27 ივლისი, შაბათი, 2024

შე­რე­უ­ლი უნა­რე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი და მოქ­ნი­ლი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გაკ­ვე­თი­ლე­ბი

spot_img

 

დო­ნა­რი (ეკა) გორ­გი­ლა­ძე

ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის
სო­ფელ კაპ­რე­შუ­მის სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის
წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

საკ­ლა­სო ოთა­ხი არის დი­ნა­მი­უ­რი გა­რე­მო, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხ­ვა უნა­რი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბის მოს­წავ­ლე­ებს აერ­თი­ა­ნებს. იყო ეფექ­ტუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­ითხოვს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და ინო­ვა­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რა­თა და­აკ­მა­ყო­ფი­ლო მოს­წავ­ლე­თა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი.

რო­გორც კი მოს­წავ­ლე-მას­წავ­ლე­ბე­ლი საკ­ლა­სო ოთა­ხებს და­უბ­რუნ­დ­ნენ, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის შემ­დეგ, გაკ­ვე­თი­ლე­ბის გა­და­ხა­ლი­სე­ბის­თ­ვის გან­ვი­ხი­ლე სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია მას­წავ­ლებ­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად. გა­დავ­ხე­დე სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­ერ და­გეგ­მილ და ჩა­ტა­რე­ბულ აქ­ტი­ვო­ბა-ღო­ნის­ძი­ე­ბებს და არ­სე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის პი­ლო­ტი­რე­ბა ჩვე­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­თან ვცა­დე.

არას­წო­რად და­გეგ­მილ­მა აქ­ტი­ვო­ბამ შე­იძ­ლე­ბა უფ­ს­კ­რუ­ლი გა­ა­ჩი­ნოს მოს­წავ­ლე­ებ­სა და მას­წავ­ლე­ბელს შო­რის. ჩვენ ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სხვა­დას­ხ­ვა დო­ნეს და მხარს ვუ­ჭერთ მათ. ამი­ტომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მას­წავ­ლებ­ლებ­მა ეფექ­ტუ­რი სტრა­ტე­გი­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნონ, რა­თა კლას­ში სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი მი­ი­ღონ და სწავ­ლის მა­ღა­ლი მო­ტი­ვა­ცია უზ­რუნ­ველ­ყონ. ქვე­მოთ გან­ხი­ლუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და ამო­ცა­ნე­ბი დად­გე­ნი­ლია შე­სა­ბა­მის დო­ნე­ზე და შექ­მ­ნი­ლია მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბი­სათ­ვის.

აქ­ტი­ვო­ბა 1. „სა­მი ყუ­თი“

დაწყე­ბი­თი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს ხში­რად არ უნ­დათ და­ვა­ლე­ბე­ბის და­წე­რა, კარ­გი იქ­ნე­ბა გა­და­ვა­ხა­ლი­სოთ და­ვა­ლე­ბის ფორ­მა, მა­გა­ლი­თად, მოს­წავ­ლე­ებს მივ­ცეთ თა­ვი­სუფ­ლე­ბა, გა­მოთ­ქ­ვან ნე­ბის­მი­ე­რი აზ­რი. შევ­თა­ვა­ზოთ მათ, გა­მო­ი­ყე­ნონ რით­მე­ბი, მხატ­ვ­რუ­ლი ხერ­ხე­ბი, მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა გა­ა­სუ­ლი­ე­რონ საგ­ნე­ბი, მის­ცენ ახა­ლი სი­ცოცხ­ლე.

„სა­მი ყუ­თი“ — პერ­სო­ნა­ჟი, თვი­სე­ბა, პრობ­ლე­მა. თი­თო­ე­ულ ყუთ­ში პა­ტა­რა ფურ­ც­ლე­ბია, რომ­ლებ­ზეც და­წე­რი­ლია პერ­სო­ნა­ჟის სა­ხე­ლე­ბი, თვი­სე­ბე­ბი და პრობ­ლე­მა, რომ­ლის მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბიც უნ­და მო­ი­ფიქ­რონ მოს­წავ­ლე­ებ­მა. აქ­ტი­ვო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა ჯგუ­ფუ­რად, წყვი­ლებ­ში, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად. თი­თო­ე­უ­ლი ყუ­თი­დან თი­თო ფურ­ცე­ლი უნ­და ამო­ი­ღონ და მო­ი­ფიქ­რონ ამ­ბა­ვი, პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბი. მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის აქ­ტი­ვო­ბა მე­ტად სა­ხა­ლი­სოა და სი­ა­მოვ­ნე­ბით ას­რუ­ლე­ბენ. უვი­თარ­დე­ბათ წე­რის, აზ­როვ­ნე­ბის, ფიქ­რის უნა­რი.

მათ სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, და­ვა­ლე­ბა შე­ას­რუ­ლონ უნა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მოკ­ლე ჩა­ნა­წე­რით და ნა­ხა­ტით ან მხო­ლოდ ნა­ხა­ტით. ნა­მუ­შე­ვარს წა­რად­გე­ნენ კლა­სის წი­ნა­შე.

აქ­ტი­ვო­ბა 2. „სა­ხა­ლი­სო წარ­წე­რა“

წა­ვა­ხა­ლი­სოთ მოს­წავ­ლე­ე­ბი, იფიქ­რონ და აღ­წე­რონ, გა­ა­კე­თონ სა­სა­ცი­ლო წარ­წე­რე­ბი ფო­ტო­ებ­ზე, რომ­ლებ­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი წი­ნას­წარ და­ამ­ზა­დებს გაკ­ვე­თი­ლის თე­მის შე­სა­ბა­მი­სად. ვთხო­ვოთ, წარ­წე­რე­ბი ფო­ტო­ე­ბის ქვე­მოთ გა­ა­კე­თონ, დას­ვან მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლი ისა­რი. გა­მო­ვი­ყე­ნოთ უბ­რა­ლო ქა­ღალ­დი, შევ­კ­რათ ფურ­ც­ლე­ბი ბუკ­ლე­ტე­ბად, მუ­ყა­ოს ქა­ღალ­დის ყდის და­მა­ტე­ბით და შე­იკ­ვ­რე­ბა ალ­ბო­მი, სხვა­დას­ხ­ვა ფო­ტო­მა­სა­ლით და სა­ინ­ტე­რე­სო, სა­ხა­ლი­სო წარ­წე­რით. ბუკ­ლე­ტებს/ალ­ბო­მებს კლას­ში თვალ­სა­ჩი­ნო ად­გი­ლი მი­ვუ­ჩი­ნოთ.

აქ­ტი­ვო­ბა მოს­წავ­ლე­ებ­ში ავი­თა­რებს ფან­ტა­ზი­ის, ახ­ლის შექ­მ­ნის, ფიქ­რი­სა და მსჯე­ლო­ბის, ფო­ტო­სა და ტექ­ს­ტის და­სა­თა­უ­რე­ბის, კო­მიქ­სის შექ­მ­ნის უნარს, მოს­წავ­ლე თა­ვი­სე­ბუ­რად აღიქ­ვამს და გა­და­ა­ხა­ლი­სებს ინ­ფორ­მა­ცი­ას.

აქ­ტი­ვო­ბა 3. „ფო­ტო რით­მა“

და­საწყის­ში ბავ­შ­ვებს უჭირთ ლექ­ს­ში რით­მე­ბის მო­ძებ­ნა და დაწყ­ვი­ლე­ბა. რით­მე­ბის შეს­წავ­ლას სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბით მარ­ტი­ვად შეძ­ლე­ბენ და და­ი­მახ­სოვ­რე­ბენ. მო­ვი­ძი­ოთ ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ირით­მე­ბა, მა­გა­ლი­თად: სე­რი-ქე­რი, გუ­ლი-ყუ­რი. მოს­წავ­ლე­ებ­მა ფო­ტო­ე­ბი რით­მე­ბის მი­ხედ­ვით უნ­და და­აწყ­ვი­ლონ. კარ­გია ასე­ვე რით­მე­ბის დას­რუ­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად: ქორ…, ღორ…

აქ­ტი­ვო­ბა 4. „სა­ი­დუმ­ლო ყუ­თი“

მას­წავ­ლე­ბელს ფე­რად ყუთ­ში წი­ნას­წარ აქვს გამ­ზა­დე­ბუ­ლი ასახ­ს­ნელ ან უკ­ვე ნას­წავლ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა სა­გა­ნი ან წარ­წე­რა ფურ­ცელ­ზე, მა­გა­ლი­თად, თე­მა — „თხა და გი­გო“, საგ­ნე­ბი ან წარ­წე­რა შე­იძ­ლე­ბა იყოს: თხა, წიგ­ნი, გი­გო, ჯირ­კი, სოფ­ლის მო­ე­და­ნი. ერთ-ერ­თი მოს­წავ­ლე წა­ი­კითხავს და სა­მი წი­ნა­და­დე­ბით უნ­და ახ­ს­ნას, თუ რა არის ეს. შე­იძ­ლე­ბა, ტექ­ს­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თვი­სე­ბებ­ზე ისა­უბ­როს — ზარ­მა­ცია, წიგ­ნი უკუღ­მა უდევს… და ა.შ. მოს­წავ­ლე­ებ­მა უნ­და ამო­იც­ნონ, რას ხსნის. აქ­ტი­ვო­ბა­ში ჩარ­თუ­ლია ყვე­ლა დო­ნის მოს­წავ­ლე.

ამ აქ­ტი­ვო­ბით მოს­წავ­ლე­ებს უმაღ­ლ­დე­ბათ მო­ტი­ვა­ცია ასახ­ს­ნე­ლი თუ ახ­ს­ნი­ლი ტექ­ს­ტის მი­მართ. ცდი­ლო­ბენ, ზუს­ტად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბონ საგ­ნის თვი­სე­ბე­ბი. გაკ­ვე­თი­ლი სა­ხა­ლი­სოა, მოს­წავ­ლე­ე­ბი კი მი­სი აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან.

 

აქ­ტი­ვო­ბა 5. „წყალ­ბურ­თი“

ბავ­შ­ვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას მოს­წონს თა­მა­შით სწავ­ლა, ამ ასაკ­ში კე­თე­ბით და თა­მა­შით უკეთ სწავ­ლო­ბენ. ეს არის ასე­ვე აკა­დე­მი­უ­რი პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ბავ­შ­ვე­ბი „იძუ­ლე­ბუ­ლი“ არი­ან მი­ი­ღონ გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ხის ცოდ­ნა და სა­მუ­და­მოდ შე­ი­ნა­ხონ მეხ­სი­ე­რე­ბა­ში. იშ­ვი­ა­თია მოს­წავ­ლე, რო­მელ­საც მა­თე­მა­ტი­კა, არით­მე­ტი­კა მოს­წონს. კარ­გია, თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი ახ­ლე­ბუ­რად, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი რა­კურ­სით შე­ა­ხე­დებს მოს­წავ­ლეს ამ სა­განს.

მარ­ტი­ვი შეკ­რე­ბა და გა­მოკ­ლე­ბა, გამ­რავ­ლე­ბა და გა­ყო­ფა, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე დამ­ღ­ლე­ლია მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. გთა­ვა­ზობთ ამო­ცა­ნე­ბი­სა და გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბის კე­თე­ბას თა­მა­შის მე­თო­დით. ავი­ღოთ მსუ­ბუ­ქი (რე­ზი­ნის) ბურ­თი, გავ­ყოთ რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლად და ჩავ­წე­როთ რიცხ­ვე­ბი, მოქ­მე­დე­ბებ­თან ერ­თად. მე­ტი სი­ხა­ლა­სის­თ­ვის იატაკ­ზე გა­ვა­კე­თოთ ზღვის, ოკე­ა­ნის იმი­ტა­ცია, მო­თა­მა­შე­ებს გა­და­ვუგ­დოთ ბურ­თი, რო­მე­ლიც ჰა­ერ­ში უნ­და და­ი­ჭი­რონ. ვი­პო­ვოთ ბურ­თ­ზე ის მო­ნაკ­ვე­თი, რო­მელ­ზეც მო­თა­მა­შეს ცე­რა თი­თი მო­უხ­ვ­და, და­ი­მახ­სოვ­როს ეს რიცხ­ვი. შემ­დეგ სხვა მო­თა­მა­შეს გა­და­ვუგ­დოთ და ბო­ლოს და­მახ­სოვ­რე­ბუ­ლი რიცხ­ვე­ბი შევ­კ­რი­ბოთ ან გა­მო­ვაკ­ლოთ. შე­იძ­ლე­ბა გავ­ზარ­დოთ რიცხ­ვე­ბი, გა­მო­ვი­ყე­ნოთ გამ­რავ­ლე­ბა ან გა­ყო­ფა. ამ უბ­რა­ლო თა­მაშს შე­უძ­ლია მა­თე­მა­ტი­კის დამ­ღ­ლე­ლი გაკ­ვე­თი­ლი სპორ­ტულ გარ­თო­ბად აქ­ცი­ოს.

აქ­ტი­ვო­ბა 6. „ტვინ­სა­ტე­ხი ბა­რა­თე­ბი“

მოს­წავ­ლემ კლა­სის წი­ნა­შე შე­ას­რუ­ლოს მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ ბა­რა­თებ­ზე და­წე­რი­ლი და­ვა­ლე­ბა.

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, მოს­წავ­ლე­ებს თვი­თონ შე­ეძ­ლე­ბათ მო­ი­ფიქ­რონ მსგავ­სი კითხ­ვა/და­ვა­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად: 1. და­ა­სა­ხე­ლე რიცხ­ვი, რომ­ლის ერ­თე­უ­ლის ციფ­რი არის 8-ის ნა­ხე­ვა­რი, ათე­უ­ლის ციფ­რი კი მას­ზე 3-ით ნაკ­ლე­ბია? 2. და­ა­სა­ხე­ლე რიცხ­ვი, რო­მე­ლიც მი­ი­ღე­ბა გა­ნა­ხევ­რე­ბუ­ლი 60-ისა და გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი 15-ის შეკ­რე­ბით. მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია მო­ი­ფიქ­როს მსგავ­სი ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბი. ამ აქ­ტი­ვო­ბით მოს­წავ­ლე­ებს ფიქ­რის, აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი უვი­თარ­დე­ბათ. შე­რე­უ­ლი უნა­რე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის მზად­დე­ბა დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი ბა­რა­თე­ბი.

აქ­ტი­ვო­ბა 7. „პეპ­ლე­ბი და ყვა­ვი­ლე­ბი“

მი­ზა­ნი შეკ­რე­ბი­სა და გა­მოკ­ლე­ბის ტექ­ნი­კის კონ­სო­ლი­და­ცია. და­ფის ერთ მხა­რეს გა­ვაკ­რათ ნა­ხა­ტე­ბი პეპ­ლე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით, რომ­ლებ­ზეც მა­თე­მა­ტი­კუ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი წე­რია. და­ფის მე­ო­რე მხა­რეს ხა­ტია ყვა­ვი­ლე­ბი, რომ­ლებ­ზეც მა­თე­მა­ტი­კუ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის პა­სუ­ხე­ბი წე­რია.

მოს­წავ­ლე/წყვი­ლი/ჯგუ­ფი ას­რუ­ლებს მოქ­მე­დე­ბებს და სწო­რად გა­დას­ვამს პეპ­ლებს, პა­სუ­ხის შე­სა­ბა­მის ყვა­ვი­ლებ­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა სა­ხა­ლი­სოა, მოს­წავ­ლე­ე­ბი მა­ღა­ლი მო­ტი­ვა­ცი­ით ას­რუ­ლე­ბენ და­ვა­ლე­ბებს.

 

 

 

მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არ არი­ან მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და გულ­გ­რილ­ი არი­ან სწავ­ლის მი­მართ, პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა და მა­თი მხრი­დან მრა­ვალ­მ­ხ­რივ სა­მუ­შა­ოს მო­ითხოვს. მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და ცდი­ლობ­დეს, კლას­ში პო­ზი­ტი­უ­რი გა­რე­მო შექ­მ­ნას, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო იყოს. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სირ­თუ­ლის და­ვა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა კარ­გია მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად.

აქ­ტი­ვო­ბე­ბის მი­ზა­ნია სხვა­დას­ხ­ვა უნა­რი­სა და შე­საძ­ლებ­ლობ­ე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის თა­ნა­ბარ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩა­ყე­ნე­ბა. ყვე­ლა მოს­წავ­ლეს აქვს უნა­რი, ის­წავ­ლოს და იყოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ამის­თ­ვის მას­წავ­ლებ­ლე­ბი მუდ­მი­ვად უნ­და იძი­ებ­დ­ნენ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და შე­სა­ბა­მის რე­სურ­სებს.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები