9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

შე­ნით მიყ­ვარ­და „ვო­რონ­ცო­ვი“ ჩა­ლა­ბაშ­ვი­ლო

spot_img

ბრწყინ­ვა­ლე აღ­დ­გო­მის სწორ­ზე, 12 მა­ისს, ღია ცის ქვეშ, თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბაღ­ში გა­ი­მარ­თა ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლი­სა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის, XXI სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი ოც­წ­ლე­უ­ლის პო­ე­ტე­ბის ხუ­თე­ულ­ში და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, თბი­ლი­სი­სა და სიღ­ნა­ღის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის, თსუ-ის ოქ­როს მედ­ლის მფლო­ბე­ლის, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის, ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას, გა­ლაკ­ტი­ონ ტა­ბი­ძის, ლე­ვან გო­თუ­ას სა­ხე­ლო­ბის, „სა­გუ­რა­მოს“ და „მუ­ზას“ პრე­მი­ე­ბის მფლო­ბე­ლის – თე­მურ ჩა­ლა­ბაშ­ვი­ლის ხსოვ­ნის სა­ღა­მო.

მი­სი ლექ­სი, შუ­შა­ნიკ დე­დო­ფალს რომ მი­უძღ­ვ­ნა, ოქ­რომ­კერ­დით ამო­ი­ქარ­გა მე­წა­მულ ხა­ვერ­დ­ზე და ახ­ლა მე­ტე­ხის ტა­ძარ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის წა­მე­ბუ­ლი დე­დოფ­ლის საფ­ლავს ამ­შ­ვე­ნებს. პო­ე­ტის ლექ­ს­ზე „ჩე­მო სა­ქარ­თ­ვე­ლოვ, მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლო!“ შექ­მ­ნილ ჰიმნს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოს პატ­რი­არ­ქ­მა, ილია მე­ო­რემ მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლო­ბის სიმ­ღე­რა უწო­და, ხო­ლო ლექ­სი „სან­თე­ლი“ თა­ვად იქ­ცა რე­ლი­გი­ურ სიწ­მინ­დედ… თე­მურ ჩა­ლა­ბაშ­ვი­ლის ბი­ოგ­რა­ფი­ა­სა და შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე ვრცლად ისა­უბ­რეს დე­დოფ­ლის­წყა­როს ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის მწიგ­ნო­ბარ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თა­ნა­თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბულ­მა ჟურ­ნა­ლის­ტ­მა, ნა­ნა ჭი­ჭი­ნა­ძემ და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ალ­მა­ნა­ხის „ხორ­ნა­ბუ­ჯი“ რე­დაქ­ტორ-გა­მომ­ცე­მელ­მა, დე­დოფ­ლის­წყა­როს მწე­რალ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის „ფი­როს­მა­ნი“ თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ, გი­ორ­გი ნატ­როშ­ვილ­მა.

დე­დოფ­ლის­წყა­როს მწე­რალ­თა და მწიგ­ნო­ბარ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რ­მა, სო­ფელ ქვე­მო ქედ­ში და­ბა­დე­ბულ­მა ახალ­გაზ­რ­და ნი­ჭი­ერ­მა პო­ეტ­მა, თსუ-ს მე-4 კურ­სის წარ­ჩი­ნე­ბულ­მა სტუ­დენ­ტ­მა, მა­რი­ამ ტო­ხიშ­ვილ­მა წა­ი­კითხა პო­ე­ტის უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რის, ჯუ­ბა ღე­ბე­ლის ლექ­სი „ისევ ჩა­ლა­ბას“:

„შე­ნით მიყ­ვარ­და „ვო­რონ­ცო­ვი“, ჩა­ლა­ბაშ­ვი­ლო,

შენც მო­მატყუე ქალ­და­ნი­ვით, – „მე­რე დავ­ლი­ოთ,

რომ ჩა­მოხ­ვა­ლო“, – რო­გორ მინ­და ახ­ლა მანდ ვი­ყო,

წა­მო­გა­ყე­ნო კუ­ბო­დან და „გა­და­გას­მიო“!..“

ცნო­ბილ­მა პო­ე­ტებ­მა – მზია ხე­თა­გურ­მა, მა­რი­ნა ცხვე­დი­აშ­ვილ­მა, მი­რან­და ერის­თავ­მა და სხვებ­მა ჩა­ლა­ბა­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი სა­კუ­თა­რი ლექ­სე­ბი წა­ი­კითხეს.

თე­მუ­რის ნი­ჭის დამ­ფა­სებ­ლებ­მა თსუ-დან გა­და­ი­ნაც­ვ­ლეს მა­ხა­თას მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პან­თე­ონ­ში, სა­დაც პო­ე­ტის საფ­ლა­ვი 72 თეთ­რი ვარ­დით შე­ამ­კეს და 72 თაფ­ლის სან­თე­ლი და­ან­თეს.

გთა­ვა­ზობთ მა­რი­ნა ცხვე­დი­აშ­ვი­ლის ლექსს, პო­ე­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ რომ და­წე­რა:

„ბი­ჭო, ანა­გუ­რე­ლო,

რა­შო ფა­ფა­რაშ­ლი­ლო,

სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­უკ­ვ­დი,

თე­მურ ჩა­ლა­ბაშ­ვი­ლო.

რო­გორ მო­გი­გურ­გუ­რო,

გზა რომ გა­გი­ი­ო­ლო,

შეწყ­ვე­ტი­ლო „ურ­მუ­ლო“,

დაშ­რე­ტი­ლო იორო.

ქარ­თულ ლექ­სის ლა­ზა­თო,

პო­ე­ზი­ის ბულ­ბუ­ლო,

აბა ვით არ დამ­ზაფ­როს,

ბედ­მა მჭლემ და უგუ­ლომ.

ვი­ცი ჰამ­ლეტს შეხ­ვ­დე­ბი

ფი­როს­მა­ნის დუ­ქან­თან,

ამ სუ­რა­თის შემ­ყუ­რეს,

სუ­ლი გა­მი­გულ­ქ­ვავ­და.

რჩე­ულ კაც­თა კრე­ბუ­ლი

გხვდე­ბა ხე­ლებ­გაშ­ლი­ლი,

სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­უკ­ვ­და

თე­მურ ჩა­ლა­ბაშ­ვი­ლი!“

შე­ნიშ­ვ­ნა: XXI სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი ოც­წ­ლე­უ­ლის 50 პო­ე­ტი­დან ხუ­თე­ულ­ში მოხ­ვ­დ­ნენ: რე­ზო ამა­შუ­კე­ლი, და­ვით მაღ­რა­ძე, თე­მურ ჩა­ლა­ბაშ­ვი­ლი, ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რი და მზია ხე­თა­გუ­რი.

მა­რი­კა პო­პი­აშ­ვი­ლი
სა­ღა­მოს ინი­ცი­ა­ტო­რი და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები