3 დეკემბერი, შაბათი, 2022

ყვე­ლა ქცე­ვის მარ­თ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუ ბავ­შ­ვ­თან ერ­თად ვი­მუ­შა­ვებთ

spot_img

თე­ო­ნა ლუ­არ­სა­ბო­ვი

გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის და­ბა ვა­ზი­ა­ნის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის მე-4 კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი 

 

 

⇒ დამ­რი­გებ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბაა, მოს­წავ­ლეს სა­კუ­თა­რი თა­ვის პოვ­ნა­ში და­ეხ­მა­როს

მოს­წავ­ლის სრულ­ფა­სო­ვან პი­როვ­ნე­ბად აღ­ზ­რ­და­ში, მას­ში ზნე­ობ­რი­ვი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი აკის­რია კლა­სის დამ­რი­გე­ბელს, რო­მე­ლიც მთა­ვარ მრჩევ­ლად მო­ი­აზ­რე­ბა მოს­წავ­ლე­თათ­ვის. ასე­თი გა­მოთ­ქ­მა არ­სე­ბობს: „თქვენ ვე­რა­ფერს ას­წავ­ლით კაცს, შე­გიძ­ლი­ათ მხო­ლოდ და­ეხ­მა­როთ მას სა­კუ­თა­რი თა­ვის პოვ­ნა­ში“. ვფიქ­რობ, დამ­რი­გებ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბაც სწო­რედ ესაა – სხვა­დას­ხ­ვა მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და­ეხ­მა­როს მოს­წავ­ლეს სა­კუ­თა­რი თა­ვის პოვ­ნა­ში.

გა­იხ­სე­ნეთ მა­გა­ლი­თე­ბი, რო­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზრუნ­ვა დას­ჭირ­და თქვენს მოს­წავ­ლეს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი, ფი­ზი­კუ­რი და სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.

თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი, ფი­ზი­კუ­რი თუ სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჩემს პრაქ­ტი­კა­ში ხში­რად იყო შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა მოს­წავ­ლე ავ­ლენ­და რთულ ქცე­ვას და მე ვე­ძებ­დი მას­თან სწო­რი ურ­თი­ერ­თო­ბის გზებს. პირ­ველ რიგ­ში, ვცდი­ლობ­დი შე­მეს­წავ­ლა რთუ­ლი ქცე­ვის სა­ფუძ­ვ­ლე­ბი, ვაკ­ვირ­დე­ბო­დი ქცე­ვის ბუ­ნე­ბას, სად და რა­ტომ ვლინ­დე­ბო­და ის, რო­გო­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და, რო­გორ იწყე­ბო­და და რა სიხ­ში­რით, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბი­თა და ინ­ტენ­სი­ვო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბო­და.

ზო­გა­დად, მოს­წავ­ლის ნე­ბის­მი­ე­რი ქცე­ვა ერთ ზო­გად მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა – იპო­ვოს თა­ვი­სი ად­გი­ლი სკო­ლა­ში, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში, იგ­რ­ძ­ნოს სა­კუ­თა­რი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნე­ბა და სა­ჭი­რო­ე­ბა. რთული ქცევის მო­ზარ­დის შემ­თხ­ვე­ვა­შიც მივ­ხ­ვ­დი, რომ იგი თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბას არას­წო­რი გზე­ბით ცდი­ლობ­და. მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ვე­რი­დე­ბო­დი მკვეთ­რი შე­ნიშ­ვ­ნე­ბის მი­ცე­მას. ზოგ­ჯერ, ვა­იგ­ნო­რებ­დი მის ცუდ ქცე­ვას და ყუ­რადღე­ბას პო­ზი­ტი­ურ ქცე­ვა­ზე ვა­მახ­ვი­ლებ­დი, მის მონ­დო­მე­ბა­სა და მცდე­ლო­ბას ვუს­ვამ­დი ხაზს, ვა­და­რებ­დი რო­გორ ახერ­ხებ­და შე­დე­გის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.

რო­დე­საც მოს­წავ­ლეს მერ­ხ­თან დიდ­ხანს ჯდო­მა უჭირს, იღ­ლე­ბა, ფეხ­ზე დგე­ბა, ამ და­ძა­ბუ­ლო­ბის მოხ­ს­ნი­სათ­ვის მოძ­რავ პა­უ­ზებს მივ­მარ­თავ – ვა­ვა­ლებ აკ­რი­ფოს რვე­უ­ლე­ბი, მო­მა­წო­დოს ცარ­ცი, გაწ­მინ­დოს და­ფა. ამ სტრა­ტე­გი­ით ის ეჩ­ვე­ვა სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბას. არ ვზღუ­დავ კომ­ფორ­ტუ­ლი ზო­ნის მი­ღე­ბა­ში. ხში­რად ვახ­სე­ნებ ქცე­ვის წე­სებს და მა­თი დაც­ვის აუცი­ლებ­ლო­ბას. ვფიქ­რობ, ყვე­ლა ქცე­ვის მარ­თ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუ ბავ­შ­ვ­თან ერ­თად ვი­მუ­შა­ვებთ და არა მის გა­რე­შე. რო­ცა ბავ­შ­ვი მას­წავ­ლებ­ლის თა­ნად­გო­მას გრძნობს, შე­დე­გი უფ­რო სწრა­ფად დგე­ბა.

⇒ მოს­წავ­ლე­თა რან­ჟი­რე­ბა

თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლე გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია სწავ­ლის სტი­ლით, ინ­ტე­რე­სით, უნა­რით, პი­როვ­ნუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბით, სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მო­თი, შე­სა­ბა­მი­სად, მათ მი­მართ მიდ­გო­მაც გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა. დამ­რი­გებ­ლე­ბი აღ­საზ­რ­დელ­თა უნარ-ჩვე­ვებს კარ­გად ვიც­ნობთ, ვაც­ნო­ბი­ე­რებთ რა მათ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზმს, ვხვდე­ბით, რომ თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის მო­ტი­ვა­ცია და ძლი­ე­რი მხა­რის გა­მოვ­ლე­ნა ამ უნი­კა­ლუ­რო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ვფიქ­რობ, დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბაა ის მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც სწო­რედ ამ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს – შე­სა­ბა­მი­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბი­სა და მიდ­გო­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მოს­წავ­ლეს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას მა­ტებს, სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნას უყა­ლი­ბებს და სწავ­ლა­ში წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მოს­წავ­ლე­თა რან­ჟი­რე­ბი­სას, და­ვიც­ვათ ოქ­როს შუ­ა­ლე­დი, არ უნ­და მოხ­დეს მა­თი დაჯ­გუ­ფე­ბა რა­ი­მე ნიშ­ნის ნი­ხედ­ვით, რად­გან ამან შე­იძ­ლე­ბა იარ­ლი­ყე­ბის მი­წე­ბე­ბა­სა და სტიგ­მა­ტი­ზა­ცი­ას შე­უწყოს ხე­ლი.

⇒ მწვა­ვე პრობ­ლე­მა მო­ზარ­დებ­ში

სკო­ლა­ში ბავ­შ­ვე­ბის ყვე­ლა­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი­დან მა­ინც გა­მოვ­ყოფ­დი ფსი­ქო­ლო­გი­ურს, რომ­ლის გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზე­ბი სხვა­დას­ხ­ვაა, მათ შო­რის სკო­ლის ში­ში, თა­ნა­ტო­ლე­ბის ბუ­ლინ­გი, სო­ცი­ა­ლუ­რი და ოჯა­ხუ­რი გა­რე­მო, ცუ­დი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ა.შ.

აუცი­ლე­ბე­ლია ბავ­შ­ვ­თან იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რაც აწუ­ხებს, მუდ­მი­ვად დახ­მა­რე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა და დაც­ვა. რაც უფ­რო ად­რე გა­მოვ­ლინ­დე­ბა პრობ­ლე­მა, მით უფ­რო ად­ვი­ლია მი­სი გა­დაჭ­რა და გან­ვი­თა­რე­ბის პრე­ვენ­ცია.

რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნე, დამ­რი­გე­ბე­ლი მოს­წავ­ლის­თ­ვის მთა­ვა­რი მრჩე­ვე­ლია, ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა და ცხა­დია, დი­დია მას­ზე და­კის­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაც, მან ღირ­სე­უ­ლად უნ­და გა­არ­თ­ვას თა­ვი ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვას, რაც სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბით მი­იღ­წე­ვა. ტრე­ნინ­გე­ბით, კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და სხვა მე­თო­დე­ბით მუდ­მი­ვად უნ­და ზრუ­ნავ­დეს თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა კი და­ნერ­გოს სა­კუ­თარ მოს­წავ­ლე­ებ­თან და კო­ლე­გებ­თან.

⇒ გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის და ანაზღა­უ­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბა

დამ­რი­გებ­ლის ანაზღა­უ­რე­ბა მის მი­ერ გა­წე­ულ შრო­მას­თან, რა თქმა უნ­და, შე­უ­სა­ბა­მოა. ეს ფაქ­ტი ხაზს უს­ვამს იმას, რომ დამ­რი­გებ­ლო­ბის შე­თავ­სე­ბა მხო­ლოდ ხელ­ფა­სის გა­მო არ ხდე­ბა, თუმ­ცა, ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა, მე­ტი მო­ტი­ვა­ცი­ი­სათ­ვის, მა­ინც აუცი­ლე­ბე­ლია. გარ­და ამი­სა, დამ­რი­გებ­ლე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია კარ­გი სას­წავ­ლო გა­რე­მო, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი კულ­ტუ­რა სკო­ლა­ში და მოს­წავ­ლის შე­დე­გი, რო­მე­ლიც მის მო­ტი­ვა­ცი­ას გაზ­რ­დის. ასე­ვე კარ­გი იქ­ნე­ბოდა, არ­სე­ბობ­დეს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რომ­ლი­თაც იხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებს დამ­რი­გე­ბე­ლი და რო­მელ­შიც თავ­მოყ­რი­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა ის სა­კითხი, რაც მო­ზარ­დე­ბის აღ­ზ­რ­დას შე­ე­ხე­ბა და დამ­რი­გე­ბელს და­ეხ­მა­რე­ბა, მის­ცეს მო­ზარდს სწო­რი რჩე­ვე­ბი, რო­გორ გახ­დეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი და მო­ა­ხერ­ხოს ნი­ჭი­სა და უნა­რე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა.

⇒ მა­გა­ლი­თე­ბი სა­დამ­რი­გებ­ლო პრაქ­ტი­კი­დან

სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ხში­რი უკუ­კავ­ში­რი და ქცე­ვის პო­ზი­ტი­უ­რი მარ­თ­ვის სტრა­ტე­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. აუცი­ლე­ბე­ლია პო­ზი­ტი­უ­რად შე­ფას­დეს თი­თო­ე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯი და ბავ­შ­ვის ყო­ვე­ლი მცდე­ლო­ბა, მიჰ­ყ­ვეს ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ას და შე­ას­რუ­ლოს მი­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბა.

ჩემს პრაქ­ტი­კა­ში იყო შემ­თხ­ვე­ვა, რო­დე­საც ბავ­შ­ვი არ ას­რუ­ლებ­და და­ვა­ლე­ბას, ურ­ტყამ­და სხვა ბავშვს და ამ­ბობ­და ცუდ სიტყ­ვებს. ვცდი­ლობ­დი, დავ­კ­ვირ­ვე­ბო­დი ამ ქცე­ვის გა­მომ­წ­ვევ მი­ზე­ზებს და შე­მე­ფა­სე­ბი­ნა არა პი­როვ­ნე­ბა, არა­მედ მი­სი ქცე­ვა. მაგ.: „შენ ცუ­დად მო­ი­ქე­ცი“ და არა – „შენ ცუ­დი ბავ­შ­ვი ხარ“. მოს­წავ­ლის და­დე­ბით ქცე­ვას კი ყო­ველ­თ­ვის აღ­ვ­ნიშ­ნავ­დი. ყო­ველ­თ­ვის უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, აქვს თა­ვი­სი ხა­სი­ა­თი, ემო­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნ­და იყოს გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. პა­ტი­ვი ვცეთ მას, გვიყ­ვარ­დეს ისე­თი, რო­გო­რიც არის, ყვე­ლა ნაკ­ლი­თა და სათ­ნო­ე­ბით.

⇒ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა

თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლე აღ­ჭურ­ვი­ლი უნ­და იყოს სხვა­დას­ხ­ვა უნა­რე­ბით – შე­ეძ­ლოს კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, შე­ფა­სე­ბა, ანა­ლი­ზი, მსჯე­ლო­ბა და ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში. ამ უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ხელს უწყობს საკ­ლა­სო სივ­რ­ცე­ში და­ნერ­გი­ლი არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა. მოს­წავ­ლე­ე­ბი უფ­რო თა­ვი­სუფ­ლე­ბი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თე­ბი ხდე­ბი­ან. არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ბევ­რი პრო­ექ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ. შე­მოგ­თა­ვა­ზებთ ერ­თი პრო­ექ­ტის აღ­წე­რი­ლო­ბას, რო­მე­ლიც დე­და­მი­წის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ, სა­ხელ­წო­დე­ბით – „დედა­მი­წა ჩვე­ნი სახ­ლია, გა­ვუფ­რ­თხილ­დეთ მას!“. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი იყო, მოს­წავ­ლეს გან­ვი­თა­რე­ბო­და ეკო­ლო­გი­უ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბა, კვლე­ვა-ძი­ე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის, მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მუ­შა­ვე­ბი­სა და პრე­ზენ­ტა­ცი­ის უნა­რი.

ეტა­პობ­რი­ვად შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით, მოს­წავ­ლე­ებ­მა მო­აწყ­ვეს პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, შექ­მ­ნეს ბუკ­ლე­ტე­ბი და მო­უ­წო­დეს ადა­მი­ა­ნებს გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვის­კენ. და­ამ­ზა­დეს ნაგ­ვის ურ­ნე­ბი და გა­მარ­თეს პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, სა­დაც არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­სა და მა­თი გა­დაჭ­რის გზებ­ზე სა­უბ­რობ­დ­ნენ. არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ზა­ნიც სწო­რედ ესაა, მოს­წავ­ლემ მო­ახ­დი­ნოს ცოდ­ნის ტრან­ს­ფე­რი, და­ი­ნა­ხოს პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბი და გა­უ­ზი­ა­როს სხვებ­საც. არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას­თან ერ­თად, ხელს უწყობს მოს­წავ­ლეს, გახ­დეს დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, შე­მოქ­მე­დი, კრი­ტი­კუ­ლად მო­აზ­როვ­ნე და წიგ­ნი­ე­რი მო­ქა­ლა­ქე.

დამ­რი­გე­ბე­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნია იმ კუთხი­თაც, თუ რო­გორ მუ­შა­ობს კლას­ში გუნ­დის შეკ­ვ­რის­თ­ვის. ერთ-ერ­თი არა­სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტია, რო­ცა კლას­ში ბავ­შ­ვე­ბი პა­ტარ-პა­ტა­რა ჯგუ­ფე­ბად ყა­ლიბ­დე­ბი­ან, მა­გა­ლი­თად, „შენ­თან დაჯ­დო­მა არ მინ­და“ ან პი­რი­ქით, „შენ­თან მე­გობ­რო­ბა მინ­და“, ან „შენ არ გა­თა­მა­შებ ჩემ­თან ერ­თად“ და ა.შ. ასეთ დროს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია დამ­რი­გებ­ლის ჩა­რე­ვა, რად­გან რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი დიდ­წი­ლად ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. პირ­ველ რიგ­ში, თა­ვად უნ­და ვუჩ­ვე­ნოთ ბავ­შ­ვებს მე­გობ­რო­ბი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მა­გა­ლი­თი. კლა­სის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, შევ­ქ­მ­ნათ თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის წე­სე­ბი, ვიზ­რუ­ნოთ იმა­ზე, რომ ბავ­შ­ვე­ბი ჩავ­რ­თოთ გუნ­დურ თა­მა­შებ­ში, ვას­წავ­ლოთ და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვა, სხვი­სი შე­ქე­ბა: „რა კარ­გად ხა­ტავ!“, „რა სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი მო­მი­ყე­ვი!“… და­ვაკ­ვირ­დეთ სხვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას – რაც მთა­ვა­რია, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ბავ­შ­ვ­თან იმ­გ­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რომ მას ჩვენ­თ­ვის ნე­ბის­მი­ე­რი პრობ­ლე­მის გა­ზი­ა­რე­ბა და დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნა შე­ეძ­ლოს.

⇒ დამ­რი­გებ­ლის რო­ლი სწო­რი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი აღ­ზ­რდი­სა და ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით

დამ­რი­გე­ბე­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბის საქ­მე­ში. მოს­წავ­ლე­ე­ბი ცოდ­ნას იღე­ბენ არა მხო­ლოდ სწავ­ლი­სა და სხვა­დას­ხ­ვა სა­კითხ­ზე მსჯე­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, არა­მედ პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის გზი­თაც, მა­გა­ლი­თად, რო­ცა ისი­ნი ჩარ­თუ­ლი არი­ან სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­სა და არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში, უკეთ იაზ­რე­ბენ სა­კუ­თარ როლს სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. მოს­წავ­ლე­ებს, მათ უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბა­ზე, შე­საძ­ლე­ბე­ლია, „კლა­სის სა­ა­თის“ დრო­საც ვე­სა­უბ­როთ.

⇒ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა

ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი აქვს დამ­რი­გე­ბელს — მან უნ­და შექ­მ­ნას კლას­ში ისე­თი კლი­მა­ტი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს რო­გორც ტი­პუ­რი, ისე სსსმ მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნას, აკა­დე­მი­უ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და მომ­ზა­დე­ბას და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის. რა თქმა უნ­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თი ადა­მი­ა­ნის ძა­ლის­ხ­მე­ვით ვერ მი­იღ­წე­ვა, სა­ჭი­როა სკო­ლის, თა­ნა­ტო­ლე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თო­ბა და იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ ყვე­ლა ბავ­შ­ვი უნი­კა­ლუ­რია, ისი­ნი მხო­ლოდ გარ­კ­ვე­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან ერ­თ­მა­ნე­თის­გან. ყო­ველ­თ­ვის უნ­და ვი­ყოთ მზად ნე­ბის­მი­ერ მათ­გან­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის­თ­ვის, მა­თი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან და ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

⇒ მშობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა

წარ­მა­ტე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია მშო­ბელ­სა და სკო­ლას შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა და კე­თილ­გან­წყო­ბა. დამ­რი­გე­ბე­ლი ის შუ­ა­ლე­დუ­რი რგო­ლია, რო­მე­ლიც სკო­ლა­სა და ოჯახს ერ­თ­მა­ნეთ­თან აკავ­ში­რებს. მას შე­უძ­ლია, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სხვა­დას­ხ­ვა ხერ­ხის გა­მო­ყე­ნე­ბით, მშო­ბე­ლი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თოს და თა­ვის მო­კავ­ში­რედ აქ­ცი­ოს. მათ ერ­თი მი­ზა­ნი აქვთ – ბავ­შ­ვის წარ­მა­ტე­ბა, მი­სი ნი­ჭის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მოვ­ლე­ნის ხელ­შეწყო­ბა.

ვცდი­ლობ, მშობ­ლებ­თან აქ­ტი­უ­რი კავ­ში­რი მქონ­დეს. ზოგ­ჯერ, რო­ცა პი­რის­პირ შეხ­ვედ­რა არ ხერ­ხ­დე­ბა, სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბი ან მი­მო­წე­რა გვაქვს. შეხ­ვედ­რე­ბის დროს მშობ­ლებს ვაც­ნობ მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებს, სა­ჭი­რო­ე­ბებს, სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს. თა­ვის მხრივ, ისი­ნიც მი­ზი­ა­რე­ბენ თა­ვი­ანთ მო­საზ­რე­ბას, აღ­საზ­რ­დელ­თან და­კავ­ში­რე­ბულ დე­ტა­ლებს. მი­მაჩ­ნია, რომ მშო­ბელ­სა და მას­წავ­ლე­ბელს შო­რის გულ­წ­რ­ფე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და აზ­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ შე­საძ­ლოა, მშო­ბე­ლი შვილს არ იც­ნობ­დეს იმ კუთხით, რა კუთხი­თაც მას­წავ­ლე­ბე­ლი. ამა­ვე დროს, პე­და­გოგ­მა შე­იძ­ლე­ბა არ იცო­დეს ის ინ­ფორ­მა­ცია, რაც მშო­ბელს შე­უძ­ლია მი­ა­წო­დოს შვი­ლის შე­სა­ხებ. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რო­დე­საც მშობ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში, რად­გან ეს მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლის ხა­რის­ხ­სა და მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე პო­ზი­ტი­ურ გავ­ლე­ნას ახ­დენს.

 

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები