27 ივლისი, შაბათი, 2024

შენი თანადგომა მნიშვნელოვანია იდეის განსახორციელებლად

spot_img

„მე მასწავლებელი ვარ, რომელსაც წიგნი და დაფა არ მაძლევსფრთების გაშლისსაშუალებას, თქვენი თანადგომით მეტს შევძლებ!

21- საუკუნეში, როცა კოსმოსიც კი ასე ნაცნობი ხდება ადამიანებისთვის, მსურს ჩემი მოსწავლეებისთვის ოცნება არ იყოს წიგნის კითხვისთვის მყუდრო, თბილი და რესურსებით მომარაგებული გარემო.“ – ეს პატარა მონაკვეთი იმ იდეის ნაწილია, რომელიც „ორბელიანი მეტის“ ჟიურიმ დადებითად შეაფასა, პლატფორმაზეც განთავსდა და დონაციაც დაიწყო.

„სწავლის ძირიც გატკბილდება“ – ასეთი სახელწოდების იდეა შესთავაზა ჟიურის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს „ათეულთა კლუბის წევრმა“, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელმა, ნინო ჭიჭინაძემ. იდეა სკოლაში არაფორმალური სწავლისთვის სივრცის მოწყობას ეხება.

იდეის ავტორი მასწავლებელი ამბობს, რომელ სწავლის ძირზეა საუბარი, ამას ყველა ადამიანი კარგად მიხვდება, ვისაც სკოლასთან ჰქონია შეხება და ვისთვისაც მოსაწყენი ყოფილა მთელი დროის მერხთან გატარება.

იდეის მხარდასაჭერად გახსენით ბმული👇👇👇

გავატკბილოთ სწავლის ძირი 

მაინც რას გულისხმობს იდეა? ნინო ჭიჭინაძე გვიყვება, ამ იდეის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სკოლაში შექმნან არაფორმალური სასწავლო გარემო, რომელიც იქნება მყუდრო, თბილი, მეგობრული და რესურსებით მომარაგებული.

„როდესაც 2019 წელს, ღარის სკოლაში დავიწყე მუშაობა, მაშინ მოვიდნენ ,,ჩემი ციცინათელები“ პირველ კლასში, წიგნის კითხვის ზონა დავარქვით კლასის ერთ კუთხეს, სადაც ვსხდებოდით დამატებითი ლიტერატურის წასაკითხად, ამ კუთხეში ისინი ხან ემილის მეგობრები იყვნენ, ხან კარლსონთან ერთად დაფრინავდნენ სახურავზე… მაშინ გამიჩნდა იდეა, სივრცე უფრო ჯადოსნური გაგვეხადა და კომფორტულად მოგვეწყო. თუმცა, ვერ მოვახერხეთ, პანდემიამ სასწავლო პროცესიც და ყველა ჩვენი იდეა შეაფერხა.

მსურს, სკოლის ყველა ბავშვისთვის შევქმნა რესურსებით მომარაგებული კომფორტული გარემო, სადაც გვექნება პრინტერი რესურსების დასაბეჭდად, პროექტორი – ვიდეორესურსებისთვის, პუფები, წიგნის თაროები, ხალიჩები...

სკოლის ყველა მასწავლებელი შეძლებს დამატებითი აქტივობების წარმართვას, ჩამოვაყალიბებთ სასწავლო კლუბებს, გავმართავთ ვიქტორინებს, გათამაშებებს, რაც სკოლის მომავალზე, მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის ხარისხზე დადებითად აისახება.

კომფორტული გარემოს შექმნის შემდეგ, შევქმნი წიგნის კლუბს, რომლის ფარგლებში დავაორგანიზებ აქტივობებსა და ღონისძიებებს. დროდადრო კლუბში მოვიწვევ როგორც მწერლებს, ასევე ცნობილ პედაგოგებს, მათ უმასპინძლებენ არა მხოლოდ ჩვენი სკოლის ბავშვები, არამედ სხვა სოფლის ბავშვებსაც ჩავრთავთ.

მოგმართავთ ყველას, ვისთვისაც განათლება ღირებულია, შემოდით „ორბელიანი მეტის“ პლატფორმაზე, დაგვიჭირეთ მხარი, რომ მოსწავლეებისთვის სკოლა გახდეს სივრცე, სადაც სწავლა სახალისო, საინტერესო და შედეგიანი იქნება.“

იმისთვის, რომ ღარის საჯარო სკოლის მოსწავლეების არაფორმალური განათლებისთვის მიმზიდველი და კომფორტული სივრცე რეალურად შეიქმნას და გამარჯვებული იდეის ავტორმა მასწავლებელმა იდეას ხორცი შეასხას, საჭიროა საზოგადოების თანადგომა, რადგან წესების თანახმად, პროექტს თანადაფინანსება სჭირდება – 1500 ლარის ოდენობით, დანარჩენ თანხას კი ორგანიზაცია „ორბელიანი მეტი“ უზრუნველყოფს. ჩვენი თანადგომა და მცირე ფინანსური მხარდაჭერა კი ღარის სკოლის მოსწავლეებს, როგორც იდეის ავტორი გვპირდება, სწავლის ძირსაც გაუტკბილებს. მიიღეთ მონაწილეობა ღარელი ბავშვების არაფორმალურ განათლებაში.

იდეის მხარდასაჭერად გახსენით ბმული 👇👇👇

გავატკბილოთ სწავლის ძირი 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები