3 ნოემბერი, კვირა, 2024

შე­ფა­სე­ბა, პრობ­ლე­მა არ არის, მთა­ვა­რია, მოს­წავ­ლე დის­ტან­ცი­ურ გაკ­ვე­თილ­ზე შე­მო­ვი­დეს

spot_img

ლი­ა­ნა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი

ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხა­ტი­სოფ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლის პროგ­რა­მა „ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“ მო­ნა­წი­ლე, ბოლ­ნი­სის №5 სა­ჯა­რო სკო­ლის მენ­ტო­რი პე­და­გო­გი

 

დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის დროს, ელექ­ტ­რო­ნულ ჟურ­ნალ­ში, მოს­წავ­ლის შე­ფა­სე­ბის სა­მი კომ­პო­ნენ­ტი გვაქვს: და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­მუ­შაო, საკ­ლა­სო სა­მუ­შაო და შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი სა­მუ­შაო. ასე­ვე გვაქვს შე­ფა­სე­ბის ახა­ლი სის­ტე­მაც. დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში შე­მო­სუ­ლია პროგ­რა­მა „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“, რო­მე­ლიც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ მიდ­გო­მებს ითხოვს. კერ­ძოდ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი იმ გა­გე­ბით, რომ რო­გორც მი­ნი-პრო­ექტს, ისე ამ­ზა­დებს მოს­წავ­ლე შე­სას­რუ­ლე­ბელ სა­მუ­შა­ოს. წი­ნას­წარ იცი­ან, რამ­დე­ნი­მე გაკ­ვე­თი­ლით/ორი კვი­რით ად­რე, თუ რა თე­მა­ტი­კა­ზე და რო­გო­რი ფორ­მით უნ­და იყოს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მა­თი და­ვა­ლე­ბა. კომ­პ­ლექ­სუ­რი ბა­რა­თე­ბი ერ­თ­გ­ვა­რი გზამ­კ­ვ­ლე­ვია მოს­წავ­ლის­თ­ვის, სა­დაც და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის­თ­ვის ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია არის მო­ცე­მუ­ლი. ამ­ჟა­მად ჩემს ერთ-ერთ კლას­ში შე­ტა­ნი­ლი მაქვს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა თე­მა­ზე: „გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბა“, რო­მე­ლიც შე­მა­ჯა­მე­ბელ სა­მუ­შა­ო­დაც უნ­და და­ვუ­ფიქ­სი­რო. ბა­რათ­ში მოს­წავ­ლე­ებს ვე­უბ­ნე­ბი: „წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ თქვენს რე­გი­ონ­ში ტარ­დე­ბა კონ­ფე­რენ­ცია გა­რე­მოს დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ამ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მომ­ხ­სე­ნებ­ლად ხართ მიწ­ვე­უ­ლი, წი­ნა­პი­რო­ბა კი ასე­თია — რე­გი­ო­ნის გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე უნ­და წა­რად­გი­ნოთ თქვენ მი­ერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი ბუკ­ლე­ტი, სა­დაც გა­ნი­ხი­ლავთ ატ­მოს­ფე­როს,  ნი­ა­და­გის თუ წყლის და­ბინ­ძუ­რე­ბას, მის­გან გა­მოწ­ვე­ულ და­ა­ვა­დე­ბებ­სა და სა­ჭი­რო პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს“. ამ ბუკ­ლეტ­ში უნ­და ასა­ხონ ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბა და თვალ­ნათ­ლივ წარ­მო­ა­ჩი­ნონ რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი. მოს­წავ­ლე­ებს ვაწ­ვ­დი ინ­ფორ­მა­ცი­ას რა არის გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბა, და­ვა­ლე­ბე­ბის პი­რო­ბა­ში ჩა­შე­ნე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი ჰი­პერ­ლინ­კე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­კ­რე­ტუ­ლი ციფ­რუ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბის გზა­სა და სტრა­ტე­გი­ებს აც­ნობს მათ, რა თქმა უნ­და, გაკ­ვე­თი­ლებ­საც ვაძ­ლევ, სა­დაც უნ­და გა­ეც­ნონ ამ თე­მის ირ­გ­ვ­ლივ მრა­ვალ­ფე­რო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას. ასე რომ, ჩემ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა, ნა­მუ­შევ­რის წარ­დ­გე­ნამ­დე, უკ­ვე იცოდ­ნენ, თუ რო­გორ უნ­და მო­ემ­ზა­დე­ბი­ნათ ე.წ. „სა­კონ­ფე­რენ­ციო“ ბუკ­ლე­ტი. კლა­სის ნა­წილ­მა წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თ­ვა და­ვა­ლე­ბას თა­ვი და შე­სა­ნიშ­ნა­ვი პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბიც გა­ა­კე­თა, ვე­ლო­დე­ბი და­ნარ­ჩე­ნე­ბის ნაშ­რო­მებ­საც.

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­მა“ შე­ფა­სე­ბის ახა­ლი სის­ტე­მა შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა — სო­ლო ტაქ­სო­ნო­მი­ის პო­პუ­ლა­რუ­ლი მო­დე­ლი, რომ­ლის მი­ზა­ნია მოს­წავ­ლე­თა კოგ­ნი­ტუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნის გან­საზღ­ვ­რა სწავ­ლის პრო­ცეს­ში. სო­ლო ტაქ­სო­ნო­მი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით, შეგ­ვიძ­ლია უკეთ გა­ვი­გოთ, რო­გორ ეს­მის მოს­წავ­ლეს, რა­საც სწავ­ლობს და რა პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­ექ­მ­ნას მას სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­დე­ლი წი­ნა პლან­ზე აყე­ნებს მოს­წავ­ლის კოგ­ნი­ტუ­რი აზ­როვ­ნე­ბის პრო­ცე­სებს, ვიდ­რე დეკ­ლა­რა­ცი­ულ ცოდ­ნას. მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბით, მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია, უკეთ გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს მოს­წავ­ლის პა­სუ­ხე­ბი და გა­ი­გოს, რა სირ­თუ­ლის გა­და­ლახ­ვის შე­დე­გად მი­აღ­წია მან შე­დეგს, რო­გო­რია მი­სი აზ­როვ­ნე­ბის პრო­ცე­სის პროგ­რე­სი და ა.შ.

აქ­ვე გან­ვ­მარ­ტავ, რომ სო­ლო ტაქ­სო­ნო­მი­ას ხუ­თი დო­ნე აქვს: პრეს­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი დო­ნე — მოს­წავ­ლეს არ ეს­მის ინ­ფორ­მა­ცია, ამი­ტომ ვერ ახერ­ხებს გა­გე­ბას; უნის­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი დო­ნე — შე­უძ­ლია მარ­ტი­ვი და აშ­კა­რა კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა, მაგ­რამ ინ­ფორ­მა­ცი­ის ფარ­თო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ ეს­მის; მულ­ტის­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი დო­ნე — შე­უძ­ლია გა­აც­ნო­ბი­ე­როს საგ­ნის ან და­ვა­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე ას­პექ­ტი, მაგ­რამ თე­მის გარ­შე­მო იდე­ებ­სა და ცნე­ბებს არ აქვთ ურ­თი­ერ­თ­კავ­ში­რი. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია მთე­ლი რი­გი კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბა, კლა­სი­ფი­ცი­რე­ბა, მაგ­რამ მთლი­ა­ნო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ არის გა­სა­გე­ბი; მი­მარ­თე­ბა­დი დო­ნე — შე­უძ­ლია გა­აც­ნო­ბი­ე­როს ნა­წი­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა მთლი­ან­თან მი­მარ­თე­ბა­ში. იდე­ე­ბი და კონ­ცეფ­ცი­ე­ბი უკავ­შირ­დე­ბა ერ­თ­მა­ნეთს და ისი­ნი ქმნი­ან მთლი­ა­ნო­ბის თან­მიმ­დევ­რულ გა­გე­ბას; გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი აბ­ს­ტ­რაქ­ტუ­ლი — ამ დო­ნე­ზე მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია შე­ას­რუ­ლოს კავ­ში­რე­ბი არა მარ­ტო მო­ცე­მულ საგ­ნობ­რივ ჭრილ­ში, არა­მედ შე­უძ­ლია კავ­ში­რი და­ამ­ყა­როს მის მიღ­მა — გა­ნა­ზო­გა­დოს და გა­და­ი­ტა­ნოს პრინ­ცი­პე­ბი და კონ­ცეფ­ცი­ე­ბი ახალ, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ კონ­ტექ­ს­ტ­ში, შე­უძ­ლია პროგ­ნო­ზი­რე­ბა, გან­ზო­გა­დე­ბა და სხვ.

თი­თო­ე­ულ დო­ნის­თ­ვის, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, შეგ­ვიძ­ლია ნიშ­ნე­ბის მი­ნი­ჭე­ბაც. მოს­წავ­ლე­ე­ბი შეს­რუ­ლე­ბულ სა­მუ­შა­ოს, ანუ გამ­ზა­დე­ბულ პრო­დუქ­ცი­ას, ჩატ­ში გვიტ­ვირ­თა­ვენ ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი­თა და ფო­ტო­სუ­რა­თე­ბით, ხო­ლო ნა­მუ­შევ­რე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ებს სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ პე­რი­ოდ­ში ახ­დე­ნენ. მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ას ზრდის ის ფაქ­ტო­რი, რომ წი­ნას­წარ იცი­ან, რო­გორ უნ­და შე­ას­რუ­ლონ ხა­რის­ხი­ა­ნად სა­მუ­შაო და და­იმ­სა­ხუ­რონ მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი გა­წე­რი­ლი გვაქვს.

სა­მო­მავ­ლოდ, თუნ­დაც რომ გაგ­რ­ძელ­დეს დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა, არა­ნა­ირ სირ­თუ­ლეს არ წარ­მო­ად­გენს მოს­წავ­ლე­თა შე­ფა­სე­ბა, ვინც შე­მო­დის, გვეს­წ­რე­ბა და და­ვა­ლე­ბებს გვიტ­ვირ­თავს, ყო­ველ­თ­ვის იღებს პე­და­გო­გის უკუ­კავ­შირს. ერ­თა­დერ­თი სირ­თუ­ლე, რაც დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, არის ის, რომ ყვე­ლა ბავ­შ­ვი არ შე­მო­დის გაკ­ვე­თილ­ზე, რა­ტომ­ღაც მშობ­ლე­ბიც ზე­და­პი­რუ­ლად უყუ­რე­ბენ ამას. სო­ფელ ხა­ტი­სო­ფელ­ში ბევ­რი ოჯა­ხია, რომ­ლებ­მაც ძა­ლი­ან დი­დი გა­ჭირ­ვე­ბის ფა­სად უყი­და შვილს კომ­პი­უ­ტე­რი, შე­უყ­ვა­ნა ინ­ტერ­ნე­ტიც, მაგ­რამ ბავ­შ­ვი მა­ინც არ შე­მო­დის დის­ტან­ცი­ურ გაკ­ვე­თილ­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, თვი­თონ მშობ­ლე­ბი სიღ­რ­მი­სე­უ­ლად არ ფლო­ბენ ტექ­ნო­ლო­გი­ებს და ბავ­შ­ვე­ბიც ცუღ­ლუ­ტო­ბენ.

სკო­ლებ­ში ბევ­რი მოს­წავ­ლე არ არის, ვი­საც ხე­ლი არ მი­უწ­ვ­დე­ბა რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე, ისე ინ­ტერ­ნეტ­თან. მი­მაჩ­ნია, რომ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბის­თ­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­მა უნ­და გა­მო­ყონ და­მა­ტე­ბი­თი დახ­მა­რე­ბა, რო­გორც ად­რე გა­მო­ყოფ­დ­ნენ თან­ხას წიგ­ნებ­ზე, სხვა სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე. ამ კუთხი­თაც სწო­რედ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტებ­მა უნ­და იზ­რუ­ნონ, მოს­წავ­ლე­თა გა­ნათ­ლე­ბის სუფ­სი­დი­რე­ბის პრო­ცეს­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა უნ­და აიღონ. მით უმე­ტეს ჩვენს რა­ი­ონ­ში, ბოლ­ნის­ში, სა­დაც ოქ­როს სა­ბა­დოა და არის ისე­თი შე­მო­სავ­ლე­ბი, რომ­ლი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ ყვე­ლაფ­რის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. მარ­თა­ლია, გა­ზაფხულ­ზე სკო­ლებ­ში აღ­გ­ვა­რიცხი­ნეს უსახ­ს­რო ბავ­შ­ვე­ბი, გაგ­ვაგ­ზავ­ნი­ნეს მა­თი სია, მაგ­რამ შე­დე­გად არა­ფე­რი მიგ­ვი­ღია. ვფიქ­რობ, ამ მხრივ, აუცი­ლებ­ლია ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა.

გა­ზაფხუ­ლი­სგან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით,  ამ შე­მოდ­გო­მა­ზე ჩვენ უკ­ვე ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლე­ბი გვაქვს, სა­დაც დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბი­სას მოს­წავ­ლე­თა დას­წ­რე­ბის აღ­რიცხ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბავ­შ­ვებს, ვინც არ ერ­თ­ვე­ბი­ან დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ში, გაც­დე­ნე­ბის დაგ­რო­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ექ­ს­ტერ­ნი ექ­ნე­ბათ ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი. ვფიქრობ, რომ ბავ­შ­ვი ექ­ს­ტერ­ნამ­დე არ უნ­და მი­ვი­დეს. ჩვენ, მას­წავ­ლებ­ლებს, გვაქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ მოსწავლეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ჩა­ვუ­ნიშ­ნოთ მე­ცა­დი­ნე­ო­ბა, ოღონდ კი ის კონ­ტაქ­ტ­ზე გა­მო­ვი­დეს. თუ მო­მა­ვალ­ში გვექ­ნე­ბა პი­რის­პირ შეხ­ვედ­რე­ბი და პან­დე­მი­ას და­ვა­მარ­ცხებთ, ხომ კარ­გი, თუ არა­და, რა­ღაც ბერ­კე­ტი უნ­და გა­მო­ი­ძებ­ნოს, ისევ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით და მშობ­ლე­ბიც რომ და­ი­ნა­ხა­ვენ, მა­თი შვი­ლი სწავ­ლას ძალ­ზე ჩა­მორ­ჩა, სი­ზარ­მა­ცის გა­მო და არა სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბის არ­ქო­ნის გა­მო, ალ­ბათ მეტ ყუ­რადღე­ბას გა­მო­ი­ჩე­ნენ. მე, სოფ­ლის სკო­ლა­ში, კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლიც ვარ. თუ დის­ტან­ცი­ურ გაკ­ვე­თილ­ზე, ვთქვათ, ექ­ვ­სი მოს­წავ­ლე მერ­თ­ვე­ბა, სა­მი, რო­მელ­საც პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რიც აქვს, ლეპ­ტო­პიც, ინ­ტერ­ნე­ტიც და ტე­ლე­ფო­ნიც, მა­ინც არ შე­მო­დის. არა­ერ­თხელ მივ­მარ­თე მშობ­ლებს თხოვ­ნით, რომ ეზ­რუ­ნათ შვი­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ში, მაგ­რამ უშე­დე­გოდ… გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ რა­ღაც ბერ­კე­ტი უნ­და მო­ი­ფიქ­როს, რომ მშო­ბე­ლი შე­წუხ­დეს და აიძუ­ლოს შვი­ლი, შე­მო­ვი­დეს დის­ტან­ცი­ურ გაკ­ვე­თილ­ზე.

ასე რომ, შე­ფა­სე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, პრობ­ლე­მა არ არის, მთა­ვა­რია, ბავ­შ­ვი შე­მო­ვი­დეს ჩა­ნიშ­ნულ გაკ­ვე­თილ­ზე. ახ­ლა, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბი­სას, გა­ცი­ლე­ბით მე­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მეძ­ლე­ვა, ვი­დე­ო­ებ­საც ვაჩ­ვე­ნებ, ჩატ­ში სა­ჭი­რო ლინ­კებ­საც ვაწ­ვ­დი, გაკ­ვე­თი­ლე­ბიც იწე­რე­ბა, რომ ბავ­შ­ვ­მა გან­მე­ო­რე­ბით ნა­ხოს, და­ა­პა­უ­ზოს, კი­დევ რამ­დე­ნი­მე­ჯერ მო­უს­მი­ნოს ინ­ფორ­მა­ცი­ას. ახ­ლა, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ნამ­დ­ვი­ლად სიღ­რ­მი­სე­უ­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბის უფ­რო მე­ტი შან­სია, მთა­ვა­რია, მოს­წავ­ლემ არ იცუღ­ლუ­ტოს და ონლაინ სწავლებაში ჩაერთოს.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები