27 ივლისი, შაბათი, 2024

შეცდომა თუ გადაცდომა –  ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლაში მომხდარს ბავშვთა უფლებადამცველები ეხმაურებიან და ითხოვენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკაცრი რეაგირება მოახდინოს

spot_img

ჩხოროწყუში მერიის საპირფარეშოები მეშვიდეკლასელ მოსწავლეებს დაასუფთავებინეს. ამ ფაქტმა მედიაში გაჟონა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ჩხოროწყუში, ასევე ქვეყნის მასშტაბით. განათლების  მინისტრის პირველი მოადგილე, ეკა დგებუაძე აცხადებს, რომ აუდიუტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო და რეაგირება ძალიან მკაცრი იქნება: „სამინისტროში აუდიტის დეპარტამენტმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მომხდართან დაკავშირებით, ფაქტის იდენტიფიცერებისთანავე, მოახდინა რეაგირება. სამინისტრო თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. პროცესი მიმდინარეობს და განათლების სამინისტროს მხრიდან, ამ ფაქტთან დაკავშირებით, მოყვება მკაცრი რეაგირება.“

ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლაში მომხდარს ბავშვთა უფლებადამცველები ეხმაურებიან და ითხოვენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკაცრი რეაგირება მოახდინოს. ისინი, ქვეყნის მასშტაბით,  სკოლებში შექმნილ მძიმე რეალობაზეც საუბრობენ. აღნიშნულ ქმედებას აფასებენ, როგორც ბავშვების უფასო მუშახელად გამოყენების ფაქტს და აღმაშფოთებელია, როდესაც, 21-ე საუკუნეში, შეიძლება, მუნიციპალიტეტი სკოლას შეუთანხმდეს და ბავშვები უფასო მუშახელად გამოიყენონ.

ჯერჯერობით არ არის გამოკითხული არც რესურსცენტრის ხელმძღვანელი და არც სკოლის დირექტორი. მომხდარ ფაქტს ჩხოროწყუს საკრებულოში დიდი ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. დეპუტატები მერისგან მოითხოვენ, რომ დატოვოს თანამდებობა. მერიაში აცხადებენ, რომ ახალგაზრდებს ცხოვრებისეული გამოცდილება გაუზიარეს. ქალბატონი კი, რომელმაც უშუალოდ წაიყვანა მოსწავლეები მერიაში, თავს იმით იმართლებს, რომ შრომა, თუნდაც ტუალეტის დასუფთავება სირცხვილი არ არის და არგუმენტის განსამტკიცებლად ევროპულ გამოცდილებას იშველიებს. თუმცა, ეს არგუმენტი მისაღები იქნებოდა იმ შემთხვევაში, მერიის თანამშრომლებს თვითონ რომ დაესუფთავებინათ ტუალეტები.

ტელევიზიით გასული რეპორტაჟის შემდეგ, დავუკავშირდით ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს, ლია ჯალაღონიას და ვთხოვეთ კომენტარი მომხდართან დაკავშირებით: „სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტი მოხდა.  შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს ამ თემას და, რასაკვირველია, ჩვენ უნდა დაველოდოთ შედეგებს. ფაქტი დასტურდება ვიდეომასალით, რომელიც გავრცელდა სოციალურ ქსელში. სკოლა შეცდომაში შევიდა – სკოლაში მივიდა ერთ-ერთი ქალბატონი, რომელმაც სკოლის დირექტორისგან აიღო ნებრათვა, რომ, რომელიღაც პროექტის ფარგლებში, ბავშვები დასუფთავების აქციაში დახმარებოდნენ. სამწუხაროდ, ვერ განსაზღვრეს, რომ კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში ასეთი ღონისძიებების ჩატარება არ შეიძლებოდა, მით უფრო იმ საქმეში ჩართვა მოსწავლეების, რომელშიც ჩართეს. როგორც გითხარით, მიმდინარეობს დაკითხვები, ზუსტი ინფორმაცია დადგინდება და დაიდება დასკვნა.“

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ამ ინციდენტს უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა სახის სასჯელი განისაზღვრება: „მე ვერ წარმომიდგენია, ეს ადამიანები  იმ შენობაში სამუშაოდ ხვალ როგორ უნდა მივიდნენ და როგორ უნდა  ემსახურონ მოქალაქეებს, როდესაც ასეთი აღმაშფოთებელი რამ მოხდა. დარწმუნებული ვარ, გამოძიება  მივა ბოლომდე და უმკაცრესი რეაგირება ექნება გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც“. გიორგი გახარიას განცხადების შემდეგ, ჩხოროწყუს მერი, მისი მოადგილეები, სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი და მერიის დაცვის სამსახურის უფროსი გუბერნიაში დაიბარეს. ჯერჯერობით უცნობია, რით დასრულდება ეს შეხვედრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე (იძულების) მუხლით.

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები