27 ივლისი, შაბათი, 2024

შემოდგომაზე დაგეგმილი გამოცდა განკუთვნილია კონკრეტული კვალიფიკაციის მქონე პირებისთვის

spot_img

სასერტიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს:

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს;

ბაკალავრს, მაგისტრს და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც მიღებული აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საფეხურის ჯგუფის აკადემიური ხარისხი, ან სწავლობს აღნიშნული საბაკალავრო/ სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე; ან აქვს სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება;

მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება, ან სწავლობს აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე.

თუ რომელიმე ზემოაღნიშნულ კვალიფიკაციას არ ფლობს აპლიკანტი, ის საგნის გამოცდაზე მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს მასწავლებლის საქმიანობის განსახორვიელებლად. 

♦ პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა აუცილებელად უნდა გაითვალისწინონ ისიც, რომ  მათ მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას წინა ჯერზე მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.

√ შეგახსენებთ, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველების რეგისტრაცია 17 სექტემბრის 18:00 საათზე დასრულდება.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები