22 ნოემბერი, პარასკევი, 2024

შე­საძ­ლებ­ლო­ბა ოც­ნე­ბის ასახ­დე­ნად 

spot_img

კო­ლეჯს, რომ­ლის სტუ­დენ­ტებ­საც დღეს გა­გაც­ნობთ, „ახა­ლი ტალ­ღა“ მას შემ­დეგ ეწო­და, რაც პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის ბა­ზა­ზე, 2012 წელს, თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ფუძ­ნ­და. კო­ლე­ჯის დი­რექ­ტო­რი ირ­მა მეგ­რე­ლი­ძე ამ­ბობს, რომ სას­წავ­ლე­ბე­ლი მრა­ვალ­პ­რო­ფი­ლუ­რია, 34 პრო­ფე­სი­ულ პროგ­რა­მას ახორ­ცი­ე­ლებს, ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი კურ­სე­ბიც და ამი­ტო­მაც სხვა­დას­ხ­ვა ასა­კის ბევ­რი ადა­მი­ა­ნის გე­მოვ­ნე­ბას აკ­მა­ყო­ფი­ლებს – 1200 სტუ­დენ­ტიც ამის დას­ტუ­რია. არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ და­საქ­მე­ბის გა­რან­ტია თით­ქ­მის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბას აქვს, რაც რე­გი­ო­ნის მსხვილ კომ­პა­ნი­ებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის შე­დე­გია. შარ­შან, მა­გა­ლი­თად, „ავერ­ს­მა“ 12-ივე კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი და­ა­საქ­მა, ჩარ­თუ­ლია აჭა­რის და­საქ­მე­ბის სა­ა­გენ­ტოც; კო­ლეჯს ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თა­ნაც, ადამ მიც­კე­ვი­ჩის სახ. პო­ლო­ნურ კო­ლეჯ­თან, გაც­ვ­ლით პროგ­რა­მას ახორ­ცი­ე­ლებს ეს­ტო­ნე­თის კო­ლეჯ­თან.

ერ­თი სიტყ­ვით, „ახა­ლი ტალ­ღა“ ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა არა მარ­ტო მათ­თ­ვის, ვინც ახ­ლა ირ­ჩევს პრო­ფე­სი­ას, არა­მედ იმათ­თ­ვი­საც, ვინც მე­ო­რე, უფ­რო მოთხოვ­ნა­დი პრო­ფე­სი­ის შეს­წავ­ლა გა­დაწყ­ვი­ტა ან ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ე­ცა. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბიც ამ ნიშ­ნით შე­ვარ­ჩი­ეთ.

ნი­ნო სარ­ჯ­ვე­ლა­ძე ქო­ბუ­ლე­თის №3 სა­ჯა­რო სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლია. მე-12 კლას­ში იყო, რო­ცა „ახა­ლი ტალ­ღი­დან“ პე­და­გო­გე­ბი სკო­ლას ეს­ტუმ­რ­ნენ და თა­ვი­ან­თი პროგ­რა­მე­ბი გა­აც­ნეს ახალ­გაზ­რ­დებს. შეხ­ვედ­რა სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოდ­გაო, იხ­სე­ნებს ნი­ნო, ბავ­შ­ვებს ზოგს რა აინ­ტე­რე­სებ­და და ზოგს – რა, ამი­ტომ კითხ­ვე­ბი ბევ­რი იყო, პა­სუ­ხე­ბიც ამომ­წუ­რა­ვი. „ეს ხუ­თი წლის წინ იყო. მა­შინ­ვე ვი­ცო­დი, რომ ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნი სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­და იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ მოხ­და ისე, რომ კო­ლეჯ­ში კი ჩა­ვა­ბა­რე, მაგ­რამ კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე, კარ­გად ვის­წავ­ლე, და­ვამ­თავ­რე და… 4 წე­ლი ძი­ძად ვი­მუ­შა­ვე – ჩე­მი მო­წო­დე­ბაც და პრო­ფე­სი­აც ესაა. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პე­და­გო­გე­ბი გვყავს, სულ რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც სწავ­ლა და­ვიწყეთ და გარ­და იმი­სა, რომ სა­ინ­ტე­რე­სო მო­დუ­ლე­ბი გა­ვი­ა­რეთ, ადა­მი­ა­ნუ­რა­დაც ბევ­რი რამ ვის­წავ­ლეთ. კუ­ლი­ნა­რი­ულ­ზე სულ ჩე­მი ტო­ლე­ბი ვი­ყა­ვით, 18 წლი­სა­ნი, აქ ასა­კობ­რი­ვი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბაა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც გა­ცი­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა, უფ­რო­სე­ბის­გა­ნაც ხომ ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობ…“

ნი­ნომ მო­დუ­ლე­ბის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა, აღ­ნიშ­ნა, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის სიღ­რ­მი­სე­უ­ლად შეს­წავ­ლა, გან­სა­კუთ­რე­ბით ფსი­ქო­ლო­გი­ის ლექ­ცი­ებ­მა და­ა­ინ­ტე­რე­სა, რად­გან, მი­სი აზ­რით, ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. „დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, 2 წე­ლი­წად­ში ისეთ ცოდ­ნას მი­ვი­ღებ კო­ლეჯ­ში, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბი ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში და ბავ­შ­ვო­ბის­დ­რო­ინ­დელ ოც­ნე­ბა­საც სა­ბო­ლო­ოდ ავის­რუ­ლებ“.

შე­და­რე­ბით გრძე­ლი გზა გა­ი­ა­რა კო­ლე­ჯამ­დე ნა­თია გურ­გე­ნაშ­ვილ­მა. წარ­მო­შო­ბით გო­რე­ლია, თავ­და­პირ­ვე­ლად პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის გო­რის ფი­ლი­ა­ლის სტუ­დენ­ტი გახ­და, შემ­დეგ, ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო შეწყ­ვი­ტა სწავ­ლა, ბედ­მა კი ქო­ბუ­ლეთ­თან და­ა­კავ­ში­რა და და­ო­ჯახ­და. მი­სი უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტია, ინ­გ­ლი­სურ ფი­ლო­ლო­გი­ა­ზე სურს სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა. დე­დამ კი და­ას­წ­რო და „ახა­ლი ტალ­ღის“ სტუ­დენ­ტი გახ­და, ნი­ნოს ჯგუ­ფე­ლია, არ­ჩე­ვა­ნი მა­ნაც სკო­ლამ­დელ აღ­ზ­რ­და­ზე გა­ა­კე­თა და ფიქ­რობს, რომ სწო­რა­დაც. „ბავ­შ­ვე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც იოლად გა­მომ­დის, ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნებ­თა­ნაც. ახ­ლა ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის კუ­რი­კუ­ლუმს გავ­დი­ვართ და კი­დევ ერ­თხელ დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე, ყვე­ლა მო­დუ­ლი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, ლექ­ტო­რე­ბი მცოდ­ნე და თბი­ლი, მე­გობ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. მა­ღა­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ, მაგ­რამ კო­ლე­ჯი ორ­ც­ვ­ლი­ა­ნია და ხე­ლი არ მეშ­ლე­ბა, შუ­ა­ლე­დურ ჩათ­ვ­ლებ­საც წარ­მა­ტე­ბით ვა­ბა­რებ, ყვე­ლა ხელს გვიწყობს, პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი­დან დაწყე­ბუ­ლი, ნე­ბის­მი­ე­რი ლექ­ტო­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი“.

პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ნა­თია გო­ხი­ძეა. მას თა­ვად ჰქონ­და კერ­ძო ბა­ღი, გა­ნათ­ლე­ბით დაწყე­ბი­თე­ბის პე­და­გო­გია და სა­სუ­ლი­ე­რო გიმ­ნა­ზი­ა­ში II კლასს ას­წავ­ლის. ასე რომ, გა­უ­მარ­თ­ლათ სტუ­დენ­ტებს, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ჰყავთ. „7 წლის წინ ჩვე­ნი კო­ლე­ჯი ბა­გა-ბა­ღის პე­და­გო­გის პროგ­რა­მას ახორ­ცი­ე­ლებ­და და მსურ­ვე­ლი მა­ში­ნაც ბევ­რი გვყავ­და. პან­დე­მი­ის დროს სწავ­ლა შეწყ­და, რად­გან შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ პრო­ფე­სი­ის ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა და შარ­შან ნო­ემ­ბერ­ში გა­ნახ­ლ­და, რო­გორც „სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­და და გა­ნათ­ლე­ბა“. პირ­ვე­ლი­ვე მი­ღე­ბა­ზე 3 ჯგუ­ფი და­ვა­კომ­პ­ლექ­ტეთ, 15-15 სტუ­დენ­ტით, მსურ­ვე­ლი გა­ცი­ლე­ბით მე­ტი იყო. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია, რომ პროგ­რა­მას სა­ხელ­მ­წი­ფო აფი­ნან­სებს. ლექ­ტო­რე­ბი­დან ბა­ღე­ბის მოქ­მე­დი პე­და­გო­გე­ბიც გვყავს, მო­დუ­ლე­ბი საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოა: გაც­ნო­ბი­თი პრაქ­ტი­კა, ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი, ინ­ფორ­მა­ტი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბა­ში, ოჯა­ხი და თე­მი სკო­ლამ­დელ აღ­ზ­რ­და­ში, უცხო ენა… სტუ­დენ­ტებს ხელ­შეწყო­ბა აქვთ, ბევ­რი მუ­შა­ობს და მათ ცვლებს ვურ­ჩევთ. თა­ვა­დაც მონ­დო­მე­ბუ­ლე­ბი არი­ან, იცი­ან, და­საქ­მე­ბის დი­დი შან­სი აქვთ, მაგ­რამ მხო­ლოდ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ ამ წლებს მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ პროგ­რა­მის წარ­მა­ტე­ბით დაძ­ლე­ვის­თ­ვის. რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლამ­დელ აღ­ზ­რ­და­სა და გა­ნათ­ლე­ბას, აქ და­საქ­მე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი ნამ­დ­ვი­ლად არის, იმი­ტომ, რომ რე­გი­ონ­ში კვა­ლი­ფი­ცი­ურ კად­რ­ზე დი­დი მოთხოვ­ნაა, ამი­ტომ ხუ­ლო­შიც გვაქვს ფი­ლი­ა­ლი. წლე­ვან­დე­ლი მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბით თუ ვიმ­ს­ჯე­ლებთ, უფ­რო დი­დი კონ­კუ­რენ­ცია გვექ­ნე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე და, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, მხო­ლოდ სა­უ­კე­თე­სო კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი და­საქ­მ­დე­ბი­ან,“ – ასე­თია პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის პროგ­ნო­ზი.

წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებთ „ახალ ტალ­ღას“, პა­ტა­რა ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქის კარგ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნა­ში და­ეხ­მა­როს ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბის ადა­მი­ა­ნებს.

ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები