22 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024

ყვე­ლა ბავ­შ­ვი უნი­კა­ლუ­რია

spot_img

მაკა ქენქაძე
სსიპ ქ. გო­რის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გი

 

 

ახ­ლოვ­დე­ბა პირ­ველ­კ­ლა­სელ­თა რე­გის­ტ­რა­ცი­ის პე­რი­ო­დი. ყვე­ლა მშო­ბე­ლი გუ­ლის ფან­ც­ქა­ლით ელო­დე­ბა შვი­ლის სკო­ლა­ში მის­ვ­ლას, ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ეტა­პის დაწყე­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბით ღე­ლა­ვენ და ბევ­რი შე­კითხ­ვა აქვთ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლებს, აინ­ტე­რე­სებთ, რო­გორ შე­ე­გუ­ე­ბა შვი­ლი ახალ გა­რე­მოს, ვინ იქ­ნე­ბა მას­წავ­ლე­ბე­ლი და რო­გორ მი­ი­ღებს მის შვილს, რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დე­ბათ თა­ნა­ტო­ლებს მის მი­მართ, რა­ში და­ეხ­მა­რე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, პერ­სო­ნა­ლუ­რი ასის­ტენ­ტი და ა.შ.

2015 წლი­დან ვმუ­შა­ობ სპე­ცი­ა­ლურ პე­და­გო­გად. მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბა და და­გა­ნა­ხოთ თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მშობ­ლი­სა და სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის რო­ლი მოს­წავ­ლის ტრან­ზი­ცი­ის პრო­ცეს­ში.

იმი­სათ­ვის, რომ შე­ვამ­ცი­როთ სტრე­სი და უარ­ყო­ფი­თი გან­ც­დე­ბი, უპირ­ვე­ლე­სად, დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს მშობ­ლი­სა და მას­წავ­ლებ­ლის ეფექ­ტი­ან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას!

ბავ­შ­ვი-მშო­ბე­ლი-სკო­ლა-სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი-დამ­რი­გე­ბე­ლი (საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი) – ეს არის უწყ­ვე­ტი ჯაჭ­ვი, რომ­ლის თი­თო­ე­უ­ლი რგო­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია არა მხო­ლოდ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის, არა­მედ მოს­წავ­ლის სკო­ლას­თან ადაპ­ტი­რე­ბის პრო­ცეს­შიც.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლის ტრან­ზი­ცი­ის პრო­ცე­სი, სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი­დან სკო­ლა­ში, ზოგ­ჯერ, ემო­ცი­უ­რად რთუ­ლია მოს­წავ­ლი­სა და მი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თ­ვის.

იმი­სათ­ვის, რომ მოს­წავ­ლე­ებს სკო­ლა­ში დახ­ვ­დეთ ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მო და მათ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბი, აუცი­ლე­ბე­ლია უნი­ვერ­სა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნის პრინ­ციპ­ზე აგე­ბუ­ლი პრო­ცე­სის შე­თა­ვა­ზე­ბა, რაც არ იქ­ნე­ბა მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. აქ იგუ­ლის­ხ­მე­ბა ფი­ზი­კუ­რი გა­რე­მო, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბი, შე­სა­ბა­მი­სი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი (დამ­ხ­მა­რე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი) და ა.შ.

რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან და ერთ-ერთ მთა­ვარ სა­კითხს წარ­მო­ად­გენს მშობ­ლი­სა და მას­წავ­ლებ­ლის ეფექ­ტი­ა­ნი კო­მუ­ნი­კა­ცია, რაც ხელს უწყობს მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის, მა­თი ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას, რაც, თა­ვის მხრივ, გუ­ლის­ხ­მობს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მის სწო­რად შედ­გე­ნას, და­გეგ­მ­ვა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

ძი­რი­თად სა­კითხად მი­მაჩ­ნია სტიგ­მა­ტი­ზა­ცი­ის პრე­ვენ­ცია. სპე­ცი­ა­ლურ­მა პე­და­გოგ­მა სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უნ­და აამაღ­ლოს ცნო­ბი­ე­რე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩა­ა­ტა­როს შეხ­ვედ­რე­ბი პე­და­გო­გებ­თან, მოს­წავ­ლე­ებ­თან, მშობ­ლებ­თან. აქ­ტი­უ­რად ითა­ნამ­შ­რომ­ლოს ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის აღმზრდელ-პე­და­გო­გებ­თან, მოს­წავ­ლეს­თან მო­მუ­შა­ვე სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან. თუ მოს­წავ­ლეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბა აქვს, ესეც უნ­და გა­აც­ნოს კო­ლე­გებს და მი­ა­წო­დოს ყვე­ლა ის სა­ჭი­რო თე­ო­რი­უ­ლი თუ პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნა, რაც  მას­წავ­ლებ­ლებს და­ეხ­მა­რე­ბა, ად­ვი­ლად და­ამ­ყა­რონ კო­მუ­ნი­კა­ცია და შე­სა­ბა­მი­სი მხარ­და­ჭე­რა გა­უ­წი­ონ მოს­წავ­ლეს სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­ურ თუ აკა­დე­მი­ურ სფე­რო­ში.

სკო­ლის გა­რე­მოს­თან შე­გუ­ე­ბის მიზ­ნით, უკე­თე­სია, მოს­წავ­ლე­ე­ბი სწავ­ლის დაწყე­ბამ­დე ეს­ტუმ­რონ სკო­ლას. აჩ­ვე­ნონ მათ სკო­ლის ეზო, შე­ნო­ბა, კლა­სი, გა­აც­ნონ მას­წავ­ლე­ბე­ლი. სა­სურ­ვე­ლია, სკო­ლამ მშობ­ლე­ბის­თ­ვის შე­ი­მუ­შა­ოს კითხ­ვა­რი ტრან­ზი­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს მე­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას, მოს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ხებ.

დამ­რი­გებ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­და­გო­გის ჩარ­თუ­ლო­ბით, ზოგ­ჯერ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სწავ­ლის დაწყე­ბამ­დე ჩა­ი­ნიშ­ნოს შეხ­ვედ­რა/შეხ­ვედ­რე­ბი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის მშობ­ლებ­თან, რა­თა მი­ნი­მუ­მამ­დე იქ­ნას დაყ­ვა­ნი­ლი ის გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა თან ახ­ლ­დეს კლას­ში სსსმ მოს­წავ­ლის გა­მო­ჩე­ნას. შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერთ მშო­ბელს ჰქონ­დეს კითხ­ვე­ბი კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ჩვენს სა­ზო­გა­დე­ო­ბა­ში კვლა­ვაც ბევ­რი სტიგ­მა და სტე­რე­ო­ტი­პია სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. მა­გა­ლი­თად, აუტიზ­მის სპექ­ტ­რის ან/და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე პი­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

აუცი­ლებ­ლად სა­ყუ­რადღე­ბო და გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლის კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის/მშობ­ლის მო­ლო­დი­ნე­ბი საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბის, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის, დამ­ხ­მა­რე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის და მთლი­ა­ნად სკო­ლის მი­მართ. გა­სათ­ვა­ლი­სიწ­ინე­ბე­ლია ისიც, რომ ეფექ­ტი­ა­ნი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მთა­ვა­რი წი­ნა­პი­რო­ბა მშობ­ლის ნდო­ბის მო­პო­ვე­ბაა. რთუ­ლია და თით­ქ­მის შე­უძ­ლე­ბე­ლია მათ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, თუ ჩვე­ნი სა­ხით მხარ­დამ­ჭე­რი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ლის­ტი არ ეყო­ლე­ბათ მათ შვი­ლებს.

აღ­ნიშ­ნულ პრო­ცე­სებ­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი ეკის­რე­ბა დი­რექ­ცი­ას, რო­მე­ლიც ყვე­ლა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი აქ­ტი­ვო­ბის მხარ­დამ­ჭე­რია. სწო­რედ დი­რექ­ცი­ის ხედ­ვა გა­ნა­პი­რო­ბებს თა­ნამ­შ­რო­მელ­თა ეფექ­ტი­ან და კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ მუ­შა­ო­ბას. დი­რექ­ტო­რი უნ­და გან­საზღ­ვ­რავ­დეს არა მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის სა­ჭი­რო­ე­ბას, არა­მედ მათ­თ­ვის შე­სა­ბა­მი­სი, მუ­შა­ო­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო ხელ­საყ­რე­ლი გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფას.

და­ბო­ლოს, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ყვე­ლა ბავ­შ­ვი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და უნი­კა­ლუ­რია! მათ მას­წავ­ლებ­ლის სა­ხით ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბათ სან­დო პი­რი, მა­თი უსაფ­რ­თხო­ე­ბი­სა და და­ცუ­ლო­ბის გა­რან­ტი, რო­მელ­საც სჯე­რა მა­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის!

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები