27 ივლისი, შაბათი, 2024

ყველა კლასის და ყველა საგნის სახელმძღვანელოების ცვლილება იგეგმება

spot_img

ზოგადი განათლების საფეხურზე მიმდინარე რეფორმის პრეზენტაციაზე, ახალ მიდგომაზე საუბრისას, გიორგი ამილახვარი კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო – საგნობრივი სტანდარტების განახლება და შესაბამისად, ყველა კლასის სახელმძღვანელოების ცვლილება.

„თქვენ იცით, რომ რამდენიმეწლიანი ციკლი აქვს ე.წ. საგნობრივი სტანდარტების გადამუშავების პროცესს და ჩვენ უკვე დავიწყეთ ყველა საგნის საგნობრივი სტანდარტის გადახედვაზე მუშაობა, ექსპერტების ჯგუფის დაკომპლექტება. თავის მხრივ, ეს ბევრი მიმართულების გადახედვას შეეხება, იქნება ეს საათობრივი ბადე თუ სხვა საკითხები, სადაც გვინდა, გავაძლიეროთ ლიდერობა, მეწარმეობა, STEAM მიმართულებები (სადაც ხელოვნება/არტიც მოაზრებულია), რა თქმა უნდა, ცხოვრების ჯანსაღი წესი და სპორტი, ეროვნული ღირებულებები და პატრიოტიზმი, და ბუნებრივია, რელიგიის ისტორიის სწავლებაც. ჩვენ ამ პროცესს 2024 წლის გაზაფხულზე  დავასრულებთ და, უკვე 2024 წლის აპრილიდან, უნდა დავიწყოთ ყველა სახელმძღვანელოს მორგება ახალ სტანდარტებზე, რაც საკმაოდ კომპლექსური პროცესია და, დაახლოებით, 2-3 წელი დასჭირდება.“

მინისტრმა დაჰპირდა საზოგადოებას, რომ 2-3 წელიწადში, სრულად, 12-ივე კლასში, ყველა სასკოლო საგანში, ახალ სტანდარტებთან შესაბამის სახელმძღვანელოებს მივიღებთ. „რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ მოცულობითი პროცესია, თუმცა, ყველა ეტაპი გააზრებული გვაქვს და რა წამს დასრულდება სასკოლო სტანდარტების განახლება, მეორე დღიდანვე გამოვაცხადებთ აღნიშნულ პროცესს,“ – თქვა გიორგი ამილახვარმა.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები