23 ნოემბერი, შაბათი, 2024

შთამბეჭდავი დღე სოფელ ღოჯორმის სკოლის მოსწავლეებისთვის

spot_img

პატ­რი­ო­ტიზ­მის ცნე­ბა და­უს­რუ­ლე­ბე­ლია, რა­მე­თუ მოს­წავ­ლის ცნო­ბი­ე­რე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­შინ ღვივ­დე­ბა, რო­დე­საც პე­და­გოგ­ში ბავ­შ­ვი იდე­ალ­სა და მო­დელს ხე­დავს.

ჩე­მი პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა არც თუ მცი­რე დრო­ით შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა: ოც­და­ოთხ­წ­ლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბა სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, „გა­ყი­ნუ­ლი ხელ­ფა­სე­ბი“, „მსხვილ­კუ­პი­უ­რა კუ­პო­ნე­ბი“, უშუ­ქო­ბა, ენ­თუ­ზი­აზ­მ­ზე სამ­სა­ხუ­რი… და­ბო­ლოს, მა­ინც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი – „შთა­ვა­გო­ნებ­დეთ ერ­თურთს კაც­თა სიყ­ვა­რულს, ძმო­ბას, ერ­თო­ბას, თა­ვი­სუფ­ლე­ბას“.

ძნე­ლია, რო­ცა ოჯახს მოწყ­ვე­ტი­ლს საკ­მა­ოდ შორ მან­ძილ­ზე გიხ­დე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა – ას­წავ­ლი ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას. მი­მაჩ­ნია, რომ თუ ნებ­ის­მი­ე­რი  ჩვენ­გა­ნი მთე­ლი სუ­ლი­თა და გუ­ლით არაა გან­მ­ს­ჭ­ვა­ლუ­ლი და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი  სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ა­ზე, ძნე­ლია მი­აღ­წიო სა­სურ­ველ შე­დეგს. ვე­რას­დ­როს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ესო­დენ შორს მო­მი­წევ­და სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ი­სად­მი უსაზღ­ვ­რო სიყ­ვა­რუ­ლის დამ­ტ­კი­ცე­ბა, რა­თა თა­ო­ბებს შე­ეს­რუ­ტათ ქარ­თუ­ლი სუ­ლი­სა და გე­ნის ყი­ვი­ლი, პატ­რი­ო­ტუ­ლი იდე­ა­ლე­ბით  გა­მო­მეკ­ვე­თა თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი. 

ერის სუ­ლი­ე­რი მა­მი­ს, ილია მარ­თ­ლის 187-ე და­ბა­დე­ბის დღე შთამ­ბეჭ­და­ვი იყო მა­ღალ­მ­თი­ა­ნი აჭა­რის სო­ფელ ღორ­ჯო­მის სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­თათ­ვის.

„კა­ცად მა­შინ ხარ სა­ქე­ბი,

თუ ეს წე­სი წე­სად დარ­გე,

ყო­ველ დღე­სა შენს თავს ჰკითხო,

აბა დღეს მე ვის რა ვარ­გე?“

ზღვა ემო­ცი­ე­ბით და­ხუნ­ძ­ლუ­ლი აღ­მოჩ­ნდ­ნენ თა­ვად მო­ნა­წი­ლე ბავ­შ­ვე­ბი. გი­ზი­ა­რებთ მათ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს.

       

⇒ ნი­კა გორ­გა­ძე (ლუ­არ­სა­ბი): სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ადაპ­ტი­რე­ბა საკ­მა­ოდ მი­ჭირ­და, ვმორ­ცხ­ვობ­დი, ვღე­ლავ­დი გა­მოს­ვ­ლი­სას, ვფიქ­რობ­დი, რომ მა­ყუ­რე­ბელს ემო­ცი­ას ვერ გა­დავ­ცემ­დი, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად და შთამ­ბეჭ­და­ვად გა­მო­მი­ვი­და, რად­გან რო­ლი შე­ვას­რუ­ლე ბუ­ნებ­რი­ვად.

⇒ ნა­თია ირე­მა­ძე (და­რე­ჯა­ნი): მო­მეხ­ს­ნა ის კომ­პ­ლექ­სი, რაც გა­მაჩნ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას, კერ­ძოდ, გავ­ხ­დი უფ­რო თა­ვი­სუ­ფა­ლი, ღი­ად გა­მოვ­ხა­ტე ჩე­მი ში­ნა­გა­ნი „მე“. ამ როლ­მა შემ­ძი­ნა ის, რომ უფ­რო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი. ფაქ­ტობ­რი­ვად, „გა­ვა­რე­მიქ­სეთ“ ლუ­არ­სა­ბი­სა და და­რე­ჯა­ნის დი­ა­ლო­გი, შე­მო­ვი­ტა­ნეთ ახა­ლი სიტყ­ვე­ბი – დი­ა­ლექ­ტე­ბი, ჩვენს რა­ი­ონ­ზე მორ­გე­ბუ­ლი ფრა­ზე­ბით დავ­ტ­ვირ­თეთ, რა­მაც მე­ტი მხი­ა­რუ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია ხალ­ხ­ში.

⇒ ლინ­და ირე­მა­ძე (კე­სო): ეს რო­ლი ჩემ­თის სი­ნა­ზი­სა და სი­ფარ­ფა­ტის გან­სა­ხი­ე­რე­ბა იყო. რე­პე­ტი­ცი­ის დროს სე­რი­ო­ზუ­ლად ამე­ტი­რა, ვფიქ­რობ, რო­ლის მორ­გე­ბით უფ­რო თა­ვი­სუ­ფა­ლი და გახ­ს­ნი­ლი გავ­ხ­დი.

⇒ ნი­კა ცეცხ­ლა­ძე (გი­ორ­გი): არ მე­გო­ნა თუ ასე გა­ვარ­თ­მევ­დი ამ როლს თავს, რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე ხან მა­ვიწყ­დე­ბო­და სიტყ­ვე­ბი, ზოგ­ჯერ იმ­დე­ნად ღრმად შევ­დი­ო­დი როლ­ში, რომ სა­კუთ­რი აზ­რე­ბით გად­მოვ­ცემ­დი ემო­ცი­ას, მი­ხა­რია, რომ ასე­თი სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა მერ­გო წი­ლად.

მას­წავ­ლებ­ლებ­მა ვი­ცით, რომ თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლე­შია მიჩ­ქ­მა­ლუ­ლი ნი­ჭი, რო­მელ­საც გაღ­ვი­ვე­ბა და ან­თე­ბა სჭირ­დე­ბა. შე­ვე­ცა­დე, მა­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­მემ­ჟ­ღავ­ნე­ბი­ნა. სწო­რედ ამი­ტო­მაც ჩა­ვერ­თე და მო­ვირ­გე ოთა­რა­ანთ ქვრი­ვის რო­ლი… შეს­რუ­ლე­ბა იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რი იყო, რომ დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ცრემ­ლიც კი მოჰ­გ­ვა­რა გი­ორ­გის სიკ­ვ­დილ­მა და დე­დის გო­დე­ბამ.

მად­ლო­ბა კი­დევ ერ­თხელ თი­თო­ე­ულ მო­ნა­წი­ლეს. ჩვე­ნი ერ­თო­ბით შევ­ძე­ლით და გა­ვა­ცოცხ­ლეთ ილი­ას გმი­რე­ბი, სა­თა­ნა­დოდ წარ­მო­ვა­ჩი­ნეთ ერის სუ­ლი­ე­რი მა­მის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სად­მი, რო­მელ­მაც დი­დი მო­წო­ნე­ბი­თა და მად­ლი­ე­რე­ბით, ზუს­ტად აღიქ­ვა ყო­ვე­ლი შე­გო­ნე­ბა, რაც დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რი და სა­ყუ­რადღე­ბოა თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თ­ვის.

მა­ნა­ნა გამ­ცემ­ლი­ძე – ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფ. ღორ­ჯო­მის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები