27 ივლისი, შაბათი, 2024

შე­ფა­სე­ბა გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის

spot_img

ნი­კო ბაგ­რა­ტი­ო­ნის (ბუ­რის) სა­ხე­ლო­ბის მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მუხ­რა­ნის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის­თ­ვის შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ცენ­ტ­რის მი­ერ ინი­ცი­რე­ბულ პრო­ექ­ტ­ში `შე­ფა­სე­ბა გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის~ ჩარ­თ­ვა მო­რი­გი გა­მოწ­ვე­ვაა.

2020 წლის და­საწყის­ში სკო­ლა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს 200-მდე სკო­ლას­თან ერ­თად, პრო­ექ­ტის პი­ლო­ტი­რე­ბის პირ­ველ ეტაპ­ში ჩა­ერ­თო, რაც გუ­ლის­ხ­მობ­და მე-4 და მე-6 კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის ტეს­ტი­რე­ბას ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში (წიგ­ნი­ე­რე­ბა) და მა­თე­მა­ტი­კა­ში (რა­ო­დე­ნობ­რი­ვი წიგ­ნი­ე­რე­ბა).

მიმ­დი­ნა­რე წლის 1-4 ივ­ნისს, სკო­ლის ბა­ზა­ზე, პრო­ექ­ტის პი­ლო­ტი­რე­ბის მო­რი­გი საც­დე­ლი ფა­ზა გა­ი­მარ­თა. მოს­წავ­ლე­ებ­მა ტეს­ტი­რე­ბა სრუ­ლად ელექ­ტ­რო­ნულ ფორ­მატ­ში გა­ი­ა­რეს. დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ე­ბი ნაშ­რო­მე­ბის შე­ფა­სე­ბას, რო­მე­ლიც გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ელო­დე­ბი­ან. მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის ანა­ლი­ზი რო­გორც მოს­წავ­ლე­ებს, ასე­ვე მას­წავ­ლებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, და­აკ­ვირ­დ­ნენ გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნეს და გა­ი­გონ რა პრობ­ლე­მებს აქვს ად­გი­ლი სწავ­ლის დროს. კლას­ში გა­მოკ­ვე­თი­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი პე­და­გო­გებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, და­გეგ­მონ შე­სა­ბა­მი­სი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი რო­გორც კონ­კ­რე­ტუ­ლი მოს­წავ­ლის, ასე­ვე საკ­ლა­სო დო­ნე­ზე.

       

მი­ღე­ბ უ­ლ ი შე­დე­გე­ბის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, მშობ­ლე­ბი შეძ­ლე­ბენ, და­აკ­ვირ­დ­ნენ შვი­ლის პროგ­რესს და სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი გახ­დე­ბი­ან, ხო­ლო სკო­ლა შე­დე­გებს და­ა­მუ­შა­ვებს და შე­ად­გენს გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ას.

პი­ლო­ტი­რე­ბის­თ­ვის მზა­დე­ბის პე­რი­ოდ­ში მოს­წავ­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ, ემუ­შა­ვათ საც­დე­ლი ტეს­ტი­რე­ბის დე­მო ვერ­სი­ა­ზე, რა­მაც ხე­ლი შე­უწყო ტეს­ტი­რე­ბის პრო­ცე­სის გა­მარ­თულ და შე­უ­ფერ­ხე­ბელ წარ­მარ­თ­ვას.

მოს­წავ­ლე­თა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის ბა­რა­თებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ რო­გორც კომ­ფორ­ტუ­ლი სა­მუ­შაო გა­რე­მო, ასე­ვე ტეს­ტე­ბის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი მხა­რე, რაც მარ­ტივ, გა­სა­გებ ენა­ზე ფორ­მუ­ლი­რე­ბულ ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ებს და სწო­რად შერ­ჩე­ულ სა­კითხებს გუ­ლის­ხ­მობს.

მთვა­რი­სა თა­ლაკ­ვა­ძე – სკო­ლის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი, მა­თე­მა­ტი­კის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები