23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ყვე­ლა ადა­მი­ანს თა­ვი­სი მი­ზა­ნი აქვს და ამ მიზ­ნის­კენ თა­ვი­სი გზით მი­დის

spot_img

რუ­სუ­დან ყა­უ­ლაშ­ვი­ლი

სსიპ ნი­ნოწ­მინ­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მამ­წ­ვა­რას სა­ჯა­რო სკო­ლის კონ­სულ­ტან­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

სა­შუ­ა­ლო სკო­ლა ქა­ლაქ ბორ­ჯომ­ში და­ვამ­თავ­რე, 2006 წელს. იმა­ვე წელს ჩა­ვი­რიცხე სო­ხუ­მის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ფა­კულ­ტეტ­ზე, კერ­ძოდ, ქარ­თუ­ლი ფი­ლო­ლო­გია. ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სწავ­ლა მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლე, სპე­ცი­ა­ლო­ბით – „ქარ­თ­ვე­ლუ­რი ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბა“. დღეს კი, ამა­ვე სპე­ცი­ა­ლო­ბით, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი გახ­ლა­ვართ. 2012 წლი­დან ვარ უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, 2020 წლიდან კი – წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ შე­ვიტყ­ვე პროგ­რა­მის „ქარ­თუ­ლი ენა მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბი­სათ­ვის“ შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც პე­და­გო­გე­ბის არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში მივ­ლი­ნე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. გა­დავ­წყ­ვი­ტე, ჩავ­რ­თუ­ლი­ყა­ვი აღ­ნიშ­ნულ პროგ­რა­მა­ში და სი­მარ­თ­ლე რომ ვთქვა, ჯა­ვა­ხე­თი თა­ვად ავირ­ჩიე. ქვე­მო ქარ­თ­ლ­ში წას­ვ­ლას აქეთ, ჩემს მხა­რე­ში წა­მოს­ვ­ლა ვამ­ჯო­ბი­ნე. სიტყ­ვა ჯა­ვა­ხე­თი ბავ­შ­ვო­ბი­დან მახ­სოვს, რაც ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ძა­ლი­ან შორ, მი­უ­ვალ ად­გილ­თან ასო­ცირ­დე­ბო­და. რას ვი­ფიქ­რებ­დი მა­შინ, რომ ეს სიტყ­ვა უდი­დეს გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ზე.

მახ­სოვს, რო­ცა პირ­ვე­ლად გა­მო­ვემ­გ­ზავ­რეთ თბი­ლი­სი­დან, ორ­მა­გად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დღე იყო. პირ­ვე­ლი ის, რომ და­ბა­დე­ბის დღე მქონ­და და მე­ო­რე – უცხო გა­რე­მო­ში პირ­ვე­ლად უნ­და მოვ­ხ­ვედ­რი­ლი­ყა­ვი. ძა­ლი­ან თბი­ლად, შვი­ლი­ვით მი­მი­ღეს, თავს მევ­ლე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა ვა­ღი­ა­რებ, რომ პირ­ვე­ლი ორი კვი­რა ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. გა­მი­ჭირ­და ყვე­ლაფ­რის აღ­ქ­მა, უცხო ხალ­ხის, უცხო გა­რე­მოს­თან შე­გუ­ე­ბა. ყვე­ლა­ზე მე­ტად ბუ­ნე­ბის, ხე­ე­ბის, ტყე­ე­ბის სიმ­წი­რეს გან­ვიც­დი­დი. მახ­რ­ჩობ­და ლა­პა­რა­კის სურ­ვი­ლი, დღე ისე გა­დი­ო­და, ვერ ვსა­უბ­რობ­დი, მხო­ლოდ ვფიქ­რობ­დი და ვფიქ­რობ­დი. ჩე­მი კო­ლე­გე­ბი მამ­ხ­ნე­ვებ­დ­ნენ, ვუყ­ვე­ბო­დით ერ­თ­მა­ნეთს ჩვე­ნი „სა­ვა­ლა­ლო“ მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. ცო­ტა ხან­ში შე­ვე­გუე ჩემს ბედს და ყვე­ლა­ფერს კარ­გი თვა­ლით შევ­ხე­დე. თან­და­თან და­ვუ­ახ­ლოვ­დი ხალხს, შე­ვეჩ­ვიე. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დი­ა­სახ­ლი­სი შემ­ხ­ვ­და, სულ მე­სა­უბ­რე­ბო­და, სულ ზრუ­ნავ­და ჩემ­ზე. ერ­თა­დერ­თი ქარ­თ­ვე­ლი ვი­ყა­ვი სო­ფელ­ში, მო­დი­ოდ­ნენ ჩემს სა­ნა­ხა­ვად, ყვე­ლას უნ­დო­და თა­ვის­თან მი­ვე­პა­ტი­ჟე, უჩე­მოდ არ ჩა­ივ­ლი­და არც და­ბა­დე­ბის დღე და არც ქორ­წი­ლი. ბავ­შ­ვე­ბის სიყ­ვა­რულ­მა გა­მი­ად­ვი­ლა აქ ყოფ­ნა. ასე გა­დი­ო­და დრო.

ჯა­ვა­ხეთ­ში ერ­თი წლით წა­მო­ვე­დით მეც და ჩე­მი მე­გობ­რე­ბიც, მაგ­რამ უკ­ვე მე­ა­თე წე­ლია აქ ვარ. თავ­და­პირ­ვე­ლად, რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, მო­ხა­ლი­სე მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სით ვმუ­შა­ობ­დი. ვეხ­მა­რე­ბო­დი ად­გი­ლობ­რივ მას­წავ­ლებ­ლებს გაკ­ვე­თი­ლის და­გეგ­მ­ვა­სა და ჩა­ტა­რე­ბა­ში, ხელს ვუწყობ­დი თა­ნა­მედ­რო­ვე სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბის დამ­კ­ვიდ­რე­ბას სკო­ლა­ში. პა­რა­ლე­ლუ­რად პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზეც ვზრუ­ნავ­დი — ვა­ბა­რებ­დი სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დებს, ვსწავ­ლობ­დი მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში.

უკ­ვე რვა წე­ლია „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის“ კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ. 2014 წლი­დან ვმუ­შა­ობ ნი­ნოწ­მინ­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მამ­წ­ვა­რას სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. ჩემს ფუნ­ქ­ცია-მო­ვა­ლე­ო­ბებ­ში შე­დის რო­გორც მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბა, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა. მა­თაც ქარ­თულ ენას ვას­წავ­ლი და ვზრუ­ნავ მათ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. მუდ­მი­ვად გავ­დი­ვართ ქარ­თუ­ლი ენის კურსს, ამი­სათ­ვის კვი­რა­ში 6 სა­ა­თი გვაქვს დათ­მო­ბი­ლი. მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ჩემს სკო­ლა­ში თით­ქ­მის ყვე­ლა პე­და­გოგს უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი აქვს, რა­საც ქარ­თუ­ლი ენის ბ1 დო­ნემ­დე შეს­წავ­ლით მი­აღ­წი­ეს. მხო­ლოდ ორი  პე­და­გო­გია, რომ­ლებ­მაც, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გა­მო, ვერ მო­ა­ხერ­ხა გა­მოც­და­ზე გას­ვ­ლა.

სკო­ლა­ში ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი გა­რე­მოა. მი­ხა­რია ყო­ველ­დღე იქ მის­ვ­ლა, დი­რექ­ტო­რიც ყვე­ლა­ნა­ი­რად მხარ­ში მიდ­გას. ბავ­შ­ვე­ბი მონ­დო­მე­ბუ­ლე­ბი არი­ან, კარ­გად სწავ­ლო­ბენ. მათ უკ­ვე იცი­ან თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­ჭი­როა სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ცოდ­ნა. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ვი­სუფ­ლად სა­უბ­რო­ბენ და აზ­როვ­ნე­ბენ ქარ­თუ­ლად, მუდ­მი­ვად ერ­თ­ვე­ბი­ან სას­კო­ლო პრო­ექ­ტებ­სა და კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბებ­ში.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სო­ფე­ლი პა­ტა­რაა და სკო­ლაც მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნია, არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი გვყავს გაშ­ვე­ბუ­ლი სკო­ლი­დან ქარ­თულ წამ­ყ­ვან უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. სამი სტუ­დენ­ტი თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობს, მო­მა­ვა­ლი ექი­მე­ბი არი­ან (ვა­ჰან, ვა­ნუ­ჰი და ზო­რიკ მა­ნა­სი­ა­ნე­ბი); გვყავს მო­მა­ვა­ლი ფი­ლო­ლო­გი – ას­ტ­ღიკ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი სტუ­დენ­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბებ­ში, ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და ხში­რად ვა­მა­ყობ მი­სი წარ­მა­ტე­ბე­ბით; აგ­რეთ­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან: ლი­ზა გომ­ცი­ა­ნი, მა­რი­ა­ნა ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნი, ში­რაზ მა­ნა­სი­ა­ნი, სა­თე­ნიკ გომ­ცი­ა­ნი, არ­შა­ლუს ვარ­ტა­ნი­ა­ნი, გა­გიკ ბაღ­და­სა­რი­ა­ნი, შო­თა მა­ნა­სი­ა­ნი, რა­ფა­ელ კა­რა­პე­ტი­ა­ნი.

ნი­ნოწ­მინ­და­ში და, ზო­გა­დად, ჯა­ვა­ხეთ­ში ძა­ლი­ან თბი­ლი ხალ­ხი ცხოვ­რობს. ძა­ლი­ან უყ­ვართ და აფა­სე­ბენ სტუ­მარს. მარ­თა­ლია, უკ­ვე სტუმ­რად აღარ მთვლი­ან, მაგ­რამ მა­ინც უდი­დეს ყუ­რადღე­ბას იჩე­ნენ ჩა­მო­სუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­მართ. ძა­ლი­ან კარგ ოჯახ­ში ვცხოვ­რობ­დი, და­ახ­ლო­ე­ბით, შვი­დი წე­ლი. იქ მი­ღე­ბულ­მა სით­ბომ, ჩე­მი პრო­ფე­სი­ის და ბავ­შ­ვე­ბის სიყ­ვა­რულ­მა გა­მაძ­ლე­ბი­ნა ამ­დენ ხანს, ასე შორს ჩე­მი ოჯა­ხის­გან. ხან­და­ხან ვფიქ­რობ, რომ თუ მო­ვა დრო, მო­მი­წევს აქა­უ­რო­ბის და­ტო­ვე­ბა, ალ­ბათ, ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა. გა­მი­ჭირ­დე­ბა დამ­შ­ვი­დო­ბე­ბა ბავ­შ­ვებ­თან, კო­ლე­გებ­თან და სკო­ლას­თან.

ყვე­ლა ადა­მი­ანს თა­ვი­სი მი­ზა­ნი აქვს და ამ მიზ­ნის­კენ თა­ვი­სი გზე­ბით მი­დის. ისიც მჯე­რა, რომ ყვე­ლას თა­ვი­სი მი­სია აქვს ცხოვ­რე­ბა­ში. მთა­ვა­რია, ამ მი­სი­ას სწო­რად მი­აგ­ნო და გა­მო­სა­დე­გი იყოს. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩე­მი ქვეყ­ნის­თ­ვის ძა­ლი­ან კარგ საქ­მეს ვა­კე­თებ.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები