27 ივლისი, შაბათი, 2024

შესაბამისობაშია თუ არა დისტანციური სწავლება კანონმდებლობასთან

spot_img

შესაბამისობაშია თუ არა დისტანციური სწავლება კანონმდებლობასთასასწავლო დაწესებულებებში გახანგრძლივებული არდადეგებია, აქტიურად დაიწყო ლაპარაკი დისტანციურ სწავლებაზე. უმაღლესი სასწავლებლები და ლექტორები, ინდივიდუალური გადაწყვეტილებების საფუძველზე, ონლაინ სწავლებაზე გადადიან, მაგრამ საგანმანათლებლო სექტორი (ამ შემთხვევაში – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები) მასობრივად, პრაქტიკულად, შეიძლება ვერ გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე, რადგან არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოს კანონმდებლობა გარკვეულ შეზღუდვას ქმნის და პრაქტიკულად შეუძლებელსაც კი ხდის უნივერსიტეტებისთვის, თავისუფალ რეჟიმში მიიღონ გადაწყვეტილებები და არჩევანი დისტანციურ სწავლებაზე გააკეთონ. თინათინ ხიდაშელი ამბობს, რომ კანონის მიხედვით, ეს პროცესი აკადემიური ცხოვრების ნაწილად ვერ ჩაითვლება და, შესაძლოა, ივნის-ივლისში, როდესაც ქულების შეჯამების დრო დადგება, პრობლემები შეიქმნას. ამიტომ, აუცილებელია, საქართველოს პარლამენტმა (სანამ არ შეუჩერებია მუშაობა), ფორსირებულად, დაჩქარებულ რეჟიმში მიიღოს სათანადო ცვლილებები (ამის შესაძლებლობას კანონი იძლევა) და დაეხმაროს უნივერსიტეტებს, რომ დისტანციური სწავლების პროცესში არ ჰქონდეთ პრობლემები.

რაც შეეხება ელექტრონული სწავლების ფორმას, ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ კანონი ცნობს ელექტრონულ სწავლებას საქართველოს ტერიტორიაზე.

დისტანციურო სწავლებს სტანდარტი არც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში არსებობს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, აუცილებელი გახდება სკოლების ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლა და სამინისტროს მოუწევს საკანონმდებლო ბაზის ამ გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანა. სასურველია, ესეც დაჩქარებული წესით მოხდეს. დისტანციური სწავლების პროცესი, თავისთავად, რთული პროცესია და მასზე გადასვლა გარკვეულ დროს მოითხოვს, ამისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზაც უნდა არსებობდეს.

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები