„ყო­ჩაღ, კარ­გად გა­მოგ­დის“ – არა მგო­ნია დის­ტან­ცი­უ­რა­დაც იგი­ვე ძა­ლა და ემო­ცი­უ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­დეს ამ სიტყ­ვებს, რაც სკო­ლის მერ­ხ­თან

561

ხათუნა რაზმაძე – თბილისის წმ.გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის დაწყებითი კლასების უფროსი მასწავლებელი 

იმ მრა­ვალ­ფე­რო­ვან თე­მა­თა­გან, რა­საც გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო მო­ი­ცავს, ვერც ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თუ ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რგო­ლი/სა­კითხი ვერ გა­ნი­ხი­ლე­ბა პან­დე­მი­უ­რი ფაქ­ტო­რის გა­რე­შე. უკ­ვე ერ­თი წე­ლია, სწო­რედ ეს იქ­ცა და­საძ­ლევ ბა­რი­ე­რად გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა სა­ფე­ხურ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით კი დაწყე­ბით გა­ნათ­ლე­ბა­ში.

რა ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს მის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბას და რო­გო­რია პე­და­გო­გის რო­ლი დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბი­სას, ამის შე­სა­ხებ სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­­ბას გვი­ზი­ა­რებს თბი­ლი­სის წმ. გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის საერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი ხა­თუ­ნა რაზ­მა­ძე

მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წე­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და მძი­მე იყო, მსგავ­სი არც მახ­სენ­დე­ბა მთე­ლი ჩე­მი და წი­ნა თა­ო­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. არა­სო­დეს და­მა­ვიწყ­დე­ბა ის პირ­ვე­ლი ორი კვი­რა, ცო­ტა არ იყოს თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი ვი­ყა­ვი, სრუ­ლი­ად უჩ­ვე­უ­ლო, ვირ­ტუ­ა­ლურ გა­რე­მო­ში მო­მი­წია პირ­ველ­კ­ლა­სე­ლებ­თან შეხ­ვედ­რა და არ ვი­ცო­დი, რო­გორ გა­ვარ­თ­მევ­დი ამას თავს. თან, ისი­ნი ხომ საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში კი არ ეც­ნო­ბოდ­ნენ თა­ვი­ანთ პირ­ველ მას­წავ­ლე­ბელს, სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში, ეკ­რა­ნებ­თან მიმ­ს­ხ­და­რე­ბი გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი შე­მომ­ც­ქე­როდ­ნენ. მეც ვცდი­ლობ­დი, არც ერთ მათ­განს არ მოკ­ლე­ბო­და ის თბი­ლი, ემო­ცი­უ­რი გზავ­ნი­ლი ჩემ­გან, რაც არას­დ­როს გამ­ჭირ­ვე­ბია პი­რის­პირ ურ­თი­ერ­თო­ბი­სას. ახ­ლა ეს გა­მოც­დი­ლე­ბა საკ­მა­რი­სი აღარ იყო, ყვე­ლა ღო­ნე უნ­და მეხ­მა­რა, რომ არც ერ­თი მოს­წავ­ლე არ დამ­რ­ჩე­ნო­და ეკ­რანს მიღ­მა. ასე­ვე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ მშობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აუცი­ლებ­ლად შვი­ლე­ბის გვერ­დით უნ­და ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ, დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე ხომ ისი­ნი ვერ შეძ­ლებ­დ­ნენ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვას. ასე რომ, ყვე­ლამ ერ­თად — მას­წავ­ლე­ბელ­მა, მოს­წავ­ლემ, მშო­ბელ­მა — მძი­მე დღე­ე­ბი გა­ვი­ა­რეთ. მე­რე ყვე­ლა­ფე­რი ნელ-ნე­ლა, დღი­თი დღე შე­იც­ვა­ლა და გაკ­ვე­თი­ლე­ბიც უფ­რო და უფ­რო სა­ხა­ლი­სო გახ­და.

პირ­ველ კლას­ში, და ზო­გა­დად, დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, სწავ­ლე­ბის უმ­თავ­რე­სი ფორ­მაა თა­მა­შით სწავ­ლე­ბა, სწავ­ლა კე­თე­ბით, რო­ცა თა­მაშ-თა­მა­შით „შე­მო­ეს­წავ­ლე­ბათ“ ხოლ­მე, ყო­ველ­გ­ვა­რი ძა­ლის­ხ­მე­ვის გა­რე­შე, რა­ღაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი. ეს არა­ვი­თარ სირ­თუ­ლეს არ წარ­მო­ად­გენს საკ­ლა­სო ოთახ­ში, პი­რის­პირ სწავ­ლე­ბი­სას, მაგ­რამ ახ­ლა, რო­ცა ვირ­ტუ­ა­ლუ­რად უნ­და ას­წავ­ლო კითხ­ვა, წე­რა, ან­გა­რი­ში, სწო­რად ჯდო­მა, კალ­მის და­ჭე­რა და ათა­სი სხვა ნი­უ­ან­სი — ათ­ჯერ მე­ტი ძა­ლის­ხ­მე­ვა გჭირ­დე­ბა. მუდ­მი­ვი კავ­ში­რი­სა და ემო­ცი­უ­რი ფო­ნის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად სა­უ­კე­თე­სო გზა აღ­მოჩ­ნ­და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით (მოს­წავ­ლე­ებს ამ მხრივ პრობ­ლე­მა არ აქვთ) პრე­ზენ­ტა­ცი­ის ფორ­მა. სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა იყო ამ პი­რო­ბებ­ში ან­ბა­ნის შეს­წავ­ლის პრო­ცე­სი, რაც ათას­გ­ვა­რი ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბის, კო­მიქ­სე­ბის, ანი­მა­ცი­ე­ბის კე­თე­ბით შევ­ძე­ლით; აუცი­ლე­ბე­ლია სწავ­ლის პრო­ცე­სი სა­ხა­ლი­სო, ფე­რა­დო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო იყოს. ამა­ში ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ინ­ტერ­ნეტ­ში მო­ძი­ე­ბე­უ­ლი სხვა­დას­ხ­ვა მე­თო­დი, იუთუბ­ტ­რე­ნინ­გე­ბი. ბუ­ნებ­რი­ვია, დის­ტან­ცი­უ­რად სწავ­ლე­ბი­სას, მცირ­დე­ბა წიგ­ნით ურ­თი­ერ­თო­ბაც, კითხ­ვა კი, რაც მრა­ვალ­ჯე­რა­დია, მით უფ­რო იწა­ფე­ბა მოს­წავ­ლე. ამი­ტომ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ვერ მო­აკ­ლებ მას. სწო­რი და შე­დე­გი­ა­ნი აღ­მოჩ­ნ­და აქ­ტი­ვო­ბა — წიგ­ნ­ში მო­ცე­მულ ტექსტს საპ­რე­ზენ­ტა­ციო ფორ­მატ­ში ვამ­ზა­დებ­დი, დიდ ფორ­მატ­ზე, ერ­თ­მა­ნე­თის­გან და­შო­რე­ბით ვწერ­დი ასო­ებს ან სიტყ­ვებს, ათას­გ­ვა­რი ფე­რე­ბით გა­მოვ­ყოფ­დი ერ­თ­მა­ნე­თის­გან, რომ გა­მარ­ტი­ვე­ბო­დათ კითხ­ვის პრო­ცე­სი. კარ­გი შე­დე­გიც მი­ვი­ღე, დღეს უკ­ვე და­მო­უ­კი­დებ­ლად, მშობ­ლე­ბის გა­რე­შეც მერ­თ­ვე­ბი­ან ჩე­მი პირ­ველ­კ­ლა­სე­ლე­ბი და და­მო­უ­კი­დებ­ლა­დაც კითხუ­ლო­ბენ.

დის­ტან­ცი­უ­რად წე­რის სწავ­ლე­ბა უფ­რო მტკივ­ნე­უ­ლი აღ­მოჩ­ნ­და. ამ პრო­ცეს­ში, და­საწყის­ში მა­ინც, ნაკ­ლე­ბე­ფექ­ტუ­რი იყო მშობ­ლე­ბის თა­ნად­გო­მა. ჩვენ­გან, პე­და­გო­გე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ბავ­შ­ვის ყვე­ლა შეც­დო­მა­ზე, ისი­ნი მტკივ­ნე­უ­ლად რე­ა­გი­რებ­დ­ნენ, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ტუქ­სავ­დ­ნენ კი­დეც თუნ­დაც უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო შეც­დო­მის გა­მო. ჩვენ კი, პი­რი­ქით, შეც­დო­მა­ზე კი არ ვა­კე­თებთ აქ­ცენტს, არა­მედ კარგ და­წე­რილ­ზე ვა­მახ­ვი­ლებთ ყუ­რადღე­ბას და ვა­ქებთ ყო­ვე­ლი ლა­მა­ზად მო­ხა­ზუ­ლი ასოს გა­მო, წა­ვა­ხა­ლი­სებთ ხოლ­მე სიტყ­ვე­ბით — „ყო­ჩაღ, მო­დი, ესეც სცა­დე, კარ­გია“… ბავ­შ­ვის­თ­ვის ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.

წე­რის სწავ­ლე­ბი­სას კარ­გად გა­მო­ვი­ყე­ნე ვალ­დორ­ფის მე­თო­დი, რო­ცა ვწერთ ყვე­ლა­ფერ­ზე. მშობ­ლებს ვთხოვ­დი, თეფ­შ­ზე დაყ­რილ შა­ქარ­ზე ან მა­რილ­ზე, ქვი­შა­ზე მო­ე­ხა­ზათ ბავ­შ­ვებს ასო-ბგე­რა; სა­ხა­ტა­ვი რვეუ­ლის მთელ ფურ­ცელ­ზე შე­ეძ­ლოთ დი­დი ასო-ბგე­რე­ბის გა­მოყ­ვა­ნა და ერ­თ­გ­ვა­რი გა­ცოცხ­ლე­ბა ამ ასო­ე­ბის — სა­ი­დან იწყე­ბა შე­მო­ხაზ­ვა, რო­გორ გრძელ­დე­ბა, მე­რე იმ სიტყ­ვის და­სა­ხე­ლე­ბა, რო­მე­ლიც ამ ასო-ბგე­რის­გან იწყე­ბა… აუცი­ლე­ბე­ლია, ბავ­შ­ვ­მა მხო­ლოდ კი არ ის­წავ­ლოს ან­ბა­ნის წე­რა, არა­მედ შე­იყ­ვა­როს და მოს­წონ­დეს კი­დეც ის. ში­გა­და­შიგ ვცდი­ლობ, მათ­თ­ვის გა­სა­გე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­აც კი მი­ვა­წო­დო, მა­გა­ლი­თად ის, რომ მსოფ­ლი­ოს 14 დამ­წერ­ლო­ბას შო­რის ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სია.

ამ დრო­ის­თ­ვის მხო­ლოდ 4 ასო-ბგე­რა­ღა დაგ­ვ­რ­ჩა შე­სას­წავ­ლი, ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი უკ­ვე ახერ­ხე­ბენ 4-5-სიტყ­ვი­ა­ნი წი­ნა­და­დე­ბის და­წე­რას, მაგ­რამ ეს არაა საკ­მა­რი­სი წე­რი­თი კულ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სათ­ვის, რად­გან მათ არ შე­უძ­ლი­ათ ასო-ბგე­რე­ბის ბა­დე­ში ჩას­მა, სტან­დარ­ტი კი მო­ითხოვს წე­რის, კითხ­ვი­სა და ზე­პი­რი მეტყ­ვე­ლე­ბის თა­ნა­ბარ გან­ვი­თა­რე­ბას პირ­ველ კლას­ში. ეს არაა მარ­ტი­ვად და­საძ­ლე­ვი, მაგ­რამ ახ­ლა, რო­ცა ბავ­შ­ვებს უკ­ვე აქვთ მო­ტო­რუ­ლი უნა­რე­ბი, ცნო­ბენ ყვე­ლა ასო-ბგე­რას, ხა­ტა­ვენ, ძერ­წა­ვენ და ა.შ., მთე­ლი აქ­ცენ­ტი გა­და­ვა ბა­დე­ში წე­რა­ზე — ეს აუცი­ლე­ბე­ლია კა­ლიგ­რა­ფი­ის, წე­რის კულ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თ­ვის. მე­რე ამას მოჰყ­ვე­ბა პირ­ველ­კ­ლა­სელ­თა შე­ფა­სე­ბა, რაც ასე­ვე და­მა­ტე­ბი­თი სირ­თუ­ლეა პე­და­გო­გის­თ­ვის. სკო­ლა­ში ასე­თი წე­სი გვაქვს — ყო­ვე­ლი თვის ბო­ლოს ვწერთ გან­მა­ვი­თა­რე­ბელ კო­მენ­ტარს თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის­თ­ვის. პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, ურ­თი­ერ­თო­ბის დის­ტან­ცი­უ­რი ფორ­მა ვერ იძ­ლე­ვა სრულ სუ­რათს თი­თო­ე­ულ ბავ­შ­ვ­ზე. შე­ფა­სე­ბის­თ­ვის და უკუ­კავ­ში­რის­თ­ვის, ზო­გა­დად, წინ­ს­ვ­ლა საკ­მა­რი­სი არ არის. ამი­ტომ ვცდი­ლობ, გაკ­ვე­თი­ლის შემ­დეგ ან რო­მე­ლი­მე სხვა დროს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­მოვ­კითხო ხოლ­მე რა­ღა­ცე­ბი, ცალ­კე და­ვა­წე­რი­ნო ან წა­ვა­კითხო, რომ მა­თი შე­ფა­სე­ბა და წინ­ს­ვ­ლის სტრა­ტე­გია უფ­რო ვა­ლი­დუ­რი იყოს; და­ვა­ლე­ბის მი­ცე­მა, მი­სი შეს­რუ­ლე­ბა და მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ შე­ფა­სე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. გარ­და იმი­სა, რომ ბავშვს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გრძნო­ბა უვი­თარ­დე­ბა, იგი ელო­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლის აზ­რის გა­გე­ბას, შე­ქე­ბას, პირ­ველ რიგ­ში.

და­ბო­ლოს, ის, რაც ყვე­ლა­ზე დი­დი და­ნაკ­ლი­სია პირ­ველ­კ­ლა­სელ­თათ­ვის და, რაც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, სკო­ლის უმ­თავ­რე­სი მი­სიაა — ვერ­შემ­დ­გა­რი სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია, რაც, ალ­ბათ, თა­ვის კვალს და­ამ­ჩ­ნევს პა­ტა­რე­ბის ფსი­ქი­კას. სწო­რედ ამით არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მძი­მე პან­დე­მი­უ­რი სას­წავ­ლო წე­ლი. ეკ­რა­ნი ვე­რას­დ­როს შეც­ვ­ლის პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბას. გაკ­ვე­თილ­ზე რომ ჩა­ვი­ჩო­ქებ და ყურ­ში ჩავ­ჩურ­ჩუ­ლებ პა­ტა­რას „ყო­ჩაღ, კარ­გად გა­მოგ­დის“, ვცდი­ლობ, მაგ­რამ არა მგო­ნია დის­ტან­ცი­უ­რა­დაც იგი­ვე ძა­ლა და ემო­ცი­უ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­დეს ამ სიტყ­ვებს, რაც სკო­ლის მერ­ხ­თან. კი­დევ უფ­რო დი­დი და­ნაკ­ლი­სია სწავ­ლე­ბის დის­ტან­ცი­უ­რი ფორ­მა სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. თა­მა­მად ვიტყ­ვი, რომ ას­ჯერ მე­ტი ძა­ლის­ხ­მე­ვა მჭირ­დე­ბა და დამ­ჭირ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში იმ და­ნაკ­ლი­სის შე­სავ­სე­ბად, რაც პან­დე­მი­ურ­მა პე­რი­ოდ­მა მო­ი­ტა­ნა. ასე­თი ბავ­შ­ვე­ბის პე­და­გო­გებ­მა აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვუ­ზი­ა­როთ ერ­თ­მა­ნეთს ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა, რა­თა იმ გა­სა­ღებს მი­ვაგ­ნოთ, რაც სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა.

დატოვეთ კომენტარი