„ახალი განათლება“ აგრძელებს კონკურსების სერიას და ამჯერად მოსწავლეებს სთავაზობს რესურსების შექმნის კონკურსს, რომელიც შეეხება ქართულ ენასა და ლიტერატურას.
სავარაუდო თემატიკა
- ფონეტიკა
- მორფოლოგია
- სინტაქსი
- ლექსიკოლოგია
- სტილისტიკა
- ძველი ქართული ლიტერატურა
- ახალი ქართული ლიტერატურა
- უახლესი ქართული ლიტერატურა
- შემეცნებით-შემოქმედებითი პროდუქტის შექმნა
კონკურსის იდეური და ფინანსური მხარდამჭერი: სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ზაზა შულაია;
პროექტის კონსულტანტი: ეროვნული სასწავლო გეგმის, ხარისხის განვითარებისა და ავტორიზაციის ექსპერტი როლანდ ხოჯანაშვილი;
პროექტის არეალი: „ახალი განათლების“ ხელმომწერი სკოლების მოსწავლეები;
განხორციელების დრო: 2023 წლის 25 აგვისტოდან 2023 წლის ნოემბრამდე;
პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა შექმნან რესურსი ურთიერთსწავლებისთვის.
კონკურსს ეყოლება 3 პრიზიორი
ჟიურის მიერ შერჩეულ საუკეთესო ხუთეულს გადაეცემა ციფრული სერტიფიკატები.
მათგან შეირჩევა 3 ნაშრომი, რომლის ავტორი მოსწავლეები 100-ლარიანი ფულადი პრიზით დასაჩუქრდებიან. პრიზები დააწესა ზაზა შულაიამ.
მათი ნამუშევრები გამოქვეყნდება „ახალი განათლების“ ვებგვერდზე: akhaliganatleba.ge და დაიბეჭდება გაზეთში.
მონაწილეობის მსურველი მოსწავლე რესურსს აგზავნის ელექტრონულ ფოსტაზე: konkursiganatleba@gmail.com
მასალის მიღება დადასტურდება 72 საათის განმავლობაში, სიტყვით – „მიღებულია“.
საკონკურსო მასალების მიღება 2023 ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.
გამარჯვებულებს ნოემბერში დავასახელებთ.