4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

შესაძლოა, შიდა გამოცდების ეროვნულ გამოცდებამდე გავლის პირობა მოიხსნას

spot_img

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმად, სახელოვნებო, სპორტულ ან სამხედრო უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად შესაბამისი კონკურსის ეროვნულ გამოცდებამდე გავლის პირობა მოიხსნება. ცვლილების ინიციატორები უმრავლესობის წევრები – გენადი მარგველაშვილი და ალექსანდრე ქანთარია პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ.

„ზემოხსენებული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დაწესებული შეზღუდვების შედეგად, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე, სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეფერხდა კანონით გათვალისწინებული კონკურსების ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე მომზადებისა და ჩატარების პროცედურები“, – აღნიშნულია პროექტში

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები