30 სექტემბერი, შაბათი, 2023

შედეგების გამოცხადება გრძელდება

spot_img

გთავაზობთ მასწავლებლის ტესტირების შედეგებს შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), დაწყებითი საფეხური – ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV), ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI), მათემატიკა (I-VI), ბუნებისმეტყველება (I-VI) და ქართული, როგორც მეორე ენა.

საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელი უნდა ეწვიოს ვებგვერდს online.naec.ge. სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით.

შედეგები სხვა საგამოცდო საგნებში ეტაპობრივად გამოცხადდება, რის შემდეგაც დაიწყება საპრეტენზიო განაცხადების მიღება.

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები