27 ივლისი, შაბათი, 2024

შემაჯამებელი კონფერენცია „CK-12 ინკლუზიური და ხარისხიანი განათლებისათვის“

spot_img

განათლების კოალიციის ინიციატივით, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, CK-12-ის საერთაშორისო პლატფორმასთან თანამშრომლობით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, შემაჯემაბელი კონფერენცია, თემაზე: „CK-12 ინკლუზიური და ხარისხიანი განათლებისათვის“ გაიმართა.

კონფერენციაში მონაწილეობდა ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების 150-ზე მეტი მასწავლებელი მთელი საქართველოდან. კონფერენციის მიზნად ისახავდა საქართველოში საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12-ის გავრცელების გამოცდილების შეჯამებას და  Ck-12 სკოლების ქსელის მუშაობის კარგი პრაქტიკების გაზიარებას.

CK-12-ის სასწავლო რესურსების თარგმნის იდეას ბიძგი მისცა კოვიდ პანდემიამ და ონლაინ სწავლების პერიოდში ელექტრონული სასწავლო რესურსების დიდმა საჭიროებამ. შემდგომ, როცა მასწავლებლებმა პრაქტიკაში მისი გამოყენება დაიწყეს, უკვე კარგად დავინახეთ, რომ ეს პლატფორმა ძალიან სასარგებლო იყო არა მხოლოდ ონლაინ, არამედ სასკოლო სწავლების პროცესშიც. ის საშუალებას აძლევს მასწავლებლებს, მეტი ინტერაქციით უფრო შედეგიანი და სახალისო გახადონ სწავლების პროცესი. ჯამში, 2022-23 წლებში, CK-12-ის სკოლების ქსელმა 75 საჯარო სკოლა, 359 მასწავლებელი და 13 000-ზე მეტი მოსწავლე გააერთიანა. საგულისხმოა, რომ საშუალოდ მასწავლებლებმა 14 სასწავლო საათი cK-12 რესურსების გამოყენებით ჩაატარეს. ამასთან, განხორციელდა 30-მდე განსხვავებული ფორმატის კონფერენცია, სამუშაო შეხვედრა და სასკოლო პროექტი, პარტნიორი სკოლებისა და კონსულტანტების თანამშრომლობით. ასევე ამ გამოცდილებამ თვალნათლივ გვაჩვენა, რომ სკოლებში მოსწავლეთა ციფრულ ტექნოლოგიებზე შეზღუდული წვდომა ერთ-ერთი საკვანძო სისტემური პრობლემაა და მისი გადაწყვეტის გარეშე რთული იქნება სწავლ-სწავლების ხარისხის მდგრადი განვითარება,” – განაცხადა განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯომარემ, ირინა ხანთაძემ.

„გაეროს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს  ციფრული სწავლებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის გაძლიერებას საქართველოში. პროგრამის მიზანია საჯარო სკოლებში ინოვაციური სწავლებისა და სწავლის მეთოდების ხელშეწყობა, სახელმძღვანელოებისა და მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის განკუთვნილი ციფრული რესურსების გამდიდრება. ამ პროექტის მეშვეობით ჩვენ მასწავლებელს ვაძლევთ  პროფესიული უნარებისა და კომპეტენციების გაუმჯობესების საშუალებას, რაც აუცილებელია მუდმივი პროფესიული ზრდის უზრუნველსაყოფად,“ – განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, ემი ქლენსმა.

კონფერენცია გახსნეს გაეროს ბავშვთა ფონდის, განათლების კოალიციის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა. ღონისძიების ფარგლებში განათლების კოალიციამ შეაჯამა Ck-12 საგანმანათლებლო რესურსების გავრცელების და გამოყენების შედეგები, ხოლო პლატფორმის კონსულტანტ-მასწავლებლებლმა ისაუბრეს CK-12 სკოლების ქსელის მუშაობის მიგნებებსა და გამოწვევებზე.

Ck-12-ის პლატფორმის გამოყენება საქართველოში 2020 წელს დაიწყო რესურსების ადაპტირებით და შემდგომ, სკოლებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების ფართო ქსელის შექმნას შეუწყო ხელი. ქსელის მიზანია, სკოლების ბაზაზე, მასწავლებლების მხარდაჭერა სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხის გაზრდაში როგორც საბუნებისმეტყველო საგნების, ასევე ინტეგრირებული სწავლების მიმართულებით.

დღეს, ქართულენოვანი ვებგვერდი – www.ck12.edu.ge აერთიანებს STEM საგნების 15 ადაპტირებულ ციფრულ წიგნზე წვდომას საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის.

⇑⇓ საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12 2007 წელს დაარსდა. პლატფორმის მიზანია მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის უფასო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, რომლებიც  საშუალებას აძლევთ ისწავლონ ინდივიდუალური შესაძლებლობების ფარგლებში. CK-12-ის პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ელექტრონული წიგნები, ადაპტირებადი პრაქტიკული სავარჯიშოები და სამეცნიერო სიმულაციები, შექმნილია 260 000-ზე მეტი ე.წ. „ფლექს ბუქი“.  დღემდე, CK-12-ის რესურსებით  მსოფლიოს მასშტაბით 137 მილიონზე მეტმა მოსწავლემ და მასწავლებელმა ისარგებლა, ხოლო პანდემიის პერიოდში ვებგვერდით სარგებლობა 480 პროცენტით გაიზარდა.

კონფერენცია ორგანიზებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის სამწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები