22 ნოემბერი, პარასკევი, 2024

შან­სი, აიხ­დი­ნო ბავ­შ­ვო­ბის ოც­ნე­ბა

spot_img

„მო­დუ­სი“ ლა­თი­ნუ­რი სიტყ­ვაა და, რამ­დე­ნი­მე სხვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას­თან ერ­თად, აზ­როვ­ნე­ბის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბა­საც ნიშ­ნავს. არ ვი­ცი, ვის მო­უ­ვი­და აზ­რად პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის ამ სა­ხე­ლის შერ­ქ­მე­ვა, მაგ­რამ ცხა­დია, ავ­ტორს კარ­გად ჰქონ­და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი რა დატ­ვირ­თ­ვა უნ­და ჰქო­ნო­და მო­მა­ვალ კო­ლეჯს. დღეს, ათე­უ­ლი წლე­ბის შემ­დეგ, ავ­ტო­რის ჩა­ნა­ფიქ­რ­მა ასე­თი სა­ხე მი­ი­ღო — რუს­თა­ვის პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯი, რომ­ლის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა­საც ქა­ლა­ქის და­არ­სე­ბის პირ­ვე­ლი­ვე წლე­ბი­დან ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი და რო­მე­ლიც მას­თან ერ­თად ვი­თარ­დე­ბო­და, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, იც­ვ­ლი­და სა­ხელ­სა და პრო­ფილს, ახ­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის კო­ლე­ჯია თა­ნა­მედ­რო­ვე პრო­ფე­სი­ე­ბი­თა და მა­თი შეს­წავ­ლი­სათ­ვის სა­ჭი­რო უახ­ლე­სი ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით. რო­გორც ჩანს, სას­წავ­ლებ­ლის მი­ზი­დუ­ლო­ბის ძა­ლა­საც ეს ორი ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს; ამას ჩვე­ნი სტუმ­რე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ — აზ­როვ­ნე­ბის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი — ნი­კა გო­გო­ლა­ძე და ლე­ლა ტო­ტოშ­ვი­ლი.

ნი­კა მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტია, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ქსე­ლი­სა და სის­ტე­მის პროგ­რა­მას ეუფ­ლე­ბა. ბავ­შ­ვო­ბი­დან ორი რამ აინ­ტე­რე­სებ­და გა­მორ­ჩე­უ­ლად — ის­ტო­რია და კომ­პი­უ­ტე­რი, გან­სა­კუთ­რე­ბით ამ უკა­ნას­კ­ნელს უთ­მობ­და ყვე­ლა­ზე მეტ დროს, თა­ვად ცდი­ლობ­და გარ­კ­ვე­უ­ლი­ყო იმ ნი­უ­ან­სებ­ში, რა­საც კომ­პი­უ­ტე­რი ყო­ვე­ლი დაწ­კა­პუ­ნე­ბი­სას სთა­ვა­ზობ­და. რო­ცა არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დად­გა და მიხ­ვ­და, რომ არც ერ­თი არ ეთ­მო­ბო­და, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ორი­ვე გა­ტა­ცე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ, თით­ქ­მის, ერ­თ­დ­რო­უ­ლად მი­ი­ღო: ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტე­ტი — ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ხო­ლო აიტი სპე­ცი­ა­ლო­ბა — მო­დუს­ში. „მა­ღალ კლა­სებ­ში რომ ვი­ყა­ვით, მახ­სოვს, ერ­თი-ორ­ჯერ მო­ვიდ­ნენ სკო­ლა­ში პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლი­დან, შეგ­ვ­კ­რი­ბეს ბავ­შ­ვე­ბი და რა­ღაც სა­უბ­რე­ბი ჩაგ­ვი­ტა­რეს. მა­შინ ამ ვი­ზი­ტის­თ­ვის დი­დი ყუ­რადღე­ბა არ მიგ­ვიქ­ცე­ვია, მგო­ნი, არც სკო­ლა მო­ე­კი­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით — ასე უკ­ვა­ლოდ ჩა­ი­ა­რა (ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში ჩემ­თ­ვის) მა­შინ ამ შეხ­ვედ­რამ. შემ­დეგ, მოხ­და ისე, რომ ჩე­მი სა­მი კლა­სე­ლი სწავ­ლობ­და 1-წლი­ან პროგ­რა­მა­ზე — ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი. ბევ­რი რამ კო­ლე­ჯის შე­სა­ხებ სწო­რედ მათ­გან შე­ვიტყ­ვე და და­ვიწყე მოქ­მე­დე­ბა. ფე­ის­ბუქ­გ­ვერ­დ­ზე მივ­წე­რე კო­ლე­ჯის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას, და­მი­კავ­შირ­და პრო­ფო­რი­ენ­ტა­ცი­ი­სა და კა­რი­ე­რის და­გეგ­მ­ვის მე­ნე­ჯე­რი, ბა­ტო­ნი გე­ნო იმერ­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­თა­ნაც დიდ­ხ­ნი­ა­ნი მი­წერ-მო­წე­რა მქონ­და, ყვე­ლა ჩემს შე­კითხ­ვას ამომ­წუ­რა­ვად პა­სუ­ხობ­და, რჩე­ვებ­საც მაძ­ლევ­და. სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან ყუ­რადღე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია, მარ­ტო აბი­ტუ­რი­ენ­ტებს კი არ ეხ­მა­რე­ბა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში, კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებ­საც — და­საქ­მე­ბა­ში. მეც სწო­რედ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბით შე­მექ­მ­ნა ნა­თე­ლი წარ­მოდ­გე­ნა ჩემს მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ა­ზე და, არ­ჩე­ვა­ნის სის­წო­რე­ში სრუ­ლი­ად დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი, გავ­ხ­დი სტუ­დენ­ტი.“

ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი შემ­დეგ ერ­თი ბა­ნა­ლუ­რი ფრა­ზით გაგ­რ­ძელ­და, რა­საც ადა­მი­ა­ნე­ბი არც ისე ხში­რად ვი­ყე­ნებთ ხოლ­მე და რაც ასე სა­სი­ა­მოვ­ნო და იშ­ვი­ა­თი მდგო­მა­რე­ო­ბაა — სი­ნამ­დ­ვი­ლემ ყო­ველ­გ­ვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბაო, მითხ­რა ნი­კამ კო­ლეჯ­ში გა­ტა­რე­ბულ 6 თვე­ზე. პროგ­რა­მა კი 16-თვი­ა­ნია, მაგ­რამ სწავ­ლა პან­დე­მი­ის გა­მო შე­ჩერ­და, ერთ თვე­ზე ცო­ტა მეტ ხანს გაგ­რ­ძელ­და დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა, მაგ­რამ კურ­სის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას­წავ­ლებ­ლე­ბიც მიხ­ვ­დ­ნენ და სტუ­დენ­ტე­ბიც, ასე გაგ­რ­ძე­ლე­ბა მხო­ლოდ თა­ვის მოტყუ­ე­ბა იქ­ნე­ბო­და. და­ახ­ლო­ე­ბით, ერთ წე­ლი­წად­ში უნ­და და­ას­რუ­ლონ პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი კურ­სი. ნი­კა ამ­ბობს, რომ ყო­ვე­ლი ლექ­ცია სი­ახ­ლის შეს­წავ­ლას გუ­ლის­ხ­მობს, რაც იქ­ვე, კო­ლეჯ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. კომ­პი­უ­ტე­რის ნა­წი­ლე­ბი, კვე­ბის ბლო­კი, ვინ­დო­უ­სის გა­და­ყე­ნე­ბა, ინ­ს­ტა­ლა­ცია — ამ სა­კითხე­ბის თე­ო­რი­ულ შეს­წავ­ლას პა­რა­ლე­ლუ­რად მიჰ­ყ­ვე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლი — კე­თე­ბით სწავ­ლე­ბა, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით მოს­წონთ სტუ­დენ­ტებს და რა­საც სულ სხვა რე­ჟიმ­ში გუ­ლის­ხ­მობს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბა. ნი­კაც იმა­ვეს ამ­ბობს: „უნი­ვერ­სი­ტე­ტის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, რო­ცა კო­ლეჯ­ში აბა­რებ, გა­აზ­რე­ბუ­ლი გაქვს, რომ აი, ამ კონ­კ­რე­ტულ პრო­ფე­სი­ას გინ­და და­ე­უფ­ლო და მთელ დროს მის შეს­წავ­ლას ან­დო­მებ. ეს სა­ინ­ტე­რე­სოა, რად­გან მთე­ლი ყუ­რადღე­ბა ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით გაქვს კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, შე­დე­გიც ეფექ­ტუ­რია, რაც ლექ­ტო­რე­ბის დი­დი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. თა­ვი­დან­ვე მე­გობ­რუ­ლად მოგ­ვიდ­გ­ნენ, რაც ურ­თი­ერ­თო­ბას აიოლებს, რამ­დე­ნიც გინ­და იმ­დე­ნი შე­კითხ­ვა შე­გიძ­ლია დას­ვა, მოთ­მი­ნე­ბით გის­მე­ნენ და გიხ­ს­ნი­ან.“

პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტის მთა­ვარ უპი­რა­ტე­სო­ბად ლექ­ტო­რე­ბი და­საქ­მე­ბის დიდ შანსს მი­იჩ­ნე­ვენ. იმა­ვეს ამ­ბობს ნი­კაც. „თა­ვი­დან­ვე, რო­ცა სტუ­დენ­ტი გავ­ხ­დი, კო­ლეჯ­ში მი­ღე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ით და­საქ­მე­ბის უფ­რო მჯე­რო­და. ამა­ში ბა­ტონ­მა გე­ნომ და­მარ­წ­მუ­ნა, მირ­ჩია, ინ­ტერ­ნე­ტით მო­მე­ძებ­ნა ინ­ფორ­მა­ცია რა მოთხოვ­ნე­ბია შრო­მის ბა­ზარ­ზე ჩემს სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე. თა­ვად დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ აიტი სპე­ცი­ა­ლის­ტ­ზე მოთხოვ­ნა გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე ის­ტო­რი­კოს­ზე ან თუნ­დაც ტუ­რიზ­მის სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე. კი­დევ უფ­რო დი­დი პერ­ს­პექ­ტი­ვაა საზღ­ვარ­გა­რეთ, სა­დაც ბა­ზა­რიც დი­დია და შე­სა­ბა­მი­სად, მოთხოვ­ნაც, მით უმე­ტეს თუ მონ­დო­მე­ბუ­ლი ხარ. მე კი­დევ ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლი ვარ, ვცდი­ლობ, ყვე­ლა პროგ­რა­მი­სა თუ ტრე­ნინ­გის მო­ნა­წი­ლე ვი­ყო, რა­საც კო­ლე­ჯი გვთა­ვა­ზობს, მა­გა­ლი­თად, გა­ვი­ა­რე ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბის პროგ­რა­მა, ახ­ლა­ხან დავ­რე­გის­ტ­რირ­დი კი­დევ ერთ პროგ­რა­მა­ზე, რო­მელ­საც ჩე­ხუ­რი კომ­პა­ნია გვთა­ვა­ზობს 30 რუს­თა­ველ ახალ­გაზ­რ­დას ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, ბიზ­ნე­სი­სა და მე­ნეჯ­მენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით.“

ნი­კა მარ­თ­ლაც მონ­დო­მე­ბუ­ლი და აქ­ტი­უ­რი სტუ­დენ­ტია და არა მხო­ლოდ სწავ­ლის მხრივ. სწო­რედ მი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო კო­ლეჯ­ში სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის შექ­მ­ნა თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად, თით­ქ­მის, ყვე­ლა სტუ­დენტს შეხ­ვ­და და ესა­უბ­რა, მაგ­რამ წუხს, რომ მხო­ლოდ 15 აღ­მოჩ­ნ­და მსურ­ვე­ლი, ცო­ტა ხნის შემ­დეგ კი, ათ­ნი დარ­ჩ­ნენ და მხო­ლოდ ერ­თი ფო­ტო­კონ­კურ­სის ჩა­ტა­რე­ბა მო­ას­წ­რეს, პან­დე­მი­უ­რი შეზღუდ­ვე­ბის გა­მო. კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლებს პრი­ზი გა­დას­ცა ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბის კომ­პა­ნი­ამ „ჰი­ბი“. ახ­ლა, ბალ­ტი­ის ქვეყ­ნებ­თან ერ­თად, „მო­დუ­სი“ სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბას გეგ­მავს, რო­მე­ლიც დის­ტან­ცი­უ­რად გა­ი­მარ­თე­ბა. მა­ნამ­დე კი, ნი­კას ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა კვლავ დატ­ვირ­თულ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა. დი­ლით უნი­ვერ­სი­ტეტ­შია, 3-დან 8 სა­ა­თამ­დე — კო­ლეჯ­ში, სა­დაც ყო­ველ­დღე პო­უ­ლობს მის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლეს.

„კო­ლეჯ­ში ბევ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა გან­ვი­თა­რე­ბი­სა და პრო­ფე­სი­ა­ში წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის, ყვე­ლა მხარ­ში გიდ­გას — ად­მი­ნის­ტ­რა­ცია, პე­და­გო­გე­ბი, მთა­ვა­რია, ჩვენ არ და­ვი­ზა­როთ, მე­ტად ვი­აქ­ტი­უ­როთ. ორი სას­წავ­ლებ­ლის შე­თავ­სე­ბა იოლი არ არის, რო­ცა შუ­ა­ლე­დუ­რე­ბი და ფი­ნა­ლუ­რე­ბი ერ­თ­მა­ნეთს ემ­თხ­ვე­ვა, მაგ­რამ არც ესაა და­უძ­ლე­ვე­ლი, მით უმე­ტეს, რო­ცა გაქვს შან­სი, აიხ­დი­ნო ბავ­შ­ვო­ბის ოც­ნე­ბა.“

ჩვე­ნი მე­ო­რე რეს­პონ­დენ­ტი ლე­ლა ტო­ტოშ­ვი­ლია, ახალ­გაზ­რ­და პე­და­გო­გი, მო­დუ­სის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი. საქ­მე, რო­მელ­საც ლე­ლა უძღ­ვე­ბა კო­ლეჯ­ში, სწო­რედ აზ­როვ­ნე­ბის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვი­საა. ვგუ­ლის­ხ­მობ ინო­ვა­ცი­ურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ას, სა­დაც ახალ­გაზ­რ­დე­ბი ულ­ტ­რა­თა­ნა­მედ­რო­ვე და­ნად­გა­რებ­ზე მუ­შა­ო­ბენ, სა­დაც უვი­თარ­დე­ბათ ფან­ტა­ზი­ის უნა­რი და სა­ო­ცარ მა­კე­ტებ­სა და პრო­ტო­ტი­პებს ქმნი­ან.

ლე­ლა კო­ლეჯ­ში სხვა მიზ­ნით მო­ვი­და, დი­ზა­ი­ნე­რო­ბა იყო მი­სი არ­ჩე­ვა­ნი, მაგ­რამ ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბამ­დე გა­დაწყ­ვი­ტა, მკე­რა­ვის პრო­ფე­სია აეთ­ვი­სე­ბი­ნა. 21-თვი­ა­ნი კურ­სი, პან­დე­მი­ის გა­მო, 3 წე­ლი გაგ­რ­ძელ­და. სამ­კერ­ვა­ლო წარ­მო­ე­ბის პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა მო­დუ­ლი აით­ვი­სა და პრო­ფე­სი­ი­თაც და­იწყო მუ­შა­ო­ბა. ლა­ბო­რა­ტო­რი­ას­თან მი­სი შე­ხე­ბა სტუ­დენ­ტო­ბის პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი­დან­ვე და­იწყო: „ფაბ­ლა­ბის შე­სა­ხებ მა­ნამ­დე არა­ფე­რი მსმე­ნო­და. პირ­ვე­ლად რომ შე­ვი­ხე­დე და მო­ვი­ხიბ­ლე, დღემ­დე მომ­ყ­ვე­ბა ეს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა. მა­შინ­ვე გა­დავ­წყ­ვი­ტე, და­ვუფ­ლე­ბო­დი აქ მუ­შა­ო­ბის მე­თოდ­საც და პა­რა­ლე­ლუ­რად, ყო­ველ­დღე, ლექ­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მთელ დროს აქ ვა­ტა­რებ­დი, ად­მი­ნის­ტ­რა­ცია გვაძ­ლევ­და ამის უფ­ლე­ბას. ბო­ლოს ისე გა­მო­ვი­და, რომ, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, ორ პრო­ფე­სი­ას და­ვე­უფ­ლე. დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ჩე­მი სპე­ცი­ა­ლო­ბით და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა კომ­პა­ნია „მა­ი­კა.ჯი“-ში. და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვის შემ­დეგ, კო­ლეჯ­მა ვა­კან­სია გა­მო­აცხა­და ფაბ­ლა­ბის მე­ნე­ჯე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე, არც კი დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ, ისე მი­ვა­ტო­ვე სამ­სა­ხუ­რი. ჩემს სი­ხა­რულს საზღ­ვა­რი არ ჰქონ­და, რო­ცა ამიყ­ვა­ნეს, ფიქ­რე­ბით ხომ სულ იქ ვი­ყა­ვი მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი და ახ­ლა მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი საქ­მე ვა­კე­თო… ეს მო­მავ­ლის პრო­ფე­სიაა. კერ­ვას­თან კავ­ში­რი არ აქვს, მაგ­რამ სამ­კერ­ვა­ლო წარ­მო­ე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი ლაბს იყე­ნე­ბენ ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სის მო­ქარ­გ­ვი­სას, ასე­ვე ლა­ზე­რუ­ლი მჭრე­ლით, ყვე­ლა სა­ხის მა­სა­ლის­გან (ნა­ჭე­რი, ხე), ქმნი­ან ლა­მაზ მო­დე­ლებს, 3D მო­დე­ლი­რე­ბით კა­ბის ნი­მუ­ში შექ­მ­ნეს. პროგ­რა­მა, რო­მელ­საც სტუ­დენ­ტე­ბი გა­დი­ან, ისეა შედ­გე­ნი­ლი, რომ ტექ­ნი­კუ­რი და თე­ო­რი­უ­ლი სა­კითხე­ბის შეს­წავ­ლის გარ­და, ფან­ტა­ზი­ას უვი­თა­რებს მათ, რაც აუცი­ლე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. თი­თო­ე­უ­ლი სტარ­ტა­პე­რის­თ­ვის ფაბ­ლა­ბი არის სა­შუ­ა­ლე­ბა, ხორ­ცი შე­ას­ხან თა­ვი­ანთ იდე­ებს და შექ­მ­ნან სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი. ამ ოთხი წლის წინ, სწო­რედ სტარ­ტა­პე­რი გო­გო­ნე­ბის გუნ­დ­მა შექ­მ­ნა ფაბ­ლაბ­ში მა­ნა­თო­ბე­ლი ჩან­თე­ბი, პრო­ექ­ტ­მა კომ­პა­ნიის „აწარ­მოე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“ და­ფი­ნან­სე­ბა მო­ი­პო­ვა, შექ­მ­ნა „იის­ფე­რი სა­ხე­ლოს­ნო“ და წლე­ბია, ევ­რო­პულ ბა­ზარ­ზე წარ­მა­ტე­ბით იყი­დე­ბა მა­თი მა­ნა­თო­ბე­ლი ჩან­თე­ბი, რო­მელ­საც დღემ­დე არ აქვს ანა­ლო­გი. ასე რომ, ვი­საც ჯერ კი­დევ ძვე­ლი, სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა აქვს პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ზე, ვურ­ჩევ და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ, სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნა­ხონ და დარ­წ­მუნ­დ­ნენ, რომ აქ მარ­თ­ლა შე­იძ­ლე­ბა ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნა“.

♦ ♦ ♦

უსა­მარ­თ­ლო­ბა იქ­ნე­ბა, ორი­ო­დე სიტყ­ვით არ გი­ამ­ბოთ მათ შე­სა­ხებ, ვინც ასე­თი გა­რე­მო შექ­მ­ნა ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის — ეს პედ­კო­ლექ­ტი­ვია, სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით, პრო­ფო­რი­ენ­ტა­ცი­ი­სა და კა­რი­ე­რის და­გეგ­მ­ვის მე­ნე­ჯე­რი გე­ნო იმერ­ლიშ­ვი­ლი და კო­ლე­ჯის დი­რექ­ტო­რი პავ­ლე თვა­ლი­აშ­ვი­ლი. ბა­ტონ­მა გე­ნომ საკ­მა­ოდ ვრცლად გვი­ამ­ბო თა­ვი­სი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის შე­სა­ხებ. ცხა­დია, პრო­ფო­რი­ენ­ტა­ცი­უ­ლი და კა­რი­ე­რუ­ლი მხარ­და­ჭე­რის სერ­ვი­სე­ბი, კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა და­საქ­მე­ბა, შრო­მის ბაზ­რის კვლე­ვა ის სა­კითხე­ბია, რო­მელ­თა მოგ­ვა­რე­ბა პირ­და­პირ კავ­შირ­შია ახალ­გაზ­რ­დე­ბის პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვან­თან და და­საქ­მე­ბას­თან, რაც ასე პრობ­ლე­მა­ტუ­რია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში.

ბა­ტო­ნი პავ­ლე კი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ოჯა­ხუ­რი დი­ნას­ტი­ი­თაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას­თან — მი­სი მშობ­ლე­ბი მუ­შა­ობ­დ­ნენ პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში. თა­ვად, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით საქ­მი­ა­ნობ­და, პა­რა­ლე­ლუ­რად, „მო­დუს­ში“იყო მოწ­ვე­უ­ლი რო­გორც სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს წევ­რი — სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და კო­ლე­გებს; იყო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­ს­პერ­ტი და ტრე­ნე­რი; ევ­რო­კავ­ში­რის პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე, რო­მე­ლიც დი­რექ­ტორ­თა სა­ჭი­რო­ე­ბებს იკ­ვ­ლევ­და… 22 წე­ლია გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­შია და კარ­გად იც­ნობს სის­ტე­მას, ახალ­გაზ­რ­დებს და მათ სა­ჭი­რო­ე­ბებს. მა­საც, ისე­ვე რო­გორც „მო­დუ­სის“ სტუ­დენ­ტებს, სჯე­რა, რომ თუ კო­ლე­ჯი აკ­მა­ყო­ფი­ლებს თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის პი­რო­ბებს, მა­შინ ნამ­დ­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა აქ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის აღ­ზ­რ­და, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის დიპ­ლო­მი კე­თილ­დღე­ო­ბის გა­რან­ტია არ არის.

ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები