4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

ყვე­ლა ბავშვს უნ­და ჰქონ­დეს ისე­თი სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა, რო­გო­რიც ად­რე­ულ ასაკ­ში მი­სი ოპ­ტი­მა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვი­საა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი

spot_img

ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე ბევრს სა­უბ­რო­ბენ. სა­ყუ­რადღე­ბოა, რომ ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა მხო­ლოდ სას­კო­ლო მზა­ო­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა. დღეს, რო­დე­საც მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან მო­ითხო­ვენ, რომ იყ­ვ­ნენ გა­ბე­დუ­ლე­ბი, უფ­რო აქ­ტი­უ­რი მო­აზ­როვ­ნე­ე­ბი, მე­ტად შე­მოქ­მე­დე­ბი­თე­ბი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ უნა­რებს სა­ფუძ­ვე­ლი სკო­ლამ­დე­ლი პე­რი­ო­დი­დან უნ­და ჩა­ე­ყა­როს და გან­ვი­თარ­დეს.

გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტი ანა ჯა­ნე­ლი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე, არის თუ არა კავ­შირ­ში ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან და გა­ნა­პი­რო­ბებს თუ არა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტი სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შ­ვე­ბის პრობ­ლე­მა­ზე და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზეც ამახ­ვი­ლებს ყუ­რადღე­ბას – ვინ არი­ან ეს ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბი სჭირ­დე­ბათ?

♦ კავ­ში­რი სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბა­სა და ზო­გად გა­ნათ­ლე­ბას შო­რის

ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხია და ამ ბმის, რო­მე­ლიც ად­რე­ულ, სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბა­სა და ზო­გად გა­ნათ­ლე­ბას შო­რის არ­სე­ბობს, და­ნახ­ვა და სა­თან­ადო ყუ­რადღე­ბის მი­ნი­ჭე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ცო­ტა უფ­რო ზო­გა­დი სუ­რა­თი­დან რომ და­ვიწყოთ, რა არის ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის მი­ზა­ნი? რომ მოს­წავ­ლე­ებს უკე­თე­სი შე­დე­გე­ბი ჰქონ­დეთ, ანუ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, უკეთ სწავ­ლობ­დ­ნენ და ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში კეთ­დე­ბა, ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა — ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მიზ­ნების მიღწევა და, ასე­ვე, მოს­წავ­ლე­ე­ბის მიღ­წე­ვე­ბი, შე­დე­გე­ბი იყოს მა­ღა­ლი. სხვა­დას­ხ­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვით ვი­ცით, რომ ყვე­ლა ფაქ­ტო­რის (რაც სკო­ლის დო­ნე­ზეა, მა­გა­ლი­თად, მას­წავ­ლე­ბე­ლი, სას­კო­ლო გა­რე­მო და ა.შ.) გა­კონ­ტ­რო­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ხა­რის­ხი­ან სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბას მა­ინც ძა­ლი­ან დი­დი გავ­ლე­ნა აქვს მოს­წავ­ლე­ე­ბის მიღ­წე­ვებ­ზე უკ­ვე სკო­ლა­ში. შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი ჰყავ­დეთ, მაგ­რამ ბავშვებს შორის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა მა­ინც იჩენს თავს, მა­გა­ლი­თად, ორი მოს­წავ­ლე რომ ავი­ღოთ, ერთს ჰქონ­და ხა­რის­ხი­ა­ნი სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი და მე­ო­რეს არ ჰქონ­და, ეს ორი ბავ­შ­ვი შე­იძ­ლე­ბა ერთ მას­წავ­ლე­ბელ­თან მოხ­ვ­დეს, მაგ­რამ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბებს მა­ინც აჩ­ვე­ნე­ბენ სწო­რედ იმი­ტომ, რომ მათ ბა­ზი­სი და მხარ­და­ჭე­რა ად­რე­ულ ასაკ­ში გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­დათ. ამი­ტომ, თუ ჩვენ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გვინ­და იმ მა­ღალ მიღ­წე­ვებ­ზე გას­ვ­ლა, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ად­რე­ულ ასაკ­ში (8 წლამ­დე მო­ი­აზ­რე­ბა ად­რე­უ­ლი ასა­კი, მაგ­რამ ჩვენს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში სკო­ლამ­დე­ლი ასა­კი 6 წლამ­დეა), 6 წლამ­დე ბავ­შ­ვე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბის და­მა­ტე­ბა. ამ ეტაპ­ზე რე­ფორ­მას ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს იმის­თ­ვის, რომ შემ­დეგ უკ­ვე სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­ფე­ხუ­რი იყოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი. აი, სწო­რედ იმი­ტომ, რომ ად­რე­უ­ლი, სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა არ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო, ხში­რად თით­ქოს ყუ­რადღე­ბის მიღ­მაც რჩე­ბა მი­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. თუ­კი ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სის ირ­გ­ვ­ლივ ვტრი­ა­ლებთ და ჩვენ­თ­ვის ბავ­შ­ვია გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ცენ­ტ­რ­ში, აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ეს ად­რე­უ­ლი ასა­კი, რო­მე­ლიც უნი­კა­ლუ­რი პე­რი­ო­დია, ყვე­ლა­ზე ინ­ტენ­სი­უ­რი სწავ­ლი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის პე­რი­ო­დი და მი­სი გა­მო­ტო­ვე­ბა და არა­სა­თა­ნა­დო ყუ­რადღე­ბის მიქ­ცე­ვა ნიშ­ნავს ძა­ლი­ან დიდ და­ნა­კარგს არა მარ­ტო ამ ბავ­შ­ვის­თ­ვის, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვი­საც. ამ და­ნა­კარგს ვე­რას­დ­როს ვე­ღარ ავა­ნაზღა­უ­რებთ ისე კარ­გად, რო­გორც ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო იმ ად­რე­ულ ასაკ­ში, რო­მელ­საც შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფან­ჯა­რა­საც ვუ­წო­დებთ.

ეს გან­სა­კუთ­რე­ბით თვალ­სა­ჩი­ნოა სსსმ ბავ­შ­ვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ყვე­ლა ბავ­შ­ვის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ სსსმ ბავ­შ­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ჩანს, რი­სი მიღ­წე­ვაც მათ შე­უძ­ლი­ათ, ამ ასაკ­ში ბევ­რად უფ­რო მარ­ტი­ვად შე­საძ­ლე­ბე­ლია. თუ­კი სხვა­დას­ხ­ვა არა­ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბის ან შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო ჩა­მორ­ჩა, შე­უძ­ლია და­ა­კომ­პენ­სი­როს და გარ­კ­ვე­უ­ლი უნა­რე­ბი გა­ნი­ვი­თა­როს. 6 წლი­დან კი, სკო­ლი­დან, ამის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა უკ­ვე ძა­ლი­ან დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყოს. რა თქმა უნ­და, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ვე­რა­სო­დეს ვე­ღარ შეძ­ლებს, პი­რი­ქით, ჩვენ, გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებს, გვჯე­რა, რომ ეს ყო­ველ­თ­ვის, ზრდას­რულ ასაკ­შიც, შე­საძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ბევ­რად უფ­რო რთუ­ლია და სის­ტე­მის­თ­ვის — ბევ­რად უფ­რო ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი. სწო­რედ ამი­ტომ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რაც შე­იძ­ლე­ბა ად­რე და­ვიწყოთ ზრუნ­ვა ად­რე­უ­ლი სა­ფე­ხუ­რის რე­ფორ­მა­ზე.

♦ ბო­ლო წლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბა­ში

ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან ბევ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და ამ სფე­რო­ში, ტერ­მი­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც კი, თუნ­დაც ის, რომ ად­რე იყო „სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­და“, ახ­ლა კი გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნ­და, ასე ვთქვათ, და ეწო­და „სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა“. ვფიქ­რობ, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რაც გან­ხორ­ცი­ელ­და, ამ სფე­როს სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო რე­ფორ­მა იყო. სა­ნამ კა­ნონს მი­ი­ღებ­დ­ნენ, 2016 წლამ­დე, ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ სფე­როს არა­ფე­რი არე­გუ­ლი­რებ­და და თი­თო­ე­ულ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს თა­ვად შე­ეძ­ლო გა­და­ეწყ­ვი­ტა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, ხა­რის­ხ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბი, ასე­ვე, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. არა­ნა­ი­რი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბა­ზე არ იყო. თუ, ვთქვათ, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს ჰქონ­და 5 ბა­ღი, შე­ეძ­ლო, მხო­ლოდ ეს 5 ბა­ღი ჰქო­ნო­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და და­ეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა, მა­გა­ლი­თად, ად­გი­ლობ­რი­ვი შე­სა­ბა­მი­სი ჯგუ­ფის ბავ­შ­ვე­ბის 20% და არა­ნა­ი­რად არ ეზ­რუ­ნა იმა­ზე, რომ ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა გა­ე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნა. იმა­ვე ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით, არ­სად არა­ნა­ი­რი ჩა­ნა­წე­რი არ არ­სე­ბობ­და 6 წლამ­დე ბავ­შ­ვე­ბის გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. კა­ნო­ნის მი­ღე­ბამ­დე, არც ხა­რის­ხ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ იყო არა­ნა­ი­რი სტან­დარ­ტი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 64 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი (კა­ნო­ნამ­დე, მგო­ნი ცო­ტა მე­ტი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი იყო) თა­ვად გან­საზღ­ვ­რავ­და ჰქო­ნო­და თუ არა, მა­გა­ლი­თად, და­წე­სე­ბუ­ლი ჯგუფ­ში ბავ­შ­ვე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია, რად­გან ხა­რის­ხ­ზე ახ­დენს გავ­ლე­ნას; ან ჰქო­ნო­და თუ არა მოთხოვ­ნი­ლი რა­ი­მე კვა­ლი­ფი­კა­ცია აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბის­თ­ვის, დი­რექ­ტო­რის­თ­ვის, ბა­ღის მე­ნე­ჯე­რის­თ­ვის და ა.შ. აბ­სო­ლუ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჰქონ­დათ, დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი მო­დე­ლი იყო, რო­მე­ლიც დღე­საც, კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შემ­დე­გაც, გვაქვს, მაგ­რამ დღეს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ციაა, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბი გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლია და ცენ­ტ­რა­ლურ დო­ნე­ზე ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბის აღე­ბა მოხ­და.

ვფიქ­რობ, ეს რე­ფორ­მა, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­იწყო სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბა­ში, სწო­რედ ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბით და­იწყო. აქ­ვე აუცი­ლებ­ლად უნ­და ვთქვა, რომ კა­ნო­ნის აღ­ს­რუ­ლე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შეა, რაც ალ­ბათ მო­სა­ლოდ­ნე­ლიც იყო. მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მარ­ტი­ვი არ არის იმი­ტომ, რომ ეს კა­ნო­ნი ძა­ლი­ან დიდ ცვლი­ლე­ბებს მო­ი­აზ­რებს, მა­გა­ლი­თად, იწყე­ბა ავ­ტო­რი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში რამ­დე­ნი­მე წე­ლია არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა და რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მე­ქა­ნიზ­მია. გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ სწო­რედ ავ­ტო­რი­ზა­ცია უზ­რუნ­ველ­ყოფს ხა­რის­ხის სტან­დარ­ტე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში. აქაც, რა თქმა უნ­და, გარ­კ­ვე­უ­ლი ვა­დე­ბია და­წე­სე­ბუ­ლი და არ ვე­ლით, რომ ერთ წე­ლი­წად­ში ყვე­ლა ბა­ღი გა­ივ­ლის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რე­ა­ლის­ტუ­რი მო­ლო­დი­ნე­ბი გვქონ­დეს იმი­ტომ, რომ, ვფიქ­რობ, ამ კა­ნო­ნის და­ნერ­გ­ვა­მაც აჩ­ვე­ნა, თუ­კი ზედ­მე­ტად იდე­ა­ლურ მოთხოვ­ნებს და­ვუ­წე­სებთ ჩვენს თავს, ჩვენს სის­ტე­მას, მა­თი შეს­რუ­ლე­ბა იმ­დე­ნად რთუ­ლი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­დეს, რომ ყვე­ლამ ჩა­ვიქ­ნი­ოთ ხე­ლი, ვთქვათ, რომ ეს მა­ინც არ გა­მო­ვა, ეს მო­ითხოვს მი­ლი­არ­დებს, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია და ა.შ. ამი­ტომ, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ხედ­ვა იყოს კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი, დათ­ვ­ლი­ლი, რას მო­ითხოვს და რა ვა­დებ­ში. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ და­ვიწყოთ, თუნ­დაც მცი­რე­დით, რი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც გვაქვს და ნელ-ნე­ლა მი­ვაღ­წი­ოთ იმას, რაც გვინ­და, თუნ­დაც 5 ან 10 წე­ლი­წად­ში.

შე­იძ­ლე­ბა ეს კა­ნო­ნი იდე­ა­ლუ­რი არ არის, ამ წლებ­მაც გვიჩ­ვე­ნა, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი სა­კითხე­ბი ნამ­დ­ვი­ლად სა­ჭი­რო­ებს დახ­ვე­წას, შე­იძ­ლე­ბა მე­რე კონ­კ­რე­ტულ სა­კითხებ­ზეც ვი­სა­უბ­როთ, მაგ­რამ არის თე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც, ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, 2016 წლის შემ­დეგ, და­ვი­ნა­ხეთ, რომ სა­ჭი­რო­ებს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ მიდ­გო­მებს ან უფ­რო მეტ მოქ­ნი­ლო­ბას, მა­გა­ლი­თად, სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბის კუთხით, და ა.შ. ვფიქ­რობ, ეს გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი და აღ­ქ­მუ­ლია მთავ­რო­ბის მი­ერ, პარ­ლა­მენ­ტის მი­ერ და რამ­დე­ნა­დაც ჩვენ ვი­ცით, და­გეგ­მი­ლია გარ­კ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა კა­ნონ­ში იმი­სათ­ვის, რომ უფ­რო მე­ტად და­იხ­ვე­წოს. ეს ძა­ლი­ან კარ­გი, ცოცხა­ლი პრო­ცე­სია. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას აღ­მო­ჩე­ნი­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყოს და ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვქონ­დეს.

♦ მშობ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა

მშო­ბელს, ოჯახს, რა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი აქვს. შეგ­ვიძ­ლია, მოთხოვ­ნის მხა­რეც კი ვუ­წო­დოთ, რო­მე­ლიც უნ­და მო­ითხოვ­დეს სა­თა­ნა­დო ხა­რის­ხის გა­ნათ­ლე­ბას თა­ვი­სი ბავ­შ­ვის­თ­ვის. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მშობ­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აც­ნო­ბი­ე­რებ­დ­ნენ, რომ მათ ბავ­შ­ვებს კა­ნო­ნით აქვთ უფ­ლე­ბა, მი­ი­ღონ სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა, 2-დან 6 წლამ­დე, ასე­თია კა­ნონ­ში ჩა­ნა­წე­რი. დღეს­დღე­ო­ბით, ჩვენ ვი­ცით, რომ ყვე­ლა ბავ­შ­ვი ვერ სარ­გებ­ლობს ამ უფ­ლე­ბით და ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვას თა­ვი­სი გა­მოწ­ვე­ვე­ბი აქვს, რა­ტომ ხდე­ბა ასე.

ზო­გა­დი ტენ­დენ­ცია ისე­თია, რომ ბო­ლო 10 წე­ლია ჩარ­თუ­ლო­ბა საგ­რ­ძ­ნობ­ლად გა­ი­ზარ­და. 10 წლის წი­ნან­დე­ლი ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კა არ მახ­სოვს, მაგ­რამ ნამ­დ­ვი­ლად ძა­ლი­ან დრა­მა­ტუ­ლა­დაა გაზ­რ­დი­ლი, 10-12 წლის წი­ნან­დელ მო­ნა­ცე­მებს რომ შე­ვა­და­როთ. 2018 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით (ცო­ტა შე­იძ­ლე­ბა მოძ­ვე­ლე­ბუ­ლიც არის ეს მო­ნა­ცე­მე­ბი, მაგ­რამ იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ შუ­ა­ში პან­დე­მია იყო, დი­დი ცვლი­ლე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, არ იქ­ნე­ბა), 3, 4, 5 წლის ბავ­შ­ვე­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, 18% სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში არ და­დის, ანუ და­ახ­ლო­ე­ბით, 5-იდან ერ­თი ბავ­შ­ვი არ და­დის სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში. თუ­კი აქ 2 წლის ასა­კის ბავ­შ­ვებ­საც მი­ვუ­მა­ტებთ, რა­ო­დე­ნო­ბა უფ­რო მე­ტად გა­იზ­რ­დე­ბა, რად­გან 2 წლის ასა­კის ბავ­შ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ხში­რად, მშობ­ლე­ბი თა­ვად იღე­ბენ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, რომ არ ატა­რონ. ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვენს რე­გი­ონ­ში (აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­სა და ცენ­ტ­რა­ლუ­რი აზი­ის რე­გი­ონს მო­ვი­აზ­რებ) ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ჩარ­თუ­ლო­ბა გვაქვს, ნამ­დ­ვი­ლად. თან არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს, ეს რის ხარ­ჯ­ზე მოხ­და. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, უბ­რა­ლოდ, არ­სე­ბულ ჯგუ­ფებ­ში ბავ­შ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და, ვთქვათ, ჯგუფ­ში, რო­მელ­შიც 25 ან 30 ბავ­შ­ვი უნ­და იყოს, 40-45 ბავ­შ­ვია, რაც, რა თქმა უნ­და, ხა­რის­ხ­ზე ახ­დენს პირ­და­პირ გავ­ლე­ნას. ამი­ტომ, ამ კუთხით, ძა­ლი­ან ბევ­რია სა­მუ­შაო, თუმ­ცა, ვფიქ­რობ, ეს მა­ინც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და მი­სა­სალ­მე­ბე­ლი იმი­ტომ, რომ ბა­ღე­ბის მშე­ნებ­ლო­ბე­ბიც ხში­რია.  ამ კუთხით, ნამ­დ­ვი­ლად, ბევ­რი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი პრი­ო­რი­ტეტს ანი­ჭებს სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბას და ბი­უ­ჯე­ტებს რომ გა­დავ­ხე­დოთ, სა­შუ­ა­ლოდ, ზრდა­დი ტენ­დენ­ციაა. სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბა­ზე ბი­უ­ჯე­ტი იზ­რ­დე­ბა და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ბი­უ­ჯე­ტის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან წილს შე­ად­გენს, რაც გა­საკ­ვი­რი არ არის, რად­გან ეს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბაა და ბუ­ნებ­რი­ვია, ის დიდ თან­ხას უნ­და ხარ­ჯავ­დეს, ამა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან­ში რა­ში და­ხარ­ჯავს.

♦ სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შ­ვე­ბი

პირ­ველ რიგ­ში, და­ვიწყებ იმით, თუ რას ნიშ­ნავს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბი. ეს ნიშ­ნავს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულს იმის­გან, რაც ძი­რი­თა­დად გვაქვს, ანუ რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბულს რომ არ ნიშ­ნავს, ამა­ზე მინ­და გა­ვა­მახ­ვი­ლო ყუ­რადღე­ბა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ტი­პუ­რი სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა გვაქვს, დი­ლის 9 სა­ა­თი­დან 6 სა­ა­თამ­დე, შე­იძ­ლე­ბა 15 წუ­თით ად­რე ან გვი­ან, მაგ­რამ სრულ­დღი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბა, კვე­ბით, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვით და ა.შ. ამ სერ­ვის­ში შე­დის ყვე­ლა მომ­სა­ხუ­რე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ბავ­შ­ვი იქ ცხოვ­რობს, ფხიზ­ლად ყოფ­ნის ძი­რი­თად დროს ატა­რებს სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში, ასე­თი ტი­პის მომ­სა­ხუ­რე­ბაა და კა­ნო­ნიც სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში მხო­ლოდ ასეთ მომ­სა­ხუ­რე­ბას ცნობს. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ხელს უშ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს, რომ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ტი­პის სერ­ვი­სე­ბი შეს­თა­ვა­ზონ ბავ­შ­ვებს. გან­სა­კუთ­რე­ბით ამის სა­ჭი­რო­ე­ბა დგას სოფ­ლებ­ში, არა მარ­ტო, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით სოფ­ლებ­ში. ბევ­რი სო­ფე­ლია, სა­დაც ბავ­შ­ვე­ბი არი­ან, მაგ­რამ ბა­ღი არ აქვთ. ძა­ლი­ან რთუ­ლია ამ­დენ სო­ფელ­ში ახა­ლი ბა­ღის აშე­ნე­ბა ისე­თი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რით, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა იმის­თ­ვის, რომ სრულ­ფა­სო­ვა­ნი სერ­ვი­სი მი­ვა­წო­დოთ პა­ტა­რებს. ამი­ტომ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბის არ­სე­ბო­ბა. ბავ­შ­ვე­ბი, ვინც ბა­ღის მიღ­მა არი­ან დარ­ჩე­ნი­ლი, ძი­რი­თა­დად, სო­ფელ­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბი არი­ან. ცო­ტა ბა­ღე­ბია ფი­ზი­კუ­რად და ერთ-ერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და მოქ­ნი­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მო­დე­ლე­ბის და­ნერ­გ­ვა. გრძელ­ვა­დი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში, რა თქმა უნ­და, ჩვე­ნი იდე­ა­ლი უნ­და იყოს, რომ ყვე­ლა ბავშვს, სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სრულ­დღი­ა­ნი სერ­ვი­სი შევ­თა­ვა­ზოთ, მაგ­რამ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ყვე­ლა ბავშვს, მი­ნი­მუმ, ის სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­დეს, რაც ად­რე­ულ ასაკ­ში მი­სი ოპ­ტი­მა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები