14 აპრილი, კვირა, 2024

შეხვედრა იესპერ მოლერთან

spot_img

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა, სადაც მინისტრი მაია ხაჯიშვილი, სამინისტროს წარმომადგენლები და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელს საქართველოში, იესპერ მოლერს შეხვდნენ.

შეხვედრაზე შეაჯამეს ერთობლივად განხორციელებული პროექტები და განიხილეს სამომავლო გეგმები სხვადასხვა მიმართულებით.

ისაუბრეს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაზე „მესამე საერთაშორისო კონფერენცია: ადრეული განათლება და ზრუნვა“ , რომელსაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2024 წლის 26 და 27 სექტემბერს უმასპინძლებს.

კონფერენცია ტარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოში (UNICEF Georgia), იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა (JICA) და სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით.

კონფერენციის თემაა ადრეულ განათლებაში ინკლუზიური სისტემების, სერვისებისა და პრაქტიკების განხილვა ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების ჭრილში.

კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს აკადემიურ დისკუსიასა და ცოდნის გაზიარებას ადრეული განათლებისა და ზრუნვის ხარისხის, წვდომისა და ინკლუზიის საკითხებზე.

ორდღიანი კონფერენცია თავს მოუყრის პროფესორებს, მკვლევრებსა და სტუდენტებს, წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობიდან, პარლამენტის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წევრებს, წარმომადგენლებს გაეროს სააგენტოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ადგილობრივი მთავრობისა და ადრეული განათლების სფეროს წარმომადგენლებს, ასევე პრაქტიკოსებს სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები