12 ოქტომბერი, შაბათი, 2024

ყვე­ლა ბავშვს აქვს ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბი­სა და სწავ­ლის უფ­ლე­ბა

spot_img

ლა­ლი ნატ­როშ­ვი­ლი
დე­დოფ­ლის­წყა­როს №1 სა­ჯა­რო სკო­ლის წამ­ყ­ვა­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი გზაა, მივ­ცეთ ყვე­ლა ბავშვს სა­მარ­თ­ლი­ა­ნი შან­სი, ის­წავ­ლოს სკო­ლა­ში და გა­ნი­ვი­თა­როს ის უნარ-ჩვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­როა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თ­ვის.

ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა ნიშ­ნავს ყვე­ლა ბავშვს ერ­თ­სა და იმა­ვე კლა­სებ­ში, იმა­ვე სკო­ლებ­ში. ეს ნიშ­ნავს სწავ­ლის რე­ა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს იმ ჯგუ­ფე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც, ტრა­დი­ცი­უ­ლად, გა­რი­ყულ­ნი არი­ან — არა მხო­ლოდ შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი, არა­მედ სხვა ყვე­ლა, ვინც სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლის სტა­ტუსს ატა­რებს.

სა­ერ­თო სას­წავ­ლო გა­რე­მო  მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის რე­გუ­ლა­რუ­ლი სას­წავ­ლო სა­ა­თე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ცავ­დეს საკ­ლა­სო ოთა­ხებს, ბიბ­ლი­ო­თე­კებს, სპორ­ტულ დარ­ბა­ზებს, თე­ატ­რებს, მუ­სი­კა­ლურ ოთა­ხებს, კა­ფე­ტე­რი­ებს, სა­თა­მა­შო მო­ედ­ნებ­სა და ად­გი­ლობ­რივ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. სა­ერ­თო სას­წავ­ლო გა­რე­მო არ არის ად­გი­ლი, სა­დაც შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ან სხვა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი სწავ­ლო­ბენ თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლად.

⇒ მარ­თ­ვის პრინ­ცი­პე­ბი

ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა, თა­ვის ყვე­ლა მოქ­მე­დე­ბა­ში, ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს პრინ­ცი­პე­ბით, რომ­ლე­ბიც შე­ე­სა­ბა­მე­ბა მის ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და რწმე­ნას.

ეს პრინ­ცი­პე­ბია:

⇒ ჩვე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და რწმე­ნა

ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი პი­როვ­ნე­ბაა. ჩვე­ნი ადა­მი­ა­ნუ­რი არ­სი არ შე­იძ­ლე­ბა შემ­ცირ­დეს სიტყ­ვე­ბით, ეტი­კე­ტე­ბით, კა­ტე­გო­რი­ე­ბით, გან­მარ­ტე­ბე­ბით ან გე­ნე­ტი­კუ­რი ნი­მუ­შე­ბით. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი უნი­კა­ლუ­რია. არა­ვის ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა ან კო­პი­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს აქვს პა­ტი­ვის­ცე­მის უფ­ლე­ბა. პა­ტი­ვის­ცე­მა მო­ითხოვს თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის აღი­ა­რე­ბა­სა და ზრუნ­ვას. ღირ­სე­ბა მყი­ფეა. ის და­ცუ­ლი უნ­და იყოს ყო­ველ­გ­ვა­რი ზი­ა­ნის­გან.

თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს აქვს თან­და­ყო­ლი­ლი ღირ­სე­ბა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ იმი­ტომ გვე­კუთ­ვ­ნის, რომ ვარ­სე­ბობთ. ეს არ არის ის, რა­საც ვი­ღებთ ან გავ­ცემთ. მი­სი იგ­ნო­რი­რე­ბა, შემ­ცი­რე­ბა ან წარ­თ­მე­ვა არ შე­იძ­ლე­ბა. ჩვენ ყვე­ლას გვაქვს თა­ნა­ბა­რი ღირ­სე­ბა. ის არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ფი­ზი­კურ, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ ან სხვა მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­ზე. ასე­ვე, არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმა­ზე, თუ რა მო­საზ­რე­ბე­ბი აქვთ სხვა ადა­მი­ა­ნებს ამ მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

ადა­მი­ა­ნებს გვაქვს თან­და­ყო­ლი­ლი და თა­ნა­ბა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა. ჩვე­ნი, რო­გორც პი­როვ­ნე­ბის, ღი­რე­ბუ­ლე­ბა არც მი­ღე­ბუ­ლია და არც დაგ­რო­ვი­ლი, არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან ან რა­ი­მე გე­ნე­ტი­კურ ან სხვა პი­როვ­ნულ მა­ხა­სი­ა­თე­ბელ­თან.

ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს ზრდი­სა და გა­მო­ხატ­ვის უნა­რი. ასე­ვე აქვს უფ­ლე­ბა, იკ­ვე­ბე­ბო­დეს ფი­ზი­კუ­რად, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რად, სო­ცი­ა­ლუ­რად, ემო­ცი­უ­რად და სუ­ლი­ე­რად.

თი­თო­ე­ულ ინ­დი­ვიდს თა­ნა­ბა­რი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა უნ­და ჰქონ­დეს. თა­ნას­წო­რო­ბა ყვე­ლა სა­ხის დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ი­სა და ზი­ა­ნის­გან დაც­ვას მო­ითხოვს.

სსსმ მოს­წავ­ლის წე­რი­ლი მას­წავ­ლე­ბელს:

„მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი ფი­ზი­კუ­რი თუ სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბით გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბი­სა, ჩვენ ერ­თ­ნა­ი­რე­ბი ვართ მრა­ვა­ლი თვალ­საზ­რი­სით. მა­გა­ლი­თად, ჩვენ ყვე­ლას გვიყ­ვარს ვი­ღაც, ყვე­ლას გვაქვს ოც­ნე­ბე­ბი, ყვე­ლას გვჭირ­დე­ბა სა­მარ­თ­ლი­ა­ნი მოპყ­რო­ბა. ყვე­ლას გვაქვს ისე­თი რამ, რი­სი კე­თე­ბაც მოგ­ვ­წონს. ყვე­ლას გვი­ხა­რია, ყვე­ლას გვწყინს, ყვე­ლას გვტკი­ვა. ყვე­ლას გვსურს, გვყავ­დეს მე­გობ­რე­ბი და ვი­ყოთ იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი, სა­დაც თქვენ ფიქ­რობთ, რომ „ყვე­ლა“ ხართ ჩვენ გა­რე­შე. არა, პა­ტივ­ცე­მუ­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბავ, თქვენ „ყვე­ლა“ არ ხართ ჩვენ გა­რე­შე. ჩვენც აქ ვართ, ამ სამ­ყა­რო­ში, ჩვე­ნი უნა­რე­ბი­თა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით, რა­საც გან­ვი­თა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, ისე რო­გორც სხვას, თქვენ „ყვე­ლას“ ნა­წილს.

ხან­და­ხან ვფიქ­რობ , თუ ჩვენ არ ვართ „ყვე­ლა“, მა­შინ რა­ტომ ვართ ამ სამ­ყა­რო­ში? ნუ­თუ იმი­ტომ მო­ვე­დით, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ვე­მა­ლოთ, ერთ მი­ყუ­ჟულ ოთახ­ში გა­ვა­ტა­როთ ცხოვ­რე­ბა და მხო­ლოდ სარ­კ­მ­ლი­დან ვუ­ყუ­როთ მზეს. არა, რა თქმა უნ­და, ჩვენ ხომ მოგ­ვ­ცეს გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბა, ეს ის უფ­ლე­ბაა, რო­მელ­საც ხან­და­ხან უდი­დე­სი ტკი­ვი­ლი მო­აქვს, ეს მა­შინ ხდე­ბა, რო­დე­საც ვინ­მე გვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებს ჩვენს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბას. ნე­ტავ შე­გეძ­ლოთ, სულ რა­ღაც წუ­თი­ე­რად, ჩვე­ნი თვა­ლით გა­მო­ხედ­ვა. ან იქ­ნებ შე­გიძ­ლი­ათ და არც ცდი­ლობთ, ან იქ­ნებ ფიქ­რობთ, რომ ჩვენ გრძნო­ბე­ბი არ გვაქვს და მხო­ლოდ შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბით ვარ­სე­ბობთ. თუ­კი ასეა, ძა­ლი­ან სცდე­ბით.

ჩე­მო უსაყ­ვარ­ლე­სო მას­წავ­ლე­ბე­ლო, შენს თვა­ლებ­ში მუ­დამ სიყ­ვა­რულ­სა და სით­ბოს ვხე­დავ. ვხე­დავ, რო­გო­რი იმე­დით უყუ­რებ ჩემს თი­თო­ე­ულ ქმე­დე­ბას. მე ვეც­დე­ბი, გა­ვა­მარ­თ­ლო თქვე­ნი იმე­დე­ბი და გთხოვთ, თქვენც ეცა­დეთ ჩე­მი იმე­დე­ბის გა­მარ­თ­ლე­ბას. გთხოვთ და­მეხ­მა­რეთ, რომ მეც ვი­ყო ერთ-ერ­თი იმ „ყვე­ლა­დან“.

⇒ ჩარ­თ­ვა ყვე­ლას­თ­ვის! გა­მო­ნაკ­ლი­სის გა­რე­შე!

ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ელე­მენ­ტია იმის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რომ ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი მზად არის ას­წავ­ლოს ყვე­ლა მოს­წავ­ლეს. ინ­კ­ლუ­ზია ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, თუ მას­წავ­ლებ­ლე­ბი არ იქ­ნე­ბი­ან ცვლი­ლე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი აგენ­ტე­ბი, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით, ცოდ­ნი­თა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს მი­აღ­წი­ოს წარ­მა­ტე­ბას.

ინ­კ­ლუ­ზი­ის ეს ხედ­ვა თა­ვი­დან აიცი­ლებს კა­ტე­გო­რი­ზა­ცი­ას, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს სტიგ­მა­ტი­ზა­ცია, მარ­გი­ნა­ლი­ზა­ცია და პო­ტენ­ცი­უ­რად გა­რიყ­ვა. ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, მას­წავ­ლე­ბელ­თა ტრე­ნინ­გის სის­ტე­მამ უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს თე­ო­რი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლი­სა და პრაქ­ტი­კუ­ლი პრაქ­ტი­კის უფ­რო ეფექ­ტუ­რი ბა­ლან­სი.

მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ვი­საც ევა­ლე­ბათ ისგ ჯგუ­ფის წევ­რო­ბა სკო­ლებ­ში, კარ­გად უნ­და იყ­ვ­ნენ მომ­ზა­დე­ბულ­ნი თა­ვი­ან­თი რო­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად.

 

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები