14 აპრილი, კვირა, 2024

შეხ­ვედ­რა მა­თე­მა­ტი­კოს­თან – „მა­თე­მა­ტი­კა ყველ­გა­ნაა“

spot_img
მა­რი­ნა ბა­სი­ლაშ­ვი­ლი
53-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მა­თე­მა­ტი­კის კა­თედ­რის გამ­გე, იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მედ­ლის მფლო­ბე­ლი

 

„არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა“ ქარ­თულ კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის შემ­დ­გომ გაჩ­ნ­და. ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას­თან ერ­თად, ის ხელს უწყობს მოს­წავ­ლეს კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლა­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა­ში. 53-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მა­თე­მა­ტი­კის კა­თედ­რა ყო­ველ­თ­ვის ზრუ­ნავს არა­ფორ­მა­ლუ­რი სივ­რ­ცის შექ­მ­ნა­ზე. STEM პე­და­გო­გის პრინ­ცი­პე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩვენ­თ­ვის და ვცდი­ლობთ, მოს­წავ­ლემ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და „გა­მომ­გო­ნებ­ლო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს“ სკო­ლის დამ­თავ­რე­ბამ­დე.

6 ივ­ნისს სკო­ლა­ში გვსტუმ­რობ­და ცნო­ბი­ლი მა­თე­მა­ტი­კო­სი, აკა­დე­მი­კო­სი თორ­ნი­კე ქა­დე­იშ­ვი­ლი – ჰუმ­ბოლ­დ­ტის სტი­პენ­დი­ა­ტი, ან­დ­რია რაზ­მა­ძის სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ის მფლო­ბე­ლი, თსუ ეკო­ნო­მი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა აისე­ტის (ISET) ლექ­ტო­რი.

ლექ­ცია „მა­თე­მა­ტი­კა ყველ­გა­ნაა“ ნამ­დ­ვი­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბო­და მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ის გაზ­რ­დას, სტემ საგ­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას. ამ სა­ინ­ტე­რე­სო ლექ­ცი­ას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ მა­თე­მა­ტი­კის მოყ­ვა­რუ­ლი უფ­როს­კ­ლა­სე­ლე­ბი, მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლებ­ლე­ბი და დი­რექ­ცია.

ირი­ნა პა­პუ­აშ­ვი­ლი, XI კლა­სი: მა­რი­ნა მას­წავ­ლებ­ლის ეს იდეა ძა­ლი­ან მოგ­ვე­წო­ნა. გან­სა­კუთ­რე­ბით გვა­ინ­ტე­რე­სებ­და ISET ლექ­ტორ­თან შეხ­ვედ­რა, რად­გან მო­მა­ვალ წელს აბი­ტუ­რი­ენ­ტი ვარ. ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო შეხ­ვედ­რის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დიც. ბა­ტონ თორ­ნი­კეს­თან პირ­ვე­ლი­ვე სა­უ­ბა­რი ტე­ლე­ფო­ნი­თაც კი სა­სარ­გებ­ლო და სა­სი­ა­მოვ­ნო იყო. ლექ­ცი­ამ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. ასე­თი შეხ­ვედ­რე­ბი და ლექ­ცი­ე­ბი ხში­რა­დაა სა­ჭი­რო.

მა­რი­ამ ნაც­ვ­ლიშ­ვი­ლი, XI კლა­სი: ჩემ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ბა­ტონ­მა თორ­ნი­კემ ISET-ში მიგ­ვიწ­ვია უკეთ გა­საც­ნო­ბად. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო ისიც, რომ ამ შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბა ჩვენ, მოს­წავ­ლე­ებ­მა, გა­ვა­კე­თეთ. ხუმ­რო­ბა არ არის აკა­დე­მი­კოს­თან და­მო­უ­კი­დებ­ლად ურ­თი­ერ­თო­ბა.

მო­მა­ვალ წელს ვა­პი­რებთ მა­თე­მა­ტი­კუ­რი კლუ­ბის ჩა­მოი­ყა­ლი­ბე­ბას.

ბიქ­ტორ სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი, მას­წავ­ლე­ბე­ლი: მშვე­ნი­ე­რი შეხ­ვედ­რა იყო. პირ­ველ რიგ­ში, ბავ­შ­ვე­ბი გა­ეც­ნენ მა­თე­მა­ტი­კის თა­ნა­მედ­რო­ვე პრობ­ლე­მებს, რაც ხელს უწყობს საგ­ნის უფ­რო სიღ­რ­მი­სე­უ­ლად შეს­წავ­ლას და სხვა კუთხი­დან სწავ­ლის პრო­ცე­სის და­ნახ­ვას.

ნი­ნო ბურ­ჯა­ლი­ა­ნი, 53-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი: ბა­ტო­ნი თორ­ნი­კეს სტუმ­რო­ბა ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ვი მოვ­ლე­ნა იყო ჩვე­ნი სკო­ლი­სათ­ვის. მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­ტე­რე­სი და მო­ლო­დი­ნე­ბი სრუ­ლად გა­მარ­თ­ლ­და. მათ არ უნ­დო­დათ ლექ­ცი­ის დამ­თავ­რე­ბა. ბა­ტო­ნი თორ­ნი­კე ქა­დე­იშ­ვი­ლის რამ­დენ­ჯერ­მე შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე, უნ­დო­დათ თუ არა მოს­წავ­ლე­ებს ლექ­ცი­ის დამ­თავ­რე­ბა, ბავ­შ­ვებ­მა უარი გა­ნაცხა­დეს. მა­თე­მა­ტი­კუ­რი კლუ­ბის შექ­მ­ნის იდე­აც შეხ­ვედ­რა­ზე და­ი­ბა­და.

ლექ­ცი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო შემ­დე­გი სა­კითხე­ბი: რამ­დენ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნია ჩვე­ნი სამ­ყა­რო; ფლატ­ლან­დია, გას­ვ­ლა გან­ზო­მი­ლე­ბი­დან, სა­ლვა­დორ და­ლის 4-გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი ჯვარ­ც­მა; წრის ფარ­თო­ბი ბა­ბი­ლონ­ში; ერატოს­თე­ნე – დე­და­მი­წის რა­დი­უ­სი; ეგ­ზო­ტი­კუ­რი მან­ძი­ლე­ბი: მან­ძი­ლი დე­და­მი­წა­ზე – დი­დი წრე, მან­ჰე­ტე­ნის მეტ­რი­კა, ჭად­რა­კის მე­ფის მეტ­რი­კა, ბრი­ტა­ნუ­ლი რკი­ნიგ­ზის მეტ­რი­კა.

ერთ-ერთ ერ­თი თე­მა იყო რამ­დენ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნია ჩვე­ნი სამ­ყა­რო.

თორ­ნი­კე ქა­დე­იშ­ვი­ლი: უკ­ვე დი­დი ხა­ნია გაჩ­ნ­და ჰი­პო­თე­ზა, რომ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში სამ­ყა­რო უფ­რო მეტ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი უნ­და იყოს, ოთხი გან­ზო­მი­ლე­ბა ვერ იტევს სამ­ყა­რო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის სიღ­რ­მე­სა და სირ­თუ­ლეს. და­მა­ტე­ბი­თი გან­ზო­მი­ლე­ბის იდეა მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს აღორ­ძინ­და სიმ­თა თე­ო­რი­ა­ში. გაჩ­ნ­და ახა­ლი ვა­რა­უ­დე­ბი, რომ სამ­ყა­რო ათ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნია.

ჩვე­ნი ხი­ლუ­ლი სამ­ყა­რო 3-გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნია. პლა­ტო­ნი სა­უბ­რობ­და რე­ა­ლუ­რი სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი სამ­ყა­როს საგ­ნე­ბის ორ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ან ჩრდი­ლებ­ზე გა­მოქ­ვა­ბუ­ლის კე­დელ­ზე, რო­მელ­საც გა­მოქ­ვა­ბულ­ში მყო­ფი ტყვე­ე­ბი ხე­და­ვენ და მხო­ლოდ ეს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი ჰგო­ნი­ათ ერ­თა­დერ­თი რე­ა­ლო­ბა.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები