ­დე­ნი­მე მა­გა­ლითს:

  1. „ტა­რი­ე­ლი და ავ­თან­დი­ლი არა­ბე­თი­დან ინ­დო­ე­თამ­დე „სა­ქორ­წი­ნო მარ­შით“ მი­დი­ოდ­ნენ სა­მი თვის, ანუ 90 დღის მან­ძილ­ზე (სა­ვა­რა­უ­დოდ, ცხე­ნე­ბით); დღე­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 25 კი­ლო­მეტრს თუ ვი­ვა­რა­უ­დებთ, ამ ქვეყ­ნებს შო­რის მან­ძი­ლი 2250 კი­ლო­მეტ­რამ­დე უნ­და იყოს (ეს მან­ძი­ლი დღე­საც რე­ა­ლუ­რია არა­ბეთ­სა და ინ­დო­ეთს შო­რის)“ {ფუტ­კა­რა­ძე: 2016: 74} – „სამ თვე ვლეს, – ღმერ­თ­მან მა­თებ­რი სხვა ნუ­რა ნუ დაჰ­ბა­დო­სა!“ 578-ე სტრ.
  2. „ცხე­ნით 10 დღის სა­ვა­ლია არა­ბე­თის საზღ­ვ­რი­დან არა­ბე­თის დე­და­ქა­ლა­ქამ­დე; მა­ხა­რობ­ლის მოძ­რა­ო­ბის სიჩ­ქა­რედ უნ­და ვი­ვა­რა­უ­დოთ, დღე­ში, 50 კი­ლო­მეტ­რი მა­ინც; ათი დღის შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­მო­დის 500 კი­ლო­მეტ­რი (შერ­მა­დი­ნი ამ მან­ძილს 3 დღე­ში რომ ფა­რავს, ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხ­ვე­ვაა!)“ {ფუტ­კა­რა­ძე: 2016: 74-75} – „ფიცხ­ლა წა­ვი­და, სა­ვა­ლი სამ დღე ვლო დღი­სა ათი­სა“, 679-ე სტრ.
  3. 10 დღის სა­ვალ­ზეა ზღვა­თა სა­მე­ფოს დე­და­ქა­ლა­ქი­დან ამა­ვე ქვეყ­ნის სა­საზღ­ვ­რო ზო­ლი – „იარა სა­ვა­ლი დღი­სა ათი­სა“, 1433-ე სტრ.
  4. ტა­რი­ე­ლის გა­მოქ­ვა­ბუ­ლი­დან ერ­თი დღის სა­ვალ­ზეა ზღვა, სა­ნა­პი­რო­დან აღ­მო­სავ­ლე­თით კი, 70 დღის სა­ვალ­ზეა გა­და­ჭი­მუ­ლი ხა­ტა­ე­თი, რი­თაც ვად­გენთ, რომ გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბი ხა­ტა­ეთ­შია ან ხა­ტა­ეთ­თან ახ­ლოს, ხა­ტა­ე­თის მო­საზღ­ვ­რეა ფრი­დო­ნის ქვე­ყა­ნაც – „ყმა მტი­რა­ლი სა­მოც-ათ დღე ზღვი­სა პი­რას მი­ვა გზა­სა“, 969-70 სტრ.
  5. ათი დღის სა­ვალ­ზეა საზღ­ვ­რი­დან ფრი­დო­ნის სა­მე­ფოს დე­და­ქა­ლა­ქი – მულ­ღა­ზან­ზა­როც. „მო­ახ­სე­ნეს: „ესე გზაა მულ­ღა­ზან­ზარს მი­მა­ვა­ლი“, 973-ე სტრ.
  6. და­ახ­ლო­ე­ბით, 6000 კი­ლო­მეტ­რამ­დეა მე­ლიქ­სურ­ხა­ვის სამ­ფ­ლო­ბე­ლო, ზღვა­თა სა­მე­ფო – გუ­ლან­შა­რო, ვაჭ­რე­ბი დღე­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 20 კი­ლო­მეტრს გა­დი­ან – „ესეა ზღვა­თა სა­მე­ფო თვი­სა ათი­სა სავ­ლი­თა“, 1065-ე სტრ.

ბა­ტო­ნი ტა­რი­ელ ფუტ­კა­რა­ძის ვა­რა­უ­დით, თურ­ქე­ბის სამ­ფ­ლო­ბე­ლო, მულ­ღა­ზან­ზა­რი და ინ­დო­ე­თი ერ­თი ზღვის სა­ნა­პი­როა, ზღვა­თა სა­მე­ფო ამ ზღვის მფლო­ბე­ლია. მოჰ­ყავს შე­სა­ბა­მი­სი კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლე­ბი, რაც არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სოა ის­ტო­რი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით.

  1. ტა­რი­ე­ლის ძებ­ნი­სას, ავ­თან­დი­ლი, მა­ღა­ლი მთის გა­დავ­ლის შემ­დეგ, მოხ­ვ­დე­ბა შვი­დი დღის სა­ვალ მინ­დორ­ზე, რო­მე­ლიც არ ჰგავს ინ­დო­ე­თი­სა და არა­ბე­თის უდაბ­ნო­ებს, ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბაა.

„მას მიჰ­ხ­ვ­და წვე­რი სად­გუ­რად მაღ­ლი­სა მთი­სა დი­დი­სა,

გა­მოჩ­ნ­და მუ­ნით მინ­დო­რი, სა­ვა­ლი დღი­სა შვი­დი­სა“ – 184-ე სტრ.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, პრო­ფე­სო­რი ტა­რი­ელ ფუტ­კა­რა­ძე აკე­თებს სა­ინ­ტე­რე­სო და სი­ახ­ლის­მომ­ცემ დას­კ­ვ­ნას: „XII სა­უ­კუ­ნი­სა და გვი­ან­დე­ლი ავ­ტო­რე­ბის გა­ზე­პი­რე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტე­ბი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, შო­თა რუს­თა­ვე­ლის პო­ე­მა­ში თით­ქ­მის რე­ა­ლუ­რა­დაა აღ­წე­რი­ლი ავ­ტო­რის თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მას­შ­ტა­ბე­ბი, მაგ­რამ იდე­ა­ში, ძი­რი­თა­დად, მა­ინც და­ხა­ტუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი გა­რე­მო, სა­დაც არის ტყე­ე­ბი, მდი­ნა­რე­ე­ბი, ბუჩ­ქ­ნა­რი/შამ­ბ­ნი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ფლო­რა და ფა­უ­ნა“ {ფუტ­კა­რა­ძე: 2016: 78}.

სა­ინ­ტე­რე­სო და ჩვენ­თ­ვის ხელ­ჩა­სა­ჭიდ დას­კ­ვ­ნე­ბამ­დე მი­დის ბა­ტო­ნი ტა­რი­ე­ლი „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ ენობ­რი­ვი ანა­ლი­ზის დრო­საც, სა­დაც „ენა“ ამ­ხე­ლა მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბის ხალ­ხე­ბის­თ­ვის არ წარ­მო­ად­გენ­და ბა­რი­ერს. გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გარ­და, ისი­ნი ერ­თ­მა­ნეთს უგე­ბენ – ერთ ენა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, ქარ­თულ ენა­ზე – ტკბილ­ქარ­თულს ლა­პა­რა­კო­ბენ ავ­თან­დი­ლი და თი­ნა­თი­ნი, არა­ბი ავ­თან­დი­ლი და ინ­დო­ე­ლი ტა­რი­ე­ლი… კულ­ტუ­რუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბიც ერ­თი აქვთ, რაც კი­დევ ერ­თხელ მი­უ­თი­თებს, რომ „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ ქარ­თულ, ეროვ­ნულ ხა­სი­ათ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­ის შემ­ც­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბია. „ვეფხის­ტყა­ო­სან­ში“ აღ­წე­რი­ლი ძი­რი­თა­დი ქვეყ­ნე­ბის მკვიდ­რ­თა („არა­ბე­ბი­სა“ და „ინ­დო­ე­ლე­ბის“, ასე­ვე, ფრი­დო­ნის სა­მე­ფოს მო­სახ­ლე­ო­ბის) ეთ­ნი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი ანა­ლო­გი­უ­რია; ამ „ხალ­ხებს“ ერ­თ­ნა­ი­რად ახა­სი­ა­თებთ: ვაჟ­კა­ცო­ბაც, დროს­ტა­რე­ბაც, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­ცე­მის წე­სიც, ერ­თ­ცო­ლი­ა­ნო­ბაც… ნი­შან­დობ­ლი­ვია ისიც, რომ უცხო­უ­რი – ხვა­რაზ­მუ­ლი – აბ­ჯა­რი აც­ვი­ათ რო­გორც არაბ, ასე­ვე ინ­დო­ელ რჩე­ულ მებ­რ­ძო­ლებს“ {ფუტ­კა­რა­ძე: 2016: 78}.

მკვლე­ვა­რი ყუ­რადღე­ბას ამახ­ვი­ლებს ერთ ,,ყო­ფით დე­ტალ­ზე – „პუ­რო­ბა­ზე“. პუ­რის ჭა­მა, სმა, გრან­დი­ო­ზუ­ლი მოლ­ხე­ნა, ამ სამ სა­ხელ­მ­წი­ფო­ში (არა­ბე­თი, ინ­დო­ე­თი, მულ­ღა­ზან­ზა­რო), ჰგავს ერ­თურთს და სრულ თან­ხ­ვედ­რა­შია ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ „პუ­რო­ბას­თან“, თუმ­ცა, ავ­ტო­რი ამ სა­კითხ­ში, პო­ე­ტის აზ­რით, ორ სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს წარ­მოგ­ვი­ჩენს: „ერ­თი მხრივ, ინ­დო­ე­ლე­ბის, არა­ბე­ბი­სა და მულ­ღა­ზან­ზა­რის მო­სახ­ლე­ო­ბას, რო­გორც სა­მი ძმის „სა­ზო­გა­დო­ე­ბას“, მთლი­ა­ნო­ბა­ში – ქარ­თ­ველ ერს; მე­ო­რე მხრივ კი ყვე­ლა და­ნარ­ჩენ ეთ­ნო­სებს“ {ფუტ­კა­რა­ძე: 2016: 79}. მარ­თ­ლაც, მო­ბაღ­და­დელ­ნი ვაჭ­რე­ბი არ სვა­მენ „მა­ჭარს“, არას­დ­როს უს­ვამთ, მაჰ­მა­დის რჯუ­ლი­სა­ნი არი­ან; ასე­ვე, ქა­ჯე­ბის პუ­რო­ბა და კულ­ტუ­რა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია, ისი­ნი ხალ­ხის ძარ­ც­ვა-გლე­ჯით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი, უარ­ყო­ფი­თი ხალ­ხია და ამი­ტო­მაც ნად­გურ­დე­ბი­ან ბო­ლოს (ბო­როტ­სა სძლია სა­ბო­ლო­ოდ კე­თილ­მან); აქ­ვე გა­ნი­ხი­ლე­ბი­ან ხა­ტა­ე­ლე­ბიც (თურქ-სელ­ჩუ­კე­ბი, თურ­ქუ­ლი ტო­მე­ბი), რომ­ლე­ბიც ქა­ჯე­ბის­გან (ნე­გა­ტი­უ­რი ხალ­ხის­გან) გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ხან­და­ხან ნე­იტ­რა­ლურ და და­დე­ბით კონ­ტექ­ს­ტ­შიც კი მო­იხ­სე­ნე­ბი­ან; ხვა­რაზ­მე­ლებს – სპარ­სე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას – კარ­გი აბ­ჯ­რის წარ­მო­ე­ბა შე­უძ­ლი­ათ, ესაა მა­თი და­დე­ბი­თი; გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ხალ­ხია გუ­ლან­შა­რო­ე­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც თით­ქოს გვა­ნან „პუ­რო­ბის“ სცე­ნე­ბით ქარ­თ­ვე­ლებს, მაგ­რამ მეტს არა­ფერს აკე­თებს ეს ხალ­ხი – ვაჭ­რო­ბა და დროს­ტა­რე­ბა უან­გა­რი­შო, უზო­მო. კულ­ტუ­რა, ვაჟ­კა­ცო­ბის იდე­ა­ლი, ზო­მი­ე­რე­ბა მათ­გან შორ­საა, მა­თი ცხოვ­რე­ბა აღებ-მი­ცე­მო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რი­თაც ისი­ნი წმინ­და ქარ­თუ­ლი იდე­ა­ლის­გან შორს მდგო­მი ხალ­ხია.

ამ­რი­გად, მო­ცე­მუ­ლი სტა­ტი­ით პრო­ფე­სო­რი ტა­რი­ელ ფუტ­კა­რა­ძე გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, ახ­ლე­ბუ­რად, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი კუთხით და­ვი­ნა­ხოთ „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“, სა­დაც, მხატ­ვ­რულ – გა­მო­გო­ნილ ამ­ბებ­თან ერ­თად, ის­ტო­რია და რე­ა­ლო­ბაც უხ­ვა­დაა. მკვლე­ვა­რი გვე­უბ­ნე­ბა, რომ იმ დრო­ის ავ­ტო­რე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, რუს­თა­ვე­ლი უფ­რო რე­ა­ლურ მას­შ­ტა­ბებ­ში გვი­ხა­ტავს სუ­რათს, ასე­ვე მას­ში ად­ვი­ლად ამო­საც­ნო­ბია მე-12 სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რია.

 

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა

  1. ფუტ­კა­რა­ძე 2016: ტ. ფუტ­კა­რა­ძე – შო­თა რუს­თ­ვე­ლის „ვეფხის­ტყა­ო­სან­ში“ აღ­წე­რი­ლი ეთ­ნო­სე­ბი და მა­თი სა­ლა­პა­რა­კო ენა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს წმი­და ან­დ­რია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქარ­თ­ვე­ლო­ლო­გი­ის ცენ­ტ­რის VII სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცია „შო­თა რუს­თა­ვე­ლი – 850“, თბი­ლი­სი, 13-14 დე­კემ­ბე­რი, 2016.

http://dl.sangu.edu.ge/pdf/qapvols/qap_v5_8.pdf

  1. ფუტ­კა­რა­ძე 2012: ტ. ფუტ­კა­რა­ძე – შო­თა რუს­თ­ვე­ლის „ვეფხის­ტყა­ო­სან­ში“ აღ­წე­რი­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი /პრობ­ლე­მე­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბის მი­ზე­ზე­ბი/, ქუ­თა­ი­სის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­მეც­ნი­ე­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის წე­ლიწ­დე­უ­ლი, IV, ქუ­თა­ი­სი, 2012. სა­გა­მომ­ცემ­ლო ცენ­ტ­რი „ქუ­თა­ი­სი“. გვ. 249-260. http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/178766/1/Celicdeuli_2012_N4.pdf

 

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები